;
20 მაი 2012      FAME     24 კომენტარი     ნანახია 5630-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



იაპონია _ არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მოწყვეტილი დანარჩენ მსოფლიოს და შესაბამისად მისი კულტურა თუ ტრადიციები სრულიად ინდივიდუალური, თვითმყოფადი, თავისებური, ყველასგან განსხვავებული და შესაბამისად განსაკუთრებულია. ასეთ ტრადიციას წარმოადგენს გეიშის ინსტიტუტი.

გეიშები,იყვნენ და ახლაც არიან გოგონები, რომლებსაც ევალებოდათ თავიანთი კლიენტების გართობა _ იაპონური ცეკვით, სიმღერით, მათთან საინტერესო დიალოგის გაბმით. თვითონ სიტყვა გეიშა შედგება ორი იეროგლიფისგან და იშიფრება როგორც _ ,,ხელოვნება'' და ,,ადამიანი'' ანუ ადამინი, რომელიც თავდ წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს. გეიშების ძირითადი ცენტრი იყო ოსაკა, ტოკიო და კიოტო, სადაც ისინი პირველად გამოჩნდნენ მეჩვიდმეტე საუკუნეში. და თუ თავდაპირველად გეიშებად გვევლინებოდნენ მხოლოდ კაცები, მსახიობები, რომლებიც მაღალ ქუსლებზე იყვნენ შემდგარი და გარეგნობით გავდნენ ქალებს, მაშინ მოგვინებით ქალებმა სრულიად გამოდევნეს და ჩაანაცვლეს კაცები ამ პროფესიაში.



გეიშები ოქროს საუკუნედ ითვლება მეცხრამეტე საუკუნე, როცა ისინი იყვნენ ნამდვილი ვარსკვლავები იაპონიაში და მრავალი პოეტის შთაგონების წყაროც კი. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გეიშების მკაცრი დოგმები და კანონები, რომელთაც პრაკტიკულად დღევანდელ დღემდეც მოაღწია. გეიშების წარმოშობის მიზეზი გახდა იაპონური საზოგადოების ჩაკეტილობა და მკაცრი წესები, კერძოდ კი ის, რომ იაპონელ გათხოვილ ქალებს უფლება არ ჰქონდათ გამოჩენილიყვნენ სხვადასხვა ბანკეტებსა და წვეულებებზე.



სუფრაზე მდედრობითი სქესის ნაკლებობა კი ქმნიდა დიდ დისკომფორტსა და დისბალანსს, რომელთაც გეიშები, ადამინები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰქონდა ოჯახები, აქარწყლებდნენ და ანეიტრალებდნენ. გეიშები ცხოვრობდნენ დიდი ქალაქების გარეუბნებში, რომელთაც ერქვათ ხანამატი , რაც ითარგმნება, როგორც ,,ყვავილების ქალაქი'' .

გეიშები მუშაობდნენ ჩაის ახლებში, რაც წარმოადგენს ისაპონური ტიპის ერთგვარ სასტუმროებს და რესტორნებში. აქ გეიშები გვევლინებიან, როგორც წვეულების დიასახლისები და იღებენ ინიციატივას წარმართონ საღამო. მათ შემოაქვთ თემები საუბრისთვის და შეძლებისდაგვარად ართობენ სტუმრებს. გეიშებს უნდა ჰქონოდათ განსაკუთრებული ნიჭი კლიენტისთვის დაევიწყებინათ ყოველდღიური პრობლემები. ხშირ შემთხვევაში ხდებოდნენ თავიანთი კლიენტების მესაიდუმლოებიც კი.



გეიშებად ხდებოდნენ ღარიბი იაპონელი ოჯახების შვილები, რომლებსაც თავიანთი მშობლები უსახსრობის გამო ჰყიდნენ. ისინი ცხოვრობდნენ, სხვა გეიშებთან ერთად ერთ-დიდ სახლში, რომელსაც ერქვა ოკია და თავდაპირველად ასრულებდნენ მოახლის ფუნქციას, შემდგომ ხდეოდნენ უფრო დიდი და გამოცდილი გეიშების ასისტენტები და მხოლოდ ამის მერე ნამდვილი გეიშები. აღსანიშნავია, რომ ამ ტრადიციას იაპონიაში უფრო დიდი ფესვები ჰქონდა ვიდრე თვითონ გეიშის ტრადიციას. ოკიაში მცხოვრები გოგონები ერთმანეთს დებს ეძახდნენ და დიდი დები პატარებს ასწავლიდნენ ყვეაფერს რაც საჭირო იყო გეიშისთვის, პირველ რიგში კი კიმონოს მოხმარების კულტურასა და ჩაის ცერემონიალის სწორად ჩატარებას.



დღესდღეისობით იაპონიაში მოსწავლე გეიშა შეუძლია გახდეს მხოლოდ 15 წლის მოზარდს, ის თავისი ნებით მიდის გეიშების ზემოთხსენებულ სახლში და დიასახლისს სთქხოვს აიყვანოს მოახლედ. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში იგი ემსახურება უკვე არსებულ გეიშებს და მათან ერთად სტუმრობს ხელოვნების გაკვეთილებს. ასეთ მოსწავლეს ეწოდება სიკომი , მათ ეკრძალებათ სახლში დარეკვა ისინი მხოლოდ აგზავნიან წერილებს. სანამ სიკომი გახდება მაიკო, იგი იღებს მინარაის სტატუსს ( სიტყვა ნიშნავს დიდებზე დაკვირვებით შეთვისებას). ერთი წლის შედეგ კი მოსწავლე, რომელიც წარატებით ჩააბარებს გამოცდებ ხდება მაიკო. ამის შემდეგ სანამ მაიკო გეიშა გახდება კიდევ რამდენჯერმე ხდება მისი სტატუსის ამაღლება სანამ საბოლოოდ არ მიაღწევს უმაღლესს წოდებას _ გეიშობას!







თუ გეიშას გააჩნია სურვილი, რომ შეწყვიტოს თავისი საქმინობა და დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ეს სურვილი კი მხოლოდ მაშინ იბადება, როცა გეიშას ვინმე შეუყვარდება და გათხოვება უნდა, მას შეუძლია დატოვოს გეიშების სახლი. იგი უგზავნის თავის დებ გეიშებს, სახლის დედას, ყველა თავის კლიენტს და ყველა ჩაის სახლსა თუ რესტორნას, სადაც უმუშავია პატარა ყუთს, რომელშიც მოხარშული ბრინჯია ჩადებული. წითელი და თეთრი ფერის. წითელი აღნიშნავს გეიშების სამყაროს, ხოლო თეთრი ჩვეულებრივი ადამინების სამყაროს, მთლიანობაში კი საჩუქარი არის შეტყობინება, რომ გეიშამ საქმინობას თავი დაანება.


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

24


  • nankaa თქვა:
    26 მაი 2012 14:26 - ID: 24,
    მიყვარს იაპონია და მათი კულტურა ერთხელ აუცილებლად წავალ იაპონიაში love

  • aNn_♥_memi თქვა:
    21 მაი 2012 22:08 - ID: 23,
    საინტერსოააა love

  • Mariam)) თქვა:
    21 მაი 2012 18:26 - ID: 22,
    ასეთი ნიუსები ბევრი რომ იყოს კარგი იქნება:)

  • beonce თქვა:
    21 მაი 2012 12:42 - ID: 21,
    საინტერესოა winked

  • Taamoo თქვა:
    20 მაი 2012 21:55 - ID: 20,
    საინტერესო ნიუსია love

  • buchuna1 თქვა:
    20 მაი 2012 18:08 - ID: 19,
    ყოჩაღ ავტორს.კარგი და საინტერესო სიახლეა love

  • helen თქვა:
    20 მაი 2012 16:09 - ID: 18,
    ბევრს მეძავები ჰგონია

    My blog

  • mikuss თქვა:
    20 მაი 2012 14:08 - ID: 17,
    იაპონიას არაფერი მირჩევნია drunk დიდი მადლობა ავტორ რო დადე ასეთი ნიუსი მჭირდებოდა love

  • Taly თქვა:
    20 მაი 2012 13:08 - ID: 16,
    საინტერესო იყო winked

  • Natiikk თქვა:
    20 მაი 2012 12:56 - ID: 14,
    Pac_aNN,
    xo tntze rom gadioda mec mindoda am philmis yureba magram dedam araoo da rame cudi aris mag philmshi tu raa?? minda vuyuro, mainteresebs:D:D:D wink

  • elga თქვა:
    20 მაი 2012 12:21 - ID: 13,
    ვაუ რა საინტერესო პოსტი იყო ყოჩაღ

  • delena 4ever თქვა:
    20 მაი 2012 12:10 - ID: 12,
    ასეთი საინტერესო ნიუსი არ მინახავს love

  • Pac_aNN თქვა:
    20 მაი 2012 12:03 - ID: 11,
    natukaaa22,
    მე რომ ვუყურებდი დედაჩემა მეჩხუბა :DDDDDD ტნტ ზე რომ გადიოდა ადრე)))) საინნნტერესოოოა <3<3 ავტორ ფავორიტებში და + 1 ქულა

  • tamo თქვა:
    20 მაი 2012 11:48 - ID: 10,
    ძალიანკარგიი სიახლე იიყოოო..

  • FAME თქვა:
    20 მაი 2012 11:21 - ID: 9,
    monica94,
    magdusha:),
    magdusha:),
    keetaa,
    DaTo-,
    მადლობა ყველას... მეც ძალიან მიყვარს იაპონია და იქ მოგზაურობა ჩემი ოცნებაა.
    Bao-Babi,
    არავინ არ გართმევს დავით გაეჯს.. დაკავებული აქვსთ რამოდენიმე კილომეტრიანი სამხედროებს და გაანთავისუფლებენ მალე. არ გვინდა ძალით ეროვნულობი გამოჩნეა და მდგომარეობის გამწვავება. აზერბაიჯანელები ჩვენი მეგობრები არიან და არ გვინდა კიდევ ერთი მეზობლის გადაკიდება. ინტრიგანი ერი ვართ რასაც ქვია.

  • Bao-Babi თქვა:
    20 მაი 2012 11:10 - ID: 8,
    დავითგარეჯი საქართველოა! წადით ხახლო აქციაზე და ყველამ ერთად დავამტკიცოთ რომ დავითგარეჯი ჩვენია და არა აზერბაიჯნების!

  • marita)) თქვა:
    20 მაი 2012 11:01 - ID: 7,
    ,,ხელოვნება'' და ,,ადამიანი''
    love
    ქალებმა სრულიად გამოდევნეს და ჩაანაცვლეს კაცები ამ პროფესიაში.
    --მაგრები ვართ wink
    ნიუსი ძალიან მომეწონა!! :* :*

  • DaTo- თქვა:
    20 მაი 2012 10:59 - ID: 6,
    ციტატა: monica94
    აუ რა კარგია როგორ მინდა იაპონიაშიიიი ძაან მაინტერესებს ყველაფერი მათ შესახებ მითუმეტეს ძველი იაპონელებიიი მაგრები არიან საინტერესო ნიუსი იყოო ძააან

  • keetaa თქვა:
    20 მაი 2012 10:47 - ID: 5,
    ძალიან კარგი იყო საერთოდ ყოველთვის საინტერესო ნიუსები გაქვს და სიამოვნებით ვკითხულობ ძალიან მომეწონა love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top