;
26 მაი 2012      FAME     18 კომენტარი     ნანახია 18243-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა



როგორ გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობას ძლიერნი ამა ქვეყნისა, ჰქონდათ თუ არა სისუსტეები, ჰყვებოდნენ თუ არა ვნებას და ივიწყებდნენ თუ არა, თუნდაც წამიერად, ამქვეყნიურ საქმეებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი სიყვარულით იყვნენ ავად. დიდი ადამიანების სასიყვარულო წერილები




ნაპოლეონი წერდა ჟოზეფინას მილანიდან.
წერილი გაგზავნილია 1796 წლის 13 ოქტომბერ ვერონაში



მე აღარ მიყვარხარ! _ პირიქით! მე მძულხარ შენ. შენ ხარ ყველაზე საშინელი, სულელი და გულუბრყვილო ქალი ვისაც კი ვიცნობ. შენ მე საერთოდ არ მწერ! შენ არ გიყვარს საკუთარი მეუღლე. შენ მშვენივრად იცი რა რიგ აბედნიერებენ შენი მოწერილი ყოველი სიტყვა მას და შენ თავს იმითაც არ იწუხებ, რომ რამოდენიმე ასო დაჯღაბნო ფურცელზე მისთვის.
და საინტერესოა რითი ხართ დაკავებული ქალბატონო. რამ გათანგა თქვენი ნაზი ხელები, ისე, რომ მათ მელნის გახუნებულ ქაღალდზე გავლებაც არ შეუძლიათ? ნუთუ ეს თქვენი ახალი თაყვანისმცემელია, ის ვინც გადამეღობა გზაზე და არ გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ღვთის წინაშე დადებული ფიცი გიყვარდეთ სამარადისოდ. მე და მხოლოდ მე!
დიდი სიფრთხილე გამოიჩინე ჟოზეფინა _ ერთ დღესაც მე შემოვამტვრევ შენი დარბაზის კარებს და წავსდგები შენს წინაშე, შენი საყვარელი და გულითადი მეგობარი.
სინამდვილეში კი, მე შენი სიჩუმე მაწუხებს ყველაზე მეტად, ყველა იმ ახალგაზრდა ჭაბუკზე მეტად, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა წყალობით შესწევთ ძალა შეეხონ თქვენს სუფთა გულს და შეცვალონ მისი ძგერის სიჩქარე, ისე, როგოც ამას მე ვაკეთებდი ერთ დროს. მომწერე! გაიმეტე ჩემთვის სულ ოთხინ ხაზი. გამაგებინე იმ ამბავთა სინამდვილე, რომლებიც დატრიალდნენ შენ თავს. მე კი გპირდები, მალე შენთან დავბრუნდები და მაგრად მოგაქცევ ჩემს მკლავებში. დაგფარავ კოცნით, ისეთი ცხელით, როგორი ცხელიც მზის სხივებია ეკვატორზე.
ბონაპარტი




მარკ ტვენი წერს ტეისს ოცდაათი წლის იუბილეზე.
წერილი გაგზავნილია 1875 წლის 27 თქბერვალს.


ტედი, ძვირფასო, ჩემო ერთადერთო. ექვსი წელი გავიდა იმ დღიდან რაც მე მივაღწიე ჩემს პირველს და უძვირფასეს წარმატებას ცხოვრებაში _ დავიპყარი შენი გული! და ოცდაათი წელი იმ დღიდან რაც თავად ბედმა და უფალმა მოახდინეს ყველაზე დიდი სასწაული და ამქვეყნად მოგავლინეს შენ! ღრმად მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს, რომ ერთი წუთითაც კი არ ვინანებთ ჩვენი ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირების წმინდა გადაწყვეტილებას. ყოველ წლიურად უფრო და უფრო მეტად მიყვარდები, პატარავ! დღეს შენ ჩემთვის ხარ იმაზე ძვირფასი ვიდრე იყავი შენს წინა დაბადებისდღეზე, და ორი წლის წინ, და იმის წინაც. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოძრაობა გაგრძელდება დასასრულამდე და ამ მოძრაობასთან ერთად, სულ უფრო მეტად გაძლიერდება ჩემი დიადი გრძნობა შენსდამი.
მოდი შევხედოთ მომავალს, ჩვენს ჭაღარა თმებს და დანაოჭებულ სახეს _ შიშის გარეშე. იმაშI ღრმად, დარწმუნებულები, რომ სიყვარული, რომელსაც თითოეული ჩვეგანი გულით ატარებს, საკმარისი აღმოჩნდება, რომ ბედნიერებით სავსე გახადოს ის დარჩენილი წლები, რომელთა გავლა ჩვენ მოგვიწევს. მაშ ასე, დიდი სიყვარულით შენსა და ჩვენი შვილების მიმართ მე ავღნიშნავ დღევანდელ დღეს, დღეს, რომელიც შენ გჩუქნის დიდებული ქალბატონის გრაციას და სამი ათწლეულის ფასადაუდებელ გამოცდილებას.
მარად შენი ს.ლ.კ.





ონორე დე ბალზაკი წერს გრაფინია ეველინა განკელს.

რა დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელს დღეს თქვენს ფეხებთან. თქვენს კალთაში თავჩარგული, გეჩურჩულებოდით და გაგიზიარებდით საკუთარ აზრებს. მერე თუნდაც საუბარს სულ შევწყვეტდი და ნაზად, მივიზიდავდი თქვენს ხელს ჩემს, თავხედ ბაგებთან.
ო, ევა ჩემო ერთადერთო, სიყვარულო ჩემო, ჩემო სინათლევ და ღამევ, ჩემო იმედო და აღფრთოვანებავ, როდის გიხილავთ კვლავ? გიხილავთ იკი როდისმე, თუ ეს უბრალოდ ილუზიაა, ილუზია უიმედოდ შეყვარებული სულელისა.
ო, ღმერთებო, როგორ მიყვარს თქვენი გატეხილი აქცენტი. თქვენი ტუჩემი, საოცრად მგრძნობიარენი, ნება მომეცით გამოგიტყდეთ, ჩემო ანგელოზო. მე ვმუშაობ დღე და რამ, რათა გავატარო თქვენს გარემოცვაში დეკემბრის ერთი, სუსხიანი კვირა. გზად როცა იურის თოვლიან მწვერვალებს გავხედავ გამახსენდებით თქვენ, თქვენი სურნელოვანი თმები და ის თუ როგორ გიკრავთ გულში. აი საიდან ვიღებ შთქგონებას, თქვენ ხართ ჩემი უშრეტი შთაგონების წყარო. მხოლოდ ერთი კონცა ციდან მოვლენილო, მხოლოდ ერთი და მშვიდობიანი ღამე.
ბალზაკი




კატეგორია: საინტერესოა
Tags:

18


  • Countess A. თქვა:
    15 ივლისი 2013 14:30 - ID: 18,
    ოჰ...ნაპოლეონს მართალია აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა არ ეხერხებოდა, მაგრამ სასიყვარულო წერილებს კი მშვენივრად წერდა..
    ბალზაკის მიერ დაწერილი ყოველი სასიყვარულო წერილი შედევრი იყო(არის).. ჯერ მარტო მისი მიწერილი წერილები გრაფინია ეველინასადმი, პირდაპირ ალღობდა ვერხოვენიაში არსებულ თოვლის უზარმაზარ მასებს... wink
    ძალიან საინტერესო ნიუსიაა

  • marita)) თქვა:
    1 ივნისი 2012 20:17 - ID: 17,
    love ყოჩაააღ! love

  • tambu თქვა:
    30 მაი 2012 16:47 - ID: 16,
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • kate-O თქვა:
    28 მაი 2012 01:40 - ID: 15,
    ძალიან მაგარი ნიუსია ! ყოჩაღ ავტორ love

  • Ana-Rihanna თქვა:
    27 მაი 2012 17:35 - ID: 14,
    mary...p,
    ცვაიგის მოუთმენლობა გულისა_ცც დიდებულია...

    ყოჩაღ...
    ადრე მართლაც იცოდნენ სიყვარული, ადრე მართლაც აფასებდნენ მას როგორც განძ რომელიც ერთმა უბედურმა შემთხვევავ შეიძლება მოულოდნელლად გამოგტაცოს ხელიდან....
    ნამდვილ სიყვარულის მაგალითს სტენდეალის რომანში "წითელი და შავი"-იც შეხვდებით

  • mary...p თქვა:
    27 მაი 2012 15:40 - ID: 13,
    ბავშვებო თუ გიყვართ ესეთი ღანრის ნაწარმოებები ვისაც წაკითხული არ გაქვთ წაიკითხეთ, ცვაიგის ''უცნობი ქალის წერილი''.... არაჩვეულებრივია..

  • ბაჭია♥ თქვა:
    27 მაი 2012 12:49 - ID: 12,
    რა საინტერესოა winked love

  • FAME თქვა:
    27 მაი 2012 11:21 - ID: 11,
    აუ მოგეწონაათ? პირიქით მეთქი არავის მოეწონებათქო და თუ გამოაქვეყნებდნენ ისიც არ მეგონა. მადლობაააააააააა! თემა კარგია მაგრამ არ გავშალე როგორც საჭირო იყო და მიხარია მიანც რომ მოგეწონათ love

  • -Diana- თქვა:
    27 მაი 2012 00:23 - ID: 10,
    - აუუ ძაან მომეწონაა

    ბალზაკიიი love

  • Miss Nirvana თქვა:
    27 მაი 2012 00:19 - ID: 9,
    რა ლამაზად უყვარდათ ადრე....მშურს<3

  • aNn_♥_memi თქვა:
    27 მაი 2012 00:12 - ID: 8,
    ნაპოლეონი ნახეეე wink

  • pipia თქვა:
    26 მაი 2012 22:33 - ID: 7,
    წოწ ეს ნაპოლეონი რა რომანტიკოსი ყოფილა :)))
    gooood პოსტი fellow

  • kristine თქვა:
    26 მაი 2012 22:17 - ID: 6,
    ძალიან მაგარი ნიუსიაა .. winked განსაკუთრებით ნაპოლეონის წერილი მომეწონა <3 love love love

  • მარი ) თქვა:
    26 მაი 2012 21:47 - ID: 5,
    რა ლამაზად გამოხატავენ ... love

  • kristi_ თქვა:
    26 მაი 2012 21:47 - ID: 4,
    +ფავორიტებში. არაჩვეულებრივი ნიუსია

  • Ancho. თქვა:
    26 მაი 2012 21:39 - ID: 3,
    ძალიან საინტერესო იყო ვაიმე როგორ მესიამოვნა love
    წერილები ჩემი სტიქიაა მითუმეტეს როგორი გრძნობით უყვარდათ
    ადრე ვგიჟდებიიიი love
    ავტორო მართლაც რომ დიდი ყოჩაღ შენ

  • nutsa_ თქვა:
    26 მაი 2012 21:36 - ID: 2,
    <3 მიყვარს ასეთი რომანტიკული პოსტები.. love

  • anano-anano თქვა:
    26 მაი 2012 21:34 - ID: 1,
    აიი ეს მესმიიის. ყოჩაღ ავტორო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top