;

13 May 2012      lady_tamo     40 Comments     Views 5583    
Category: Fun, Interesting

კარლ ლაგერფილდის ციტატები

კარლ ლაგერფილდი - ცოცხალი ლეგენდაა. ის რამდენიმე პროფესიას ერთად ითავსებს, კარლი ერთდროულად დიზაინერი, არქიტექტორი, პარფიუმერი და რაც მთავარია საკმაოდ განათლებული ადამიანია.როგორც თავად კარლი ამბობს, მას ფეხებზე კიდია (ეს კიდევ რბილად ნათქვამია) თუ რას ფიქრობენ მასზე, მას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, თოთოეული მისი ფრაზა ლაკონურია, თუმცა დიდ აზრს მოიცავს. გთავაზობთ კარლის ციტატებს.

ციტატები:კარლ ლაგერფილდი


ნებისმიერ 40 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელი სექსზე ლაპარაკობს, ვულგარულად გამოიყურება.

მე ჩემი ცხოვრების ნახევარი ქალებთან მაქვს გატარებული და ვიცი, თუ რა ხდება მათ თავში.

მე არ ვატარებ Chanelს, რადგან ამ ტანისამოსში ისე გამოვიყურები, როგორც დედაჩემი

ბედნიერება - ეს არის წესრიგი და დისციპლინა

კიდევ კარგი, რომ არ არსებობს ხალხი, რომელსაც ვახსოვარ თუ როგორი ბიჭი ვიყავი პატარაობაში, მეც დიდი სიამოვნებით დავივიწყებდი იმ დროს.
ციტატები:კარლ ლაგერფილდი

მოდის ბიზნესში სიტყვა 'წარმატება' არაფერს ნიშნავს, რადგან ყოველ 6 თვეში თავიდან ვიწყებ ყველაფერს, თუ ამას არ იზამ, გადაიქცევი 'კლასიკად' ეს კი არავის უნდა.

მე არ ვმოგზაურობ სიამოვნებისთვის, მხოლოდ ბიზნესისთვის. ერთადერთი ადგილი, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩავდივარ, ეს არის იტალია. მე 154ჯერ ვიყავი რომში და 123ჯერ მილანში (ლაგერფილდის ეს ციტატა ჯერ კიდევ 1979 წელსაა ჩაწერილი)

ჩემი ერთადერთი ამბიციაა - ვატარო 28 ზომის ჯინსი

მე რომ რუსი ქალი ვიყო, ლესბოსელი გავხდებოდი, რადგან რუსი მამაკაცები ძალიან მახინჯები არიან. რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისებიც, მაგალითად ნაომი კემპბელის ბოიფრენდი.

როდესაც თქვენ იწყებთ სპორტული შარვლის ჩაცმას ყოველდღიურად, ესე იგი თქვენს ცხოვრენაში ყველაფერი კარგად არ მიდის.

ადამიანები ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სექსუალურ ცხოვრებას. პროცესი, რომელსაც აჭიანურებენ საათობით, შეუძლიათ დაამთავრონ რამდენიმე წუთში და უფრო სასარგებლო საქმით დაკავდნენ.

ჯობია იყოთ გაორებული პიროვნება, ვიდრე საერთოდ არ იყოთ პიროვნება

სექსი - მოკლევადიანი მოვლენაა, ვერ სიყვარული გაგრძელდება დიდხანს. არ მსიამოვნებს დაწოლა ისეთ ადამიანთან, ვისთანაც გარკვეულ გრძნობებს განვიცდი. სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არსებობს სპეციალური 'სამსახურები'
ციტატები:კარლ ლაგერფილდი


მე ვაწარმოებ დღიურს უკვე ბოლო 12 წელია, ეს ისეთი საინტერესოა. არსებობს ისეთი დეტალები, რომელსაც თავის დროზე ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი დიდ მნიშვნელობას იძენენ.

ჩემი მიზანია ვიმუშაო უფრო მეტი, ვიდრე სხვებმა, რათა ვანახო თუ რამდენად უსარგებლოები არიან ისინი.

როდესაც ყიდულობენ წიგნს წასაკითხად, შენ უნდა იყიდო დროც, მის წასაკითხად

ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მჯერა ეს არის დედის სიყვარული შვილის მიმართ

მე მიყვარს შოკოლადი. არ ვჭამ, მაგრამ ვყნოსავ. ზოგ ადამიანს ხომ შეუძლია 'თვალებით ჭამა', მე შემიძლია 'ცხვირით ჭამა'. მინდა მქონდეს სუნამო, რომელსაც შოკოლადის სუნი ექნება.


ჩვეულებრივ მე ვიღვიძებ 7ის ნახევარზე, ცხრამდე საწოლში ვნებივრობ და ვკითხულობ, შემდეგ კიდევ მინდება ძილი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რადგან სამუშაო მაქვს.როდესაც პატარა ვიყავი, ძიძამ მითხრა "ის ადამიანები, რომლებიც დილით ადრე არ იღვიძებენ, ვერასოდეს გახდებიან წარმატებულები"


ციტატები:კარლ ლაგერფილდი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

  • morgendorffer თქვა:
    27 May 2012 22:53 - ID: 40,
    სწერვა.რაღაცეებში ვეთანხმები :დ

  • nucaaa_bucaaa თქვა:
    22 May 2012 03:37 - ID: 39,
    აუ ამ კაცმა დაწეროს რა მემუარები ან წიგნი თავის ცხოვრებაზე. ძალიან მაინტერესებს

  • Shemoseirnebuli თქვა:
    21 May 2012 17:26 - ID: 38,
    nanukaa,
    და რა ლოგიკით? იქნებ მითხრა)))

  • nanukaa თქვა:
    19 May 2012 13:38 - ID: 37,
    Shemoseirnebuli ასე გამოდის : ))))))

  • Queen Q თქვა:
    18 May 2012 15:52 - ID: 36,
    კაცი ლეგენდა! ამისნაირი მარტო კოკო იყო love

  • elenikojoe თქვა:
    17 May 2012 21:19 - ID: 35,
    საოცარი ადამიანი : ))
    მოსიარულე ლეგენდა <3 :*
    ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მჯერა ეს არის დედის სიყვარული შვილის მიმართ -ჩემნაირია <3

  • m_a_n_ch_o თქვა:
    16 May 2012 12:56 - ID: 34,
    winked

  • Shemoseirnebuli თქვა:
    15 May 2012 21:08 - ID: 33,
    ციტატა: nanukaa
    "ის ადამიანები, რომლებიც დილით ადრე არ იღვიძებენ, ვერასოდეს გახდებიან წარმატებულები"
    ამაში კი ნამდვილად ვეთანხმები

    აჰაა, ესეიგი მე თუ ადრე არ ვიღვიძებ განწირული ვარ წარუმატებლობისთვის?

  • Johnny depp თქვა:
    15 May 2012 16:20 - ID: 32,
    keetaa,
    :დ ქეთუნია :დ მეც 7 საატზე ვიღვიძებ ზოგჯერ 6ც კი :დ

  • ana_anano თქვა:
    15 May 2012 14:01 - ID: 31,
    მართლაც ბევრს მიაღწია ამ კაცმა მაგრამ მისი ასეთი ამპარტავნობა გულს მირევს :X

  • Kapa თქვა:
    14 May 2012 22:40 - ID: 30,
    love

  • aNn_♥_memi თქვა:
    14 May 2012 21:57 - ID: 29,
    აუ კაი კაციაა ძაან love

  • lalaa თქვა:
    14 May 2012 21:28 - ID: 28,
    კარგი ნიუსი იყო <3

  • ninikoo თქვა:
    14 May 2012 20:31 - ID: 27,
    love

  • nanukaa თქვა:
    14 May 2012 18:55 - ID: 26,
    ✍ ჩემი მიზანია ვიმუშაო უფრო მეტი, ვიდრე სხვებმა, რათა ვანახო თუ რამდენად უსარგებლოები არიან ისინი.
    ეს რა დაუოკებელი ამბიციააა belay
    "ის ადამიანები, რომლებიც დილით ადრე არ იღვიძებენ, ვერასოდეს გახდებიან წარმატებულები"
    ამაში კი ნამდვილად ვეთანხმები love love

  • gigi თქვა:
    14 May 2012 17:09 - ID: 25,
    ერთი ამის ცისფერი ........................... am

  • saaloome თქვა:
    14 May 2012 16:13 - ID: 24,
    ავტორ სიახლე როგორ დავამატოო

  • Nina. თქვა:
    14 May 2012 15:25 - ID: 23,
    კაცი ლეგენდა,ხანდახან კი აზვიადებს მარა მაინც <3 <3 <3

  • marika0704 თქვა:
    14 May 2012 15:20 - ID: 22,
    საინტერესო კაცია love

  • me თქვა:
    14 May 2012 13:20 - ID: 21,
    კარგი ნიუსია love
    ციტატებიც მომეწონა, ზოგზე მაგრად ვიხალისე. wink აი მაგალითად - " მე მიყვარს შოკოლადი. არ ვჭამ, მაგრამ ვყნოსავ. ზოგ ადამიანს ხომ შეუძლია 'თვალებით ჭამა', მე შემიძლია 'ცხვირით ჭამა'. მინდა მქონდეს სუნამო, რომელსაც შოკოლადის სუნი ექნება" lol

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top