;
30 მაი 2012      MaRihanna     17 კომენტარი     ნანახია 4467-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ჯაზი - XX საუკუნის მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა. მან
განვითარების დიდი და რთული გზა განვლო.

დაახლოებით XVII საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებში გემით ზანგი მონები ჩაიყვანეს, რომლებიც იყიდეს თეთრკანიანებმა. ზანგ მონებს ასრულებინებდნენ მძიმე სამუშაოებს. ალბათ ჩვენთვის სიახლე არ უნდა იყოს
ის, რომ ზანგები ძალზე მუსიკალური ხალხია. შრომით დაღლილი მონები დასვენების ჟამს რაც არ უნდა გასაკვირი
იყოს მღეროდნენ და ცეკვავდნენ. რა თქმა უნდა ეს მათ სიმხნევეს და გამძლეობას ჰმატებდა. მშობლიურ რიტმებსა
და ინტონაციებზე დიდი გავლენა იქონია თეთრკანიანთა მუსიკამ. ნელ-ნელა ამერიკელმა ზანგებმა შეითვისეს თეთრკანიანთა ტრადიციები და თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ განახლებულ ზანგურ მუსიკალურ ფოლკლორში.
ასე წარმოიშვა ზანგური რელიგიური სიმღერა - სპირიჩუალი.
ჯაზი/Jazz

მე-19 საუკუნის ბოლოს ახალი სიმღერები შეიქნა, მაგ: სიღერა - პროტესტი, სიმღერა - ჩივილი. მას უწოდეს ბლუზი.
ბლუზში აღიბეჭდა მონების მძიმე სრომა და გაცრუებული იმედები.

თანდათან რა თქმა უნდა მუსიკალური ინსტრუმენტებიც გახდა საჭირო. იმის გამო, რომ ზანგ მონებს არ ჰქონდათ საშუალება, ისინი თვითონ აკეთებდნენ ინსტრუმენტებს. მათ მიერ შექმნილ საკრავებს უცნაური ფორმა ჰქონდათ - წარმოიდგინეთ, ყუთისგან გაკეთებული ვიოლინო, ან გამომშრალ გოგრაზე დამაგრებული ცხენის ძუის სიმებიანი
საკრავი, ცხოველების ძვლებისგან დამზადებული ჩხარუნები
და ა.შ.
ჯაზი/Jazz

იცით თუ არა, როგორ ჩაუვარდათ ხელში ზანგ მუსიკოსებს ევროპული მუსიკალური ინსტრუმენტები ? როგორ და,
აშშ-ში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ (1865 წ.) დაშლილი სამხედრო ორკესტრების მუსიკოსებმა ვიდრე
სახლებში დაბრუნდებოდნენ, ინსტრუმენტები გადაყარეს. ზანგებმა ეს საკრავები შეაგროვეს, დამოუკიდებლად შეისწავლეს მათზე დაკვრა და მალე ნიუორლეანის ზანგურ დასახლებებში აჟღერდა იმ დროისათვის მეტად უცნაური მუსიკა.
ჯაზი/Jazz

ნიუორლეანი - ეს ის ამერიკული ქალაქია, სადაც ჩამოყალიბდა პირველი ნამდვილი ჯაზური ორკესტრი. მისი ხელმძღვანელი კი ბადი ბოულდენი იყო, რომელიც დალაქი გახლდათ. როგორც ამბობენ, დიდი ზომის ფილტვების წყალობით, კლარნტზე ისე ხმამაღლა უკრავდა, რომ მისი ხმა 10 კილომეტრის მანძილზე ისმოდაო. ბოულდენის
ორკესტრი 5-6 მუსიკოსისაგან შედგებოდა. თავიდან ისინი უკრავდნენ ქორილებში, ქუჩებსა და მოედნებზე.
მოგვიანებით კი ზანგურმა ორკესტრმა ესტრადაც დაამშვენა.
ჯაზი/Jazz

სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ზანგები ფორტეპიანოსაც უკრავდნენ. XIX საუკუნის მიწურულში მათ შექმნეს ჯაზური მუსიკის ახალი საფორტეპიანო სტილი - რეგთაიმი. სპირიჩუალისა და ბლუზისგან განსხვავებით, მასში სუფევს მხიარული განწყობა. რეგთაიმის რიტმი ზუსტად ესადაგებოდა მუნჯი ფილმების კადრების აჩქარებულ მონაცვლეობას.
ამ მუსიკალური მიმდინარეობის ყველაზე ცნობილი მუსიკოსია სკოტ ჯოპლინი.
ჯაზი/Jazz


ჯაზური მუსიკის უმთავრესი თვისებაა იმპროვიზაციულობა და რიტმის განსაკუთრებული როლი. ბევრს ჰგონია, რომ ნებისმიერ მუსიკოსს შეუძლია შეასრულოს ჯაზური მუსიკა. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. მაღალი დონის ჯაზის შესრულებისათვის რიტმის განსაკუთრებული შეგრძნება და დიდი იმპროვიზაციული ნიჭია საჭირო.
ჯაზი/Jazz

ჯაზის ერთ-ერთი ლეგენდარული შემსრულებელია - რეი ჩარლზ რობინსონი. დაიბადა 1930 წლის 23 სექტემბერს შტატ ჯორჯიაში. ზანგები საერთოდ არ გამოირჩევიან სიმდიდრით და არც რეი იყო გამონაკლისი, ის ძალზე ღარიბ ოჯახში იზრდებოდა. შვიდი წლის ასაკში რეი ჩარლზი დაბრმავდა. რეი ყოველთვის გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით.

1945 წელს, მაშინ როდესაც რეი სულ რაღაც 15 წლის იყო დაეღუპა დედა - არეტა რობინსონი. აღსანიშნავია ის, რომ რობინსონს ჰყავდა 12 შვილი. ის ცნობილია, როგორც გენიოსი. ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ შედგენილ სიაში:
The Immortals: 100 Greatest Artists of All Time (უკვდავები - ყველა დროის 100 უდიდესი ხელოვანი ) მე-10 ადგილი დაიკავა.

"რა არის სული? ეს იგივეა, რაც ელექტროენერგია- ჩვენ არ ვიცით რა არის ის, მაგრამ ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია გაანათოს ოთახი".

"მე არასდროს მსურდა ვყოფილიყავი სახელოვანი, მე მხოლოდ მინდოდა ვყოფილიყავი ჩინებული"

"უკეთესია იყო ერთგული, ვიდრე სახელოვანი"

ჯაზი/Jazz

ჯონ უილიამ კოლტრეინიც ერთ-ერთი ლეგენდარული ჯაზის შემსრულებელია. დაიბადა 1926 წლის 23
სექტემბერს ჰელმეტში, ჩრდილოეთ კაროლინა. მან წარუშლელი კვალი დატოვა ჯაზის ისტორიაში და ყოველთვის დარჩება ლეგენდად. 1967 წლის 17 ივლისს კოლტრეინი გარდაიცვალა ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით.
ჯაზი/Jazz

ელა ჯეინ ფიცჯერალდი ჯაზის დედოფლადაა აღიარებული. დაიბადა 1917 წლის 25 აპრილს ნიუპორტ-ნიუსში,
ხოლო ნიუ-იორკში კი გაიზარდა. სამწუხაროდ ის 14 წლის ასაკსი დაობლდა. მამამისი ელას დაბადებისთანავე
გაუჩინარდა, ხოლო დედამისი კი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიცჯერალდიმ 1941 წელს დაიწყო სოლო კარიერა. გარდაიცვალა კალიფორნიაში, 1996 წლის 15 ივნისს 79 წლის ასაკში. ბოლო წლებში, სანამ გარდაიცვლებოდა ელას ჰქონდა სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ელა და მერილინ მონრო
ჯაზი/Jazz




















კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • alazaar) თქვა:
    1 ივნისი 2012 22:17 - ID: 17,
    Ella <3 !

  • aNn_♥_memi თქვა:
    1 ივნისი 2012 11:29 - ID: 16,
    უმაგრესი ნიუსიაა ჯაზი ყველაზე გემოვნებიანი მუსიკის სახეობა და ყველას არ შესწევს უნარი მოუსმინოს ჯაზს ის ალბათ განსაკუთრებული გემოვნების ადმაინებამდე მიაღწევს მარტოო მე დიდად ვერ ვუსმენ რაც ძალიან არ მმწონს მარა რაას ივზამ მაგრა აი ძაან მომწონს ბლუზიიიი love

  • taakko თქვა:
    31 მაი 2012 22:52 - ID: 15,
    გაიხარე ავტოროო რა ძლივს არ ვნახე ნორმალურ მუსიკაზე ნიუსიი love love

  • Nanuka. თქვა:
    31 მაი 2012 22:45 - ID: 14,
    აუ ძალიან მომეწონა :) ყოჩაღ

  • -Mariam თქვა:
    31 მაი 2012 16:24 - ID: 13,
    ბლუზიი,როგორ მიყვარს love

  • freedom თქვა:
    31 მაი 2012 13:23 - ID: 12,
    ავვვვვვტოორრ გაიხარაეეერა მაგარი ნიუსიაა
    love
    აუუ ეტა ჯეიმსიიიიიიი მაგრა მიყვაარს მაგაზეც დადეეთ რა რამეეეეე love
    ყოოჩაღღღ

  • ninuuuuu თქვა:
    31 მაი 2012 12:41 - ID: 11,
    რეიი ჩარლზზზზზზზზზ love

  • Dudu თქვა:
    31 მაი 2012 12:11 - ID: 10,
    მაგარი ნიუსია,მიყვარს ჯაზი love ზანგები უნიჭიერესი ხალხია,ყოველთვის ვაპროტესტებ მათი კანის ფერის გამო,რომ დაიჩაგრნენ.

  • kristi_ თქვა:
    31 მაი 2012 09:28 - ID: 9,
    რეის ნებისმიერ სიმღერაზე დღესაც მბურძგლავს. ჯერჯერობით გემოვნების მწვერვალს არ მიმიხწევია და ჯაზით არ დავინტერესებულვარ. უმაგრესი ნიუსია

  • Perfection❣ თქვა:
    31 მაი 2012 09:03 - ID: 8,
    ჯაზის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში მიზიდავს love
    კარგი ნიუსია მარიამ love

  • Elisabwth თქვა:
    31 მაი 2012 01:13 - ID: 7,
    ჯაზი ყველაზე მაგარია!

  • Ani_pupsika15 თქვა:
    31 მაი 2012 00:45 - ID: 6,
    ta_mo,
    ნინა სიმონე თუ ნინა საიმონი??

  • kritikosi თქვა:
    31 მაი 2012 00:07 - ID: 5,
    ვიცოდი ეს ყველაფერი, ბავშვობიდან თავგადაკლული ფანი ვარ ჯაზის love რამდენიმე წიგნიც მაქვს წაკითხული. მაგრამ ძალიან, ძალიააააააააააააან გამეხარდა ამ ნიუსის დანახვა, გაიხარეე შენ winked ყველაფერი კარგად არის გადმოცემული, საინტერესოდ winked ჩემგან დიიიდიიიიი მადლობააა love

  • keetaa თქვა:
    30 მაი 2012 23:57 - ID: 4,
    დიდად არ ვუსმენ მე უფრო სოულს ვუსმენ ნუ ჯაზშიც მომწონს რაღაცეები

  • MaRihanna თქვა:
    30 მაი 2012 23:38 - ID: 3,
    საერთოდ ჯაზს არ ვუსმენ, ბავშვობაში ვუსმენდი, ახლა აღარ.. ისევ გამიტაცა, რაღაც. უნდა ჩავუჯდე და ერთგული მსმენელი გავხდე.
    ta_mo,
    Ancho.,
    დიდი მადლობა love love


    lalaa,
    love

  • lalaa თქვა:
    30 მაი 2012 23:36 - ID: 2,
    ყოჩააღ კარგი ნიუსია love მიყვარს ჯაზიი <3333333

  • Ancho. თქვა:
    30 მაი 2012 23:36 - ID: 1,
    მარიაააამ უკარგესუბრწყინვალესი ნიუსჩიკია!
    ძალიან მომეწონა როგორც ტექსტი ისე
    დეკორატიული მხარე აიი აღფრთოვანებას ვერ ვმალავ!
    ჩემი სულის მუსიკაა ჯაზი, რო ვუსმენ უბედნიერესი ვხდები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top