;
5 მაი 2012      maria.143     40 კომენტარი     ნანახია 12887-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ანნა ბოლეინი

ანნა ბოლეინის ტრაგედია ♕

მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც დედოფალს 1000 დღით.
მისი ისტორია კონკიას ისტორიას ჰგავს, მხოლოდ ტრაგიკული დასასრულით.


ანნა ბოლეინი არც სიმდიდრით, არც სილამაზით და არც წარმომავლობით გამოირჩეოდა.
მაგრამ ამის მიუხედავად მან შეძლო თვით ინგლისის მეფის მეუღლე გამხდარიყო...

ანნა ბოლეინი

ანნა ბოლეინი (Anne Boleyn)
დაიბადა მიახლოებით 1507 წელს და გარდაიცვალა 1536 წლის 19 მაისს)
ინგლისის მეფის ჰენრი VIII -ს მეორე ცოლი და დედოფალ ელიზაბეტ I-ის დედა.


♔♔♔

მეცნიერები დღემდე კამათობენ ანნას დაბადების ზუსტ თარიღზე. სხვადასხვა ისტორიკოსები მიუთითებენ წლებს 1501-დან 1507-მდე. მამამისი, - თომას ბოლეინი გლეხური წარმომავლობისა იყო,მაგრამ თავისი ამბიციურობის წყალობით მან საკმაოდ კარგი თანამდებობა დაიკავა სამეფო კარზე და თვით გრაფ ნორფოლკის ქალიშვილი, ელიზაბეტ ჰოვარდიც კი შეირთო ცოლად.

ელიზაბეტ ჰოვარდი (სავარაუდოდ)
ანნა ბოლეინი
თომას ბოლეინი

ანნა ბოლეინი

თომასს და ელიზაბეტს ბევრი შვილები ჰყავდათ მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ სამი მათგანი გადაურჩა მძიმე შუასაუკუნოვან ყოფას : ანნა,მერი და ჯორჯი. მათმა ბავშვობამ ულამაზეს ადგილას- ჰივერის სასახლეში ჩაიარა.
ანნა ბოლეინი

ანნა პატარაობიდანვე გამოირჩეოდა ჯიუტი და მიზანსწრაფული ხასიათით, რომელიც საკმაოდ იშვიათი იყო იმ დროის ქალებისათვის.
მამამისმა ეს შენიშნა და პატარა ანნას მომავალზე სერიოზულად დაფიქრდა - ის მიხვდა რომ გოგონას უფრო მეტის მიღწევა შეეძლო ვიდრე სხვებს და ამიტომაც,უპირველეს ყოვლისა მისთვის კარგი განათლების მიცემა გადაწყვიტა. მშობლებმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს რომ ქალიშვილები სასწავლებლად საფრანგეთში,პარიზში გაეგზავნათ.
ანნა ბოლეინი

1514 წელს ანნა და მერი საფრანგეთში გააგზავნეს პრინცესა მარია ტიუდორისთან, პრინცესა ცოლად უნდა გაჰყოლოდა მეფე ლუდოვიკ XII-ს. საფრანგეთის სამეფო კარზე ანნა არამხოლოდ ბრწყინვალე განათლებას იღებდა - არამედ ფლირტის ხელოვნებასაც ეუფლებოდა. იმის მიუხედავად რომ მოხუცი მეფე ლუდოვიკ XII მალევე გარდაიცვალა და მარია ტიუდორიც ინგლისში დაბრუნდა, დები ბოლეინები მაინც საფრანგეთში დარჩნენ. საფრანგეთის ტახტზე კი ახალი მეფე,ფრანცისკ I ავიდა.

მერი ბოლეინი, ანნას და

ანნა ბოლეინი
მერი ბოლეინი იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლამაზმანად ითვლებოდა: ის შუასაუკუნოვანი სილამაზის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა
- იყო ქერა, ცისფერთვალება, მკრთალკანიანი და გააჩნდა მომრგვალებული ფორმები. გასაკვირი არცაა რომ ის პოპულარობით სარგებლობდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. ის საფრანგეთში გარყვნილი ცხოვრების წესს მისდევდა - მას ფრანცისკ I-თანაც კი ჰქონდა რომანი ( მოგვიანებით ფრანცისკი მასზე ამბობდა : "თავგადასავლების დიდი მოყვარული იყო,ყველაზე უსირცხვილო რომელიც კი ოდესმე შემხვედრია."

შვილის ქცევით გაოგნებულმა მამამ მერი უკანვე ინგლისში გამოიწვია. ანნა კი ისევ პარიზში დარჩა.
ასე იყო 1522 წლამდე,როდესაც საფრანგეთიდან დაბრუნებულმა ანნამ პირველად შემოაბიჯა ინლისის სამეფო კარზე.

ანნა ბოლეინი
ინგლისში დაბრუნებისთანავე ანნა უზომოდ პოპულარული გახდა სამეფო კარზე. მისმა შარმმა, სტილმა და ტალანტებმა ყველა მოინადირეს.ბოლეინი იყო ძალიან ნაკითხი,უყვარდა ფილოსოფია და ცხენზე ჯირითი - ხოლო თავისი უნაკლო გემოვნების წყალობით მან მალევე მოიხვეჭა სამეფო მოდის კანონმდებლის სახელი. ის დაბალი იყო, მუქკანიანი და გამხდარი მაგრამ ამის მიუხედავად თაყვანისმცემლები არ აკლდა- ანნამ იცოდა თავისი დიდი ყავისფერი თვალების გამოყენება.

ანნა ბოლეინი

ამ დროს განეკუთვნება ანნას რომანი ლორდ ჰენრი პერსისთან, ისინი დაინიშნენ კიდეც მაგრამ წყვილის იმედებს ახდენა არ ეწერათ: ანნა თვით ინგლისის მეფემ - ჰენრი მერვემ შეამჩნია და ნიშნობა ჩააშლევინა რის შემდეგაც პერსის სასწრაფოდ შერთეს ცოლად სხვა ქალი.

ჰენრი პერსი

ანნა ბოლეინი

პირველად ჰენრი მერვე და ანნა ბოლეინი ერთმანეთს 1522 წელს შეხვდნენ : სამეფო კარზე ესპანელი ელჩების საპატივცემულოდ მეჯლისი გაიმართა. ამ დროისათვის ჰენრის უკვე ბევრი პრეტენზია დაუგროვდა თავისი მეუღლის ეკატერინე არაგონელის და ფავორიტების (საყვარლების) ბესსი ბლაუნტის და მერი ბოლეინის(ანნას დის) მიმართ.
ანნა ბოლეინი
პერსისთან ქორწინების ჩაშლის შემდეგ ანნა საშინელ დეპრესიაში ჩავარდა - ის დაბრუნდა ჰივერის სასახლეში
და იქ 1526 წლამდე რჩებოდა,- ამ წელს ის ისევ დაუბრუნდა სამეფო კარს.

მეფის განახლებულ ყურადღებას და ზრუნვას ანნა აღფრთოვანების გარეშე შეხვდა - მას არ უნდოდა უბრალოდ საყვარლობა (მთელი სამეფო კარის წინ იშლებოდა მისი დის,მერის სასიყვარულო დრამა რომელიც მეფეს დასთანხმდა ფავირიტობაზე) და ამიტომაც მან რამდენჯერმე მტკიცე უარი სტკიცა მონარქს.
[
მეფე 1509 წლიდან დაქორწინებული იყო ეკატერინე არაგონელზე-მაგრამ ეკატერინემ ვერ შეძლო მამრობითი სქესის ბავშვის გაჩენა,რითიც იმედი გაუცრუვა ჰენრის.მათი ერთადერთი შვილი იყო მარია ტიუდორი ასევე ცნობილი როგორც სისხლიანი მერი. ჰენრი სულ უფრო ხშირად ფიქრობდა ვაჟიშვილის გაჩენაზე.ბოლოს და ბოლოს მან გადაწყვიტა ანნასთვის ფავორიტობაზე მეტი მიეცა - ინგლისის გვირგვინი.
ანნა ბოლეინი
ანნა დასთანხმდა...ჰენრიმ მოქმედება დაიწყო - ის დარწმუნებული იყო რომ რომის პაპი ცოლთან გაყრის ნებართვას მისცემდა.1527 წლის დასაწყისში ანნა უკვე უგვირგვინო დედოფლად ითვლებოდა და საფრანგეთის ელჩებს ჰენრისთან ერთად იღებდა,ხოლო კარდინალ თომას ოულსის მეფის პირადი საქმე ვატიკანში უნდა მოეგვარებინა.
ჰენრი მწარედ შეცდა როდესაც რომის პაპის იმედი ჰქონდა - ეკატერინე არაგონელი რომის იმპერატორის კარლ მეხუთეს დეიდა იყო და ვატიკანს მისი განრისხება არაფერში აწყობდა.

პაპი გაყრის პროცესს აჭიანურებდა...დედოფლის შეცვლის სურვილით ჰენრიმ რელიგია შეცვალა,
მან რომთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი თავად გახდა.

ჰენრის სასიყვარულო წერილი ანნას მიმართ
ანნა ბოლეინი

1533 წლის დასაწყისში ანნამ მეფეს თავისი ორსულობა ახარა.
ამავე წლის 25 იანვარს მათ საიდუმლოდ ჯვარი დაიწერეს.

ახალგაზრდა დედოფალი არც თუ ისე მარტივი ხასიათების აღმოჩნდა. ანნა მომთხოვნი,ამაყი და ფიცხი იყო.მას ბევრი მტერი ჰყავდა. მეფე, რომელიც ცდილობდა მეუღლის ყველა სურვილი შეესრულებინა - სასტიკად უსწორდებოდა ბოლეინის ყველა მოწინააღმდეგეს : რეპრესიების ქვეშ მეფის საუკეთესო მეგობარი, ფილოსოფოსი თომას მორიც კი მოჰყვა (მოგვიანებით მონარქი ამას ძალიან ინანებს).

მეფეს იმედი ისევ გაუცრუვდა - 1533 წლის სექტემბერში ქვეყანას პატარა ელიზაბეტი მოევლინა.
ანნა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.

ანნა ბოლეინი

დროთა განმალობაში მისი ქცევა უფრო გამომწვევი გახდა - ის ხშირად მართავდა მეჯლისებს მეფის არყოფნის დროს,უკვეთავდა ძვირფას სამკაულებს და კაბებს.
მომდევნო ორი წელი ანნასთვის და ჰენრისთვის ნამდვილი საშინელება იყო - ყოველდღე ეჭვიანობის სცენები და სკანდალები ყელში ამოუვიდნენ ჰენრის. ამ პერიოდში ჰენრის უყვარდება ანნას ფრეილინა ჯეინ სეიმური.ჯეინი ანნას სრული წინააღმდეგობა იყო: მშვიდი,მორჩილი და კეთილი. მეფემ ანნას თავიდან მოცილება გადაწყიტა.

ჯეინ სეიმური

ანნა ბოლეინი
ახალგაზრდა დედოფალი დაადანაშაულეს ღალატში და ინცესტში. მის საყვარლებად გამოაცხადეს მისი მეგობრები ჰენრი ნორისი, მარკ სმიტონი და მისი ძმა ჯორჯ ბოლეინი. "საჩვენებელი" სასამართლოს შემდეგ რომლის განაჩენი წინასწარ ყველასათვის ცნობილი იყო ანნა ბოლეინს, ინგლისის კონსორტ დედოფალს თავი მოჰკვეთეს.



♚ ♛ საინტერესო ფაქტები ♚ ♛

ანნას ხელმოწერა:
ანნა ბოლეინი

სიკვდილით დასჯას ანნა იმავე ოთახში ელოდებოდა სადაც 3 წლის წინ კორონაციას (ლონდონის ტაუერში).
ანნა ბოლეინის გერბზე შევარდენი იყო გამოსახული :
ანნა ბოლეინი

ანნას და ჰენრის შვილი ელიზაბეტი შემდგომ ინგლისის ისტორიაში უძლიერესი მონარქი გახდება
და მისი მეფობისას ქვეყნის "ოქროს ხანა" დადგება.
ანნა ბოლეინი


ბევრისათვის გაუგებარია თუ რატომ იწვევს ანნა ბოლეინის პიროვნება ასეთ დიდ ინტერესს. მისი სიკვდილიდან თითქმის 500 წლის გასვლის შემდეგაც მაგრამ ალბათ პასუხი მის პიროვნულ ძალაში და განსხვავებულობაში იმალება- ის ხომ თავისი დროის კონკია იყო, რომელმაც სანუკვარი ოცნება აიხდინა და ინგლისის დედოფალი გახდა. თუნდაც სულ რაღაც 1000 დღით.

☜♡☞ანნა ბოლეინი კინომატოგრაფიაში☜♡☞
1.პირველი ფილმი ანნაზე 1920 წელს გადაიღო მუნჯი კინოს
გენიოსმა - გერმანელმა რეჟისორმა ერნსტ ლუბიჩმა.

2.1969 წელს დიდ ბრიტანეთში გადაიღეს ფილმი სახელწოდებით
"ანნა ათასი დღით". სადაც ანნას როლი ჟენევიევ ბიუჟომ შეასრულა.

3.2003 წელს გამოვიდა ფილმი "კიდევ ერთი ბოლეინი",
სადაც მთავარ როლში ჰელენა ბონჰამ კარტერი მოგვევლინა

4.ამას მოჰყვა 2008 წლის ეკრანიზაცია "კიდევ ერთი ბოლეინის საგვარეულოდან "
The Other Boleyn Girl (2008), სადაც ანნას როლი ნატალი პორტმანმა მოირგო





კატეგორია: საინტერესოა
Tags:

40


  • qeto92 თქვა:
    17 აგვისტო 2012 13:34 - ID: 40,
    ძალიან მომეწონა ძალიან დაინტერესებული ვიყავი ამ პიროვნებით და მზგავსი სრულყოფილი ინფორმაცია ერთად ვერცერთ საიტზე ვერ ვნახე (ქართულად) და რამოდენიმე ისეთი დეტალიც წავიკითხე რომელიც არ ვიცოდი.

  • keetaa თქვა:
    9 მაი 2012 00:42 - ID: 39,
    love

  • floydian თქვა:
    7 მაი 2012 14:50 - ID: 38,
    ყოჩაღ ავტორ, ოღონდ ეკრანიზაციებში ტვ სერიალი ''the tudors''
    უნდა მოგეხსენებინა, სადაც ანას როლს ნატალი დორმერი ასრულებს
    თანაც მაგ სერიალში ყველაფერი ზუსტადაა გადმოცემული და შეესაბამება ისტორიულ ფაქტებს
    პ.ს რაც უფრო მეტი იქნება ასეთი სიახლეები მით უკეთესი, იმედია კიდევ ვნახავ ასეთ სიახლეს

  • maria.143 თქვა:
    6 მაი 2012 22:38 - ID: 37,
    kika, ოკეი დავდებ wink

  • Taamoo თქვა:
    6 მაი 2012 21:20 - ID: 36,
    კარგი ნიუსია love

  • ani:) თქვა:
    6 მაი 2012 21:11 - ID: 35,
    ძალიან კარგი ნიუსია...მომეწონა love

  • katokato თქვა:
    6 მაი 2012 20:24 - ID: 34,
    ნატალი ზაან მაგარია ამ ფილმში ნას როლს მაგრად თამაშობს

  • kika თქვა:
    6 მაი 2012 19:41 - ID: 33,
    მაგარი ხარ ძალიან მაგარი სიახლეა, ელიზაბეტზე დადე ანას შვილზე

  • Perfection❣ თქვა:
    6 მაი 2012 19:08 - ID: 32,
    ნამდვილად არ ვიცოდი ამ ქალის შესახებ და მადლობა ავტორს, რომ ასეთი საინტერესო და ამომწურავი სიახლე შემოგვთავაზა love
    ფილმს როცა მოვიცლი აუცილებლად ვუყურებ feel

  • mariamm.. თქვა:
    6 მაი 2012 19:00 - ID: 31,
    saintereso istoriaa dzaan, shemecoda anne( yochag avtor)))))* love

  • darichina თქვა:
    6 მაი 2012 17:57 - ID: 30,
    ძალიან მაგარი ფილმია და განსაკუთრებით დასასრული აქვს უმაგრესი- ელიზაბეტზე

  • natalia_merlin18 თქვა:
    6 მაი 2012 17:20 - ID: 29,
    maria.143,
    აუ დადე რაააააააააააააააააააააა love ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ყველაფერზე რაც ინგლისთანაა დაკავშირებული და საერთოდ ინგლისზე.!!!!!!!!!! love მადლობთ ავტორო winked love ძლივს ერთი ნორმალური სტატია ვნახე ენჯელზე ისტორიული winked smile love

  • dim თქვა:
    6 მაი 2012 16:55 - ID: 28,
    ნიუსი ძალიან საინტერესო იყო და ფილმი ანა ბოლეინზე ძალიან საინტერესოა love

  • maria.143 თქვა:
    6 მაი 2012 15:53 - ID: 27,
    NiNi_LomTa, არ გამომრჩენია :) იმიტომ არ დავამატე რომ სერიალია,და სერიალები კიდე საერთოდ ცალკე სალაპარაკოა :) ამჯერად მარტო ფილმებზე ვლაპარაკობდი.

  • ta-ta თქვა:
    6 მაი 2012 15:11 - ID: 26,
    მიყვარს ძლიერი და მიზანდასახული ქალები..ყველა მამაკაცი ვერ უძლებს ეგეთ ქალს

  • marita)) თქვა:
    6 მაი 2012 13:45 - ID: 25,
    მომეწონა love love

  • NiNi_LomTa თქვა:
    6 მაი 2012 13:20 - ID: 24,
    The Tudors გამოგრჩათ ფილმებში : )

  • bubunia:) თქვა:
    6 მაი 2012 11:56 - ID: 23,
    ძალიან საინტერესო ნიუსია,ავტორს ყოჩაღ+5

  • gretta თქვა:
    6 მაი 2012 00:09 - ID: 22,
    საინტერესო იყო fellow

  • FAME თქვა:
    6 მაი 2012 00:06 - ID: 21,
    მე დავანმატე ეს წუთია მსგვასი ისახლე მარიამ სტიუარტზე იმედია დაპოსტავენ მთავარზე. სულ ჩმეით ვწერე და არსაიდან არაფერი გადმომიკოპირებია, ისე მ,იყვარს ეგ ქალი სულ ზეპირად მახსოვს მისი ცხოვრბა! ამ სიუსმა შტამაგონა მარიამზე გაკეთება
    !!!!!!!!!!!!![color=#FFCC00][/color]

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top