;
25 მაი 2012      ფსიქეა     44 კომენტარი     ნანახია 5019-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

როგორ მივხვდეთ, როდის გვატყუებენ?


როგორ მივხვდეთ, როდის გვატყუებენ?
ეს კითხვა ძალიან ხშირად ებადება ხალხს, მაგრამ პასუხის გასაცემად არაეფექტურ ხერხებს მივმართავთ ხოლმე.


მაგ. მივდივართ მოსაუბრესთან და მოვითხოვთ მისგან სრულ სიმართლეს ,,მიყურე თვალებში და ისე მითხარი, როგორ იყო ყველაფერი სინამდვილეში”. ისიც უყურებს თვალებში და უყვება ზღაპრებს. ამ დროს მოტყუებული მშვიდდება, რადგან თვალებით კონტაქტი შედგა და ე.ი. გულწრფელობაც მიიღო. მაგრამ, როგორც ერთი ცნობილი პერსონა იტყვოდა, ნურას უკაცრავად. საქმე იმაშია, რომ ტყუილის თქმისას მატყუარა პირდაპირ უყურებს თვალებში, ისე, რომ არც კი ახამხამებს მათ. სიმართლის თქმისას კი – ანუ როდესაც ადამიანმა უნდა გაიხსენოს მომხდარი ფაქტები, თვალი აუცილებლად გაიქცევა სივრცეში, რათა ჩართოს მეხსიერება და წამოსახვა. ეს მას კონცენტრირებისთვის სჭირდება და გრძელდება 1-2 წამის მანძილზე.

ამიტომ ტყუილის პირველი ნიშანია თვალის უწყვეტი კონტაქტი.

ახლა ყურადღება გადავიტანოთ სახის სხვა ნაწილზე – პირზე, რომელიც მთავარი ,,კრიმინალია” ტყუილის თქმისას. პატარა ბავშვი როცა იტყუება, ის პირზე ხელს იფარებს ხოლმე. მისი ყოვლის მცოდნე მშობლები კი ეუბნებიან: ,,აა, პირზე ხელი აიფარე? ე.ი. იტყუები”. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როცა ეს ბავშვი ცოტა წამოიზრდება და მოზარდი გახდება, მიხვდება, რომ რაღაც უნდა შეცვალოს, თორემ ნამეტანი თავის ჩაშვება გამოსდის ხოლმე და (ცნობიერად ან გაუცნობიერებლად) მუშაობას იწყებს იმაზე, რომ პირზე ხელი აღარ აიფაროს ასე უხეშად. გარკვეულ წინსვლას აღწევს ხოლმე და ამ ჟესტს ხვეწავს – ახლა როცა ის მოიტყუება, ხელი კი მიაქვს მაინც პირთან, მაგრამ ტუჩის მოსაწმენდად, ან ნიკაპის გადასამოწმებლად, ადგილზეა თუ არა, ანდა სახის რომელიმე ნაწილს იქავებს (იხ. მამაკაცის ფოტო). ზრდასრულობისას კიდევ უფრო ჭკვიანდება და ცხვირს იქავებს.



როგორ მივხვდეთ, როდის გვატყუებენ?

გაინტერესებთ, როგორ ხდება ეს? პირზე ხელის აფარების მოთხოვნილება ისევ რჩება, პირმა წარმთქვა ტყუილი და ხელით უნდა დაფაროს, მაგრამ სანამ ამას იზავს, ტვინი ეუბნება: ,,მოიცადე, ესე ხომ ყველაფერი გაირკვევა!” და გზაში ხელის ტრაექტორიას ცვლის, უცვლის დანიშნულებასაც. აბა ცხვირის ან საფეთქლის ქავილი უმნიშვნელო საქმეა?

მაშ ასე, მეორე ნიშანია ხელის მიტანა ცხვირთან, ან სახის რომელიმე ნაწილთან ქავილის საბაბით, ან პირთან – დახველების საბაბით. რაც შეეხება სახის სხვა ნაწილეზბე (თვალზე, ყურზე და ასევე კისერზე) შეხებას, ეს უფრო იმის მანიშნებელია, რომ მას თქვენი არ სჯერა.
საყელოს გაწევა, თითქოს ჰაერის უკმარისობის გამო, ასევე ტყუილზე მიანიშნებს.

როგორ მივხვდეთ, როდის გვატყუებენ?

კიდევ ერთი დეტექტორია – ხელის გულები. გახსნილ და გულახდილ ადამიანს ხელის გულები უჩანს. ყოველშემთხვევაში, ის მოსაუბრისთვის თვალსაჩინოა. თუკი ცდილობს, დამალოს (ჯიბეში იდებს ხელებს, ზურგს უკან გადააჯვარედინებს და სხვ.), მაშინ ღირს დაეჭვება მის ნათქვამში.

რაც ყველაზე მთავარია, ცალ-ცალკე ეს ჟესტები ან მიმიკები არაა საკმარისი იმის დასადგენად, რომ გვატყუებენ. საჭიროა მათი კომბინაცია. თუმცა რამოდენიმე მიკრო ან მაკრო მოძრაობის ცოდნის საფუძველზე იმის მტკიცება, რომ სხეულის მოძრაობის ენას ვფლობთ ისევე არასწორია, როგორც უცხო ენის ცოდნაზე თავის გამოდება რამდენიმე წინადადების საფუძველზე.

პატივისცემით
ტყუილების წინააღმდეგ მებრძოლი :)
თიკა ევდეევი

როგორ მივხვდეთ, როდის გვატყუებენ?

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

44


  • JS თქვა:
    26 მაი 2012 15:25 - ID: 44,
    madloba lol love

  • funny თქვა:
    26 მაი 2012 12:51 - ID: 43,
    mariam..,
    მეც ეგრე ვარ...როცა მჭირდება ვიტყუები და ამას ვერავინ ამჩნევს,მაგრამ ჩემს მოტყუებას იშვიათად თუ შეძლებს ვინმე lol

  • mariam.. თქვა:
    26 მაი 2012 11:13 - ID: 42,
    საკმაოდ ბუნებრივად ვიტყუები თუ დამჭირდა, მაგრამ მე ვერ მატყუებენ :D :))))

  • DaTo- თქვა:
    26 მაი 2012 10:44 - ID: 41,
    ჰააჰ
    ტყუილი ჩემი სტიქიაა lol
    ეს მეთოდები,ჩემი ტყუილების დასახვეწად გამომადგება wink

  • ფსიქეა თქვა:
    26 მაი 2012 09:51 - ID: 40,
    მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც წაიკითხეთ ეს სტატია. მიხარია, რომ უმეტესობას მოგეწონათ.
    გაითვალისწინეთ ბოლოში მიწერილი ფრაზა, რომ არაა აბსოლუტურად სანდო მეთოდიკა და შეიძლება გაგიჭირდეთ თავიდან ზუსტი ,,დიაგნოსტირება". ყველაზე ეფექტურია, თუ საკუთარი თავიდან დაიწყებთ. დააკვირდით, რა მოძრაობები გახასიათებთ ხოლმე ტყუილის თქმისას. მერე კი სხვებზეც გადადით.

    პ.ს. ცოტა ხანში კიდევ დავდებ სხვა ფსიქოლოგიურ სტატიებს

    პატივისცემით
    თიკა ,,ფსიქეადან"

  • taka-tako თქვა:
    26 მაი 2012 01:01 - ID: 39,
    კარგი ნიუსია winked

  • tammooo თქვა:
    26 მაი 2012 00:04 - ID: 38,
    http://www.facebook.com/pages/Born-to-be-wild/400442083331840 ეს გვერდი თქვენთვისაა :*

  • ta-ta თქვა:
    25 მაი 2012 22:47 - ID: 37,
    სისულელეა ხალხნო კარგით რააა სად ტყუილის ფსიქოლოგია დასად ეს

  • Johnny depp თქვა:
    25 მაი 2012 22:41 - ID: 36,
    ადამიანს ტყულის გარდა ყველაფერს ვპატიობ როგორი მწარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე ჩემთვიის!!!!

    ბევრი მარტუებს და ბევრს ვკარგავ ტყუილის გამო! :D
    სიახლე სუპერია!

    მე ვეერაასსდორს ვიტყუებ ისახეზე მაწწერია სულ

  • niniiiiiii თქვა:
    25 მაი 2012 22:39 - ID: 35,
    ლაითმანს აქტიურად უყურებ ალბათ, ისე კარგი ნიუსია, მე კონფერენციაზე გამოვედი თემით "სხეულის ენა დიპლომატიაში", ასე რომ ეს ჩემთვის აი იაა smile

  • LuckyStrike თქვა:
    25 მაი 2012 22:32 - ID: 34,
    ავტორი უეჭველი ილიაში სწავლობს ხოო :D:D:D:D:D:D მეტი არაფერი უთქვამთ ლექტორებს :D:D:D:D:D:D მარტო ეს 3-4 ჩვევაა სიცრუის თეორია. ბევრი სხვა რამის დაწერა შეიძლებოდა. მაგრამ კარგია ესეც )

    matyuara,
    მეც ეგრე.... საერთოდ არაა რთული ტყუილის გამოცნობა.მე ტავად ოსკარი მეკუთვნის :D

  • Nii♥ თქვა:
    25 მაი 2012 21:57 - ID: 33,
    საინტერესო იყო. მე საერთოდ არ მეხერხება ტყუილის თქმა,უბრალოდ არ შემიძლია,ერთი სიტყვაც რო ვთქვა უკვე მეტყობა,იმასაც ვხვდებიი რო ისე მეტყობა რო ისიც ხვდება ვისაც ვატყუებ wink და ვეღარ ვატყუებ :D

  • ninuca1 თქვა:
    25 მაი 2012 21:02 - ID: 32,
    love love

    კარგი ნიუსია

  • tamo თქვა:
    25 მაი 2012 20:47 - ID: 31,
    ვერ ვატყუებ ადამინებს მითუმეტეს ჩემს საყავრელლ ხალსს...მაგრამ თუ მომიწია თუდაც სიურპრიზისთვის ეგრევეე მეტყობა ზუსტიია პირდაპირ თვალებში ვერ ვუყურებ და თვალები გამირბის :)))

  • linda_JB თქვა:
    25 მაი 2012 20:43 - ID: 30,
    მე ხშირად ვხდები რომ მატყუებენ მაგრამ შედავება მეზარება და თავს წამდაუწუმ ვუქნევ smile ალბათ ამ ბოლო ხანებში ამაზე საინტერესო ნისი არ შემხვედრია love კიდევ ველოდები შენგან ამგვარ ნიუსებს request

  • marika0704 თქვა:
    25 მაი 2012 20:22 - ID: 29,
    საინტერესოა love

  • Mother თქვა:
    25 მაი 2012 20:18 - ID: 28,
    love

  • nnuk თქვა:
    25 მაი 2012 20:16 - ID: 27,
    ფსიქოლოგობა არაფერ შუაშია,ლაითმანის თეორიიდანაა ყველა:)

  • 25 მაი 2012 20:08 - ID: 26,
    საერთოდ როდესაც სიმართლეს ამბობენ სერიოზულები არიან და როცა ტყუილს ამბობენ
    იცინიან ეცინებათ თვალებში ჩახედვისას :D
    მე კი პირიქით ვარ როდეასაც სიმართლეს ვამბობ სულ მეცინება და არ მიჯერებენ :D

  • TeeAkoOoo თქვა:
    25 მაი 2012 20:06 - ID: 25,
    ძალიან საინტერესოაა :)

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top