;
13 მაი 2012      Nina√     58 კომენტარი     ნანახია 10077-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Evanescence - www.Mp4.Ma .:::. My Immortal (Piano Version)

Powered by mp3skull.com

ქალთევზები: გამოგონილი ამბავი, შორეული წარსული თუ სინამდვილე?

უძველესი ამბებისა და უცნაური ისტორიების თანახმად ქალთევზები არაინ არსებები, რომლებიც ზღვებსა და მდინარეებში ბინადრობენ. ქალთევზებს თევზის კუდი და ადამინის ტანი აქვთ. თუმცა თუ სლავურ მითოლოგიას გადავხედავთ, გამოდის, რომ ეს ძალზედ უცნაური არსებები ბევრად უფრო საინტერესო და ცოტა არ იყოს საშიშებიც კი არიან. როცა მოსაღამოვდება, ისინი მდინარის ან ზღვის ნაპირზე ამოდიან და როკვასა და სიმღერას იწყებენ. თუ ამ დროს ისინი ნახავენ მოხდენილ კაცს, მოაჯადოებენ მას და საბოლოოდ წყლის ფსკერზე ჩაიყოლებენ. ისტორიები ქალთევზებზე უკავშირდება სირინოზებს, ნიმფებსა და ფერიებს. სტატიაში გაეცნობით საინტერესო მითებსა დაუჯერებელ რეალურ ფაქტებს ქალთევზებზე.

ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

წყლის სამყაროს ამ არსებებზე თქმულებები მეტწილად ზღვისპირა, ან ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიდი რაოდენობით არის მდინარეები და ტბები. ქალთევზები ძველ დროს მართალია პირმშვენიერ, მაგრამ უგულო არსებებთან ასოცირდებოდნენ, რადგან, გადმოცემის თანახმად, მათ ხომალდების ჩაძირვა სჩვეოდათ. ქალთევზები მეზღვაურებს ტკბილხმოვანი გალობით ატყვევებდნენ და იხმობდნენ, სამკაპით შეიარაღებული მკლავმაგარი კაცთევზები კი ხომალდს ესხმოდნენ თავს და ძირავდნენ. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ზღვის არსებებს მობეზრებული ჰქონდათ უკვდავება, ამიტომაც, მათ ადამიანებისგან სულის ამორთმევა სურდათ, რათა თითონაც მომკვდარიყვნენ. სხვა გადმოცემები კი მოგვითხრობენ, რომ ქალთევზებს ადამიანებთან ურთიერთობა ისე ენატრებოდათ, რომ ავიწყდებოდათ, ადამიანს წყალში სუნთქვა რომ არ ძალუმს და სიღრმეებში ჩაჰყავდათ თავიანთი სამეფოების დასათვალიერებლად.

ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

ახლო აღმოსავლეთის ლეგენდების მიხედვით, ქალთევზები დიდი ხნის წინ გაჩდნენ. ქალღმერთ ასტარტას, მოკვდავი მწყემსი შეუყვარდა, თუმცა, ურთიერთობისას უცაბედად შემოაკვდა. დარცხვენილმა ასტარტამ წყალში ჩაშვება და თევზად გადაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ წყალმა საწადელი ბოლომდე არ შეუსრულა, წელსზევით ის ქალად დარჩა, წელსქვემოთ კი ფარფლიან თევზად ანუ ქალთევზად გადაიქცა.

ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

დასავლეთი ევროპა

გავრცელებული მოსაზრებით, ქალთევზები უსულო არსებანი არიან, რომელთაც სულის მოპოვება სურთ, თუმცა, ზღვის დატოვება არ ძალუმთ. არსებობს მე-5 საუკუნის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, შოტლანდიასთან ახლოს, პატარა კუნძულზე სულის მოპოვების სურვილით შეპყრობილი ქალთევზა ყოველ დილით ერთ ბერს ნახულობდა. ისინი ერთად ლოცულობდნენ. ქალთევზამ ზღვის დატოვება მაინც ვერ შესძლო და თვალცრემლიანმა ისევ ზღვას მიაშურა. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარმაც "პატარა ქალთევზა" ასეთი ისტორიულად ქცეული კანონი უფრო პოპულარული გახადა: "ქალთევზა სულსა და სიყვარულს მოკვდავთან ეძებს".

_____________________________________

აღმოსავლეთი ევროპა

სლავური მითოლოგიით ქალთევზები მავნებლები არიან. ქალთევზებად როგორც წესი წყალში დამხრჩვალი გოგონები გადაიქცევიან, რომლებიც უდროო დროს ბანაობდნენ და წყლის დევებმა ჩაითრიეს სიღრმეში რათა მხევლებად გამოეყენებინათ. ქალთევზებად ასევე შეიძლება ქცეულიყვნენ დაღუპული მოუნათლავი ბავშვები. ქალთევზას სიკვდილი მოსავლიანობის სიუხვესთან იყო დაკავშირებული. ალბათ აქედან უნდა იყოს ქალთევზების საიქიოსთან კავშირი: როგორც ჩანს, ქრისტიანობის დამკვიდრებასთან ერთად, ქალთევზები არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილ უწმინდურ არსებებთან გაიგივდნენ.

ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

ვარშავის ქალთევზა

პოლონური თქმულება მოგვითხრობს: უხსოვარ დროს ტრიტონის ორმა ქალიშვილმა ოკეანეებსა და ზღვებში მოგზაურობა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა მათგანმა დანიის სანაპიროზე ინება დარჩენა, ამიტომაც კოპენჰაგენის პორტის შესასვლელთან დღემდეა მჯდომარე ქალთევზას ქანდაკება. მეორე თევზქალამ მდინარე ვისლას მიაღწია და მისი წყლების სიღრმეებში ჩაეშვა. დაღლილმა წყლის არსებამ სოფელ ვარშავის მახლობლად ქვიშიან ნაპირზე არჩია დასვენება. ადგილობრივი მებადური მისი სილამაზითა და სიმღერით დასატკბობად გაეშურა ქალთევზასკენ. ბოროტმა ვაჭარმაც მოჰკრა ზღვის ქალის სიმღერას ყური, ამიტომ, მებადურის კვალს გაჰყვა და რომ მიაგნო, ქალთევზა დაატყვევა.
სხვა ლეგენდის თანახმად, ქალთევზა ვარშავაში ქალაქის უძველესი დამცველის გრიფინის სიყვარულით ბალტიის ზღვიდან მიცურდა, რათა დაღუპული საყვარლის გამო შურია ეძია, რომელიც მე-17 საუკუნეში შვედებთან ბრძოლისას დაღუპულიყო. ამის შემდეგ ქალთევზა ქალაქის დამცველი გახდა და ვარშავის სიმბოლოდაც იქცა.

ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

ფიჯის ქალთევზა

ფიჯის ქალთევზა წარმოადგენს მუმიფიცირებულ სხეულს, ნახევრად ძუძუმწოვრის და ნახევრად თევზისა. ის მე-19 საუკუნის 40-იან წლებში წარუდგინეს საზოგადოებას და მაშინვე იქცა მითქმა-მოთქმის საგნად. იმდროინდელმა მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ქალთევზა იყო. 1860-იან წლებში ის მუზეუმი, სადაც ქალთევზა იყო, ცეცხლმა მოიცვა და მუმიაც განადგურდა, თუმცა მუმიის “აღმომჩენმა” ამ პერიოდში მაინც საკმაოდ იხეირა და ხელი მოითბო – კვირაში 12,5 დოლარს იღებდა. რეალურად ეს მუმია წარმოადგენდა ხის ბარჯების, თევზის კუდისა და პატარა ორანგუტანის ტორსოს ერთობლიობას, რომელსაც მაიმუნის თავი ამშვენებდა.

ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

ახლა კი რაც შეეხება რეალურ ფაქტებს..თუ დავეყრდნობით იმ ვიდეობსა და ფოტომასალას, რომელიც ინტერნეტსივრცეშია გავრცელებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალთევზები მართლაც არსებობდნენ. ადამინების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი მართლაც არსებობენ, თუმცა სულაც არ არიან საშიში არსებები. ისინი უბრალოდ თევზის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენენ და ამაში უცნაურიც არაფერია. არსებობს რამდენიმე ვიდეო მასალა, სადაც ძალიან კარგად დაინახავთ ქალთევზის მაგვარ არსებებს, რომლებიც საზარლად გამოიყურებიან. ხალხი ამბობს, რომ ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქალთევზა თვით ქართველი ახალგაზრდობისთვის მეტად საყვარელი, აწ გმირულად დაღუპული, მსოფლიოში ცნობილ ვინმე მაკა საგიპოვას დედა უნდა ყოფილიყო. ვნახოთ ვიდეო: (სუსტი გულის ადამიანებმა არ ნახოთ! წარწერებსაც ყურადღებას ნუ მიაქცევთ)



ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?
ქალთევზები: მითი თუ რეალობა?

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

58


  • niniko♥ თქვა:
    28 დეკემბერი 2012 14:01 - ID: 58,
    SuSan-Anna,
    გეთანხმებიიიიიიი !!!!!!! :)

    ყველა მითს საფუძვლად სინამდვილე უდევს,მითი არის ნამდვილ ამბავში ჩაქსოვილი ტყუილები ამიტომ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის არსებობენ თუ არა? ყველა მითი ქალთევზების შესახებ წერია ერთი და იგივე ოღონთ ძირითადს ვამბობ მე ( იყვნენ ლამაზები , ხოცავდნენ მეზღვაურებს , ნახევრად წელს ქვემოთ თევზის კუდი ჰქონდათ ) აი ამის მჯერა . ამ ვიდეოს რაც შეეხება არ მჯერა რომ ახალი მკვდარი იყოს რაღაც გამოფიტულს გავს და საერთოდ როგორი მართალიც ის ფიჯის მუმია ასეთი მართალიც ეს ვიდეო იქნება (ლოლ) :დ . ადამიანებმა ამ სამყაროს შესახებ ჯერ ბევრი რამ არ იციან , გამორიცხულია სადღაც მაინც იქნებიან ( ვგჟდები ამათზე) . ზოგი ამბობს რომ ნახეს ნამდვილი ქალთევზა ეს უმეტესად რუსეთში ხდება მაგრამ დამტკიცება არ შეუცლიათ რადგან ფოტომასალები არ აქვთ :( !!!!!!!!

    ისე ნინ მაგარი ნიუსია :)

  • SuSan-Anna თქვა:
    22 აგვისტო 2012 10:57 - ID: 57,
    არც ერთი მით ან ლეგენდა არ იწერება უსაფუძვლოდ, რაკი ასეთი ამბები არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას უნახავს, ქალთავზაც ვამპირიც, ციკლოპიც და ყველაფერი ჩვენ არ ვიცით რა ხდებოდა საუკუნეების წინ, გარემო საუკუნეებთან ერთად იცვლება, შეიძლება ასეთი მითიური არსებები ახლა აღარ არსებობენ იმიტომ რომ კლიმატს ვერ გაუძLეს, ჩვენ არ ვიცით რა იყო ადრე და ბოლომდე ისიც არ ვიცით რა არის ახლა ჩვენს სამნყაროშI, მე მჯერა ასეთი არსებების და ვფიქრობ რომ ნამდვილად არსებობდნენ, რაკი სხვა ლეგენდების გვჯერა ადამიანებს ამის რატომ არ უნდა დავიჯეროთ, სამყარო ერთი დიდი საიდუმლოა, და ჩვენც მისი ნაწილი ვართ, ამიტომ მოდი ვიპოვოთ ქალთეევზა wink

  • KoGHo თქვა:
    21 ივნისი 2012 23:29 - ID: 56,
    არ მჯერა ამ რაღაცეების ან ვიღაცეების მე : ) [hide][/hide]

  • TrueDirectioner... თქვა:
    17 მაი 2012 23:52 - ID: 55,
    TAMO _ ANGEL,
    :D მე წარწერები ვიგულისხმეეე... wink

  • Nina√ თქვა:
    17 მაი 2012 23:01 - ID: 54,
    Taamoo,
    რაააააააააა? არ არსებობს
    მართლაა? შენ ნახე? რა საინტერესოააა winked მაგრამ ცოტა არ იყოს საშიშიიიიც wassat

  • Taamoo თქვა:
    17 მაი 2012 21:49 - ID: 53,
    მაგარი ნიუსია love მკვდარი კაცთევზა ნახა ბიძაჩემმა სარფში გასულ წელს და ვიდეოც გადაუღო.საზარელი სანახავი იყო.ახალი მკვდარიაო უთქვამთ.ამის მერე როგორ შეიძლება არ მჯეროდეს...

  • ma1ka თქვა:
    15 მაი 2012 12:23 - ID: 52,
    აუ მუმიასავით გამომხმარი იყო და ტმა როგორ ქონდა შენარჩუნებული ისე რომ ნაწილი მაინც არ გაცვივდა. აშკარად პარიკი იყო. ვიღაცის ნამაიმუნარი იყო აშკარად

  • linda_JB თქვა:
    14 მაი 2012 20:25 - ID: 51,
    ამ ვიდეოში რომ ქალთევზაა სიკვდილამდე ალბათ ბალზამს ხმარობდა lol მე არ მაქვს ასეთი თმა wink არ მჯერა fellow

  • SoFo11 თქვა:
    14 მაი 2012 16:35 - ID: 50,
    აუ H20 მიყვარს ძალიან, ბავშვობაში სულ მინდოდა მაგის ყურება და კიდე ქალთევზა მინდოდა ვყოფილიყავი wink

    მე რატომღაც მჯერა. drunk

    ავტოროო ყოჩაღ მაგარი სიახლეა ძალიან love

  • Nina√ თქვა:
    14 მაი 2012 15:36 - ID: 49,
    QiQiTo:):),
    me,
    მადლობაა
    ისე არ ვიცი რა ვიფიქრო ნეტა მართლა არსებობეენ? lol

  • me თქვა:
    14 მაი 2012 13:42 - ID: 48,
    კარგი ნიუსია, მართლა... საინტერესო.. მადლობა ავტორო feel

    ნუთუ მართლა არსებობენ???

  • QiQiTo:):) თქვა:
    14 მაი 2012 12:59 - ID: 47,
    ჯანდაბა belay კარგი ნიუსია

  • nia-nia22 თქვა:
    14 მაი 2012 12:01 - ID: 46,
    რა თქმა უნდა არსებობენ,ისევე როგორც თოვლის პაპა lol

  • Nina√ თქვა:
    13 მაი 2012 22:58 - ID: 45,
    Ggvantsa,
    არიან wink

    MaRyaLiCe,
    ვნახე ეს ნიუსი მაგრამ აქ განსხვავებული ინფორმაცოა წერია და მაგიტო დავდე
    ისე შენი ნიუსიც ძალიან საინტერესოა

    http://angel.ge/index.php?newsid=80054 ეს აუცილებლად ნახეთ, ვისაც ქალთევზებზე მეტი გაინტერესებთ
    სდოცრებაა რაა
    drunk

  • MaRyaLiCe თქვა:
    13 მაი 2012 22:43 - ID: 44,
    http://angel.ge/index.php?newsid=80054
    დავდე ერთხელ ამაზე სიახლე : )))))

  • Kapa თქვა:
    13 მაი 2012 22:29 - ID: 43,
    belay

  • kika თქვა:
    13 მაი 2012 22:26 - ID: 42,
    იცი რა მაინტერესებს? ვინმემ თუ იცით დაწერეთ როგორ მოკვდა მაკა საგიპოვა? მარტლა მოკლეს გალატისტვის თუ ტყუილია ვერ გავიგე

  • Ggvantsa თქვა:
    13 მაი 2012 22:12 - ID: 41,
    კაცთევზები იყვნენ ნეტა, თორე ქალთევზებს რა თავში ვიხლი wink

  • FuckYourMother თქვა:
    13 მაი 2012 21:24 - ID: 40,
    მაგარი ნიუსია : )) მე მჯეროდა რომ არსებობდნენ

  • ╚►TaaM♥ )) თქვა:
    13 მაი 2012 21:02 - ID: 39,
    მაკა საგიპოვა ვიცი ვინცაა და მაგისი დედა ქალთევზა როგორ შეიძლება ყოფილიყო ვერ ვხვდები? საშინელი საყურებელია ვერ ვუყურე.... ისე ძალიან საინტერესო ნიუსია მარა რაღაც კითხვები გამიჩნდა... ხალხი ამბობს, რომ ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქალთევზა თვით ქართველი ახალგაზრდობისთვის მეტად საყვარელი, აწ გმირულად დაღუპული, მსოფლიოში ცნობილ ვინმე მაკა საგიპოვას დედა უნდა ყოფილიყო. ამან ძალიან დამაფიქრა :(

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top