;
20 მაი 2012      marita))     65 კომენტარი     ნანახია 5760-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

დღიური ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ადამიანს, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, მოზარდებისთვის ძალიან სასარგებლოა მისი ქონა, რომლებსაც უჭირთ ურთიერთობა და არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, რადგან ასეთი ადამიანები ხშირათ კარგავენ მეგობრებს, დღიური კი ისეთი მეგობარია რომელიც არასდროს მიგატოვებს და გაგცვლის.

დღიურის სარგებელი და ისტორიისთვის ცნობილი დღიურები

ალბათ არ არსებობს ზრდასრული ქალი, რომელიც დღიურს არ აწარმოებდა. დღიურში ზოგიერთები წერენ თავიანთ ყოველდრიურ ცხოვრებას, ზოგი-მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებს, უმეტესობა, მათ შორის მეც, თავის განცდებს, გრძნობებს, აყალიბებს დამოკიდებულებას მოვლენის ან პიროვნების შესახებ.

დღიური ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს ადამიანს, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში, მოზარდებისთვის ძალიან სასარგებლოა მისი ქონა, რომლებსაც უჭირთ ურთიერთობა და არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, რადგან ასეთი ადამიანები ხშირათ კარგავენ მეგობრებს, დღიური კი ისეთი მეგობარია რომელიც არასდროს მიგატოვებს და გიღალატებს.
დღიურის სარგებელი და ისტორიისთვის ცნობილი დღიურები

ბევრი ვერ იხსნება დღიურთან, მხოლოდ იმიტომ, რომ იმისი ფიქრიც კი აშინებთ,
სხვამ რომ წაიკითხოს და მისი განცდები გაიგოს...

როცა ავსებ დღიურს და გულწრფელად წერ ვინმეზე ისეთ რამეს, რომ ძალიან გინდა უთხრა მაგრამ ვერ ეუბნები,
გინდება კიდეც: ,,ნეტა შემთხვევით წაიკითხოს და გაიგოს... მე ხომ მას ვერასოდეს ვეტყვი..."

იმ ადამიანებს რომლებიც დღიურს აწარმოებენ, უფრო ადვილად შეუძლიათ გაანალიზონ და აღიარონ საკუთარი შეცდომები:
ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ სწავლობენ აღიარებას და ბოდიშის მოხდას სხვებთანაც. დღიური ბევრ ადამიანს უწევს მოძღვარის და ფსიქიატრის მაგივრობას, რა თქმა უნდა მხოლოდ ნაწილობრივ. მას არ შეუძლია მისცეს პატრონს რჩევა და ასწავლოს როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, ის გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანმა გადახედოს თუ რა დაწერა ,,ცხელ გულზე" და გაანალიზოს სწორი იყო თუ არა.

დღიურთან ადამიანი პოულობს ,,მეორე მეს", ე. წ. ალტერ ეგოს რაც ადამიანს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. შენი თავის გაცნობა დაგეხმარება გაიგო შენს დადებით და უარყოფით მხარეებზე. რადგან გეცოდინება ყველა უარყოფითი მხარე და ცოდვა, ადვილად შეძლებ გამოასწორო ჩადენილი დანაშაული და შენთვის სასურველი თვისებები, რაც გაკლია, გამოიუშაო, ხოლო მიუღებელი თვისებები ამოშალო და ყველასათვის სასურველი შენ გახდე. საზოგადოება დააფასებს ადამიანის კარგისკენ რადიკალურ შეცვლას.

ალბათ ყველას ქონია ასევე-,,მეგობრობის დღიური" და ალბათ ყველას სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს მისი ხსენება. თუ ვინმეს შემოგრჩათ გადახედეთ და ძალიან იხალისებთ:)

შეგვიძლია გავეცნოთ ცნობილ (წიგნად გამოცემულ) და ისტორიისთვის ღირებულ დღიურებს

ალბათ ყველას გახსოვთ ,,კიწი", რომლის ავტორი ანა ფრანკი გახლავთ. ის ყველასათვის სამაგალითო დღიურია და ისტორიის ნაწილი გახდა!
ასევე II მსოფლიო ომს უკავშირდება ნონა ლისოვსკაიას (ბანისტერი) დღიური - The Secret Holocaust Diaries: The Untold Story of Nonna Bannister. რუსი გოგონა, რომელმაც დღიური და მისი ისტორია მეუღლეს მხოლოდ მოხუცებულობაში გაუმხილა და უფლება მისცა გამოექვეყნებინათ ის მოგვიანებით. თავად კი თავის ტკივილს დღიურის ფურცლებზე ტოვებდა და თავს არასდროს არ იტანჯავდა ამ მოგონებებით.



,,მიდი ჰკითხე ალისას" კი წარმოადგენს 15 წლის ნარკომანი გოგონას დღიურს, რომელმაც ვერ მოახერხა თავის გადარჩენა. ავტორის ვინაობა დღემდე უცნობია.
The Unabridged Journals of Sylvia Plath - ამერიკელი პოეტი ქალბატონის, სილვია პლატის 400 ფურცლიანი დღიურია, სადაც მის 12 წლიან მოღვაწეობას და მძიმე სულიერ მდგომარეობას აღწერდა. ასევე გამოირჩევა ვირჯინია ვულფის დღიურიც და აგატა კრისტის ჩანაწერები, ისინი ამ ქალბატონებს რადიკალურად განსხვავებული კუთხით წარმოგვიდგენენ და ვხვდებით, თუ რამდენად არ ვიცნობდით მათ.




I Know My Own Heart: The Diaries of Anne Lister - გადმოსცემს მე-19-ე საუკუნის ინგლისელი ქალის ცხოვრებას, რომელიც ლესბოსელი იყო. დღიური წიგნის სახით გამოიცა 1992 წელს, ავტორის გარდაცვალებიდან 200 წლის შემდეგ!
Anaïs Nin ფრანგი გოგონას 7 ტომიანი დღიური კი მოგვითხრობს მის მოგზაურობას პარიზიდან ნიუ იორკამდე. ის დღიურებს 60 წლის მანძილზე აწარმოებდა, 11 წლიდან.

მერლინ მონროს ჩანაწერები კი წარმოგვიდგენენ სრულიად განსხვავებულ ქალბატონს, ვიდრე ქერათმიან ჰოლივუდის სექს სიმბოლოს. მერლინის, ანუ ნორმა ჯინის დღიურები მრავალი ბიოგრაფიული წიგნის ინსპირაცია გახდა, თუმცა ასევე გამოქვეყნებულია ჩანაწერთა და წერილთა დასტაც.
კურტ კობეინის ჩანაწერები კი აღწერენ ახალგაზრდა, ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის ზიზღს ამ ყალბი სამყაროსადმი და დაუძლეველ დეპრესიას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კურტნი ლავმაც გამოსცა დღიური, რომელსაც, როგორც წიგნს უწოდა Dirty Blonde.

კი
არა
ბავშვობაში ვავსებდი
მხოლოდ მეგობრობის დღიურს

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

65


  • annabanna თქვა:
    20 მაი 2014 21:49 - ID: 65,
    როცა ავსებ დღიურს და გულწრფელად წერ ვინმეზე ისეთ რამეს, რომ ძალიან გინდა უთხრა მაგრამ ვერ ეუბნები,
    გინდება კიდეც: ,,ნეტა შემთხვევით წაიკითხოს და გაიგოს... მე ხომ მას ვერასოდეს ვეტყვი..." ზუსტად. მე ვწერ დღიურს 4 წელია და ძალიან მიყვარს <3მომავალი ჟურნალსიტი ვარ და ამაშიც მეხმარება. წერის კულტურას აუმჯობესებს.

  • Kerr თქვა:
    27 მაი 2012 12:11 - ID: 64,
    marita)),
    თავიდან გავაკეთე იმედია დაიდება

  • marita)) თქვა:
    25 მაი 2012 18:27 - ID: 63,
    Kerr,
    sad , მე ვინახავ ცალკე წორლდში და თუ წამეშლება ნაშრომი მაინც არ დამეკარგება, შენც გირჩევ აწი..

  • Kerr თქვა:
    24 მაი 2012 22:49 - ID: 62,
    marita)),
    love წაშლილია უკვე sad

  • Ninii♥ თქვა:
    21 მაი 2012 23:18 - ID: 61,
    ყოველთვის მქონდა და ახლაც მააქვს <3.. დღიურთან ადამიანი პოულობს ,,მეორე მეს", ე. წ. ალტერ ეგოს რაც ადამიანს ეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში.. აიი,ზუუსტად ასეაა love

  • aNn_♥_memi თქვა:
    21 მაი 2012 22:21 - ID: 60,
    ახლა რა მაქ ისე ბავშობაში კი მქონდაა love

  • marita)) თქვა:
    21 მაი 2012 21:04 - ID: 59,
    Kerr
    თუ გაქ შენახული გეხვეწები პირადში სკაიპი მომწერე და გამომიგზავნე, ვნახავ თუ შეიძლება love

  • linda_JB თქვა:
    21 მაი 2012 21:02 - ID: 58,
    gossip girl,
    არა პოპულარობა არც მიგულისხმია lol უბრალოდ ყოველ დღე ერთი და იგივე ხდება :) სულ ესაა!

  • Kerr თქვა:
    21 მაი 2012 16:28 - ID: 57,
    marita)),
    ზუსტად შენი ნიუსის შემდეგ დამაინტერესა მაგ წიგნმა და თვითონ წიგნზე გავაკეთე love

  • ბაჭია♥ თქვა:
    21 მაი 2012 14:46 - ID: 56,
    Smile:))),
    რანაირად მოგპარა დღიურები.. wink

  • Сын Зари თქვა:
    21 მაი 2012 00:13 - ID: 55,
    მომეწონა love love

  • Nino Beridze))) თქვა:
    20 მაი 2012 23:49 - ID: 54,
    sopo232,
    ცოტა ხნით შეწყვიტე წერა და მერე რო მოგაწვება შენ გემოზე დაწეერ ;დ

  • sopo232 თქვა:
    20 მაი 2012 23:32 - ID: 53,
    ბევრი ვერ იხსნება დღიურთან, მხოლოდ იმიტომ, რომ იმისი ფიქრიც კი აშინებთ,
    სხვამ რომ წაიკითხოს და მისი განცდები გაიგოს.. მე ვარ ეს სამწუხაროდ სუულ სუულ სუუულ ვცდილობ რო ესე არ ვიყოო მაგრამ არ გამომდის სულ მეშინია recourse

  • Nino Beridze))) თქვა:
    20 მაი 2012 22:19 - ID: 52,
    Miss Nirvana,
    ჩემი აზრით დღიურებში არ უნდა გამოხატო ადამიანისადმი სიძულვილი, რადგან შეიძლება ადამიანისადმი წყენა დროთა განმავლობაში დაგავიწყდეს, ხოლო როცა დღიურში წერ ამას ყოველ გადაშლაზე გაგახსენდება, თუ რა გაგიკეთა ამ ადამიანმა და მისდამი სძულვილი გაგიღრმავდება

  • Taamoo თქვა:
    20 მაი 2012 22:08 - ID: 51,
    მე ყოველდღე მეზარება წერა როცა თავისუფალი დრო მაქვს მაშინ ვწერ ყველაფერ მნიშვნელოვანს love

  • Miss Nirvana თქვა:
    20 მაი 2012 22:07 - ID: 50,
    მე ვარ ადამიანი რომელის პატივს სცემს მოგონებებს და უყვარს ისინი, ამიტომ ვწერ ყოველდგიურ ცხპვრებას და ასევე ჩემს გრძნობებსა და დამოკიდებულებებს :X

  • Nino Beridze))) თქვა:
    20 მაი 2012 21:45 - ID: 49,
    ბაჭია♥,
    რა გასწავლო? wink

  • ბაჭია♥ თქვა:
    20 მაი 2012 21:39 - ID: 48,
    Smile:))),
    აუ რანაირად?მასწვლე რაა:XXX

  • Nino Beridze))) თქვა:
    20 მაი 2012 21:12 - ID: 47,
    ძალიან საინტერესო ნიუსია love მეც ვწერ ხოლმე დღიურებს.... მაგრამ კარგა ხანია არაფერი დამიწერია მას მერე რაც მეზობელმა მომპარა დღიურები და ყველაფერი წაიკითხა... drunk

  • TAMO _ ANGEL თქვა:
    20 მაი 2012 20:39 - ID: 46,
    მე დღიურს 4 წელია რაც ვაწარმოებ.ყოველდღიურ ამბებს ვწერ და მერე მსიამოვნებს წაკითხვა:) ის ადამიანი ვარ ვისაც მოგონებები ძალიან უყვარს love

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top