;
9 მაი 2012      SaaL--SanzOna     67 კომენტარი     ნანახია 6754-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

სიახლეების მუდმივად გაცნობა კარგია. მოდური ტენდენციების გათვალისწინებაც კარგია. ყველა ნიუსი რაც ენჯელ.ჯიზე
იდება გარკვეულ სიახლეს.. ახალ ინფორმაციას წარმოადგენს თქვენთვის. თქვენც დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ
სიახლეებიც გაცნობაში ატარებთ.თუმცა მხოლოდ ვარსკვლავები და მოდა არ არის სურვილების დასაკმაყოფილებლად
საკმარისი. ხანდახან მაინც აუცილებელია გქონდეს უშუალო ურთიერთობა მკითხველთან, ისეთ საიტზეც კი, როგორზეც
ახლა ხართ. ასეთი ურთიერთობა მკითხველთან მე ადრე დავიწყე პოსტით, სახელად Coffe and Others. ჰოდა ახლა ამ
პოსტის კიდევ ერთ ნაწილს შემოგთავაზებთ. ცოტახნით ვისაუბრებთ, ამბებს გავიგებთ და უბრალოდ ვისიამოვნებთ.

მართლა არ ვიცი წინასწარ რა მიმართულებით უნდა წავიყვანო ეს პოსტი. უბრალოდ ვიცი ის, რომ თქვენ უნდა
გესაუბროთ. გესაუბროთ არა "ცხელ" და ახალ სიახლეებზე. არა იმაზე თუ რა იგრძენით მიწისძვრის დროს, არა
მოდაზე და ვარსკვლავებზე, არამედ რაღაც სხვაზე. საინტერესოზე და იშვიათზე. იშვიათზე იმიტომ რომ ეს საიტი
სხვა თემატიკისაა. ეს პოსტი კი ცოტახნიანი ურთიერთობა მკითხველთან. მოკლედ დავიწყეთ. თუკი აქამდე
ეცნობოდი ამ სათაურით სხვა პოსტებსაც, მაშინ გეცოდინება, რომ ნიუსი ყავასთან ერთად უნდა ჩაიკითხო,
ხოლო თუ ეს არ იცოდი ახლა ხომ გაიგე. ჰოდა რაღაც უცდი, გაიკეთე ყავა და მოდი.

Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others


მინდა საუბარი ხელოვნებით დავიწყო. " Art is the only way, to run away without leaving home.. "
თუმცა არ გეგონოთ რომ საუბარს დავიწყებ ან პიკასოთი.. ან ვან გოგით.. ან მოდილიანით. არა, არ გვინდა გენიალურებზე
საუბრები ახლა. მე მაგალითად ამ ბოლო დროს თანამედროვე ხელოვნება და ილუსტრაციები მიტაცებს ძალიან. ჰოდა
სწორედ ასეთ მხატვრებზე მინდა გესაუბროთ. მთავარი იდეა არისო ამბობდა აინშტაინი. მეც იდეების თავისუფლება
და ორიგინალურობა მომწონს თანამედროვე მხატვრებსა თუ ილუსტრატორებში.
ისინი განსხვავებული სახით,
თავისებური ხედვით წარმოგვიდგენენ გარემოსაც, ადამიანსაც. ადვილად იჭერენ მათ ხასიათს და უცნაური
გამომეტყველებებითა თუ ფორმებით გვაჩვენებენ მას.

Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others

მაგალითად ამ ნახატებში მართლაც საოცრად არის ადამიანის ბუნება დაჭერილი. თუ კარგად დააკვირდებით ამ
ერთი შეხედვით საშიშ, დიდ თვალება ადამიანებს, ძალიან კარგად აქვთ გამოკვეთილი თავიანთი შინაგანი ბუნება.

ჩვენ მათში ვხედავთ იმ ჟამინდელ მდგომარეობას. მაგალითად მედიდურობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა და ა.შ.

Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others

ასევე კრეატიულია Ray Caesar-ის ნახატები და ილუსტრაციები.

Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others

არანაკლებ საინტერესოა ფილმის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" შემქმნელის, Tim Burton -ის
ორიგინალური და საოცრად კრეატიული, იდეებით და თავისუფლებით სავსე ნახატები.
ასევე ორიგინალურია მისი ოფიციალური საიტიც. იქ შესვლა ერთი დიდი სიამოვნებაა.

Coffee and Others
Coffee and Others

კრეატიულობაზე და ორიგინალურობაზე არ შეიძლება არ მოგიყვანოთ მაგალითად მალევიჩის
"შავი კვადრატი".
ძალიან საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ ნახატზე ? გენიალურია თუ
უბრალოდ არაფერს წარმოადგენს? სიღრმისეულია თუ უბრალოდ დაცინვა და პროტესტია ?

Coffee and Others

საუბარი წიგნებზე განვაგრძოთ. ყავა მოსვი და შეუდექი ცნობილი ნაწარმოებებიდან ამოწერილი ფრაზების კითხვას

Coffee and Others

გურამ დოჩანაშვილი - კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!
- რატომ?
- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით.. მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ…
- რა ბედნიერებაა?
- პირველად წაკითხვის.
- კინოფილმები თუ გიყვართ?
- არა.
- რატომ?!
- დაფინანსებული კონკურენტია.
- ვისი?..
- არ მომწონს-მეთქი! – გონებაზე მეტად თვალს ახარებს და იმიტომ.

ადამიანის ტვინი პირიქითაა. თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა, თუ არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება.
დიდებული რამაა თვალი, მაგრამ სულ სხვაა ფანტაზია.

დაწოლისას, დაძინებამდე, არის ერთი რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით..

თუ ნამდვილი მკითხველი ხარ, მშვენივრად მიხვდები, რომელია უფრო ძნელი და რომელი მომგებიანი.


ოსკარ უაილდი - დორიან გრეის პორტრეტი

ხომ იცი სიყვარული როგორ ამაღლებს ადამიანს. ასე წარმოიდგინე საკუთარ თავზე მაღლაც აყენებს.

ბავშვებს მშობლები ძალიან უყვართ, მაგრამ როდესაც წამოიზრდებიან, მათ საქციელს განსჯას უწყებენ ხოლმე.

სიყვარული ადამიანს აკეთილშობილებს.

როგორც კი ბედნიერებას ვეზიარებით ადამიანის სული კეთილშობილებით ივსება ხოლმე,
მაგრამ თვით ბედნიერება ხშირად არ არის კეთილშობილ ადამიანთა ხვედრი.

კეთილშობილს ან ნამდვილ ადამიანს ვუწოდებ ისეთს, ვინც ახერხებს უპირველეს
ყოვლისა საკუთარ თავთან თანხმობით არსებობას.


ფრედერიკ ბეგბედერი - 99 ფრანკი


” რა გასაკვირია, რომ ზოგჯერ ლამაზი სიტყვები ზუსტად გამოხატავს ნამდვილ გრძნობებს!”

” რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია.
ამაღელვებელ სიტყვებს ისევე ვდევნით და ვებრძვით როგორც შავ ჭირს. აბა მაშ რა ვქნათ, საკუთარი უგრძნობლობა ვაქოთ და ვადიდოთ ?!”

” ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ”

” ყოველი ადამიანის სულში მთვლემარე სასიყვარულო სევდაა ჩაბუდებული. გული რომელიც სიყვარულს არ უტკენია გული არ არის “

” როდესაც ტყუილი მთავრდება ეს იმას არ ნიშნავს რომ სიმართლე იწყება. ერთი ტყუილი თავის თავში შეიძლება მეორე ტყუილსაც შეიცავდეს”


ერიხ მარია რემარკი - ტრიუმფალური თაღი


ჯობს წამით სირცხვილი გამოცადო, სამაგიეროდ შემდეგ სიმშვიდით დატკბები.

დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას დავიწყება რომ არა ? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონებების წიდა…

შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი – არა.

უცნაურია. ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.

იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც
ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი… არ შეიძლება ამაზე უარის თქმა. სიკეთე ადამიანს ძალას მატებს თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.

ნუგეში უნდა ვეძიოთ ყველგან სადაც კი შესაძლებელია.

ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო.

ძალაუფლება ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.

მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია.
ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი
. – ერთხელ სიყმაწვილეში,
სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს
ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა.
ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და
თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე.
მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიგრძენი, როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა განუზომელ,
უზარმაზარ სივრცეში.
ისეთი ძალით ვიგრძენი ეს, რომ ბალახს ჩავეჭიდე, შემეშინდა – არ წამიღოს მეთქი. ჩანს, ეს
მოხდა იმიტომ, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, წამით მეხსიერებისა და ჩვეულების მიერ მიტოვებულმა,
ჩემ თვალწინ დავინახე უზარმაზარი, ადილიდან გადანაცვლებული ცა. უეცრად ჩემთვის დედამიწა საკმარისად
საიმედო არ აღმოჩნდა. და იმ დღიდან ასეთივე დარჩა…


Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others
Coffee and Others

ვისაუბროთ მუსიკაზეც. თქვენ როგორი მუსიკა მოგწონთ და როგორს უსმენთ? და რატომ? საინტერესო
თემაა ნამდვილად. ამ ბოლო დროს ხშირად იდება საიტზე ძველი ჯგუფების ინფორმაციები, ფაქტები.
შედარებით უფრო მეტმა თინეიჯერმა აიტაცა ასეთი მუსიკა, თუმცა მე მაინც მგონია ვერ ხვდებიან მის ხიბლს.
რადგან ასე ერთი და ორი სიმღერის ზედაპირულად მოსმენა არ აძლევს მათ ამის საშუალებას. ჰო, მე სწორედ
ასეთ მუსიკას ვუსმენ. ჯაზი.. როკი.. ჯაზ-როკი.. ქართველ მომღერლებზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას. ახლა
რატომღაც მაშინვე ირაკლი ჩარკვიანი გამახსენდა. მოგწონთ ის ? მე ძალიან. ორიგინალური, შინაარსიანი და
სიღრმისეული ტექსტები აქვს. ის აფრენდა, ჰო აფრენდა. მოგწონთ მისი სიმღერა "ია ცაკუალე"? მოუსმინეთ.

Coffee and Others
Coffee and Others



მე ვდგავარ დიდი, როგორც ხეოფსი. არ ველოდები არაფერს.
მსახურთ სათავე, პრომეთეოსი, ვინც მოუტანა ცეცხლი ქალაქებს.
სიფხიზლე, უსაფრთხოების წესების დაცვა – გარდაცვლილთა მოდაა;
საკუთარი მეს გამოსვენება პოდიუმზე და ჩუმი ტაში ნახევრად დაცლილ დარბაზში;
სიფრთხილე – სიფხიზლის მონაზონია, მარადქალწულური კონსერვაცია, სულის ბოტულიზმი;
გაკრახმალებულ ზეწარში გახვეული მუმია მყრალი და ჩუმი;
მატარებლები არ შემოდიან შენ სადგურში, შორით გვერდს უვლიან
და სადღაც წყვდიადში ისმის მათი ჩუმი კაკანი.
მე ერთად ერთი საჯინიბო მაქვს დღეს ამ ქალაქში,
ვერას დიდებით ვერ შემოვუშვებ თავლაში ღორებს – ეს სიფხიზლეა!
მე ვიცავ წესებს უსაფრთხოების.
ჩემი სიფაქიზით გულგატეხილი შენ სხვასთან წახვალ,
რადგან მშიშარა ჯიბის ქურდი ხარ და დაგაბრმავებს წოლა ალმასის ქვასთან.
სიფრთხილე შენი მუზაა ვაჭრული ზომის,
სამლარიანი სამება ჩაკუჭული ბუსჰალტერში.
მაძღარი, კეთილი, უაზრო სული ხარ!
შენნაირების გამო დაემხო რომი.


Coffee and Others
Coffee and Others

ყავა.. და ისევ გავაგრძელოთ საუბარი. ტელეკომის მიერ დაფინანსებული რეკლამები თუ გახსოვთ?
ალბათ არა და მოდით ერთად გავიხსენოთ. ნამდვილად ემოციებით დაიტვირთებით,
რადგან თითოეული მათგანი უბრალოდ არაჩვეულებრივია !!!













მოკლედ ასე ემოციებით დატვირთულებმა მგონი დროა საუბარი დავასრულოთ. მათ ვისაც
კიდევ სურს გაგრძელება, შეუძლია ჩემს პოსტებს ესაუბროს და კომენტარებით შენიშვნები
მომცეს, თავისი აზრები გამიზიაროს და შეაფასოს. აქ, აი ამ ბლოგზე, "სასიამოვნოს" რომ ვეძახი.

მომავალ პოსტამდე ))

Coffee and Others

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

67


  • nin jackson თქვა:
    13 მაი 2012 21:43 - ID: 67,
    არ მომეწონა.. უფრო საინტერესოდ შეიძლებოდა : ** ცუდი არ იყო, მაგრამ მე არ დამაინტერესა. wina coffee and others jobda bevrad

  • kaatooo თქვა:
    12 მაი 2012 19:46 - ID: 66,
    საოცარი ადამიანი ჩანხარ, მინდა გითხრა :)კარგად წერ და კიდევ უფრო კარგად აზროვნებ... აშკარად არც გემოვნებას უჩივი wink კარგი ხარ ძალიან smile love

  • FuCk Off. თქვა:
    11 მაი 2012 23:07 - ID: 65,
    რა კარგი პოსტია სააალლ :))
    ტელეკომის რეკლამები სულ ყველა მახსოვს :)

  • mariam.. თქვა:
    11 მაი 2012 20:14 - ID: 64,
    ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბოლო ვიდეოებმა მოახდინა, აღარც მახსოვდა, მხოლოდ ეხლა მივხვდი რამხელა სიბრძნე დევს ამ ძველ ადრე ყურისგაკვრით მოსმენილ სიტყვებში... ავტორ მადლობ, გვიყვარხარ!

  • SaaL--SanzOna თქვა:
    11 მაი 2012 15:27 - ID: 63,
    sopho),
    maikunamai,
    Saliiii :X:X:X,
    B-))),
    xru_xuna,
    μαριαμι,

    love

  • tami-tami8990 თქვა:
    11 მაი 2012 00:43 - ID: 62,
    Chelsea,
    მაგ ნახატზეა ნათქვამი : ერთი სურათი და ათასი სიტყვა... ;)

  • sopho) თქვა:
    10 მაი 2012 23:59 - ID: 61,
    ვგიჟდები შენზე ავტორო, ყველაზე გემოვნებიანი ვინმე ხარ მემგონი ამ საიტზე <3<3 და ნიჭიერი. ნოსტალგია დამემართა ბოლო ტელეკომის ვიდეოებზე:))

    ველოდები შემდეგ პოსტს.

    P.S შენს ბლოგზეც შევისეირნებ:)

    ფავორიტი სიახლეა:)

  • Taamoo თქვა:
    10 მაი 2012 23:40 - ID: 60,
    love

  • ititi თქვა:
    10 მაი 2012 23:29 - ID: 59,
    love ძალიან მომეწონა

  • Anoo) თქვა:
    10 მაი 2012 20:53 - ID: 58,
    love

  • maikunamai თქვა:
    10 მაი 2012 18:25 - ID: 57,
    ავტოოორ არ ვიციიი რააა გითხრაააა love ძააან მომწოონს შენიი ნიუსიიიი აიიი ყოჩაააღ რაააა love love ეგრეეე გააგრძელეეეეე love

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    10 მაი 2012 18:04 - ID: 56,
    სიამოვნებით ვსვამდი შენთან ერთად ყავას და ასეთ ნიუსებს ვათვალიერებდიიი love love love

  • ninuccaa თქვა:
    10 მაი 2012 10:29 - ID: 55,
    Coffee........... love

  • ((( anukiiii თქვა:
    10 მაი 2012 03:20 - ID: 54,
    ველოდები მომავალ ნიუსსსს love

  • Bimch თქვა:
    9 მაი 2012 23:03 - ID: 53,
    ვაუუუ ძლიერი ნიუსიაააა love feel

  • μαριαμι თქვა:
    9 მაი 2012 22:54 - ID: 52,
    სიამოვნებით ვკითხულობდიი მე ამ ნიუსს love

  • SaaL--SanzOna თქვა:
    9 მაი 2012 22:35 - ID: 51,
    Adriana_adri,
    ta_mo,
    Chelsea,
    tamo,
    love

  • Adriana_adri თქვა:
    9 მაი 2012 22:24 - ID: 50,
    სასწაული გოგო ხარ love
    უკვე ვგიჟდები შენზე love
    აი ესეთი ნიუსები დადე ხოლმეე love SaaL--SanzOna,

  • Chelsea თქვა:
    9 მაი 2012 21:57 - ID: 49,
    "შავი კვადრატი" მართლაც რომ საოცრებაა.. პირადად მე ძალიან მომწონს.ხოო..რაც შეეხება საზოგადოების უმეტესობის აზრს ამ ნახატზე,რათქმაუნდა უარყოფითია და ყველა იძახის რომ ამის დახატვა უბრალოდ სისულელეა.ხელოვნების პედაგოგთან გვქონდა ადრე ამაზე საუბარი.და უცნაურ ძეგლებზე წამოიჭრა თემა და უცებ "შლოპანცის" ძეგლი დავასახელეთ და მასწავლებელმა გვითხრა:ამ ძეგლში გასაოცარი მართლაც არაფერია,ჩემი აზრით ეს ძეგლი უბრალოდ საშინელებაა,მაგრამ ოსტატისთვის მისი ძეგლის სილამაზე და ხარისხი არაა მნიშვნელოვანი,მისთვის მხოლოდ მთავარია ის,რომ ამან დაინეტრესება გამოიწვია.აი ყველამ ვინც ეს ნახა სურათებში თუ ისე,ყველამ მიაქცია ყურადღება,ზოგმა დადებითად ზოგმა უარყოფითად..მაგრამ ოსტატისთვის მთავარი ისაა რომ ყურდღება მიიქცია მისმა ნამუშევარმა და არა ის რომ რამდენად ხარისხიანი და ლამაზია შედევრი..))
    და მგონი მართალიც იყო ჩემი პედაგოგი და ახლა აღარ მაქვს სურვილი რომ რამე შედევრი გადაპროტესტო და დავცინო,პირიქით ჯერ დადებითი უნდა ეძებო..
    "შავი კვადრატი" მართლაც რომ საოცარია და კიდევ ვიმეორებ..
    ---------
    პ.ს. პოსტს რაც შეეხება მთლიანობაში კაია.. გააგრძელე))

  • tamo თქვა:
    9 მაი 2012 21:49 - ID: 48,
    უცნაურია. ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.


    თინეიჯერმა აიტაცა ასეთი მუსიკა, აი ამას ვეთანხმებიი

    ყოჩაღ ავტორიი ზალიან მაგარი იყო

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top