;

7 May 2012      Ann_J     Views 7455    
Category: Fun, Interesting

ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

Justin Nozuka ✡ Mr. Therapy Man



ადამიანის ორგანიზმი აგებულია მისი უნიკალური შესაძლებლობებით. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ხერხემალს ექსტრემალურ პირობებში შეუძლია 10 ტონა ტვირთის გაძლება. ბუნების მიერ მინიჭებული ჯილდოთი, მოკვდავი სარგებლობს საკმაოდ იშვიათად, დაახლოებით 1 - 2ჯერ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ხოლო ზოგჯერ ღვთისაგან მოძებული ეს მარაგი რჩება ყოვლად ხელშეუხებელი. უსაფრთხოებისა და გამძლეობის ზღვარი - არის ჩვენი გადარჩენისა და ბიოლოგიური დაცვის გარანტია.. მისი გამოყენება შეიძლება მაშინ, როცა საუბარია სიკვდილ-სიცოცხლეზე.

შიში და თვითგადარჩენის განცდა გადაუდებელ სიტუაციაში- უფლებამოსილია ადამიანის ორგანიზმმა მთლიანად გამოიყენოს იგი მოცემულ სიტუაციაში . მაგრამ საზოგადოებათა უმეტესობა მიმართავს თავიანთ საგანგებო რეზერვს, საკმაოდ იშვიათად. ერთხელაც თუ ადამიანი მის ამ მარაგს დახარჯავს და გამოიყენებს მთლიანად, მას სიცოცხლის ბოლომდე უკვირს თუ როგორ შესძლო ეს.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

სასიკვდილო საფრთხის პრისპირ, როდესაც საფრთხე ემუქრება სიცოცხლესა და სიკვდილს, როგორც ჩანს ადამიანის ორგანიზმს შეუძლია სასწაულის მოხდენა. ასეთი მაგალითები პრაქტიკაში საკმაოდ ბევრია.

როდესაც ხანში შესულ მამაკაცს დაედევნა აღშფოთებული და აღგზნებული ხარი, ამ დროს მოხუცმა შესძლო და გადაახტა 2 მეტროიან ღობეს, იმისდა მიუხედავად, რომ იგი ახალგაზრდობაში არასდროს ყოფილა სპორტით დაკავებული.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

პოლუსელი მფრინავი არემონტებდა თავის თვითმფრინავს და უეცრად მან, მის უკან დაინახა პოლარული დიდი დათვი, რომლმაც მსუბუქად უბიძგა მხარზე პილოტს. თითქოს იწვევდა მას უკან მოსახედად. მომდვნო წუთში მფრინავი უეცრად აღმოჩნდა თვითმფრინავის ფრთის ზედაპირზე, რომელიც დედამიწისგან 2 მეტრით იყო დაშორებული.მოგვიანებით პილოტმა ვერ შესძლო მისი ამდაგვარი ქმედების ახსნა, თუ როგორ მოახერხა ამის გაკეთება.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები


მსუბუქი ავტომობილის ბორბლებ ქვეშ აღმოჩნდა დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი. საკუთარი ვაჟის გადასარჩენად ქალმა ასწია მანქანა, ისე თითქოს მას არ გააჩნდა წონა.

სანქტ – პეტერბურგში, 2 წლის ბავშვი გადმოვარდა მეშვიდე სართულის ფანჯრიდან. დედამ უცაბედად მოასწრო მისი დაჭერა. ქალი ერთი ხელით იჭერდა შვილს, ხოლო მეორეთი ჩასჭიდებოდა აგურის კარნიზს. სხვათა შორის იჭერდა არა მთლიანი მაჯით, არამედ 3 შუა თითით, რომელიც "სიკვდილის შიშის ძალაულებით" იყო გამოწვეული. როდესაც მაშველებმა გადაარჩინეს ქალი, მათ ვერაფრით მოახერხეს მისი თითების გამართვა. ისინი რამოდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნბინათ ქალი, რომ მას ხელი გაეშვა თავისი შვილისათვის.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები


ცნობილია შემთხვევა, როდესაც ფრენის დროს, მფრინავების კაბინაში, პედლის ქვეშ შეცურდა ჭანჭიკი. – მმართველობა ჩავარდა პანიკაში. რათა გადაერჩინა მისი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე. პილოტმა ისე დააჭირა პედალს, რომ გადატეხა რკინის ჭანჭიკი.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

სახლში გაჩნდა ხანძარი და მოხუცმა ქალბატონმა მისი, წლების განმავლობაში ნაგროვები საგანძურის გადარჩენის მიზნით. "აათრია"" იგი ცეცხლ მოკიდებული სახლის მეორე სართულზე . ხანძრის ჩაქრობის შემდეგ. ორმა ახალგაზრდა და ჯანმრთელმა მამაკაცმა დიდი სირთულით მოახერხა სკივრის პირვანდელ ადგილზე დაბრუნება.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

1997 წელს ორი ნასვამი ბელორუსელი მამაკაცი ხარის თანხლებით შევიდნენ ტყეში. ისინი მოეალერსნენ ხარს, მაგრამ ბისონს არ ესიამოვნა სპირტის სუნი, რამაც გამოიწვია, მისი ლირიკული ტალღის ამაღლება. რამოდენიმე წუთის შემდეგ როდესაც ერთ-ერთი მათგანი ღობეზე , ხოლო მეორე საყრდენზე იჯდა, ხარი გამოექანა მათკენ. ნასვამმა მამაკაცმა რომელიც ბორძიკით დაიარებოდა, საყრდენის ზეწოლით შესძლო ბისონის შეჩერება.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

1998 წელს გაზეთმა "არგუმენტები და ფაქტები" განუცხადა მკითხველს შემთხვევაზე, რომელიც ერთ ერთ დურგალს სოფელ ბაჟენოვკაში შეემთხვა. (კემეროვოს რაიონი) დურგალი მიდიოდა ტაიგაზე და მოულოდნელად შეეტაკა მძინარე დათვს. ამ ადამიანის შიში იმდენად ძლიერი იყო რომ, მან ახლოს მდებარე მორი ასწია და მთელი ძალის გამოყენებით, სულმოუთქმელად გაირბინა 3 კილომეტრი. მხოლოდ თავისი სახლის ეზოში გააცნობიერა დურგალმა მომხდარი და სავსებით ამოისუნთქა. მოგვიანებით კი, როცა მას მოუნდა ამ მორის გადაგდება, მისდა გასაკვირად მორის ადგილიდან დაძვრაც კი ვერ შესძლო. დღესაც კი ვერ ხვდება დურგალი თუ რისთვის დასჭირდა ამოდენა მორის აწევა, რადგან მის გარეშე კარპენტერს უფრო სწრაფად შეეძლო სირბილი.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

ზამთარში ერთ-ერთ მოყინულ ტრასაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც საოცრად დიდი მსხვერპლი შეიწირა. რათა გადერჩინა დაშავებული 40 წლის ვაჟი, 70 წლის ქალბატონმა მოიკიდა ვაჟი ზურგზე და 13 კილომეტრი იარა ღრმა თოვლში. ისე რომ ერთხელაც არ შეჩერებულა და არ ჩამოუხსნია ძვირფასი ტვირთი.. როდესაც მაშველებმა გაწმინდეს გზაზე მომხდარი ავარიის ადგილი, მათ აღმოაჩინეს ქალის ნაკვალევი, რომელიც ფეხების ერთ წყვილს გვიჩენებდა.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

ადამიანის უნიკალური შესაძლებლობები არ გამოიხატება მხოლოდ სტრესულ მდგომარეობებში. ის ასევე შედეგია სპორტსმენების ხანგრძლივი ვარჯიშების. ადრე სპორტსმენი ვერც კი წარმოიდგენდა , რომ მისი აღნაგობა საჭიროებდა 2 მეტრსა და 35 სანტიმეტრს, რომ მას შეეძლო ხტომა 8მ 90 სანტიმატრზე, რომ მას უნდა აეწია 500 კილოგრამი სამ მოძრაობაში - ბიძგი, დარტყმა, პრესი.
1985 წლის აგვისტოში 23 წლის ათლეტმა კიევიდან რუდოლფ პოვარნიცინმა გადაკვეთა 240 სანტიმეტრის ბარიერი სიმაღლეში. ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ სპორტსმენმა იგორ პაკლინმა დაიპყრო 241 სანტიმეტრი სიმაღლე. 2005 წლის ივნისში 22 წლის იამაკელმა ესტაფეტის მონაწილე მორბენალმა ასაფა პაუელმა, დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი სირბილში 100 მეტრი - 9,7 წამში. ახლა ყველა სპორტსმენის ოცნება ამ რეკორდების განულებაა.
ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები

მოკვდავთა უმეტესობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ იყენებს მის უნიკალურ შესაძლებლობებს, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანისათვის სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ სადღაც ღრმა საკუთარ "მე-ში" იმალება აუარებელი ძალაუფლება, რომელიც სათანადოდაა შეფუთული კოლოსალურ მეხსიერებაში. სწორედ მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა სასიკვდილო საფრთხისგან.

ადამიანის უნიკალური ✈ შესაძლებლობები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top