;
7 მაი 2012      marita))     37 კომენტარი     ნანახია 11834-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ნარკომანია-ავადმყოფობა, რომელიც ნარკოტიკის მიღების შედეგია. პატარა დოზა იწვევს-ეიფორიას, დიდი დოზა ნარკოტიკულ ძილს. ნარკომანების უმეტესობა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. საზოგადოებაში მიღებულია აზრი, რომ ნარკომანია-ეს არის სასიკვდილო დაავადება, რომლის მორჩენა შეუძლებელია. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს დაავადება გადამდებია, რადგან ყოველი ნარკომანი ამ ბნელ ხვრელში ათამდე ახალგაზრდას ითრევს.
ნარკოტიკები და ნარკომანები

და როგორ ვუშველოთ თავს? არ არსებობს წამალი, რომელიც მოხსნიდა ამ დამოკიდებულებას... არსებობენ კლინიკები, სადაც ნარკომანებს "არჩენენ". იქ მათ 10-20 დღის განმავლობაში ტრანკვილიზატორებით და გამაყუჩებლებით ჭყიპავენ. ამის შემდეგ კურსი დამთავრებულია და პაციენტი აღარ ითვლება ნარკოდამოკიდებულად. გარეთ გასვლისას, ის ისევ იღებს ნარკოტიკებს და უბრუნდება ჩვეულ რითმს. შემდეგ ისევ ამოაყოფინებენ თავს იმავე კლინიკაში და ყველაფერი თავიდან იწყება.

ნარკოტიკები და ნარკომანები

ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერები იგონებენ ახალ და ახალ წამლებს, მაგრამ ჯერაც არ არსებობს ის ჯადოსნური აბი, რომელიც გაანთავისუფლებს ხალხს ამ სენისგან.

ნარკოტიკი ყოველწლიურად ანადგურებს მილიონობით სიცოცხლეს. ეს საწამლავი გახდა მრავალი მათგანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი უკავშირებს მათ თავიანთ ცხოვრებას. ახალგაზრდობათა უმეტესობა ვერ ხვდება თუ რაოდენ ზიანს აყენებს თავის თავს და ახლობლებს ყოველი ახალი დოზით. ნარკოტიკები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აკონტროლებენ ჩვენს კარგ განწყობას. მათ აქვთ თვისება გახადოს ადამიანი ნარკოდამოკიდებული. ისინი უზრუნველყოფენ ეიფორიას. და აი, ჩვენ ვგრძნობთ "კაიფს"...



ნარკოტიკებს აქვთ სტიმულაციის ეფექტი. ჩვენ ვგრძნობთ თავს "საკაიფოდ". წესები და აკრძალვები - ახალგაზრდებისთვის არაა... ახალგაზრდებს უყვართ დამოუკიდებლობა, თავისუფლება. მათ იტაცებს "აკრძალული ხილი". მაგრამ რა არის შედეგი ამდაგვარი გატაცებებისა? ყოველთვის, როცა ვეცნობით ახალ და ახალ ინფორმაციებს თემაზე "ნარკოტიკები", უფრო და უფრო ვხვდებით, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა.
ნარკოტიკები და ნარკომანები

ამ პრობლემას ჩვენ ვერ გადავჭრით აკრძალვებით, კანონების გამკაცრებით ან შესუსტებით. ციხეები გადაჭედილია ადამიანებით, რომელებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ. ისინი იქიდან გამოდიან როგორც დამნაშავეები, და არა როგორც ავადმყოფები. არავისთვისაა საიდუმლო, რომ პატიმრებს ციხეში უწევთ ბრძოლა, ბრძოლა-სიცოცხლისთვის. რა გასაკვირია, რომ ციხის შემდეგ, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ გახდნენ საზოგადოების სრულყოფილი წევრები.
ნარკოტიკები საჭირობენ ყოველ მიღებაზე დოზის მომატებას. ისინი ატყვევებენ ადამიანებს უკუნეთის ბორკილებით. ისინი იმონებენ ადამიანებს. მათი მიღება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. უმეტეს შემთხვევაში-მას ინექციით ღებულობენ.
ნარკოტიკები და ნარკომანები

ნარკოტიკი იწვევს ბრონქიტს და ხველას. მაგრამ, რაც უფრო შემაშფოთებელია, ის იწვევს ფსიხოზს, ფილტვების და გულის დაზიანებას. არღვევს კოორდინაციას, აკარგვინებს ადამიანს მხედველობას.
ეს მხოლოდ ნაწილია ნარკოტიკის იმ ზიანისა, რომელსაც ნარკოდამოკიდებულებს აყენებს. ეს არის შხამი, რომელიც წამლავს ადამიანებს.


ერთი ნარკომანის ბედს მილიონობით ახალგაზრდა იზიარებს. ისინი ყველგან არიან, იქაც კი სადაც ნარკოტიკისმოხმარებისთვის სიკვდილიდ სჯიან.
ნარკოტიკები და ნარკომანები
მინდა გითხრათ, თუ რატომ გადავწყვიტე დამეწერა სიახლე ამ თემაზე. ახლახან დავამთავრე ერთი საინტერესო წიგნის კითხვა- "მიდი, ჰკითხე ალისას". ეს არის დღიური 15 წლის ნარკომანი გოგონასი. მისი სახელი უცნობია ანუ ავტორი-ანონიმია. შემაშფოთა და ამაღელვა ამ გოგოს ისტორიამ. ის მის დღიურს უზიარებს ყველაფერს რაც მის "გატაცებასთანაა" დაკავშირებული. თანამედროვე კლასიკა არ გვეუბნება და არ გვაძლევს რჩევებს, მაგრამ გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ... ვთვლი, რომ ძალიან საჭირო წიგნია და ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს, რასაც ვერ ვეტყოდი 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან მის დღიურს უზიარებს დეტალურად თუ რას აკეთებდა იგი "კაიფში" და რა გადაიტანა კლინიკაში, უამრავ გიჟ ნარკომანთან ერთად.


amazon.com / Go Ask Alice by Anonymous
elva.ge / მიდი ჰკითხე ალისას - ანონიმი ავტორი
ნარკოტიკები და ნარკომანები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

37


  • Anni Mercury თქვა:
    31 იანვარი 2013 18:30 - ID: 37,
    აუ წაკითხული მაქვს ეგ წიგნი და მაგის მერე მეც ძაან დაფიქრებული ვარ ნარკოტიკებზე..აი მართლაც ძალიან საჭირო წიგნია თინეიჯერებისთვის..საინტერესოა.

  • Bieberconda თქვა:
    9 მაი 2012 12:53 - ID: 36,
    Tu am wignis wakitxvas shedzlebt inglisurad daweret da me mogcemt saits sadac shedzlebt wakitxvas.

  • keetaa თქვა:
    9 მაი 2012 11:53 - ID: 35,
    marita)),
    არა არა ვერ მიხვდნენ :D:D

  • Nino Beridze))) თქვა:
    9 მაი 2012 00:22 - ID: 34,
    ძაან მაგარი ნიუსია love მარიტა შენი რეკომენდაციით ვიყიდე დღეს ეს წიგნი და ვკითხულოოობბ lol მართლაც სხვა მხრიდან დამანახა ამ წიგნმა ნარკომანების ცხოვრებაა

  • marita)) თქვა:
    8 მაი 2012 21:57 - ID: 33,
    ♛shine♛,
    რატომ? მე ძალიან მომეწონა და სულ მაგ წიგნზე ვფდიქრობდი, მთელი ღამე... უბრალოდ ბოლო გვერდს ამოვხევდი))

  • ♛shine♛ თქვა:
    8 მაი 2012 21:52 - ID: 32,
    წაკითხული მაქვს ეს წიგნი და დებილობაა არ გირჩევთ

  • marita)) თქვა:
    8 მაი 2012 20:36 - ID: 31,
    keetaa,
    რა კრეიზები ყოფილხართ drunk მერე რაო, მიხდვნენ მაინც?

  • keetaa თქვა:
    8 მაი 2012 20:18 - ID: 30,
    TAMO _ ANGEL,
    კი გოგო რაღაც მიქნა :D:D თან გოგოები ვიყავით 3 და 1 ბიჭი და სკოლაში მივედით ეგრე :D:D:D:D

  • marita)) თქვა:
    8 მაი 2012 19:31 - ID: 29,
    მადლობა, რომ მოგეწონათ :**
    აუ რედაქციამ ფული უნდა გადამიხადოს ისეთი პოპულარული გავხადე ეს წიგნიიი)) wink

  • FuCk Off. თქვა:
    7 მაი 2012 22:35 - ID: 28,
    ვაააუუუ საოცარი ნიუსიიაა მიმბურძგლა wink
    მეც გავსინჯავდი ერთხელ მაინც ოღონდ ჯერ არა და ამ წიგნს აუცილებლად წავიკითხავ

  • adele თქვა:
    7 მაი 2012 22:29 - ID: 27,
    yochag avtoor love

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    7 მაი 2012 21:30 - ID: 26,
    keetaa
    მართლა?:D შე ცუღლუტო შენა:D ხო რავიცი მე არ გამისინჯავს :დ კაი რამე ძლიერ ნარკოტიკს ვსინჯავ ოღონდ სიკვდილის წინ:D ბედნიერი წავალ:D ფუფ რეებსა რომ ვლაპარაკობ :LD რა დროს სიკვდილია აეე 17 წლის ვარ!!:D რა სიკვდილზე ლაპარაკი მომინდა დღეს,ცხოვრება მშვენიერია!:D ისე მე ბუნებრივი ნარკოტიკი ვიცი და ყველაზე მაგარია დამიჯერეთ : ეს სიყვარულია love .ასე რომ არ გინდთ ნარკოტიკი,უბრალოდ შეიყვარეთ საკუთარი თავი,გარემო და ერთმანეთი love (დედა ტერეზა ვარ რა:D:დ:დდ).ხო მართლა რომ გასინჯე ჩაგაკაიფა?:D თუ ძაან ბანძი იყო:D

  • cat თქვა:
    7 მაი 2012 20:53 - ID: 25,
    ერთხელ მაინც როგორ ვერ უნდა ჩავკაიფდე.. მუღამი მაქვს პლანის :D :D ფილმი CANDY

  • Nina ) თქვა:
    7 მაი 2012 20:51 - ID: 24,
    ეს ყველაფერი მესმის როგორი მარაზმი და საკუთარი თავის სიზულვილია მაგრამ ერთხელ როოგრ არ უნდა ჩავკაიფთე პლანით?თუ ბობმარLე 24 საათი 24 სააათი პლანის ზემოქმედების ქვეშ იყოო lol დამიჯერეთ ყველას გაქვთ ამის სურვილი მარაგმ ზოგს უნდა ეს რომ დამალოს :)

  • marita)) თქვა:
    7 მაი 2012 18:54 - ID: 23,
    მადლობაა ყველას!! love love
    NataMorgan♥,
    ბათუმის ბიბლუსში წავაწყდი შემთხვევით და ისე ალბათ თბილისშიც იქნება)
    მე პირადად არასოდეს გავსინჯავ :X :X განსაკუთრებით იმ წიგნის მერეე))

    tamo,
    დაგელოდებიიი)) :*

    Miss Nothing,
    am kvelapers rom vkitxulobdi uzarmazari survili gamichnda mec gamesinja narkotoki

    ჰაჰ, რა გითხრა აბა, იმიტო დავწერე ნიუსი, მეგონა არვის არ მოუნდებოდა რომ დაინახავდნენ რას უკეთებს ადამიანს ეს ნაგავი!!))

  • NataMorgan♥ თქვა:
    7 მაი 2012 17:34 - ID: 22,
    marita)),
    ვაიმე კერძოდ რომელმაღაზიაში იყიდე ხომარგახსოვს ?

    keetaa,
    კოკაინის დანებება უფრო ადვილია.. ბევრად ადვილი

  • tamo თქვა:
    7 მაი 2012 16:20 - ID: 21,
    ძალიან კარგი სიახლეეაა ყოჩაღ...ამ წიგნს კიდე აუცილებლად ვიყიდიიი ,ადრედაც მინოდა ,მაგრამ გადამავიწყდა laughing დამელოოდეეეე love

  • keetaa თქვა:
    7 მაი 2012 16:18 - ID: 20,
    TAMO _ ANGEL,
    პლანი ისეთი არაფერია ეხლაც შეგიძლია :D:D მე გამასინჯეს ოღონდ ბანძი :D:D:D

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    7 მაი 2012 15:58 - ID: 19,
    ძალიან საინტერესო თემა და ნიუსი იყო.კარგია ავტორ,ასე გაანაგრძე:*


    რაც შეეხება ჩაკაიფებას:D სიკვდილის წინ აუცილებლად ვაპირებ პლანის ან რამე ეგეთის გაბოლებას:D კაიფით მინდა მოვკვდე:D

    Miss Nothing
    მე საერთოდ ცხოვრებაზე ასეთი აზრი მაქვს:ადამიანმა ყველაფერი უნდა გასინჯოს რომ მერე მიხვდეს რა კარგია,რა ცუდი და ცხოვრების სწორი გზა აირჩიოს.ეს ისე ზოგადად.ნარკოტიკები რომ კარგს არაფერს მოგვიტანს ყველამ ისედაც ვიცით.

    არაჩვეულებრვი იქნებოდა ნარკოტიკები ჯანმრთელობისთვის ცუდი რომ არ ყოფილიყო და დამოკიდებულებაც რომ არ ჰქონოდა:D:დ რა იდეები მაწუხებს რა:D მაშინ ალბათ ყველა ჩაკაიფებული ივლიდა:დ თუმცა მე მირჩევნია რეალობას თვალი გავუსწორო(ან რეალობამ გამისწოროს თვალი:D) და ცხოვრებას ფხიზელი თვალით ვუყურო winked ჩემი არჩევანი ეს არის winked

  • QiQiTo:):) თქვა:
    7 მაი 2012 15:49 - ID: 18,
    ძალინ მომეწონა სიახლე კარგი იყო love \
    belay

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top