;

31 May 2012      Trouble_Maker     Views 6275    
Category: Fun, Interesting

ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ცოტა რთულია ჩვენივე თაობა შევაფასოთ.
მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ რადიკალუარდ განსხვავებულები ვართ-ახალი მიზნებით, უფრო მასშტაბური გეგმებით, დაუცხრომელი ამბიციებით და უსაზღვრო შესაძლებლობებით. კრეატიულები ახალგაზრდები, ზომიერად ჭკვიანები მაგრამ თავხედები. ჩვენ თაობას უბრალოდ შეუძლია ოფისში მივიდეს, ფეხები მაგიდაზე შემოაწყოს და მთელი დღე iPod-ს უსმინოს. უნდათ მუშაობა, მაგრამ არ უნდათ სამსახური მათ ცხოვრებად იქცეს. ესაა ძალა რომელიც უკვე 70 მილიონს ითვლის, ფილოსოფიით „თქვი რასაც ფიქრობ“. მუდმივი დინამიკა, ცვალებადობა, ყველაფერში მაერიალური მოგების ძიება, საკუთარი თავის რწმენა ყველა ცხოვრებისეულ ნაბიჯზე და ვირტუალური რეალობის სიყვარული.

თაობა Y -ს ქმნიან 1980 ( ათვლის წელი განსხვავედება 1-2 წლით სხვადასხვა ქვეყნებში რაც განაპირობა განსხვავებულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა, სოციელურმა და სხვა პირობებმა) წლის შემდეგ დაბადებულები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში შეხვდნენ ახალ ათასწლეულს. იგივე თაობა „ნექსთი“ ეს ვართ ჩვენ, ახალი თაობა რომლის ძირითად მახასიათებლადაც მეცნიერები ასახელებენ ღრმა ინტერეს/გატაცებას ციფრული ტექნოლოგიებით.
ლიბერალურად განწყობილი თაობა, სადაც კონსერვატიული აზროვნება ცალკე დაჯგუფებესღა შერჩათ, შერყეული უფლის რწმენით და რადიკალური პოლიტიკური აზროვნებით.
„იგრეკი პირველი თაობაა რომელსაც არ ყავს გმირები, მაგრამ ყავს კუმირები.
ალბათ ისინი არც ეყოლებათ. სამაგიეროდ იგრეკი შობს გმირებს შემდეგი
თაობისთვის, უნებლიედ განსაკუთრებული მიზნის ან სურვილის გარეშე.“

✖ თაობა Y


იგრეკს ასევე ხშირად უწოდებენ „პიტერ პენის თაობას“ რადგან ამ თაობის წარმომადგენლები
მიდრეკილები არიან აირიდონ გაზრდა და წელავენ მშობლების სახლის დატოვების, უფროს ცხოვრებაში
გადასვლის დროს. როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ ეს ძირითადად შედეგია წინა, იქს თაობის უარყოფითი მაგალითის.
„წინა თაობები იძენდნენ ოჯახს, იწყობდნენ კარიერას-
და აკეთებდნენ ამას დაუყონებლივ. და ახლა ახალგაზრდები
ხედავენ რომ ამის შედეგად მათი მშობლები განქორწინდებიან
და აქვთ სამსახური რომელიც არ უყვართ. თაობა იგრეკის
უმრავლესობას უნდა ოჯახი და სამსახური მაგრამ უნდათ სწორი
არჩევანი პირველივე ჯერიდან გააკეთონ.“

✖ თაობა Y

ჩვენი თაობის ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა კომუნიკაციების ტექნოლოგიური საშუალების განვითარებამ როგორებიცაა-ელეტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და სხვა მედია-რესურსები როგორებიცააა ვიდეო-ჰოსტინგი YouTube და სოციალური ქსელები (Facebook, Twitter და სხვ.) სწორედ ამან განაპირობა რომ იგრეკ თაობისთვის კომუნიკაციის ძირიტადი საშუალება ინტერნეტია და ხშირად მათ ურჩევნიათ შეტყობინებები გაუგზავნონ ერთმანეთს რაც უფრო ადვილია ვიდრე პირისპირ საუბარი. ისინი ერთდგვარ შვებას პოულობენ რადგან კონტაქტის გარეშე თვალებით თავს უფრო თავისუფლად და გახსნილად გრძნობენ. ამ თაობაში ათჯერაა შემცირებული რადიოსა და ტელევიზიის გამოყენება.
✖ თაობა Y

ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თაობა იგრეკისთვის ეს არის თვითგამოხატვა და თვითრეალიზაცია. ამან გამოიწვია სხვადასხვა სუბ-კულტურების, ჩაცმის განსხვავებულის სტილების, იგივე ფლეშ-მობების და ონლაინ ანონიმური ჩატების დაარსება. ჩვენი თაობა სწორედ საკუთარი თავი გამოხატვის ხარჯზე ცდილობს რეალიზაციას სამყაროში, მაგალითად ჩინეთში სადაც ყველაზე რთულია ბრბოდან გამოყოფა ეს პრობლემა უბრალოდ მრავალკუთხედად იქცა რის შედეგადაც ახალგაზრდები რადიკალურ ჩაცმის სტილსს, თმის ღია/ნათელ ფერს მიმართავენ.

რადგანაც ჩვენი თაობა ჩამოყალიბდა პარალელურად გადატრიალების რომელიც ინტერნეტმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოიწვია და ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ეს შეუძლებელი იყო არ ასახულიყო ეკონომიკაზე ტელე არხების, ხმის ჩამწერი სტუდიების და გასართობი ინდუსტრიის ზოგადად. ყველაზე დიდი პრობლემა რაც ამან წარმოქმნა არის მუდმივი დარღვევა საავტორო უფლებების და აუდიო/ვიდეო მასალის არალეგალური გავრცელება.

თქვენ ვინც ახლა კითხულობთ ამ სიახლეს ისტორიის ნაწილი ხართ და მომავალ
თაობებში დარჩებით როგორც თაობა Y-დიდი პერსპექტივებით და იდეებით რომლებიც
მზადაა უკვე ხელის გულზე გვიდევს და ჩვენგან მხოლოდ მცირეოდენ შრომასა და
მოთმინებას მოითხოვს. კითხვა იმაშია შევძლებთ თუ არა გამოყენებას შანსის
რომელიც წინა თაობებს არ ქონიათ?


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top