;
8 მაი 2012      maria.143     26 კომენტარი     ნანახია 11445-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



❆ Elizabeth I of England ❆

მომავალი მონარქი, ინგლისის და ირლანდიის დედოფალი ელიზაბეტ I ტიუდორი 1533 წლის 7 სექტემბერს, კვირა დღეს გრინვიჩის სამეფო სასახლეში მოევლინა სამყაროს.მამისი ინგლისის მეფე ჰენრი VIII , დედა კი ყოფილი ფრეილინა ანნა ბოლეინი იყო.


ჰენრის ვაჟიშვილი არ ჰყავდა და ამიტომაც ელიზაბეტის დაბადებამ უფრო განარისხა ვიდრე გაახარა.
მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად პრინცესას დაბადების საპატივცემულოდ დიდი წვეულება გაიმართა. გოგონა გრინვიჩში, 10 სექტემბერს მონათლეს. 1533 წლის დეკემბერში ჰენრიმ გადაწყვიტა რომ ელიზაბეტი საცხოვრებლად ჰეტვილდ ჰაუსში,ლონდონის შორიახლოს მდებარე სამეფო რეზიდენციაში უნდა გადასულიყო.


მშობლები საკმაოდ იშვიათად ინახულებდნენ ხოლმე გოგონას იმის მიუხედავად რომ ანნას უყვარდა თავისი ქალიშვილი.არც ჰენრი იყო გოგონას მიმართ გულგრილი - ის მხიარული და ენერგიული ბავშვი იყო, მას მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა - მისი სქესი. ანნასაგან კი ისევ და ისევ ვაჟიშვილებს ელოდნენ.

ანნა ბოლეინი სიკვდილით დასჯის წინ

2 წლის და 8 თვის ასაკში ელიზაბეტი დედის გარეშე დარჩა: ანნა ბოლიენი ღალატში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს. თუმცა ყველამ იცოდა რომ საქმე ჰენრის ახალ გატაცებაში, ჯეინ სეიმურში იყო. ჰენრის მობეზრდა ძველი ცოლი და მისი მოშორება გადაწყვიტა. ანნას სიკვდილიდან 12 საათის შემდეგ ჰენრიმ ჯეინზე იქორწინა.

ჯეინ სეიმური

ანნას სიკვდილის შემდეგ ელიზაბეტს ტახტის მემკვიდრის წოდება წაართვეს და ბასტარდად (უკანონოდ შობილად) გამოაცხადეს.
ელიზაბეტმა თავისი ნახევარდის, ეკატერინე არაგონელის შვილის მარია ტიუდორის ბედი გაიზიარა.

მარია ტიუდორი

1537 წელს ჯეინ სეიმურმა ჰენრის მისი ერთადერთი ვაჟიშვილი ედვარდი გაუჩინა. სამწუხაროდ თვითონ ჯეინი მშობიარობას გადაჰყვა. როდესაც ექიმებმა ჰენრის ჰკითხეს,რომელი გადაერჩინათ - ქალი თუ ბავშვი, მან უპასუხა " რაღა თქმა უნდა ბავშვი! ქალები იმდენი მეყოლება რამდენიც მომინდება!"

ედუარდ VI

ჯეინის სიკვდილის შემდეგ ჰენრი კიდევ ორჯერ იყო დაქორწინებული: პირველად ანნა კლევსკაიასთან და მეორედ ეკატერინე ჰოვარდთან. კლევსკაიას ის ერთი წლის შემდეგ დაშორდა, ეკატერინე კი (რომელიც სხვათაშორის ანნა ბოლეინის ბიძაშვილი იყო) ამორალური ქცევის გამო სიკვდილით დასაჯეს.

ანნა და ეკატერინე


ეკატერინეს სიკვდილმა ძალიან შეძრა ახალგაზრდა ელიზაბეტი. სწორედ ამ დროს ჩამოუყალიბდა მას ქორწინების და სექსუალური ურთიერთობების ზიზღი. ამიერიდან მამაკაცის დამორჩილება ელიზაბეტს სიკვდილს ახსენებდა. ჰენრიმ კი თავისი მეექვსე და უკანასკნელი ცოლი,ეკატერინე პარრი შეირთო.

ეკატერინე პარრი

ელიზაბეტი ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო - 10 წლის ასაკში ის უკვე ლაპარაკობდა ბერძნულად,იტალიურად და ფრანგულად.მისი ლათინური უნაკლო იყო - ის ორიგინალში კითხულობდა რომაელი ისტორიკოსების ნაწარმოებებს.

იმის მიუხედავად რომ ბეთსი (ელიზაბეტის ზედმეტსახელი) ჯერ კიდევ ბასტარდად ითვლებოდა -მის განათლებაზე კემბრიჯის საუკეთესო პედაგოგები ზრუნავდნენ. დროთა განმალობაში ელიზაბეტს მისი ძმა, ედვარდიც შეუერთდა. სწორედ 1543-1547 წლებში სამეფო ოჯახში მშვიდობამ დაისადგურა: ჰენრი საკმაოდ ბედნიერი იყო ეკატერინე პარრთან მას ვაჟიშვილი ეზრდებოდა ხოლო ქალიშვილები ასე თუ ისე შეგუებულები იყვნენ ბასტარდების წოდებას.

1547 წლის 28 იანვარს ელიზაბეტს რომელიც ამ დროს ენფილდში იმყოფებოდა აცნობეს რომ მამამისი გარდაიცვალა. მეფის ანდერძში ეწერა რომ ის ტახტს ედვარდს უტოვებს. ედვარდის სიკვდილის შემდეგ (მემკვიდრის არქონის შემთხვევაში) ტახტზე მერი უნდა ასულიყო, შემდეგ კი - ელიზაბეტი... სიკვდილის წინ ჰენრიმ ქალიშვილებს უფლებები აღუდგინა.

ელიზაბეტის დედინაცვალმა ეკატერინე პარრმა ჰენრიზე გლოვის დასრულების შემდეგ სამეფო კარის ცნობილ ავანტიურისტზე თომას სეიმურზე იქორწინა. თუმცა სეიმური ძალზე ამბიციური იყო. მას არ ჰყოფნიდა სამეფო კარზე სეიმურების კლანთან სიახლოვე. არსებობს ვერსია იმისა რომ სეიმურს უნდოდა დროთა განმალობაში ელიზაბეტზე ექორწინა. ზოგიერთი წყარო მიუთითებს იმაზე რომ ეს სიმპატია ორმხრივი იყო, თუმცა ამის სერიოზული დადასტურება არ მოიპოვება.

თომას სეიმური

ეკატერინე პარრს, რომელსაც თითქმის დედობრივი სიყვარული აკავშირებდა ელიზაბეტთან - მაინც გააგზავნა ის ჰერდფორშირში, ჩეშანტის მამულში. იქ ელიზაბეტმა განაგრძო განათლების მიღება.

1549 წელს ეკატერინე პარრის სიკვდილის შემდეგ თომას სეიმურმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. მას ეს არ გამოუვიდა და ამავე წლის იანვრის ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს. ამ ჯანყთან ელიზაბეტის კავშირსაც ვარაუდობდნენ თუმცა მან მოახერხა თავისი უდნაშაულობის დადასტურება.
1551 წელს ედვარდ VI-მა ელიზაბეტი სამეფო კარზე დააბრუნა. და-ძმას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან ამიტომაც ედვარდის სიკვდილი 1553 წელს ელიზაბეტისთვის ძლიერი დარტმა იყო.
მეფის სიკვდილის შემდეგ ლორდ პროტექტორმა ჯონ დადლიმ ტახტზე ჰენრი VIII-ის დის შვილიშვილი ჯეინ გრეი აიყვანა. ქვეყანაში არეულობა დაიწყო.
ჯეინ I-ისა და მარია ტიუდორის მომხრეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. მერის მომხრეებმა გაიმარჯვეს. ჯეინი რომელიც სულ რაღაც 9 დღე იყო ინგლისის დედოფალი ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს. ის სულ 16 წლისა იყო.

ელიზაბეტი მთელი ამ დროის განმალობაში წინდახედულად იქცეოდა და ლონდონიდან მოშორებით, თავის მამულში იმყოფებოდა.
1553 წლის ოქტომბერში მარია I ტახტზე ავიდა. ამ დროს ის უკვე 37 წლის იყო. თავისი მმართველობის პირველივე დღეებიდან მისი მთავარი ამოცანა ინგლისის კათოლიკური ეკლესიის მფარველობის ქვეშ დაბრუნება გახდა. ქვეყანაში დაიწყო სისხლიანი რეპრესიები პროტესტანტების წინააღმდეგ.1554 წლის იანვარში მარია I-ის წინააღმდეგ პროტესტანტებმა ჯანყი მოაწყვეს. ის ჩახშულ იქნა თუმცა დედოფალს მაინც ურჩიეს ელიზაბეტი ტაუერში გამოემწყვდიათ - პროტესტანტი პრინცესა მერისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

მარია I

ამავდროულად ტაუერში ელიზაბეტის ბავშვობის მეგობარი რობერტ დადლი იყო გამომწყვდეული.
ისინი ბევრ დროს ატარებდნენ ერთად და სწორედ აქ ჩაისახა მათი სიყვარული.

ლონდონში დედოფლის პოლიტიკით გამოწვეული უკმაყოფილება იზრდებოდა.
1554 წლის ზაფხულში ლონდონში ფილიპე ეპანელი ჩამოვიდა და მერიზე იქორწინა. მათი ქორწინება უშვილო აღმოჩნდა. მერი ავად იყო... 1558 წელს დედოფალმა იგრძნო რომ მისი დღეები დათვლილი იყო: საბჭო მას მემკვიდრედ ელიზაბეტის დამტკიცებას ურჩევდა მაგრამ მერი ურჩობდა - მან იცოდა რომ ბეთსი ინგლისში "საძულველ" პროტესტანტიზმს დააბრუნებდა. მხოლოდ ფილიპეს ზეწოლის ქვეშ მოაწერა ხელი მერიმ. დედოფალი 1558 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი სახელი ისტორიას "სისხლიანი მერის" სახით შემორჩა.

ელიზაბეტის დრო დადგა...


მარიას სიკვდილიდან 3 დღის შემდეგ ახალი დედოფლის საბჭო პირველად შეიკრიბა.თავის სახელმწიფო მდივნად ელიზაბეტმა უილიამ სესილი დანიშნა.ელიზაბეტმა ყველა ის ადამიანი დააჯილდოვა რომლებიც მას მხარდაჭერას უწევდნენ წინა წლების განმალობაში.

1558 წლის 18 ნოემბერს ლონდონის ქუჩებში ტრიუმფალურმა პროცესიამ ჩაიარა: ხალხი აღფრთოვანებით ხვდებოდა ახალგაზრდა დედოფალს.
ტახტზე ასვლის მომენტში ელიზაბეტი 25 წლის იყო.იმ დროისათვის ეს საკმაოდ სოლიდური ასაკი იყო,თუმცა ყველა აღნიშნავდა რომ ელისაბედი თავის ასაკზე უფრო ახალგაზრდათ გამოიყურებოდა: გამხდარი, წითური თმით და სუფთა კანით ის უფრო 16 წლის გოგონას გავდა.
ელისაბედის კორონაციამ 1559 წლის 19 იანვარს ჩაიარა.

კორონაციის სურათი

1559 წლის 25 იანვარს ელიზაბედის პირველი პარლამენტი გაიხსნა.
ელიზაბედმა მალევე შეიგრძნო გვირგვინის სიმძიმე : ქვეყანა ორად იყო გახლეჩილი - კათოლიკეებად და პროტესტანტებად.დედოფალმა ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და "ერთფეროვნების აქტის" დახმარებით შეძლო სამოქალაქო ომის თავიდან აცილება.
უკვე 10 თებერვალს დედოფალს მემკვიდრის გაჩენის თხოვნით მიმართა პარლამენტმა: მას მეუღლე უნდა აერჩია.
ელიზაბედს გათხოვება არ უნდოდა თუმცა 1559 წელს მას ჯერ კიდევ არ შეეძლო პარალმენტის წინააღმდეგ ღიად წასვლა და ამიტომაც მან უბრალოდ საქმის გაჭიანურება არჩია.

1560 წელს შოტლანდიაში შიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. მომავალ დედოფალსმარია სტიურადს შესთავაზეს რომ აღარასოდეს გამოეთქვა პრეტენზია ინგლისის სამეფო ტახტზე, მაგრამ მან უარი განაცხადა. სწორედ ამ დროიდან იწყება ამ ორი დედოფლის დაპირისპირება.
1561 წელს თავისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარია შოტლანდიაში დაბრუნდა.

მარია სტიუარდი


რატომ თვლიდა თავს მარია სტიუარდი ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ?

ელიზაბეტი ინგლისის ლეგიტიმური მონარქი იყო თუმცა მარია სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო თავის უფლებებში.რატომ?
მარია ჰენრი VIII-ს დეიდაშვილის შვილიშვილი იყო და სწორედ ამ ნიადაგზე თვლიდა თავს ინგლისი კანონიერ დედოფლად. ის ელიზაბედს ბასტარდს უწოდებდა (იმის მიუედავად რომ ელიზაბედის დაბადების მომენტში დედამისი დედოფალი იყო).
შოტლანდიის ამაყ დედოფალს შთააგონეს (უფრო კი გამოუგონეს) რომ ის ელიზაბედზე უფრო დიდი პრივილიგიებით სარგებლობს (არადა ჰენრის ანდერძში მარია სტიუარდი საერთოდ არაა მოხსენიებული როგორც შესაძლო ტახტის მემკვიდრე.) რაც არ უნდა იყოს ეს ავადმყოფური აკვიატება მარიას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

ელიზაბედ I

სწორედ ელიზაბედის მმართევლობის დროს გახდა ინგლისი ქვეყანა რომელსაც ჰყავდა უძლიერესი ფლოტი.
ის ნელ ნელა ართმევდა ესპანეთს პირველობას ამ მხრივ,რითაც მის გაღიზიანებას იწვევდა.
1556-1558 წლებში ესპანეთმა ინგლისის წინააღმდეგ უზარმაზარი "დაუმარცხებელი არმადა" შექმნა.
ინგლისის ნაპირებთან ბრძოლა 2 კვირის განმალობაში გრძელდებოდა რის შემდეგადაც ინგლისმა გაიმარჯვა და ესპანეთს მწარე დამარცხება აწვნია.

ელიზაბედის ყველანაირად მფარველობდა ხელოვნებას.მისი მეფობის დროს ქმნიდა თავის შედევრებს შექსპირი.
დედოფალმა გააძლიერა ინგლისი და ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ქვეყანად აქცია.
ბეთსის სიცოცხლის ბოლო წლებში მეგობრებისა და ახლობლების სიკვდილმა ძლიერ შეარყია დედოფლის ჯანმრთელობა.ის 1604 წლის 24 მარტს გარდაიცვალა.
ის ვესტმინსტერის სააბატოში დაასაფლავეს.

ელიზაბეტ I-ის საფლავი

ელიზაბეტი ქალი იყო თუმცა დღემდე ვერც ერთმა კაცმა მონარქმა ვერ გაიმეორა მისი ღვაწლი ინგლისისა და მსოფლიოს წინაშე. დედოფალმა ერთხელ თქვა - " ჩემს სუსტ , ქალურ სხეულში ნამდვილად მეფური გული ძგერს."

✾ საინტერესო ფაქტები და ციტატები✾

ელიზაბედის ხელმოწერა


მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და ანნა ბოლეინისა (დედამისის) და ელიზაბედის პორტრეტები დაადეს ერთმანეთს...აი რა გამოვიდა :


ელიზაბედის დევზი: "ვხედავ მაგრამ ჩუმად ვარ."

"მირჩევნია მარტოხელა მათხოვარი ვიყო ვიდრე დაქორწინებული დედოფალი."


პასუხი ფრანგ ელჩს რომელიც აღფთოვანებული იყო მისი ენების ცოდნით:
"მარტივია ქალისათვის ლაპარაკის სწავლება,- უფრო მისი გაჩუმებაა რთული."

"მე ლათინურში შეცდომის დაშვების უფრო მეშინია ვიდრე ესპანეთის,საფრანგეთის,შოტლანდიის და მთელი მათი მოკავშირეებისა!"

"მონარქის სიტყვა უფრო ფასობს ვიდრე ჩვეულებრივი მოკვდავის ფიცი"

"ჭკუის და ძალაუფლების შეხამება მსოფლიოში საუკეთესო ჟღერადობას ქმნის."



❀✾✿ელიზაბედი კინომატოგრაფიაში❀✾✿

1.1912 წლის მოკლემეტრაჟიანი მუნჯი კინო "დედოფალი ელიზაბედი" სადაც სარა ბერნარი თამაშობს :


2."ელიზაბეტისა და ესსექსის პირადი ცხოვრება" 1939 წელი.
მთავარ როლში ბეტ დეივისი :


3.ჯინ სიმონსი "ბატარა ბესსში" 1953 წელი


4.ისევ ბეტ დევისი 1955 წლის ფილმში "ქალიშვილი დედოფალი"


5.ტელესერიალი "ელიზაბეტი : ინგლისის დედოფალი".როლს ასრულებს გლენდა ჯექსონი
1971 წ.


6.ჰელენ მირენი 2005 წლის მინი-სერიალში "ელიზაბედ I"


7.ქეით ბლანშეტი 1998 ფილმში "ელიზაბედი" და 2007 წლის ფილმში "ოქროს ხანა"












კატეგორია: საინტერესოა
Tags:

26


  • liliaNN თქვა:
    16 აგვისტო 2012 13:34 - ID: 26,
    მარიამი შიძლება მისი ილუზიების მსხვერპლი იყო მაგრამ ელიზაბეტს საშინლად აბრაზებდა ეს ფაქტი ))))

  • elenikojoe თქვა:
    10 მაი 2012 00:07 - ID: 25,
    როგორ მიყვარს ეს ქალი <3 ჩემი საყვარელი ისტორიული პიროვნებაა <3 კარგი იყო, მომეწონა )) სხვასაც ველოდები, უფრო და უფრო საინტერესოს

  • NataMorgan♥ თქვა:
    9 მაი 2012 23:51 - ID: 24,
    lady19,
    რასისულელეს ამბობ ) :დ

  • damon თქვა:
    9 მაი 2012 14:39 - ID: 23,
    ხშირად დადეთ ხოლმე მსგავსი ნიუსები რა love love

  • anichka-anuka თქვა:
    9 მაი 2012 14:23 - ID: 22,
    აუ როგორც იქნა საღად მოაზროვნე ადამიანი მარია სტუარტი მეცამეტე გოჭი არ გამოიყვანეს დიადი მონარქი, თავის ილუზიებში ალბათ იყო და იმათშიც ვინც მის ტახტზე აყვანეს ცდილობდა მისი მართვა გაცილებით იოლი იქნებოდა ვიდრე ელისაბედის ამიტომ უნდოდათ მისი დედოფლობა იმიტომ რომ იცოდნენ რა სულელიც იყო და მორჩა

  • katokato თქვა:
    9 მაი 2012 11:38 - ID: 21,
    ძაან მაგარი ნიუსიია ავტორო მომეწონა ძააან მარა რა ცხოვრება ქონდათ უკაცრავად და ვისი ვისაშია ვერ გაიგებ.

  • anka_ano თქვა:
    9 მაი 2012 10:39 - ID: 20,
    ძალიან მაგარი იყო winked ესეთი სიახლეების დადება ნამდვილად ღირს love

  • secrets in life თქვა:
    8 მაი 2012 21:41 - ID: 19,
    ქეითი ძაიან კარგად თამაშობს, ელიზაბეტს უდიდეს პატივს ვცემ, ერთ ერთი საუკეთესო მონარქი იყო..ნიუსი love

  • Muse(Dea) თქვა:
    8 მაი 2012 21:29 - ID: 18,
    :დდდდდდდ

  • elga თქვა:
    8 მაი 2012 21:24 - ID: 17,
    ვაუუ მაგარი პოსტია. მიყვარს მე ელისაბედი უჭკვიანესი ქალის შტაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე. კეიტე ბლანშეტის მონაწილებით მიყვარს ელისაბედზე ფილმი

  • keetaa თქვა:
    8 მაი 2012 20:01 - ID: 16,
    კაი იყო ავტორჩიკ love მიყვარს ქეითი

  • maria.143 თქვა:
    8 მაი 2012 19:43 - ID: 15,
    kika,დიდი მადლობაა love შენც მაგარი გოგო ხარ ესე რომ მოგეწონა feel კაი,როგორც კი მოვიცლი დავდებ

  • Kapa თქვა:
    8 მაი 2012 19:38 - ID: 14,
    love

  • kika თქვა:
    8 მაი 2012 19:24 - ID: 13,
    maria რა მაგარი გოგო ხარ შენ რომ იცოდე. დიდი მადლობა გაიხარე ძალიან მაგარია

    აუ კიდევ რა უნდა გთხოვო იცი, ქეით მიდლტონზე დადე ბიოგრაფია. გეხვეწები.

  • MarRrRikO თქვა:
    8 მაი 2012 19:21 - ID: 12,
    ყველაზე შთამბეჭდავად ჰელენ მირენი და ქეით ბლანშეტი თამაშობენ

  • maria.143 თქვა:
    8 მაი 2012 19:15 - ID: 11,
    Mari__Angel, love love request

  • ANGEL თქვა:
    8 მაი 2012 19:14 - ID: 10,
    როგორ მახარებს ასეთი სიახლეები! love
    ასეთი ბიოგრაფიული ცნობები ლეგენდარულ პიროვნებებზე და არა ვიღაც დღევანდელ პაჭყა-პუჭყა მომღერლებზე:)

    ძალიან საინტერესოა! სიტყვა-სიტყვით გადავიკითხე :)

  • maria.143 თქვა:
    8 მაი 2012 19:14 - ID: 9,
    chreli, კი ჰქონდა...მაგრამ მხოლოდ ელიზაბეტის სიკვდილის შემდეგ.ელიზაბეტი ჰენრის შვილი იყო მარია კი მხოლოდ და მხოლოდ ჰენრის დეიდაშვილის შვილიშვილი smile ელისაბედს შვილი რომ ჰყოლოდა მარიას ვაჟიშვილი ინგლისის ტახტზე 100 წელი ვერ მოხვდებოდა. winked და საერთოდ გოგოებო,მემგონი არ ღირს ამ თემაზე კამათი : ნათქვამია მარია რომანტიკაში უფრო იმარჯვებს ელისაბედი კი ისტორიაშიო.
    უაზრობაა ასეთ რამეებზე კამათი,ყველას თავისი ფავორიტი ყავს

  • lalaa თქვა:
    8 მაი 2012 19:00 - ID: 8,
    ძალიან კარგი ნიუსია <3 ესე გააგრძელე love

  • NataMorgan♥ თქვა:
    8 მაი 2012 18:59 - ID: 7,
    აიი ძალიან კარგი ნიუსი იყო.. მაგრამ მე არ ვთვლი ამ ქალს ღირსეულ ქალად! ალბათ იმირომ ეომ მარი სწუარტი ჩემთვს ყველაფერია! <3 კი ელიზაბედიც ძალიან ძლიერი იყო მაგრამ მარი სულსხვაა1 <3

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top