;

12 May 2012      lady_tamo     67 Comments     Views 8221    
Category: Fun, Interesting

ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?

კატები არ მიეკუთვნებიან ისეთ ცხოველებს, რომელთაც მიიჩნევენ ადამაინების საუკეთესო მეგობრად ან თუნდაც ადამიანისთვის რაიმე სარგებლობის მომტანად. კატისებრთა ოჯახის კატა წარმოადგენს ერთადერთ ცხოველს, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა და საკუნეების განმავლობაში მათში დაითრგუნა მტაცებლის ინსტიქტი. ისინი გამოირჩევიან არამარტო გარეგნული სილამაზით, არამედ სისხარტით და მოქნილობითაც. გთავაზობთ გავრრცელებულ ფაქტებს კატებზე, რომელთაგან უმეტესობა მითი აღმოჩნდა, მათ შორის ისიც რომ კატები და ძაღლები ერთმანეთის მტრები არიან.
ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?


✘ კატებს ჭრილობის მორჩენა ენის საშუალებით შეუძლიათ


მცირე განაკაწრის დიდი ხნის ლოკვის შედეგად, კატებს შეუძლიათ მათი შეხორცება დააჩქარონ, თუმცა ეს არ ეხება სერიოზულ ნაკაწრებსა და ჭრილობებს. კატის ენის ზედაპირი კანის ზედა ფენებს აძრობს, რაც შეხორცებას ანელებს.

ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?



✘ კატებს შეუძლიათ წონასწორობის შენარჩუნება ულვაშების მეშვეობით

კატის ულვაშები არის შეხების ორგანოები და არანაირი კავშირი არ აქვთ წონასწორობასთან
ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?


✘ კატები და ძაღლები ერთამენეთს ემტერებიან

ყველაზე მეტად გავრცელებული მითი სწორედ ეს არის. მეცნიერები ვერ ხსნიან ამ მითის წარმოშობის მიზეზს, რადგანაც კატები და ძაღლები სულაც არ არიან ერთმანეთის მტრები. ისინი უბრალოდ სხვადასხვა ენაზე 'ლაპარაკობენ' და შესაბამისად ვერ უგებენ ერთმანეთს. ერთ ოჯახში მცხოვრები ეს ორი ცხოველი ერთმანეთს მშვენივრად ეწყობა და თუკი ძაღლი 'მეგობრული' ემეგობრებიან კიდეც ერთმანეთს.

ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?


✘ კატები სიბნელეშიც ისე ხედავენ, როგორც დღისით

მორიგი მითი კატების შესახებ. საერთოდ კატები დღისითაც ვერ ხედავენ კარგად, ისინი შორსმხედველები არიან და იმას ვერც კი ამჩნევენ, თუ რა ხდება მათ ცხვირწინ. მაგალითად, საჭმლით სავსე თეფშს პოულობენ სუნით, და მარტო იმიტომ სუნავენ, რათა გაიგონ საჭმლის ტემპერატურა და არა სუნი. ისინი ვერ ხედავენ სიბნელეში ადამიანებზე უკეთ, თუმცა ისინი ხომ მტაცებლები არიან, იმას,რასაც ჩვენ ვეძახით კატის ულვაშებს, კატები იყენებნ სიბნელეში და ზუსტად არკვევენ ობიექტის ადგილმდებარეობას.

ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?


✔ კატები ყოველთვის უვნებლად ეშვებიან თათებზე

კატები ძალიან კარგი აკრობატები არიან და შეუძლიათ უვნებლად გადარჩნენ სიმაღლიდან ვარდნისას თათებზე დახტომით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი დიდი სიმაღლიდან უნდა გადმოვაგდოთ, რადგან ვიცით რომ მაინც გადარჩება. სულაც არა! დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნისას კატამ შეიძლება მიიღოს სერიოზული, ზოგ შემთხვევაში სასიკვდილო დაზიანებაც.

ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?


✘ კატებისთვის აუცილებელია თევზი

თქვენ როდესმე გინახავთ ძაღლის საჭმელი, რომელიც შეიცავს თევზს? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ძაღლებს ის არ სჭირდებათ. ის არ სჭირდებათ არც კატებს, თუმცა ეს მითი ემყარება მეცნიერულ საფუძველს, კატებს ესაჭიროებათ ვიტამინი ა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი, თუმცა კატის საჭმელის უმეტესობა სათანადოდ შეიცავს კატისთვის აუცილებელ ვიტამინებს, ამიტომ ფაქტი, რომ კატებისთვის თევზი სასიცოცხლოდ აუცილებელია, მითია.


ფაქტები კატებზე: მითი თუ რეალობა?


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top