;
29 მაი 2012      Ann_J     15 კომენტარი     ნანახია 5009-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

ქამარი/BELT

სხვადსხვა ენებზე ქამარი მრავალფეროვანი კონცეფციით გამოიყენება. თანდათანობით მან ფართო გაგება და მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ქალებსა და კაცებს შორის გენდერული თანასწორობა ერთმა ფაქტმა განსაზღვრა: მამაკაცთა პირველი ქამარი ჯერ კიდე ბრინჯაოს ხანაში იქნა აღმოჩენილი, ხოლო ქალთა, გარდერობში ქამარმა შუა საუკუნეებში დაიმკვიდრა ადგილი
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

პირველ მსოფლიო ომამდე, ქამარი იყო ფუნქციური, მნიშვნელოვანი, განუყოფელი და დეკორატიული სამხედრო ფორმის ნაწილი. რუსი ოფიცრები და ასევე აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნების ჯარისკაცები მას ძალიან მჭიდროდ იჭერდნენ წელზე, ვინაიდან ეს კანონი დამკვიდრებული იყო და მკაცრად განისაზღვრებოდა . მაგრამ თანამედროვე ხელოვანებმა მაინც მოუძებნეს ფუნქციური დატვირთვა და სიმბოლიზმი თავიანთ ნამუშევრებს.
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

სხვათაშორის, მამაკაცები უკვე ათას წელზე მეტია რაც ქამარს იარაღად გამოიყენებენ! ბრძოლის ამგვარი ტექნიკა, შესაძლოა ბევრ საბრძოლო ხელოვნებაში შეგხვდეთ. ასევე, საბრძოლო ხელოვნება სხვადასხვა ფერის ქამრებითაც განისაზღვრებოდა. დასავლეთში, XX საუკუნეში ქალთა მოდის მწვერვალი დაიპყრო ქამარმა, ეს სწორედ ის პერიოდი იყო როდესაც ქალბატონებმა დაიწყეს ბლუზებისა და ქვედაბოლოს ტარება. ყურადღება მახვილდებოდა ბალთებიან ქამრებზე არტ-დეკოს სტილში.
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

მოდით ნუ დავივიწყებთ ქამრის ყველაზე ცნობილ სახეობას... უმანკოებისა და უბიწოების ქამარი . ეს გამოგონება მოხსენიებულია XII საუკუნის იტალიელი პოეტების შემოქმედებასთან. მაგრამ ისტორიკოსთა ტენდენციის ვარაუდით, თვლიან რომ იმ დროისთვის მსგავსი მოწყობილობა რეალურად არ არსებობდა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორა. უმანკოების პირველი ქამარი თარიღდება XIV საუკუნით , მაგრამ მუზეუმებში გამოფენილი ექსპონატები გაცილებით უფრო ახალია. ილუსტრაციები შექმნილია, შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად.
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

მაგრამ, მოდით მაინც დავუბრუნდეთ ქალთა მოდას. დღესდღეობით, პრაქტიკულად ყველა დიზაინერი ყოველწლიურად აწარმოებს საინტერესო და სამახსოვრო ქამრების მოდელებს. ამ აქსესუარის ყიდვა - არის შესანიშნავი საშუალება თქვენი ფიგურის გამოსაკვეთად.

ქამარი - არც ისე მარტივი აქსესუარია. მას ისევე როგორც ხარვაზების დამალვა, ასევე მათზე ხაზის გასმა შეუძლია . მაგალითად, თუ თქვენ იდეალური სხეულის მფლობელი ბრძანდებით, მაშინ სასურველია ატაროთ ყველაზე ნათელი და ფართო ქამრები, რომელიც თქცენი სხეულის პროპორციებს უსვამს ხაზს.
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

მაგრამ გულაღთილად რომ განვაცხადოთ, ბევრი ჩვენგანი არ არის იდეალური სხეულისა და ფიგურის პატრონი. როგორ მოვიქცეთ? გოგონას ვიწრო წელით შეეფერება სარტყელიანი, კონტრასტული ფერის, წვრილი და მოხდენილი ქამარი. ხოლო ვისაც აქვთ მოკლე წელის ზონა, მათთვის უმჯობესია ძალზედ ფართო ქამრების თავიდან არიდება.
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

ყოველშემთხვევაში, არ არის ამ წესების ბრმად დაცვა საჭირო, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური სტილი. სცადეთ ექპერიმენტი. შესაძლოა თქვენი გუშინდელი "შეუძლებელია" გახდეს თქვენი დღევანდელი must-wear.


ეს კორსეტი ხაზს უსვანმს მათ ვიწრო წელს
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

და აღნიშნავს მნიშვნელოვან აქცენტებს (კეიტ მიდლტონი და კეიტ ბოსვორდი)
ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

ანა დელო რუსომ ნიკოლ რიჩმა არჩევანი შეაჩერეს მეტალი ქამრებზე

ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

ნივთების პორტრეტი: ♢ ქამარი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

15


  • waiting.for.forever თქვა:
    2 ივნისი 2012 16:15 - ID: 15,
    ძალიან მომწონს , მაგალითად კაბებს სულ სხვანაირ იერს აძლევს , უბრალო კაბა ქამრით შეიძლება ისე შეიცვალოს რო რავი .. თუმცა არ შემიძლია ყველაფერზე ქამრები ვიხმარო ( მაგალითად კაბებზე ) . მითუმეტეს ყველას რომ უკეთია . ლამაზია , ძალიან მომწონს თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ^^

  • TaTunebiii თქვა:
    31 მაი 2012 18:32 - ID: 14,
    ჯეილო ბოლო სურათში რა სხვანაირიაა wink მაგრად მიყვარს ქამარი love

  • Anch_Bey თქვა:
    30 მაი 2012 21:01 - ID: 13,
    შაბათს ჩამომივააა ყავისფერი ქამაარიი და კიდევ ბევრი რაღაცცც love

  • lalaa თქვა:
    30 მაი 2012 17:54 - ID: 12,
    ქამარს მარტო იმ შემთხვევაში ვიყენებ შარვალი თუ მძვრება wink არ მიყვარს საერთოდ ქამრები შემაწუხებელია :D


    Ann_J,
    კარგი ნიუსიაა love

  • jivime : )) თქვა:
    30 მაი 2012 16:19 - ID: 11,
    ძაან მიყვარს ქამრები .. კოლექცია მაქ .. :X:X ))) მიგზავნიან თორე აქ ვერაფერსაც ვერ შევაგროვებდი .. :D

  • meducha თქვა:
    30 მაი 2012 16:11 - ID: 10,
    love

  • aNn_♥_memi თქვა:
    30 მაი 2012 15:54 - ID: 9,
    საინტერესოო იყოოოო love

  • mariamy_feria თქვა:
    30 მაი 2012 09:53 - ID: 8,
    ნიუსი love

  • Perfection❣ თქვა:
    30 მაი 2012 09:02 - ID: 7,
    ძალიან საინტერესო ნიუსია love

  • taka-tako თქვა:
    29 მაი 2012 22:28 - ID: 6,
    ძაან მიყვარს ქამარი და შარფი აქსესუარებიდან feel

  • Ancho. თქვა:
    29 მაი 2012 22:20 - ID: 5,
    ძალიან შემეცნებითი სიახლეა
    ანნ მაგარია
    love

  • Britain თქვა:
    29 მაი 2012 22:19 - ID: 4,
    Ann_J,
    კიდევ კაი არ დაგეზარააა))) უმაგრეს ნიუსს დაუკარგავდი ენჯელის არქივს :D
    love

  • Ann_J თქვა:
    29 მაი 2012 22:17 - ID: 3,
    მადლობთ გოგოებოო :** ეს რა არიი, ციცქნა ნიუსია.. :D ხო ელე ეს წამეშალა და თავიდან დავწერე :**__)

  • Johnny depp თქვა:
    29 მაი 2012 22:13 - ID: 2,
    ზოგადად მე და ქამარი ერთად ვერ ვართ კარგად მეზიზრება ქამრები :D რატო არ ვიცციი!!

    ანა ნიუსი შესანიშNავი როგრც შენ გჩვევია!

  • Britain თქვა:
    29 მაი 2012 22:13 - ID: 1,
    ამაზე თქვი ხო წამეშალაოო? :)) ცოდო იყო ეს ნიუსი 'არ დასადებად'. love უმაგრესია, როგორც ყოველთვის ყოჩაღ ანა!!! love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top