;
9 მაი 2012      Sofia ϟ ♥     2 კომენტარი     ნანახია 2828-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Chanel №5
Chanel №5 - არის უნიკალური მაგალითი იმისა, რომ დროსთან ერთად არომატი, უფრო და უფრო არაჩვეულებრივი ხდება, მეტიც ლეგენდარული! ყოველ წელს მხოლოდ ემატება - შარმი, იდუმალიზმი და სიღრმე. ზუსტად ასე ახასიათებს შანელის ამ არაჩვეულებრივ სუნამოს ჟაკ პოლჟი. შანელის ექსკლუზიური პარფიუმერი 1979 წლიდან. მადმუაზელ შანელმა შექმნა ელეგანტურობის საკუთარი კონცეფცია - ქალის სტილი, რომელიც არავისას არ ჰგავს და მოიგონა მისთვის საკუთარი არომატი, რომლის ისტორიაც მონტე - კარლოში დაიწყო მაისის თვეს.

1921 წლის ზაფხულს, მონტე - კარლოში გაბრიელ შანელი რუსი თავადის დიმიტრის თანხლებით შეხვდა თავის მეგობრებს: მხატვარ ხოსე მარიას და მის ცოლს. ზუსტად მათთან ყოფნის დროს წარმოიშვა იდეა პარფიუმერიის შესახებ, ამ დროს ხომ დიზაინერები და პარფიუმერია სხვადასხვა პოლუსებზე იმყოფებოდნენ. ახალი იდეით დაინტერესდა ერნესტ ბო - რუსული სამეფო კარის ყოფილი პარფიუმერის შვილი. თავადმა დიმიტრიმ იგი მადმუაზელს გააცნო და საუბრის შემდეგ პარფიუმერი სამუშაოს შეუდგა. მალე მან წარმოადგინა მისი არაჩვეულებრივი ნამუშევარი ” ქალურობის ელექსირი ” , რომელიც არაფრით არ გავდა ამ ეპოქის სხვა არომატებს. არომატის გულმოდგინედ გამომუშავებულ ”არქიტექტურაში” არ იყო დომინანტური ნოტები, მხოლოდ ყვავილთა შერწყმის მოტივი. იგი 80 ინგრედიენტისგან შედგებოდა.

Chanel №5
იმ დროს როდესაც ყველანი ცდილობდნენ მოეძებნათ თავიანთი სუნამოებისთვის ლირიკული სახელები, კოკო შანელმა ყველაფერი მარტივად მოაგვარა, სუნამოს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ის ცნობილი გახდა როგორც სუნამო Chanel №5. ფლაკონის დიზაინი მადმუაზელის გემოვნებითაა შექმნილი.
ტესტირებაზე, როდესაც სუნამოს ნიმუშებიდან უნდა აერჩია ტესტერი ნომრით 1-5 ან ტესტერი ნომრით 20-24 კოკომ აირჩია ნიმუში, რომელსაც "5"-იანი ერია, რადგან ცნობილია რომ ამ რიცხვთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა. კოკომ ერნესტს უთხრა: "კოლექციას 5 მაისს წარვადგენ, წელიწადის მე-5 თვეს და დაე ამ ნიმუშს ნომერ 5-ს დავუტოვოთ სახელი, რომელიც უკვე აქვს, ის წარმატებას მოგვიტანს."

სუნამომ მალევე მოიპოვა პოპულარობა საფრანგეთში, ხოლო შემდეგ ამრიკაში და იაპონიაში. 1954 წელს კი მერლინ მონრომ, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რისი ჩაცმა უყვარს მას ღამით, უპასუხა : ” მხოლოდ რამოდენიმე წვეთი Chanel №5 ”... 1959 წელს სუნამომ ადგილი დაიმკვიდრა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

Chanel №5 დღესაც მილიონობით ქალის მუდმივი ატრიბუტია. იგი ძველებურად 80 არომატზე მეტს შეიცავს, რომლებიც საიდუმლო ფორმულაშია მოხსენიებული, ფორმულა კი სეიფში ინახება, რომლის კოდიც მხოლოდ ჟაკ პოლჟმა იცის.













კატეგორია: საინტერესოა
Tags:

2


  • ninuccaa თქვა:
    10 მაი 2012 10:27 - ID: 2,
    ვგიჟდები Chanel №5 რეკლამებზე love ............................

  • paradise. თქვა:
    9 მაი 2012 21:07 - ID: 1,
    chemi love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top