;
26 მაი 2012      Ann_J     37 კომენტარი     ნანახია 4305-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

გიყვართ თუ არა ბუნება? რა თქმა უნდა, მიპასუხებთ თქვენ, მაგრამ ეს მანამ, სანამ არ აღმოჩნდებით უფსკრულის ზღვარზე . რასაკვირველია, ყველას არ ძალუძს მიიღოს სიამოვნება ბუნებასთან კომუნიკაციის, ლაშქრობების და სხვადასხვა ცხოველებთან შეხვედრის მეშვეობით. ზოგიერთი ადამიანი ამ ყოველივეს გაფიქრებამ, შესაძლოა მიიყვანოს პანიკურ მდგომარეობამდე.

მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ფობიები დაკავშირებულია გარემომცველ არესთან, ბევრისთვის შესაძლოა ეს ყველაფერი იყოს საოცრად არარეალური, სასაცილო და პრიმიტიული, თუმცა ისინი ვინც, ამ ფობიებით დაავადებულნი არიან, სერიოზულ ფსიქოლოგიურ შიშს განიცდიან.

თუ თქვენ განიცდით ჩამომათვლილთაგან რომელიმე ფობიას, სასურველია მიმართოთ ფსიქოტერაპიას ან დასვენების რელაქსაციას, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლმის მოგვარებაში.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

1. ლიმნოფობია - წყალსაცავის, ტბორის შიში.

როდესაც ჩვენ წარმოვიდგენთ ტბას, მას თან დაუყონებლივ ახლავს ცურვის, ნავით სეირნობისა და მშვიდი პიკნიკის წარმოსახვა. მაგრამ ეს არ ეხება ნაღვლიან და უბედურ ადამიანებს, რომელლთათვისაც ტბაში თითის ჩაყოფამ ან მის მახლობლად ჯდომამ, შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი თრთოლა და კანკალი.

ლიმნოფობია - ეს არ არის წყლის ზედაპირის აუცილებელი შიში, არამედ გადამეტებული, აურაცხელი და დაუძლეველი წყლის სიღმის შიში. ეს ტერმინი გამოიყენება ბნელი წყლის ანუ ჭაობებისა და ტბორების ასაღწერად.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

2. ჰილოფობია: ტყის შიში

ზღაპრებსა და ფილმებში ტყეს ხშირად საზარელ. საშიშ და იდუმალ ადგილთან აიგივებენ . მაშინ როცა ადამიანი გამოდის ბავშვობის ასაკიდან, მათი უმეტესობა ივიწყებს ტყესთან დაკავშირებულ ხიფათის წარმოსახვას და წყვეტს იმაზე ფიქრს, რომ შესაძლოა დაიკარგოს ტყეში ან გახდეს ნადირის მსხვერპლი

თუმცა არსებობს უამრავი ადამიანი, ვისთვისაც , ტყეში მცირე ხნით სეირნობა ძალების რეალურ გამოცდას უდრის . ასეთი პირს მუდამ შეუძლია თავისი თავის წარმოდგენა ველური ცხოველების გარემოცვაში. მათი აზრით თითოეული ხის უკან სერიული მკვლელია ჩასაფრებული. პათოლოგიური ტყის შიში, რომელიც განსაკუთრებულათ ვლინდება და გამოიკვეთება ღამით, ნიკტოგილოფობია ეწოდება.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

3. აგრიზოფობია - ველური ცხოველების შიში

არავინ იდავებს იმაზე, რომ ვეფხვის, დათვის ან სხვა ნებისმიერი გარეული ცხოველის გარემოცვაში წარმოდგენის ფიქრმა შესაძლოა თქვენ უსაზღვროდ დაგაფრთხოთ . რეალურად ველური ცხოველების შიში ჩვენ გვესაჭიროება თვითგადარჩენისათვის. თუმცა აგრიზოფობია სცილდება ჯანსაღ ზღვარს თქვენსა და მხეცს შორის.

ამ ფობიით დაავადებული ადამიანები არ დადიან ზოოპარკში, არ ჰყავთ შინაური ცხოველები და თქვენ წარმოიდგინეთ ერიდებიან ისეთი პროგრამებისა და გადაცემების ყურებას, რომელსაც რაიმე კავშირი აქვს ცხოველთან. ასეთ ადამიანებს უმწეო და უწყინარი ცხოველებიც კი აფრთხობთ.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

4. ჰელიოფობია - მზის სხივების შიში

ჰელიოფობები, ისევე როგორც ვამპირები ვერ უძლებენ მზის სხივებს. ეს შიში გამოწვეულია შეშფოთებით. ის დაკავშირებულია კანის კიბოსთან და გიგიანტური მზის შესაძლო აფეთქებამ.

როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის დაუსაბუთებელი შიში. ხშირად სჩადიან უცნაურ ქმედებებს. ისინი ვერ უძლებენ ღია ფანჯრებს, ატარებენ სამოსს, რომელიც სრულიად ფარავს მათ სხეულს და უკიდურეს შემთხვევაში არ გადიან ქუჩაში.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

5. დორაფობია - ბეწვის (მატყლის, შალის) შიში

ბეწვის გადაჭარბებული შიში იღებს სათავეს ცხოველების გატყავების და მისგან ბეწვის ქურთუკებისა და სხვადასხვა აქსესუარების დამზადებისგან. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას ეწოდება დორაფობია. ბევრი მათგანის დისკომფორტის მიზეზია ბეწვის ბუნებრივი სუნი და მისი ტექსტურა. ზოგიერთს ეს ფობია უნვითარდება ცხოველის მიერ თავდასხმის შემდგომ.
ისინი ვინც განიცდიან ბეწვის შიშს, ძაღლის მოფერებისას ან შალის ქსოვილზე შეხებისას განიცდიან პანიკურ შეტევას.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

6. აეროაკროფობია - ღია, მაღალი ადგილების შიში

ისევე როგორც სიმაღლის შიშით, ადამიანები, რომლებიც დაავადებულნი არიან აეროაკროფობიით, მთიდან და კლდეებიდან ხედების დანახვის დროს იწყებენ თრთოლვასა და ოფლიანობას. მაღალი და ღია ადგილების გაჭარბებულმა შიშმა და თავბრუსხვევამ, რომელიც თან ახლავს ამ პროცესს, შეასძლოა იმდენად გამოიყვანოს ადამინი მდგომარეობიდან და დააფრთხოს იგი, რომ პიროვენებამ საცხოვრებელი ადგილი სამუდაომდ შეიცვალოს. დასახლდეს მიყრუებულ ხეობაში და თავი აარიდოს სიმაღლიდან გადაღებულ ფოტოებს.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

7. ანკრაოფობია - ქარის შიში

ალბათ უმეტესობა ჩვენთაგანს მოსწონს ის გრძნობა, როდესაც კანს ეხება ნიავი ან როცა ჩვენ გვესმის ხეების შრიალი . ამავეს თქმა არ შეგვიძლია იმათზე, ვინც დაავადებულია ამ ფობიით. მათთვის, თუნდაც მსუბუქი ქარი ამწვავებს ცუდ მოგონებებს, რომელიც პოტენციურად დაკავშირებულია ქარის ძალებთან. ანკრაოფობები იმალებიან და თავს არიდებენ ქარის პირველად ნიშნებს. ისინი გაურბიან იმ საგნებს, რომლების დაკავშირებულია ქართან, მაგალითად ესენია: საჰაერო ფრანი ან ზღვის ტალღები
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

8. ენტომოფობია - მწერების შიში

ნებისმიერ მცოცავ არსებასა რასაკვირველია თან ახლავს საკუთარი ფობია. ენტომოფობები კარგავენ სიმშვიდესა და მყუდროებას ნებისმიერ მწერის ბზუილის დროს. უმეტესობა მათგანისა უარს აცხადებს ბუნებაში დროის გატარებაზე და იღებენ უდიდეს ძალისხმევას იმსათვის რათა დარწმუნდნენ, რომ მათ სახლში არ ბუდობს არანაირი მწერი
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

9. ანაბლეფობია - ცის შიში

ზაფხული, ზღვა, მზე, თქვენ თავი მიპყრობილი გაქვთ ცისკენ და ნებივრობთ ამ პროცესით. სავარაუდოდ, ეს არ ეხება იმ ადამიანებს რომლების განიცდიან ანაბლეფობიას ან უბრალოდ ცისკენ ყურების შიშს . მათ არ აღაფრთოვანებთ და არ ამშვიდებთ უზარმაზარი სივრცე, რომელიც ვრცელდება მაღლა ან საიდუმლოებები, რომლებიც იმალება იქ. უმეტესობა მათგანისა განიცდის "უმნიშვნელოობის" გრძნობას.
☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

10. ატოფობია - ყვავილების შიში

წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცას შეიძლება აფრთხობდეს სურნელოვანი ვარდის ან ნებისმიერი ყვავილის დანახვა ან ადამიანს დაეწყება თავბრუსხვევა და გულისრევა აყვვავებულ მდელოებში სეირნობისას. ბევრ ჩვენგანს ალბათ სიამოვნებს ყვავილების მდიდარი ფერებითა და სურნელებით ტკბობა, მაგრამ ატოფობიით დაავადებული ადამიანებისთვის ყვავილი წარმოდგენილია რაღაც ბოროტი ძალის სახით.

☁ 10 ფობია, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან☁

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

37


  • FuCk Off. თქვა:
    30 მაი 2012 18:18 - ID: 37,
    აქედან რომელიმესი როგორ უნდა გეშინოდეს. კაი ხო კალიები და ველური ცხოველები მესმის :)) Trolol

  • anano = ) თქვა:
    28 მაი 2012 14:51 - ID: 36,
    xatuka,
    მეც ზუსტად შენსავით ვარ:X აი საშინლად მეშინია მწერების და კალიაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია crying recourse

  • morgendorffer თქვა:
    27 მაი 2012 22:42 - ID: 35,
    ენტომოფობია :\

  • xatuka თქვა:
    27 მაი 2012 13:30 - ID: 34,
    ენტომოფობია მაქვს ყველანაირი მწერის მეშინია მაგრამ კალიაზე საოცრება მემართება პანიკური შიში მაქვს recourse

  • leluchia თქვა:
    27 მაი 2012 11:31 - ID: 33,
    წყლის, მწერების და კიდევ ქარის შიში მაქვს wink საინტერესო ნიუსი იყო... ისე ცის შიში როგორ უნდა გქონდეს? winked

  • aNn_♥_memi თქვა:
    27 მაი 2012 00:22 - ID: 32,
    არცერთი არ მაქ მეე wink

  • Mari Glonti თქვა:
    26 მაი 2012 23:26 - ID: 31,
    mwerebis cis gareuli cxovelebis da magali adgilebis shishi..mwerebis yvelaze metad obobis meshinia ai mefaxaneba xolme yvelaferi da mburdzglavs mis danaxvazec ki da im adgilas ver mivdivar mere
    super newsia anaa love

  • Tiko :P თქვა:
    26 მაი 2012 23:25 - ID: 30,
    არცერთის არ მეშინია love

  • s_salome თქვა:
    26 მაი 2012 23:18 - ID: 29,
    ყვავილბის რატომ უნდა გეშინოდეს?? wink

  • Tatussy თქვა:
    26 მაი 2012 22:21 - ID: 28,
    .

  • FuNnYbUnNy თქვა:
    26 მაი 2012 22:12 - ID: 27,
    ცის შიში როგორ უნდა გქონდეს არ მესმის

  • mikuss თქვა:
    26 მაი 2012 21:36 - ID: 26,
    ნიუსს ვაპრინტერებბ! ! bully

  • ShOoKi თქვა:
    26 მაი 2012 21:29 - ID: 25,
    მე რა ყველაფრის მეშინია უიმეე მართლა ფაფასუა ვარ wink wink

  • mary)) თქვა:
    26 მაი 2012 21:20 - ID: 24,
    ველური ცხოველების შიში ვის არ აქვს??? tongue აქედან მეტნაკლებად არაფრიის მაგრაამ მე სიბნელიი შიში მაქვს მაგრად

  • meduca თქვა:
    26 მაი 2012 20:34 - ID: 23,
    mxoooloood simagliiis meshiinia siiigiijemmmdee ))

  • Johnny depp თქვა:
    26 მაი 2012 20:12 - ID: 22,
    ანა არაჩვეულებრივიი ნიუსი აი არ ვიცი რაა !!!! შენებურია!!! ძალიან კარგიი feel love feel
    ოჰ რააც შეეხება შიშებას არ ვიცი რისი არ მეშინიაა :D თითქმის ყველაფრის :D სიმაღლის შიში მაქვს პანიკური!! მწერების მეშინია !! წყლის მეშIინაი ძალიან ძალიააანნ!!!!
    ნუ აქ არ არის მაგრამ ძაღლის რომ მეშინაია ისე არაფრის არ მეშინია!! :DDD

  • elga თქვა:
    26 მაი 2012 20:09 - ID: 21,
    სიმაღლის მეშინია სასტიკად და ველური ცხოველების მეშინია უი წყლის მეშინია კიდე მეტი რა დარჩა lol .. ნიუსი მაგარია love

  • Baia ❥ თქვა:
    26 მაი 2012 20:06 - ID: 20,
    არცერთი არ მჭირს winked
    თუმცაღა მწერების ატანა არ მაქვს fellow
    გარეული ცხოველების მეშინია მაგრამ არა ასეთი სახით wink

    -არაჩვეულებრივი ნიუსია ! love




    ________________
    შემოდით ხოლმე ჩემს Tumblr-ზე
    ^_^

    ბაია B ✔

  • ivi თქვა:
    26 მაი 2012 19:56 - ID: 19,
    ენტომოფობია მაქვსსს როგორც ჩანს :|

  • nuka თქვა:
    26 მაი 2012 19:45 - ID: 18,
    love love love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top