;
25 მაი 2012      თიკა     46 კომენტარი     ნანახია 11187-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაჯღაბნი?
ტელეფონზე საუბრისას, ლექციის მოსმენისას, ან სხვა რაიმე საქმის კეთებისას, თავისდაუნებურად ვჯღაბნით ხოლმე ფურცლის ნაგლეჯზე სხვდასხვა ორნამენტებს ან ნახატებს.
მეცნიერები პლიმუტის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ ეს ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას მოსაუბრეზე და დამახსოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

მაგრამ იცოდით, რომ ნაჯღაბნის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ადამიანზე, მის ხასიათზე და განწყობაზე?
ამიტომ ნუ იჩქარებთ ამ ნახატების გადაგდებას, დააკვირდით, შეიძლება რაიმე საინტერესოც აღმოაჩინოთ.



სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები მაინცდამიანც არ გადარდებთ ან საერთოდ არ გაინტერესებთ. შესაძლოა, თქვენ მსუბუქ კრიზისს განიცდით. ახლა
აუცილებელია თავს მიხედოთ, რომ არ აფეთქდეთ და არ მიაყენოთ მოსაუბრეს შეურაცხყოფა.


ყვავილები, მზე, გირლანდები - სინამდვილეში არც ისე მხიარულად ხართ, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. უფრო პირიქით. ყველაზე მეტად ნატრობთ მეგობრობასა და სითბოს ან სინაზეს. ეცადეთ უახლოეს პერიოდში უფრო მეტი დრო გაატაროთ სხვა ადამიანების გარემოცვაში.

ცა, მზე და ღრულები - სიცოცხლისმოყვარული, მხიარული და ენერგიით სავსე ბრძანდებით.

უჯრები - გრძნობთ, რომ მოხვდით სარისკო ან უხერხულ სიტუაციაში. უფრო ხშირად მიდრეკილი ხართ წყენა და გაღიზიანება გულში ჩაიკლათ.

გულების გადაკვეთა - გრძნობებით ხართ აღსავსე. გსურთ მთელ მსოფლიოს მოეალერსოთ. არაა საჭირო ასეთი ცივი და უკარებას როლის თამაში და გრძნობების დამალვა. გამოთქვით და გამოხატეთ ისინი!

შპალერის მსგავსი ორნამენტები - ასეთი ორნამეტი მეტყველებს თქვენს მოწყენილობაზე. ალბათ მოგბეზრდათ ის საუბარი, რასაც ისმენთ ხატვის მომენტში. ან იქნებ ცხოვრების სტილიც?!

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაჯღაბნი? რაზე მეტყველებს ადამიანის ნაჯღაბნი?
ჯვრები - ჯვრები გამოხატავენ დანაშაულის გრძნობას, რაც სავარაუდოდ საუბრის მომენტში გაჩნდა. რაღაცა გაწუხებთ: ან თქვენ თვითონ არ ასვენებთ თქვენს თავს, ან მოსაუბრე გამტყუნებთ და ბრალს გდებთ რაღაცაში.
ადამიანები - ეს უსუსურობის ნიშანია, ან გამოხატავს სურვილს თავი აარიდოთ რაიმე ვალდებულებას.

ლამაზი სახე და პროფილი - გახასიათებთ ჩართულობა და დაინტერესებულობა საქმით, ჰუმანურობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.

საშინელი, მახინჯი სახეები - უსიამოვნო მდგომარეობაზე ან გარკვეული მიზეზის გამო უხასიათობაზე მეტყველებს.

კვადრატები, სამკუთხედები და სხვა გეომეტრიული ფიგურები - ამ დროს ნახატი ნახაზს უფრო გავს. არაა ადვილი თქვენი მოტყუება. თქვენ გაქვთ კონკრეტული მიზნები და რწმენები, თითქმის არასდროს მალავთ საკუთარ აზრებს. ძირითადად ხართ მობილიზებული და ცდილობთ შეხედოთ მოვლენებს მარტივად. თუკი კუთხეები განსაკუთრებით წაწვეტებულია, ეს უკვე აგრესიის ნიშანია, რომლის დაფარვასაც ცდილობთ ხოლმე.


ტალღოვანი ხაზები, ნოტები ან მუსიკალური გასაღები - მუსიკისკენ მიდრეკილებას გამოხატავს.
ფუტკრის ფიჭა - ასეთი ნახატი გამოხატავს სწრაფვას სიმშვიდისკენ, ჰარმონიისკენ და დალაგებული ცხოვრებისკენ. ასევე შეიძლება აღნიშნავდეს ოჯახის შექმნის სურვილს.

ჭადრაკის დაფა - როგორც ჩანს, უსიამოვნო სიტუაციაში, ან გასაჭირში ხართ. თუ ასეთი გამოსახულებები ხშირად ჩნდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფარული კომპლექსები გაწუხებთ.

ჩაკეტილი წრეები - მაღალი ზნეობრივი და სულიერი ღირებულებები ჭარბობს თქვენში.

წრეების გადაკვეთა - სტაბილური კავშირი? ჰმ, შეიძლება. მაგრამ ხშირად ასეთ ნახატი გამოხატავს რამეში მონაწილეობის მიღების სურვილს. მოცემულ მომენტში თქვენ გრძნობთ, რომ არ ხართ ჩართული მოვლენებში.

ხეები - თუ ხე თხელია და გაშიშვლებული - დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის ქონაზე მეტყველებს.

ციფრები - კონკენტრირებული ხართ მატერიალურზე უფრო მეტად, ვიდრე სულიერზე. თქვენი აზრები ტრიალებს ფულის შოვნის ირგვლივ. შესაძლოა ვალების გასტუმრების დრო დადგა.

კიბეები - დაურწმუნებლობის და დაძაბულობის აღმნიშნელია.

ვარსკვლავები - ისწრაფვით მიიღოთ ის, რაც არ გაქვთ. თუნდაც აღიარება, ან სიყვარული. ოპტიმისტი ბრძანდებით.


გაითვალისწინეთ, აღნიშნული მეთოდიკა არაა აბსოლუტურად სანდო.





ფსიქოლოგი: თიკა ევდეევი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

46


  • Tsiqo თქვა:
    10 სექტემბერი 2013 22:21 - ID: 46,
    მეე ვარსკვლავებს ვხატავ და ნამდვილად ემთხვევაა feel

  • Mariam_1804 თქვა:
    28 ივლისი 2013 20:57 - ID: 45,
    სულ ჭადრაკის დაფას ვხატავ,მაგრამ არანაირი ფარული კომპლექსი არ მაქ :D

  • Mari Lovato თქვა:
    28 მაი 2012 16:28 - ID: 44,
    ნიუსი ძალიან მომეწონა და საინტერესო იყო love

  • snoopy თქვა:
    28 მაი 2012 15:14 - ID: 43,
    მე თითქმის ყველა რვეულის ბოლო ფურცელები სულ ვარსკვლავებით მაქვს დაფარული feel

  • ShOoKi თქვა:
    26 მაი 2012 21:31 - ID: 42,
    ლამაზი სახე და პროფილი & გულების გადაკვეთა belay

  • makooooooooooooo თქვა:
    26 მაი 2012 19:35 - ID: 41,
    კიბეები და უჯრებიიიიიიიიიი recourse

  • tamusi19 თქვა:
    26 მაი 2012 18:20 - ID: 40,
    სვასტიკის ხატვა რას ნიშნავს არ იცით? :D:D love

  • sopho) თქვა:
    26 მაი 2012 11:11 - ID: 39,
    უფრო კვადრატები

  • sopo_sopiko თქვა:
    26 მაი 2012 08:16 - ID: 38,
    მომეწონა ნიუსი love love

  • Little Angel )) თქვა:
    26 მაი 2012 00:32 - ID: 37,
    რა მაგარი ნიუსია love

  • skochi თქვა:
    26 მაი 2012 00:17 - ID: 36,
    მე სულ სამკუთხედებს და კვადრატებს ვხატავ :დ

  • Baia ❥ თქვა:
    25 მაი 2012 22:50 - ID: 35,
    ნიუსი კარგია love

    მე გაკვეთილებზე ყველაფერს რომ ვხატავ აქიდან , არა ? lol
    ისე რავი , მაინც არ მჯერა ესეთების smile

    ყველაფერს არ აქვს "წესი/განმარტება" fellow

  • leluchia თქვა:
    25 მაი 2012 21:10 - ID: 34,
    ლამაზი სახე და პროფილი აი ამის ვჯღაბნი ყველაზე ხშირად და კიდევ წრეებ. საინტერესო ნიუსი იყო...

  • -Diana- თქვა:
    25 მაი 2012 20:57 - ID: 33,
    - ლამაზი სახე და პროფილი - გახასიათებთ ჩართულობა და დაინტერესებულობა საქმით, ჰუმანურობა და სიყვარული ადამიანების მიმართ

    ყველაზე ხშირად ვხატავ fellow

  • linda_JB თქვა:
    25 მაი 2012 20:53 - ID: 32,
    საშინელი, მახინჯი სახეები - უსიამოვნო მდგომარეობაზე ან გარკვეული მიზეზის გამო უხასიათობაზე მეტყველებს- უხასიათობაზე კი არა ჩემს კლასელებს ვხატავ lol და კიდე ჩემი საყვარელი მომღერლის სახელსა და გვარს ვწერ ყველაზე ხშირად და თან უნებლიეთ
    მომდის winked

  • marita)) თქვა:
    25 მაი 2012 20:33 - ID: 31,
    ლამაზი სახე და პროფილი - გახასიათებთ ჩართულობა და დაინტერესებულობა საქმით, ჰუმანურობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.
    --ჩემი laughing
    მომეწონა ნიუსი-ფავორიტებში

  • ბაჭია♥ თქვა:
    25 მაი 2012 18:44 - ID: 30,
    ლამაზი სახე და პროფილი - გახასიათებთ ჩართულობა და დაინტერესებულობა საქმით, ჰუმანურობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.


    შპალერის მსგავსი ორნამენტები - ასეთი ორნამეტი მეტყველებს თქვენს მოწყენილობაზე. ალბათ მოგბეზრდათ ის საუბარი, რასაც ისმენთ ხატვის მომენტში. ან იქნებ ცხოვრების სტილიც?!

    ძაან საინტერესო... სულ დაჯღაბნილი მაქვს წიგნები wink

  • Bimch თქვა:
    25 მაი 2012 18:16 - ID: 29,
    დამემთხვააა : ||

  • ფსიქეა თქვა:
    25 მაი 2012 17:48 - ID: 28,
    მადლობა, ვისაც მოგეწონათ. აწი ახალ-ახალ ფსიქოლოგიურ რამე-რუმეებს შემოგთავაზებთ ხოლმე :)

  • LohanFan თქვა:
    25 მაი 2012 17:44 - ID: 27,
    უჯრები
    ვარსკვლავები
    კვადრატები, სამკუთხედები და სხვა გეომეტრიული ფიგურები -
    ზუსტად დაემთხვა ყველაზე ხშირად ვარსკვლავებს ვხატავ

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top