15 მაი 2012      marita))     51 კომენტარი     ნანახია 6329-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ანა ფრანკი დაიბადა 1929 წლის 12 ივნისს. დღიური ანამ საკუთარ დაბადების დღეზე მიიღო, ის დღიური რომელმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა, რადგან ის წარმოადგენს ნაცისტების სისასტიკის მამხილებელ საბუთს. როგორც მოგეხსენებათ, ფაშისტები ულმობელად ხოცავდნენ ებრაელებს. 1933 წელს, როგორც კი გერმანიაში ფაშისტური რეჟიმი დამყარდა, ოტო ფრანკმა (ანას მამამ) ოჯახი ჰოლანდიაში გადაყვანა და ფაშისტების რისხვას განერიდა. თითქოსდა ახლად დაწყებული ცხოვრება მშვიდად მიდიოდა, მაგრამ გერმანიამ ჰოლამდიაც დაიწყო და კვლავ დაიწყო ებრაელების შეუბრალებელი დევნა. ოტო ფრანკს, ამ მძიმე ვითარებაში, ერჩივნა დამალულიყო. მან "თავშესაფრის" მზადება დაიწყო. როგორც კი მის უფროს ქლიშვილს-მარგოს გესტაპოდან უწყება მოუვიდა, მისი ოჯახი თავშესაფარში გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ოჯახი მოეწყო-მისტერ ვან დაანი ცოლ-შვილით. მოგვიანებით ამათ, კბილის ექიმი, დუსელიც შეემატათ. ამგვარად "იატაქვეშა" მობინადრენი იყვნენ: ანა ფრანკი, მარგო (ანას და), ედით ფრანკი(დედა), ოტო ფრანკი, ქალბატონი და ბატონი ვან დაანები, პეტერი(ვან დაანების ვაჟი) და ბატონი დუსელი.

ანა ფრანკის დღიური

ანამ დღიურის წერა დაიწყო 13 წლის ასაკში, ოთხკედელშუა მან ორი წელიწადი გაატარა. ანას ჰქონდა ნებისმიერ საკითხზე ჩამოყალიბებული თვალსაზრისი. სწორედ მის ასაკში უნდა ჩამოყალიბდეს პატარა ბავშვი პიროვნებად, იმ პიროვნებად რომელსაც ცხოვრებაში დიდი სირთულეების გადალახვა მოუწევს. ნელი ამაშუკელი წერს: "პატარა ანა ხალისიანად, ნდობით, უდარდელად შესცქეროდა ცხოვრებას; ცელქობდა, კეკლუცობდა, ალერსსა და ყურადღებას მოითხოვდა. უცბად ბედმა გარე სამყაროს მოსწყვიტა, ოთხ კედელში გამოკეტა, დღის სინათლე და ჰაერი მოანატრა. ამიერიდან ის მხოლოდ ქურდულად, ფანჯრის ჭუჭრუტანიდან უყურებდა ცხოვრების ულაზათო დინებას, ხოლო თავშესაფარში ძალაუნებურად ერთად შეყრილ ადამიანების უბადრუკობას, ანგარიშიანობას და კინკლაობას ხედვდა. ამ სულის შემხუთავ გარემოში თითქოს უნდა დამჭკნარიყო, დაჩლუნგებულიყო ჯერ კიდევ მოუმწიფებელი გონება და გრძნობა. მაგრამ მოხდა პირიქით; სწორედ აქ გაიშალა, ნაადრევად მომწიფდა და გამომჟღავნდა ანას ნიჭი"

ანა ფრანკის დღიური

მართლაც საოცრად ნიჭიერი გახლდათ ანა. ის ყოველთვის მოკლედ და გასაგებად გადმოსცემდა თავის გრძნობებს. რა გრძნობები შეიძლება დაებადოს ადამიანს ასეთ დაძაბულ გარემოში? სიძულვილი, სასოწარკვეთა, უიმედობა... როგორი გამოვა ასეთი აუტანელი ადგილიდან თავისდაღწევის შემდეგ ადამიანი? ამპარტავანი, საკუთარ თავში ჩაკეტილი... მაგრამ ეს ანას არ ეხება, თუმცა ნაწილობრივ... ანა თავისუფლებას ნატრულობდა, და რა თქმა უნდა, სძულდა ასეთი ცხოვრება. ირგვლივ მყოფების გამუდმებული კინკლაობაც ყელში ჰქონდა ამოსული. თავის თავშიც ჩაიკეტა, განსაკუთრებით დედასთან ცუდი ურთიერთობის გამო. მაგრამ, ის მაინც პოულობდა საკუთარ თავს თავის დღიურთან "საუბრისას". ყველაფერი საგრძნობლად შეიცვალა, როცა ანამ იპოვა ის ერთადერთი რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თუ ვინ იყო ეს ადამიანი ამას თვითონვე შეიტყობთ.

ამ წიგნის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, და გარწმუნებთ, მართლაც აღფრთოვანებული დარჩებით, მისი გონებრივი განვითარებით. მას შეუძლია აზროვნება, მას გააჩნია საკუთარი აზრი, ანუ ის არის ადამიანი, პიროვნება, რომელსაც შდეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად, რომელიც მონურად არ დაემორჩილება ვიღაცას და რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული ადამიანური თვისებები -ცუდიც და კარგიც.

ანა ფრანკის დღიური

თქვენის ნებართვით ისევ მოვიშველიებ ნელი ამაშუკელის სიტყვებს: "რა კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ ანას დღიურს, უმთავრესი მაინც მისი გონებრივი განვითარების პროცესი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა. ანამ იცოდა, რომ ცხოვრებამ იგი ორ უკიდურესობის ზღვარამდე მიიყვანა - ან სიკვდილი, ან გამარჯვება; მაგრამ იცოდა ისიც, რომ ზოგჯერ წამებით სიკვდილი იგივე გამარჯვებაა, მომავლის საკეთილდღეოდ გამარჯვება. ამიტომ შერჩა მას ბოლომდე შინაგანი თავისუფლება და საკუთარი ღირსების შეგნება."

ანა ფრანკის დღიური

ანა მხოლოდ 13 წლის იყო როცა მან იატაკქვეშა ცხოვრება დაიწყო, და 15 წლის როცა საიმედო თავშესაფარმა იატაკქვეშელებს იმედი გაუცრუა. ოფიცერი პირდაპირ კარადას მიადგა, რომელიც თავშესაფრის შესასვლელს მალავდა.

ანა ფრანკის დღიური

1944 წელს ფრანკების ოჯახი გადაიყვანეს ვესტერბორგში, შემდეგ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ოქტომბერში ანა და მარგო გადაიყვანეს ბერგენ-ბელზენში. 1945 წლის მარტში მარგო და ანა ტიფით გარდაიცვალნენ. ანას დედა, ცოლ-ქმარი ვან დაანები, პეტერი და დუსელი ოსვენციმში დაიღუპნენ. ლტოლვილთაგან გადარჩა მხოლოდ ანას მამა.

ანა ფრანკის დღიური

↑ანა ფრანკის დღიური გახდა 35 ობიექტთაგანი, შესული იუნესკოს სიაში - მსოფლიო ხსოვნა.
↑ამსტერდამში არის ანა ფრანკის სახლ-მუზეუმი, მოწყობილი სწორედ იმ შენობაში სადაც ის იმალებოდა და წერდა თავის დღიურს
↑ანამ დღიურს შეარქვა კიწი. ის ახალი დღის აღწერას იწყებს სიტყვებით-"ძვირფასო კიწი" და ჩანაწერის შემდეგ ხშირად წერს "ანა"-ს.
↑ანას საპატივცემულოდ ერთ-ერთი ასტეროიდი ატარებს სახელს "ანაფრანკი"
სახლმუზეუმი
:


ანა ფრანკის დღიური

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

51

  • MagdaScherzyy თქვა:
    7 სექტემბერი 2012 12:00 - ID: 51,
    ეხლა ვკითხულობ, ძაან საყვარელი ბავშვია :))


    Kristen,
    ჯეინ ეარზე ვჰგიჟდები love

  • marita)) თქვა:
    18 მაი 2012 15:47 - ID: 50,
    Magda Jawaad Malik,
    ეგ მეეეც მახსოოვს love love

  • Magda Jawaad Malik თქვა:
    18 მაი 2012 07:07 - ID: 49,
    რა საყვარელი ბავშვია :(( გაკვეთილი რო მქონდა ქართულში ანა ფრანკის დღიურები სულ 10-ებს ვღებულობდი
    :((( მადლობა ანა

    ამოცანებს რო ვერ ხსნიდა და მარგო რო ეხმარებოდა სულ :D:D:D ვინ რარის დაბადების დღე რა კარგად მოუწყეს love

    შესავალშI ესეთი რამაა: "ანას უნდოდა მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისეე, რომ ანადაიღუპა, დღიური კი გადარჩა" ზუსტად მახსოვს love

  • Taamoo თქვა:
    17 მაი 2012 20:24 - ID: 48,
    მიყვარს love

  • katrina ) თქვა:
    16 მაი 2012 23:19 - ID: 47,
    კარგი წიგნია,ჩემი საწყალი ანა recourse

  • mariam...1996 თქვა:
    16 მაი 2012 20:56 - ID: 46,
    ვგიჟდები ამ ციგნზე <3<3<3

  • marita_benidze თქვა:
    16 მაი 2012 18:43 - ID: 45,
    მე წაკითხული მაქვს ანა ფრანკის დღიურები და....

  • Katyn თქვა:
    16 მაი 2012 13:32 - ID: 44,
    დიდი ხნის წინ წავიკითხე დედამ მირჩია და როგორც ყოველთვის კმაყოფილი დავრჩი მისი რჩევით love

  • linda_JB თქვა:
    15 მაი 2012 22:50 - ID: 43,
    მეხუთე კლასში წავიკითხე და იმდენი ვიტირე... recourse ისიც მახსოვს როგორ მიხაროდა როცა აღმოვაჩენდი რომ რაღაცაში მგავდა lol

  • OccnneBchiikii თქვა:
    15 მაი 2012 22:37 - ID: 42,
    Kristen,
    ოოო როოგორრ მიყვარს ჯეინნ ეარიი :OO გამიხარდა რომ დავინახე ეხლა დდ

  • ttam(: თქვა:
    15 მაი 2012 22:15 - ID: 41,
    იმდენი ხნის წინ მაქვს წაკითხული და კიდევ ის გრძნობა მეუფლება აბ ბავშვზე როცა მაშინ წაკითხვისას..

  • Kristen თქვა:
    15 მაი 2012 22:06 - ID: 40,
    ჯეინ ეირს მოვრჩები და ეს უნდა დავიწყო

  • NOone listens to me თქვა:
    15 მაი 2012 22:02 - ID: 39,
    love love love მიყვარსს ძალიან

  • lizi222 თქვა:
    15 მაი 2012 21:47 - ID: 38,
    მე დავიწყე უკვე კიტხვა და ძაანნ მომწონს love love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    15 მაი 2012 21:41 - ID: 37,
    წაკითხული მაქვს ადრე
    როგორ მახსოვს ისე შემეცოდა , ახლიდან მინდოდა წაკითხვა მაგრამ დამეზარა what

  • smileyz_xato თქვა:
    15 მაი 2012 21:27 - ID: 36,
    ვგიჟდებიამ წიგნზე love ანას დღირუის წაკითხვის შემდეგ დავიწყე მეც წერა და ახლა ჩემი დღიური მაქვს თუმცა დიდი ხანია არ მიმიწერია :D აი ეს წიგნი ძალიან მიყვარს ანაც ძალიან მომწონდა მარა ზოგგან ისეთები ეწერ რაზე ესაუბრებოდა პიტერს კაცი გადაირეოდა wink

  • Anna-Frank თქვა:
    15 მაი 2012 21:21 - ID: 35,
    love სიტყვების გარეშე ....

  • Annous თქვა:
    15 მაი 2012 21:07 - ID: 34,
    წაკითხული მაქვს მაგარია :) :) : )

  • elle_N თქვა:
    15 მაი 2012 20:46 - ID: 33,
    ვგიჟდები <3 ჩემი სოულმეითია

  • lalaa თქვა:
    15 მაი 2012 20:41 - ID: 32,
    აუ მე ადრე წავიკითხე, მარა მაგ დროს ამ წიგნს რაც აქვს თითქოს ვერ გავიგე პატარა ვიყავი, მერე კიდე თავიდან წავიკითხე ცოტა ხნის წინ და აი სულ სხვა იყო <3 ყოჩაღ ანას მაგარი გოგო იყო ძალიან. კარგი ნიუსია

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top