;
27 მაი 2012      Britain     36 კომენტარი     ნანახია 5010-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Led Zeplin - Stairway to heaven - led zeplin - led zeppelin - stairway to heaven

Powered by mp3skull.com
შეხედულებები ცხოვრებაზე ყველა ასაკის ადამიანს განსხვავებული აქვს. 8 წლის ბავშვს რომ, ჰკითხოთ 6 საყვარელი რამ ცხოვრებაში ის გიპასუხებთ : ნაყინი, საქანელა, თოვლიანი დღეები, მზიანი დღეები, მეტი ნაყინი, შაბათი დილის მულტფილმები.გადის წლები, და ადამიანი აანალიზებს, რომ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტი რამაა მნიშვნელოვანი ვიდრე ნაყინი. ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით საკუთარი ოცნებების ასახდენად და ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ – ყველაზე საჭირო რაღაცეები უფასოა. სიყვარული, ოჯახი, მეგობრები - მოკლე ჩამონათვალი იმისა, რის გარეშეც ვერცერთი ადამიანი ვერ იცოცხლებს. ნიუსში შემოგთავაზებთ ხალხის აზრს ცხოვრებასთან დაკავშირებით, ციტატებს ცხოვრებაზე, სასიამოვნო მუსიკას და ლამაზ ფოტოებს.
About Life ⇨

წარსული
ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. ზოგჯერ ეს შეცდომები ძალიან დიდ ზიანს გვაყენებს ჩვენც და ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც. ამის გამო, ადამიანი ვარდება დეპრესიაში და იძულებს თავს, რადგან ეუფლება არასრულყოფილების კომპლექსი. ადამიანს უჭირს აპატიოს საკუთარ თავს, უჭირს თვალი გაუსწოროს შეცდომებს, უჭირს დაივიწყოს წარსული. ცხოვრების ამ გზით გაგრძელება კი, კიდევ უფრო დიდი შეცდომაა. არაა საჭირო ვიდარდოთ იმაზე, რაც უკვე მოხდა და რასაც ვეღარაფერი შეცვლის. ოცნება იმაზე რომ ეს არ მომხდარიყო უბრალოდ დროის უსარგებლოდ ხარჯვაა.
"ჩვენ არ უნდა მივიხედოთ უკან, სანამ არ ვისწავლით ძველ შეცდომებზე, და სანამ ვერ შევძლებთ თვალი გავუსწოროთ წარსულს."
- ჯორჯ ვაშინგტონი. დაფირდი იმაზე რაც მოხდა, რა იყო ცუდი და ეცადე აღარ გაიმეორო მომავალში. ამის შემდეგ შეცდომას სამუდამოდ უთხარი "ნახვამდის" და დაიწყე ფიქრი რაიმე სხვაზე. ნეგატიური ფიქრები წარსულზე შეგაწუხებს თუ გონება სხვა რამით არ დატვირთე.. უსაქმოდ ყოფნა - ეს ალბათ ყველაზე დიდი მიზეზია დეპრესიის დაწყებისა. იყავი ლაღი, კეთილი და ისწავლე სხვების და საკუთარი თავის პატიება - ეს არის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთი გასაღები.

"როცა ერთი კარი იკეტება, მეორე იღება; მაგრამ, ზოგჯერ იმდენად დიდხანს ვდარდობთ დახურულ კარზე, რომ ახალს ვერ ვამჩნევთ"
- ალექსანდრ გრაჰამ ბელი.

About Life ⇨


დეპრესია მატერიალური მდგომარეობის გამო.

ძალიან ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული იმისა, რომ ადამიანები ვარდებიან მძიმე დეპრესიაში მატერიალური მდგომარეობის გამო, მანქანა, ტელევიზორი, კომპიტერი, სამოსი, ავეჯი - ამ ყველაფერს ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ. მაგრამ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ მათზე ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცეები უფასოა?! იმას, რასაც ადამიანს ყველაზე მეტად ესაჭირეობა ფასი არ ადევს. ასე რომ, თანხის გამო დეპრესიაში ჩავარდნა უბრალოდ სისულელეა.
About Life ⇨

მე გადავწყვიტე, ჩამეტარებინა მცირე გამოკითხვა. შემოგთავაზებთ ქართველი ხალხის პასუხებს, კითხვაზე: " რა არის თქვენთვის ყველაზე საყვარელი და ამაავდროულად უფასო რამ ცხოვრებაში? " . უნდა გამოგიტყდეთ, რომ პასუხები საკმაოდ ორიგინალური და პოზიტიური მივიღე. აი ისინიც:

✘ სიყვარული.

✘ ოჯახი.

✘ შესაძლებლობა იმისა, რომ გაიღვიძო და თვალებში მზემ შემოგანათოს.

✘ ის რომ, მე რაღაცას წარმოვადგენ მსოფლიოში.

✘ წამები, როცა ვაანალიზებ, რომ მე ისე მარტო არ ვარ, როგორც ვფიქრობ.

✘ ის რომ, ჩემი შვილები არიან ჯანმრთელები და ბედნიერები.

✘ ჩემი ყოველი ამოსუნთქვა მახესნებს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და კიდევ მაქვს დრო გართობისთვის.

✘ ისინი ვინც არასდროს დანებდებიან ჩემი გულისთვის.

✘ პოზიტიური და კრეატიული ადამიანები.

✘ იუმორის გრძნობის მქონე ადამიანები.

✘ იმედი.

✘ ექსპერიმენტები.

✘ ის რომ, ცხოვრებაში ყოველთვის შეგიძლია ფურცლის გადაშლა და ყველაფრის თავიდან დაწყება.

✘ ის წამი, როდესაც ჩემი გოგონა მოდის და მეუბნება : "დედა, მე შენ მიყვარხარ".

✘ არჩევნის თავისუფლება!

✘ იმედი.

✘ ხალხი, ბუნება, ცხოველები - ყველაფერი რაც ჩემს გარშემოა.

✘ ღიმილი, სიცილი.

✘ ფაქტი რომ, არაფერია სამუდამო. შენ ყოველთვის შეგიძლია შეცვალო ის, რაც არ მოგწონს.

✘ მუსიკა.

✘ ის რომ, არასდროს იცი რა მოხდება მომავალში.

✘ ჰაერი, წყალი, კოცნა საყვარელი ადამიანისგან, ჩახუტება ქალიშვილისგან, სწავლა სხვა ადამიანებისგან და ყვავილების სუნი - ეს ყველაფერი ალამაზებს ჩემს სიცოცხლეს.

✘ ცოდნა იმისა, რა არის სუნთქვა და რა ცხოვრება.

✘ ცხოვრება თავისუფალ მსოფლიოში.

About Life ⇨


ბედნიერება

თუ არ ხარ ბედნიერი, რატომ?

პასუხი ძირითადად არის, რომ შენ არ გაქვს ის რაც გინდა. მაგრამ, სინამდვილეში ეს არაა გამართლებული მიზეზი. ალბათ გაქვს ნანახი ვიდეო, სადაც ძალიან ღარიბი ბავშვები იცინიან და თამაშობენ, ისინი შენზე უფრო მოწყენილები უნდა იყვნენ, თუმცა არა! იცი რატომ? იმიტომ რომ, ეს ბავშვები შენზე ძლიერები არიან! ისინი არიან ბედნიერები, იმიტომ რომ, ჰყავთ მეგობრები და ოჯახი და ძალიან ცოტა საკვები. ნედნიერება ჩვენშია, ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, ჩვენს გრძნობებში. გადახედე იმ რაღაცეებს, რაც შენ გხდის ბედნიერს. მიეჩვიე სევდიანი ფიქრების მხიარულად გადაქცევას. როდესაც უსარგებლო რამ გაგახსენდება, დაიწყე პიქრი პოზიტიურზე. ჩვენ ყველას გვაქვს სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც ყოველთვის ღიმილს გვგვრის. არ იბრძოლო იმისთვის, რაც საბოლოოდ ბედნიერს არ გაგხდის.
About Life ⇨

About Life ⇨

პრობლემები

ყველა ადამიანს უწევს პრობლემებთან შეჭიდება ცხოვრების განმავლობაში. ზოგიერთი მათგანი დიდია, ზოგიც პატარა და უმნიშვნელო. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვებრძვით მათ, პრობლემები შეიძლება იყოს დაუძლეველი ან მალევე იკარგებოდეს წარსულში. არასდროს გააზვიადოთ პრობლემა, ამან შეიძლება პანიკამდეც მიგიყვანოთ. განიხილეთ თქვენი მოქმედებები მეგობართან რომელსაც, შეუძლია კარგი დარიგება მოგცეთ. ხშირად, ადამიანები დარდობენ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისინი ვეღარაფერს შეეცვლიან. ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვრჩენია, გამოსავლის პოვნაა. უარის თქმა ზოგჯერ არასასიამოვნო გამოცდილებაა, მაგრამ ეს ჩვენ გვანახებს რომ, ჩვენ არ ვართ სრულყოფილები. მაგრამ, არც ამაზე იდარდოთ! ყველას აქვს ნაკლი. ძნელი პრობლემის გადასაჭრელად, გაანალიზეთ სიტუაცია, განსაზღვრეთ, თუ რა უნდა გაგეკეთებინათ და თქვენი არასწორი მოქმედება წარსულს ჩააბარეთ. პრობლემების გადასაჭრელად, შეგიძლიათ კომპიუტერიც გამოიყენოთ :

აღწერეთ პრობლემა დეტალურად.
ჩამოწერეთ ყველა შესაძლო გამოსავალი.
ჩამოთვალეთ გამოსავლების კარგი და ცუდი მხარეები.
დაწვრილებით აღწერეთ რას გააკეთებთ.


"რაც უნდა ვისწავლოთ, ვსწავლობთ ჩვენივე მოქმედებებით." - არისტოტელე

About Life ⇨

About Life ⇨

სიყვარული

სიყვარულის განსხვავებული ვარიანტები არსებობს. უფრო მეტიც, ყველა სიყვარული განსხვავებულია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კი ასე აღიწერება : ორი ადამიანის უდიდესი სურვილი, რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად იყვნენ, და დაეხმარნონ ერთმანეთს ჭირშიც და ლხინშიც. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის ადვილი გაუმკლავდე კონფლიქტს. მაგრამ, ნამდვილ ურთიერთობაში კონფლიქტი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მალევე გვარდება. ზოგჯერ, ორი ადამიანის აზრი ერთმანეთს არ ემთხვევა და იწვევს დამღლელ და საწყენ ჩხუბს. თუმცა, სადაც სიყვარული სუფევს, უსიამოვნება ვერაფერს "დააშავებს". ქორწინების შემდეგ, ადამიანები ვალდებულნი არიან, რომ შეეწყონ ერთმანეთის ხასიათს. ნებისმიერმა ადამიანმა, უნდა იცოდეს, რომ მისი მეორე ნახევარი სრულყოფილი ვერ იქნება. სრულყოფილების ძებნაში, კი მარტოობაში დაასრულებს სიცოცხლეს.
" თუ გინდა რომ შეგიყვარონ, შენ თვითონ შეიყვარე. " - ლუციოს
სენეცა.
About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨
About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨

About Life ⇨

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

36


  • Britain თქვა:
    17 ივნისი 2012 20:26 - ID: 36,
    soffe,
    daqa,
    marita)),
    elenikojoe,
    Anch_Bey,
    Glamour_chill,
    maikunamai,
    nicanicako,
    fuck selena,
    მადლობაააააა love

  • fuck selena თქვა:
    9 ივნისი 2012 16:22 - ID: 35,
    კარგიიიაააა love da es simgera xo vafshe <3 vgijdebi

  • nicanicako თქვა:
    29 მაი 2012 00:51 - ID: 34,
    ფავორიტებშიი love ძალიან მაგარია love

  • maikunamai თქვა:
    28 მაი 2012 22:03 - ID: 33,
    უუმაგრესიიიიი love love ძააან მომეწონაააააა love

  • Glamour_chill თქვა:
    28 მაი 2012 20:14 - ID: 32,
    რაღაც განსხვაებული გრძნობა დამეუფლა request feel sad love

  • Anch_Bey თქვა:
    28 მაი 2012 16:06 - ID: 31,
    ყოჩაღ

  • elenikojoe თქვა:
    28 მაი 2012 15:05 - ID: 30,
    ვაიმე გულიში ჩამწვდა..
    სიმღერაც, სიტყვებიც, სურათებიც... საერთოდ რაღაც სხვა სამყაროში ვიყავი...
    ბოლო სურათზე ხომ... :(
    მოკლედ ბრავო და ფავორიტებში :*
    love

  • marita)) თქვა:
    28 მაი 2012 14:28 - ID: 29,
    მმმ.. პირდაპირ ფაბორიტებში!! <3

  • daqa თქვა:
    28 მაი 2012 00:09 - ID: 28,
    ძალიან ძლიან მომეწონა smile love

  • soffe თქვა:
    27 მაი 2012 23:49 - ID: 27,
    love ზუსტად ეს მჭირდებოდა.. დიდი მადლობა sad love

  • Britain თქვა:
    27 მაი 2012 22:49 - ID: 26,
    aNn_♥_memi,
    Adriana_adri,
    nninna,
    AnneCrazy,
    Ninii♥,
    Bimch,
    Maryyy,
    TT.West ♥,
    Tamo Gallagher,
    Johnny depp,
    mariam..,
    ადლობა ყველაასსს love love love


    Nina √,
    ჰაჰა :D კი ეს იყო :D

  • aNn_♥_memi თქვა:
    27 მაი 2012 22:28 - ID: 25,
    უმაგრესიაააა love

  • Adriana_adri თქვა:
    27 მაი 2012 21:51 - ID: 24,
    აურამაგარია love Britain, ავტორო გავგიჟდი request love winked

  • nninna თქვა:
    27 მაი 2012 21:51 - ID: 23,
    ✘ შესაძლებლობა იმისა, რომ გაიღვიძო და თვალებში მზემ შემოგანათოს. <3

  • AnneCrazy თქვა:
    27 მაი 2012 21:47 - ID: 22,
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • Ninii♥ თქვა:
    27 მაი 2012 20:54 - ID: 21,
    სიყვარული ♥ love ძალიან მომეწონა ნიუსი,უბრალოდ შეიძლებოდა უფრო სასიამოოვნოო სიიმღეერიის ჩანაცვლეება ამ სიმღერიის მაგიივრად.. ♥

  • Nina√ თქვა:
    27 მაი 2012 20:43 - ID: 20,
    ძალიან კარგი იყო ელენე love ამ ნიუსზე ამბობდი ჩემმა ძმამ გამითიშაო? :D

  • Bimch თქვა:
    27 მაი 2012 20:35 - ID: 19,
    ფავორიტებში ეგრევე )) request love

  • Maryyy თქვა:
    27 მაი 2012 20:19 - ID: 18,
    love

  • TT.West ♥ თქვა:
    27 მაი 2012 19:59 - ID: 17,
    ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი
    ძალიან გამომადგა ეს ნიუსიი love
    არაჩვეულებრივი იყოო love
    ასე გააგრძელე ელენე feel

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top