;

13 May 2012      maria.143     Views 6396    
Category: Fun, Interesting


Lucrecia Borgia
ლუკრეცია ბორჯია (18 აპრილი 1480 - 24 ივნისი 1519) რომის პაპის ალექსანდრე I-ის ქალიშვილი.
თავისი დროის ყველზე სკანდალური პიროვნება.

"წარმოიდგინეთ ზნეობრივი სიმახინჯე, ყველაზე ამაზრზენი, ყველაზე საზიზღარი, ყველაზე სრულად - მოათავსეთ ის იქ, სადაც ის გამოიკვეთება ყველაზე კარგად - იმ ქალის გულში რომელიც დაჯილდოებულია ფიზიკური მშვენიერებით და სამეფო ძალაუფლებით. შემდეგ კი ამ სიმახინჯეს დაუმატეთ ყველაზე წმინდა გრძნობა რომელიც კი შეიძლება ქალმა განიცადოს - დედობრივი სიყვარული." ვიქტორ გიუგო ლუკრეცია ბორჯიის შესახებ/



ლუკრეცია ბორჯია 1480 წლის 18 აპრილს დაიბადა ქალაქ სუბიაკოში, იტალია.
ის რომის პაპის ალექსანდრე VI-ის და მისი საყვარლის ვანოცცი დე კატტანეის (წარსულში კურტიზანის),
უკანონო შვილი იყო.

ალექსანდრე VI და ვანნოცი დე კატტანეი


ბორჯიას ოჯახი ისტორიაში :

ისტორიული ცნობების მიხედვით ბორჯიას გვარი ესპანეთში წარმოიშვა, თუმცა იქ წარმატება და სიმდიდრე ვერ ჰპოვა. სამაგიეროდ იტალიაში დამკვიდრების შემდეგ მათი საქმეები წინ წავიდა: ბორჯიას გვარმა ორი რომის პაპი "აჩუქა" ვატიკანს - კალიქსტა III და ალექსანდრე VI.

კალიქსტას ცუდი რეპუტაცია ჰქონდა - ის ერში ცხოვრების განმავლობაში საკუთარი დის (!) კანონიერი მეუღლე გახლდათ და სწორედ ამ კავშირს უნდა "უმადლოდეს" ვატიკანი მომავალი პაპის ალექსანდრეს დაბადებას (ბორჯიას გვარის[u] ინცესტისადმი მიდრეკილება მომავალშიც გამოვლინდება)[/u]. ალექსანდრეს 3 შვილი ჰყავდა : ჯოვანნი , ჩეზარე და ლუკრეცია.

ლუკრეციას ბავშვობაზე ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. როგორც ჩანს მან კარგი განათლება მიიღო და მუსიკაში,ფერწერასა და პოეზიაში მშვენივრად ერკვეოდა - ამას ითხოვდა მისი სოციალური მდგომარეობა და სტატუსი. გოგონამ ასევე იცოდა რამდენიმე უცხო ენა და ალქიმიით (ქიმიით) იყო გატაცებული.

ჯოვანნი და ჩეზარე

არასრულყოფილი პორტრეტების მიხედვით ლუკრეციას გარეგნობაზე მსჯელობა რთულია მაგრამ მისი თანამედროვეები ლუკრეციას აღწერდნენ როგორც უმშვენიერეს არსებას, რომლის სილამაზითაც ყველა იხიბლებოდა. არც ჯოვანნი და ჩეზარე დაჩნენ "გემბანს იქეთ" - მათ საკუთარი და შეუყვარდათ და ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ კიდეც.
ლუკრეციას ორივე ძმასთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა.
1492 წელს ის ჯოვანისაგან დაორსულდა. ლუკრეცია მაშინ სულ რაღაც 12 წლის იყო !

ბავშვი დაბადებისთანავე გლეხის ოჯახში გააგზავნეს აღსაზრდელად, ახალგაზრდა ცოდვილი კი სასწრაფოდ მიათხოვეს არაგონელ აზნაურს დონ ესტებანს. ეს ქორწინება ასევე იმისათვის იყო საჭირო რომ გაექარწყლა ჭორები ლუკრეციას და მამამისის რომანის შესახებ. როდესაც დონ ესტებანმა ეს "დავალება" შეასრულა ის მალევე "გააქრეს".

1493 წელს ლუკრეცია ისევ გაათხოვეს. მისი ახალი მეუღლე გრაფი ჯოვანნი სფორცა გახდა. ქორწილი დიდი შიკით აღნიშნეს თუმცა სულ რაღაც 1 კვირის შემდეგ ახალგამომცხვარი ქმარი გაქრა! გაუგებარია თავად ლუკრეციამ მოიშორა მეუღლე თუ მისმა ოჯახის წევრებმა, მაგრამ ამ დღის შემდეგ ჯოვანნის ისინი აღარ შეუწუხებია.



ასეთ "ქორწინებაში" მყოფი ლუკრეცია სრულიად თავისუფალ ცხოვრების წესს ეწეოდა და დიდი სიამოვნებით დაუბრუნდა თავის ძმებთან ძველებურ ურთიერთობას.
მამამ საყვარელ შვილს უმდიდრესი სახლი უსახსოვრა რომელიც დღე და ღამ პოეტებით და მხატვრებით იყო სავსე.



როდესაც ოჯახის მამამ რომის პაპის ტიტული მიიღო ლუკრეციამ ვატიკანში დაიმკვიდრა ადგილი
- მას ძალაუფლება სწყუროდა. ამ დროის შემდეგ ვატიკანი ყოველგვარი გარყვნილობის ბუდე გახდა: ის საკუთარ მამასთან ატარებდა ღამეებს.

ლუკრეცია ფაქტიურად "მეორე" რომის პაპი გახდა - წარმოიდგინეთ წმინდა მამების აღშფოთება,
როდესაც ალექსანდრეს ნაცვლად მათ 17 წლის ვულგარულად ჩაცმულ გოგონასთან უწევდათ აუდიენციის გამართვა.

თუმცა ეს არ იყო ლუკრეციის ცოდვიანობის საზღვარი - მან აღმოაჩინა ახალი საწამლავი, რომელსაც დიდი სიამოვნებით იყენებდა მიზეზით და უმიზეზოდ. ხშირად ხდებოდა ისე რომ სადღესასწაულო სუფრაზე მოსული სტუმრების ნახევარი იღუპებოდა, ხოლო მათი მიწები და ქონება ალექსანდრეს და მის კლანს რჩებოდა.



ამბობდნენ რომ ლუკრეციას ჰქონდა ოთახი სადაც მრავალი ხელოვნების ნიმუში იყო გამოფენილი. მსხვერპლს ამ ოთახის გასაღებს მისცემდნენ ხოლმე და კარების გაღების უფლებას რთავდნენ. გასაღები ერთ-ერთ შეუმჩნეველ ადგილას წაწვეტებული იყო და კარების გამღები უცილობლად იჭრებოდა მისით, ჭრილობაში იჭრებოდა საწამლავი და მსხვერპლი რამდენიმე დღის შემდეგ კვდებოდა.

ასევე ლეგენდები დადიოდა "ლუკრეციას ღვინოზე". ეს იყო საწამლავ შერეული ღვინო, რომლის ქმედება რამდენიმე კვირის ან თვის (!) შემდეგ ვლინდებოდა - მოწამლული საშინელი ტკივილებით კვდებოდა.



ლუკრეციას არ ჩამორჩებოდა მისი ძმა ჩეზარე, რომელიც გატაცებული იყო საიდუმლო ბეჭდებით.
ბეჭდის თავი შეუმჩნევლად იღებოდა და სამალავიდან მტრის ჭიქაში საწამლავი იყრებოდა.




ლუკრეციას მესამე ქორწინება 1501 წელს შედგა. ქორწილიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლუკრეციამ თავის ქმართან ერთად დატოვა რომი - როგორც აღმოჩნდა სამუდამოდ.

ისინი დასახლდნენ პროვინციულ ფერარრაში სადაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლუკრეცია თითქმის მონაზვნურ ცხოვრების წესს ეწეოდა: ის მთელი დღე ტაძარში იყო და მთელი გულით სურდა თავისი ცოდვების მონანიება. ლუკრეცია კიცხავდა დიდგვაროვნების გარყვნილ ცხოვრების წესს და ქველმოწმედებას ეწეოდა.

1519 წლის დასაწყისში ის ლოგინიდან თითქმის არ დგებოდა - ორსულობამ ის ძალიან დაასუსტა.
მას მშობიარობა დროზე ადრე დაეწყო და გოგონა გააჩინა რომელიც იმ დღესვე მოკვდა.
თვით ლუკრეცია კი 1519 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა. ის 39 წლის იყო.

“Here rests Lucrezia by name, who in reality was a Thais, the daughter,
wife and daughter-in-law of [Pope] Alexander"
- ვკითხულობთ მისი საფლავის ქვაზე.



ლუკრეციას თმა

ამჟამად ტელევიზიაზე გადის ამერიკული სერიალი The Borgias
სადაც ლუკრეციას როლს მშვენიერი ჰოლიდეი გრეინჯერი ასრულებს, ხოლო პაპის ჯერემი აირონსი.









2011 წლის ეკრანიზაცია Borgia









2006 წლის ეკრანიზაციაში The Borgia ლუკრეციას როლი María Valverde-მ შეასრულა





Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top