;
28 მაი 2012      ფსიქეა     21 კომენტარი     ნანახია 6353-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, დიეტა/რჩევები

განათხოვარი, განქორწინებული, მარტოხელა დედა...

როგორ ცუდად ჟღერს არა? ამას ყველაზე კარგად ისინი მიხვდებიან, ვისაც მიწებებული აქვს ეს იარლიყი.

ქალი, რომელიც აღარაა ქორწინებაში, საზოგადოებაში იწვევს ერთის მხრივ თანაგრძნობას, შეცოდებას და ნუგეშს და მეორეს მხრივ არასერიოზულ დამოკიდებულებას – ქმარი ვერ შეინარჩუნა, არ მოუთმინა, არ აიტანა, თუ ერთხელ გააკეთა, მეორედაც იზამს, განათხოვართან ადვილია ზედაპირული ურთიერთობის გაბმა და ა.შ.

განათხოვარი ქალები და მარტოხელა დედები
მაგრამ რას გრძნობს ამ დროს ქალი?
განათხოვარი ქალები და მარტოხელა დედები

არც კი ვიცი, ღირს თუ არა ამ გრძნობების დეტალური აღწერა ახლა. ამ ხაზით არ მინდა სტატიის წარმართვა.

მე ყოველთვის ვცდილობ რაიმე სარგებელი გამოვნახო ყველა სიტუაციიდან, მათ შორის უსიამოვნოდანაც და ეს მეხმარება სტრესის დაძლევაში. როგორი გამოუვალი და უპერსპექტივოც არ უნდა ჩანდეს არსებული მდგომარეობა, გამოსავლის პოვნა მაინც შეიძლება თუკი იქნება ამის სურვილი. ოღონდ მართლა უნდა გინდოდეს ადამიანს ეს! გამოსავალი კი არსებობს 2 სახის:
1. შევცვალოთ არასასურველი გარემო ჩვენს სასარგებლოდ
2. შევიცვალოთ ჩვენს თავში რამე ისე, რომ მოვარგოთ არსებულ რეალობას.
მთელი პრობლემა ისაა, რომ პირველი ვარიანტი უფრო უმტკივნეულო და ადვილი გვგონია და უმეტესობა ცდილობს მიზეზი დაინახოს იმაში, რომ ცუდი გარემოა ირგვლივ, არაა საჭირო პირობები, საჭირო ხალხი... გარკვეული დროის შემდეგ კი ხვდები, რომ 6 მილიარდიან სოციუმს ვერ შეცვლი მხოლოდ შენ. პრაგმატული ადამიანი ამ დროს მოერგება გარემოს, სხვები კი სასოწარკვეთაში ან დეპრესიაში ჩავარდებიან.

განათხოვარი ქალები და მარტოხელა დედები
რისი თქმა მინდა იცით? მაშინაც, როცა განქორწინება არასასურველი იყო თქვენთვის, ნუ ჩაიქნევთ ხელს. ამან ჯერ ერთი მოგცათ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება და მეორე, ყველაზე მთავარი რაცაა – დაგიტოვათ შვილი, რომლის ყოლაც უკვე ,,მარტოხელა დედის" სტატუსს უაზროს და ალოგიკურს ხდის. როგორ შეიძლება დედა იყოს მარტო? შვილი ხომ იმხელა სტიმული და ძალაა, რომ ვერც ერთი სხვა მონათესავე ადამიანი ვერ შეედრება ამას. ქალებს, რომლებსაც აქვთ აღებული სრული პასუხისმგებლობა შვილებზე, უბრალოდ არ აქვთ უფლება იყვნენ სუსტები და უიმედონი. ამიტომ შვილთან მარტო დარჩენა არა სასჯელი, არამედ დიდი საჩუქარია. იმედია ამას ფემინისტურ გამონათქვამად არ ჩამითვლით და სწორად მიიღებთ ჩემს ,,მესიჯს".

განათხოვარი ქალები და მარტოხელა დედები
ძალიან მნიშვნელოვანია, დედამ შეძლოს სწორად შეაფასოს რეალობა და იმოქმედოს როგორც შვილის, ასევე თავის სასიკეთოდ. ზოგიერთს გონია, რომ ახლა დედაც და მამაც თვითონაა და ტყავიდან ცდილობენ გამოძვრომას, რომ შვილს არაფერი მოაკლონ.
განათხოვარი ქალები და მარტოხელა დედები
ხანდახან ეს ქალს ქალობას, ანუ სინაზეს, უსუსურობას და სისუსტეს აკარგვინებს. სისუსტე ძალიან დიდი ფუფუნებაა ქალისთვის. ის მხოლოდ ძლიერი კაცის გვერდით შეიძლება ქონდეს.
ხანდახან კი გადამეტებულ მზრუნველობაში (ჰიპერმზრუნველობაში) გადადის და ამას მოყვება ზედმეტი მიჯაჭვულობა დედა–შვილს შორის, შვილის დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეზღუდვა. დედა კი თავს საბოლოო ჯამში საკუთარი შვილის მსხვერპლად თვლის, რადგან მთელი ცხოვრება იცხოვრა მხოლოდ მისთვის. არც ესაა სწორი. ყველა ადამიანს, დედა იქნება ეს, მამა, თუ მამიდაშვილი, აქვს უფლება და ვალდებულია იცხოვროს საკუთარი თავისთვისაც, მაქსიმალურად მიიღოს ცხოვრებისგან ის სიამოვნება, რასაც ის გვთავაზობს.
ნუ იქნებით ნურავის მსხვერპლი და ნურც იმსხვერპლავთ სხვას. ნამდვილი დედა–შვილური სიყვარული ამას გამორიცხავს!

განათხოვარი ქალები და მარტოხელა დედები

და რაც მთავარია იყავით ბედნიერი იმით, რაც გაქვთ; განეწყვეთ ოპტიმისტურად, რომ სიხარულით მიიღოთ ის, რაც გაკლიათ და დაიჯერეთ, რომ ძალიან ცოტაა ისეთი ადამანი დედამიწაზე, რომელსაც ყველა ოცნება უსრულდება და იდეალს უახლოვდება.

პატივისცემით, თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/ფსიქეა

კატეგორია: საინტერესოა, დიეტა/რჩევები
Tags:

21


  • ele_ne თქვა:
    13 ივნისი 2012 19:29 - ID: 21,
    გეთანხმებიი, მე ამაყად შემიძლია ვთქვა რომ დედაჩემი მარტოხელაა მაგრამ ამას არ განიცდის იმიტო რო მას მე ვყავარ და მისიი ნათელი წერტილი ვარ დედაჩემმა შეძლოო ყველფერიი გააკეტა იმისთვის რო მე ბედნიერიი ვყოფილიყავიი m_a_n_ch_o, შენც უნდ ადაგეთანხმო რო არ შორდებიან უმიზეზოდ მაგრამ ზოგჯერ ამ ყველაფერში შვილს ჭყლეტენ რაც ცუდია არ ანახებენ მამას , არ იციან ვინაა მამა და აასე შემდეგ რაც შეცდომაა დედაჩემმა ამ საკითხში დიდი როლი ითამაშა და "მაიძულა" მენახა დგესაც თუ ურთიერთობა მაქ მამჩემთან დედაჩემის დიდი წვლილია ამაში ა 2 მგონი მართლა მოძველდა "მარტოხელას იარლიყი" ნუუ მე იმედი მაქ

  • m_a_n_ch_o თქვა:
    31 მაი 2012 18:20 - ID: 20,
    ხო მაგრამ უმიზეზოდ ხომ არ შორდებიან ქმრებს? ხანდახან ისეთი მდგომარეობაა ხოლმე ოჯახში რომ დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.მართალია ბავშვს ორივეს მზრუნველობა უნდა მაგრამ უვარგისი მამის ყოლას რომელიც ყოველწამს აყენებს შეურაცხყოფას დედას და შვილის მდგომარეობა არ ანაღვლებს ჯობია საერთოდ არ გყავდეს.
    (ზოგადად ვამბობ)
    ბევრი უმამოდ იზრდება მაგრამ არაფერი აკლია და ბევრს კიდე სამწუხაროდ ფსიქიკა აქვს შერყეული,და განათხოვარის და მარტოხელას "იარლიყი" დიდი ხანია აღარ არსებობს lol ვიღას უკვირს კარგით რა ან რა არის გასაკვირი აბა თავი უნდა შეაკლა ვიღაცას?და ბავშვის გამო ითმინო?

  • Anch_Bey თქვა:
    29 მაი 2012 16:15 - ID: 19,
    ძალიან საინტერესო იყო

  • liia თქვა:
    29 მაი 2012 13:06 - ID: 18,
    ასეთი რაღაც მემგონი მარტო საქართველოში ხდება winked მე14 საუკუნეში ჩარჩენილი ადამიანებივით იქცევა ზედმეტად ჭორიკანა და ნაგავი ხალხი , ასი წელი თუ არც მოვეწონები კიდე იმის გამო, რომ გათხოვილი ვიყავი, ეხლაც მშვენივრად ვგრძნობ თავს და მარტო იმის გამო რომ ოჯახი შევინარჩუნო და ქმრის პრეტენზიები და დამცირება ავიტანო , აარ მოვითმეეენ !!!!!!!

  • MELINDA თქვა:
    29 მაი 2012 12:04 - ID: 17,
    ქალები მარტოხელობას იმიტომ განიცდიან,რომ მერე მამაკცები სხვანაირად უყურებენ,გონიათ რომ ეგეთებთან ყველაფერი მოსულა და მარტო გასართობად უყურებენ.თორემ ზოგიერთს იმისთანა "ქმარი" ყავს,მასეთთან ცხოვრებას მართლა ჯობია მარტოხელობა

  • secrets in life თქვა:
    29 მაი 2012 11:18 - ID: 16,
    kristi_,
    გეთანხმები სრულიად, არ შეიძლება ადმაიანებზე ზეპირად მსჯელობა და იარლიყის მიწებება, მმგონი ქართულ საზოგადოებაში ეს პრობლემა ნელ ნელა ქრება, მაგრამ ქართველი ქალები მაინც ძალიან მტკივნეულად განიცდიან მარტოხელობას, სხვანაირად არიან გაზდილები და იმიტომ. მარტოხელა დედები დასაფასებლები არიან love

  • Panda... თქვა:
    29 მაი 2012 07:38 - ID: 15,
    მეორეს მხრივ არასერიოზულ დამოკიდებულებას – ქმარი ვერ შეინარჩუნა, არ მოუთმინა, არ აიტანა, თუ ერთხელ გააკეთა, მეორედაც იზამს, განათხოვართან ადვილია ზედაპირული ურთიერთობის გაბმა და ა.შ. ase kidev piqroben? me megona cota gamovedit qartvelevbi : )

  • N_JoNaS თქვა:
    29 მაი 2012 01:38 - ID: 14,
    ყველაზე დასაფასებლები მარტოხელა დედები არიან !
    ქალმა ეს უნდა დაძლიოს და განაგრძოს ცხოვრება!

  • MarinkA თქვა:
    28 მაი 2012 23:24 - ID: 13,
    21 საუკუნეში იარლიყებზე არც უნდა ვფიქრობდეთ,ადამიანის პირადი ცხოვრება სხვებს არ ეხებათ და სხვისი აზრი არ უნდა გვაწუხებდეს.განქორწინება საქართველოში ქალებს სტიმულს აძლევს რეალიზაციისთვის,ალბათ შეამჩნიეთ,რომ ჩვენ შოუბიზნესში ყველა წარმატებული ქალი განქორწინებულია.

  • Mari Glonti თქვა:
    28 მაი 2012 23:12 - ID: 12,
    მე ყველა მარტოხელა დედა მეცოდება და ბავშვიც : ((

    da qartvel kacebs rom ar undat xolme ganatxovari colis moyvana
    da chemi klaselebi amboben sxvisi ''natrevi'' rat mindao vaime rogor mikvirs xolme umravlesobas aseti azrovneba aqvs samwuxarod

  • lalaa თქვა:
    28 მაი 2012 22:59 - ID: 11,
    ვერ ვიტან ქართველების უაზრო მენტალიტეტს ამის შესახებ!! :||||||||||||||

  • niniko თქვა:
    28 მაი 2012 22:45 - ID: 10,
    ასეთი რაღაცები ჭორიკანა მეზობლებმა და კაცებმაც უეჭველი უნდა ნახონ

  • Watson თქვა:
    28 მაი 2012 22:33 - ID: 9,
    არ მოუთმინა, არ აიტანა, ზუსტადაც ! არ მოვითმენ და არ ავიტან იმას რაც ჩემთვის მიუღებელი იქნება !

  • μαριαμι თქვა:
    28 მაი 2012 22:33 - ID: 8,
    დედაჩემიც მარტოხელლაა, მამა გარდამეცვალლაა , დედამ კი ყველაფერი თავისით შექმნაა ,. ის ახლა წარმატებული ქალია და ეს მე ძალიან მახარებს ^ ^ **

  • XaTtTt თქვა:
    28 მაი 2012 22:25 - ID: 7,
    კარგი ნიუსია ძალიან... ერთი წელია რაც მეუღლეს დავშორდი და თითქმის ყველა ''იარლიყით'' მიცნობს... თითქოს ეს დანაშაული იყოს.. მარტო ხელა დედა კი ნამდვილად არავარ, როცა ყველაფერში ჩემთან ერთად დგას ყოფილი მეუღლე smile

  • ia.grigalashvili თქვა:
    28 მაი 2012 21:43 - ID: 6,
    დედაჩემიც მარტოხელაა მაგარმ ძალიან წარმატებულია თავიდან არაფერი ქონდა მაგრამ თავისით შექმნა ყველაფერი და ყველა ქალმა უნდა დაძლიოს ეს და გადალახოს

  • aNn_♥_memi თქვა:
    28 მაი 2012 21:43 - ID: 5,
    ძაან კაი ნიუსიაა საზარგარეთ ესეთი დედები უფრო ცოტანი არიაიან ვიდრე საქართველოში და განსაკუთრებით თბილიშიი ესენი არარიან შებრალების გირსი ხან გაპარობანა და რავიცი კიდე და ცნობილი სახე არ მეგულება საქართველოში მინიმუ ერთოიი შვილიმაინც როარყავდეს მე 16 წკის ვარ და ვიცი სიყვარულიც მთავარია ქორწინებაში მარა გონებაც უნდა ჩართო მაგდრო და ყველაფერი ვარდისფერფერში არ დაინახოო აგოიქვა სინამდვილე და მორჩა, თორე ასეთი შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული და ყველა ცოდოა ამ სიტუაციისთვის feel

  • Queen Q თქვა:
    28 მაი 2012 21:35 - ID: 4,
    დედაჩემიც მარტოხელაა... მამაჩემი გარდაიცვალა მაგრამ მაინც ძალიან წარმატებულია ჩემი დედა love

  • Xatia_Miley თქვა:
    28 მაი 2012 21:29 - ID: 3,
    ძალიან ძალიან მაგარი ნიუსიაა.. დასაფიქრებელი.... ძაან მომეწონაა.. ველი შემდეგს იმიტორ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნებაა.. ავტორო ძალიან მაგარი ადამიანიი ჩანხარ smile

  • Nina√ თქვა:
    28 მაი 2012 21:27 - ID: 2,
    kristi_,
    გეთანხმებიი

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top