;
19 მაი 2012      kkkkkkkkk     55 კომენტარი     ნანახია 5729-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Meryl Streep & Amanda Seyfried - Slipping Through My Fingers



ჩემს უძვირფასეს ქალიშვილს...
უბრალოდ მინდა ჩემს ყველაზე ძვირფას საჩუქარს, ჩემს ქალიშვილს, რომელიც სადაცაა ოჯახს შექმნის, ვუთხრა როგორ მიყვარს ის და მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ მაჩუქა საუკეთესო წლები ჩემი ცხოვრების

ჩემო საყვარელო შენს გაჩენამდე ბევრჯერ მიფიქრია: როგორი ქალიშვილი მეყოლებოდა. ბუთხუზა,ლოყაწითელი გოგონა თუ პრანჭიკუდა ყურცქვიტა,ქერა თუ შავთვალება... როდესას ამ ქვეყანას მოევლინე და პირველად დაგინახე ყველა ოცნება გადამავიწყე.... ღმერთმა მაჩუქა ყველასგან განსხვავებული,გასაოცარი,თვალხატულა გოგო.

ქალიშვილი ყველაზე დიდი შენაძენია თუკი მშვიდ ძილს და მოსვენებას მუდამ უფრთხოდი რაც შენ გამიჩნდი ცხოვრება უჩვეულო წიგნის კითხვას დაემსგავსა,იგი მოსაწყენი არასდროსაა ... მეამაყება რომ ამ წიგნის ავტორობაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის ....

მე და შენ უკვე ბევრი ვნახეთ და გამოვცადეთ,საკმარისად ვიოცნებეთ.მართალია დედამიწის გარშემო არ გვიმოგზაურია,არც ევერესტი დაგვიპყრია,არც რაიმე განსაკუთრებული დაგვიწერია ჯერჯერობით.ჩვენ განსხვავებული გემოვნება,გამოცდილება და ამბიცია გვაქვს მაგრამ მოგვწონს ერთმანეთი,ვამხნევებთ ერთმანეთს ,ჩვენ მეგობრები ვართ .....

ზოგჯერ,როდესაც ვარ უხასიათოდ,დაღვრემილია ირგვლივ სამყარო,მე მაშინ ვფიქრობ ჩემს ქალიშვილზე,მის ნათელ მზერაზე, ლაღ სიცილზე და აღარაფერი მტკივა...

ჩემო პატარა,მადლობელი ვარ რომ გჯეროდა,თითქოს ჩემი ტორტები ჯადოსნური იყო,ნახატები ხელოვნების ნიმუშები... გასაოცარი გრძნობაა,როცა აღმოაჩენ რომ შენი ქალიშვილივით ახალგაზრდა ხარ,გმადლობ რომ ჩემს წლოვანებას მავიწყებ .... ყველაზე ძვირფასი რაც ჩემთვის მოგიცია მეგობრობაა ...

მადლობას გიხდი იმისთვის,რომ როცა მეგონა ამოვწურე დედობრივი მოვალეობა,შენ მაგრძნობინე-საუკეთესო დღეები მხოლოდ ახლა იწყება...ჩემი გული და გონება ყოველთვის შენთან იქნება,შენ შენი ბრძოლები გექნება გადასატანი,მეც იქვე რინგის კუთხეში ვიდგები,ღრუბლითა და სანთლით ხელში.

ძვირფასო,იმედი მაქვს,ძალზე დიდი.დიდი ხნისა რომ მოიყრები,განვლილ გზას გადახედავ და იტყვი: "ღმერთო.რა მშვენიერი იყო ჩემი ცხოვრება". შენ ჩემი სიყვარული გაქვს-სიყვარული,რომელიც გვაკავშირებს. თან გაიყოლე საგზლად იმ სამყაროში,რომელსაც მე ვეღარ შევიცნობ..
და ბოლოს.... ბედნიერებას.სიმყუდროვეს.სიბრძნეს გისურვებ.ოღონდ ჯერ არა.ჯერ ბობოქარი დღეები გელის.

სიყვარულს გისურვებ,რომანტიულს,ამაღელვებელს. შენკენ გამოწვდილ ბავშვის ხელებს გისურვებ,მოთხუპნული ტუჩებით კოცნას... ისეთ ქალიშვილს გისურვებ როგორიც შენ ხარ



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

55


  • T-a-K-oO თქვა:
    25 მაი 2012 13:14 - ID: 55,
    love love feel request

  • FuCk Off. თქვა:
    24 მაი 2012 18:40 - ID: 54,
    დეეეეეედაააააააააააააააა feel

  • tasu თქვა:
    22 მაი 2012 20:05 - ID: 53,
    ღმერთო, რა ბედნიერებაა როდესაც ასეთი დედა გყავს... <3

  • Melakoo თქვა:
    22 მაი 2012 11:49 - ID: 52,
    ცრემლები მომერია recourse

  • marita)) თქვა:
    21 მაი 2012 22:41 - ID: 51,
    love love love

  • 21 მაი 2012 21:34 - ID: 50,
    ვკითხულობდი და თან სიამოვნებას ვიღებდი
    თბილი ნიუსია ძალიან ... <3

  • MaKakAaa თქვა:
    20 მაი 2012 18:28 - ID: 49,
    რა თბილიაააა love love ბევრ რამეზე დააფიქრებს ადამიანს love

  • xunwo თქვა:
    20 მაი 2012 01:12 - ID: 48,
    bevrs dagapiqrebs

  • rusa20 თქვა:
    19 მაი 2012 23:14 - ID: 47,
    ყველაზე ამაღელვებელი რამ
    რაც კი ოდესმე წამიკითხია love

  • soffe თქვა:
    19 მაი 2012 22:28 - ID: 46,
    love მაგარია <3

  • Anchik:) თქვა:
    19 მაი 2012 18:14 - ID: 45,
    ჰელენ ექსლის სასაჩუქრე წიგნი "ჩემს საყვარელ ქალიშვილს" დედამ მაჩუქა, საწოლის გვერდით მიდევს და ხშირად ვკითხულობ, ულამაზესი სიტყვებია <3

  • spring_girl თქვა:
    19 მაი 2012 17:34 - ID: 44,
    ვაიმე, ლამის ავტირდი

  • xxKatnissxx თქვა:
    19 მაი 2012 16:07 - ID: 43,
    ვაიმე რა სიტყვებია ცრემლები მომდის ორონდ მართლა love love

  • amanda თქვა:
    19 მაი 2012 15:58 - ID: 42,
    huddy,

    ჰელენ ექსლის :)

  • huddy თქვა:
    19 მაი 2012 15:43 - ID: 41,
    amanda,
    ვის ეკუთვნის? :D ისე კაი იყოო მომეწოონა.. love

  • amanda თქვა:
    19 მაი 2012 15:22 - ID: 40,
    ეჰ ამეტირებოდა რო არ ვიცოდე სინამდვილეში ვის ეკუთვნის ეს სიტყვები :D

  • Rma_(k) თქვა:
    19 მაი 2012 15:10 - ID: 39,
    ვაიმე ძაან მაგარია, ძაან ამაღელვებელი.. ნამდვილად თქვენც კარგი მშობელი ხართ love

  • shake თქვა:
    19 მაი 2012 14:24 - ID: 38,
    love

  • Johnny depp თქვა:
    19 მაი 2012 14:16 - ID: 37,
    ეს სიმღერა მიყვარს სიგიჟემდე..
    არ ვიცი რა ვთქვაა როგორც თქვეს გადმოკოპირბული ყოფილა რაც არ უნდა იყოსს ამ ადამიანმა თავის გრძნობები გადმოსცა როგორც შეეძლოო.. დაა ყველა გვასიამოვნა და კიდევ ერთხელ დდაგვანახე რომ დედა ერთია !!! ძალიან ვისიამოვნე და გავიქეცი ჩემს დედიკოს ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი ადამიანი ჩემთვის

  • Queen Q თქვა:
    19 მაი 2012 14:15 - ID: 36,
    ძალიან თბილი ნიუსია love რაღაცით დედაჩემს მაგონებთ:)

« 1 2 3 »



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top