;
3 ივნისი 2012      XaAaT...=]     42 კომენტარი     ნანახია 5568-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ტოპ 5 - ისტორია პარიზზე

წიგნები ყველაზე რომანტიკულ ქალაქზე

ერთხელ გერმანელმა პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ თქვა: "როცა ღმერთი ზეცაში მოწყენილია, ის
ფანჯრებს აღებს და პარიზის ბულვარებს უყურებს".
მართლაც, საფრანგეთის დედაქალაქი არა
მარტო ყველაზე რომანტიკული, არამედ ყველაზე არაპროგნოზირებადი ქალაქია მსოფლიოში.
მე აგირჩიეთ ყველაზე კარგი წიგნები პარიზზე. ისინი გიჩვენებთ რამდენად მშვენიერი და კარგია
მისი ძველი ქუჩები,რომლებიც გაჟღენთილია ყავის და ახლად გამომცხვარი კრუასანების არომატით,
ყველასთვის ცნობილი Café de flore _დან.


ტოპ 5 - ისტორია პარიზზე

«დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა»- ერნესტ ჰემინგუეი (A Moveable Feast, Ernest Hemingway)

"შენ მეკუთვნი მე, პარიზიც მთლიანად მე მეკუთვნის,
მე კი ამ წიგნაკს და ფანქარს ვეკუთვნი".

ტოპ 5 - ისტორია პარიზზე
1964 წელს გამოქვეყნებული რომანი "დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა" გვიყვება,როგორ ცხოვრობდა ახალგზარდა და, რა თქმა უნდა , ღარიბი მწერალი პარიზში, მეცხრამეთე საუკუნის ოციან წლებში.ნაწარმოებში, ქალაქის აღწერასთან ერთად, თქვენ წააწყდებით ჰემინგუეის შეხვედრებს მეგობრებთან, დამწყებ მწერლებთან და მხატვრებთან,რომლებიც იმ ეპოქაშიმოღვაწეობდნენ. ზოგიერთ მათგანს ეწერა წარმატების მიღწევა, დანარჩენები კი მოგვიანებით ქრებიან მხედველობის არიდან.რუკაზე, რომელსაც მწერალი ქმნის ამ ნაწარმოებში, შეგვიძლია ვიპოვოთ ქუჩები, კაფეები, წიგნის მაღაზიები, რომლებიც გადმოგვცემენ ქალაქის განწყობას და რომლებშიც თავად ჰემინგუეი, ახალგაზრდობაში, ცივ საღამოებს ითბობდა. "დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა" - არის ისტორია ახალგზარდა, ნიჭიერ უცხოელებზე, რომლებიც ჩავიდნენ პარიზში იმ იმედით, რომ ერთ დღეს ცნობილ ადამიანებად გაიღვიძებდნენ.







«ის ზაფხული პარიზში» - მორლი კალაჰანი (That Summer in Paris, Morley Callaghan)

ტოპ 5 - ისტორია პარიზზე
ეს იყო 1929 წლის ზღაპრული ზაფხული, როცა ჩრდილოეთ ამერიკის ლიტერატურულმა ქალაქმა მდინარე სენის მარცხენა სანაპიროზე, პარიზში გადაინაცვლა. იმ დროს, როცა მორლის პირველი წიგნი ცნობილი გახდა ნიუ-იორკში და ის უკვე პარიზისკენ მოემართებოდა,რომ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ჩაძირულიყო ლიტერატურულ ცხოვრებაში მთელი მისი ძალებითა და პრივილეგიებით, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ქმნიდა მის შედევრს "ნაზია ღამე", მისგან რამდენიმე კვარტლის დაშორებით კი ერნესტ ჰემინგუეი ქმნიდა ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს "მშვიდობით, იარაღო!". "ის ზაფხული პარიზში" - ეს ტრაგიკული , მაგრამ მხატვრული პროზის ოსტატის დაუვიწყარი ისტორიაა .










«A Year In The Merde» - სტეფან კლარკი

ტოპ 5 - ისტორია პარიზზე



მარკეტინგის ახალგაზრდა სპეციალისტი მშობლიური ქალაქიდან პარიზში გარბის.სწორედ მისი თავგადასავალია აღწერილი ნაწარმოებში. Francophobe-ები
წიგნში ბევრ ისეთ რამეს აღმოაჩენენ რითიც განამტკიცებენ მათ დამოკიდებულებას საფრანგეთის მიმართ. ხოლო შედარებით ლოიალური ადამიანები უბრალოდ გაიცინებენ სტეფან კლარკის მიერ შექმნილ კარიკატურებზე.













«პარიზელები: სათავგადასალო ისტორია პარიზზე» - გრეიმ რობი (Parisians: An Adventure History of Paris, Graham Robb)

ტოპ 5 - ისტორია პარიზზე

წიგნში აღწერილია ისეთი პარიზი,რომლის შესახებ თქვენ არასდროს არაფერი გსმენიათ. გრეიმ რობმა დაწერა საოცარი ისტორიების სერია დიდებული, თითქმის დეიდებული, მაგრამ უკვე დიდი ხნის დავიწყებული ადამიანების ცხოვრებაზე.
აი ახალგაზრდა ლეიტენანტმა, პალე-როიალის პარკში სეირნობისას შეამჩნია კურტიზანები, რომლებიც კლიენტებს იზიდავდნენ.
ერთ-ერთ მათგანზე ახალგაზრდა ყმაწვილის მზერა შეჩერდა... ინსტინქტებმა თავისი გაიტანეს.. იმავე საღამოს, ნაპოლეონ ბონაპარტმა დაწერა დეტალური მოხსენება თავის პირველ ინტიმურ გამოცდილებაზე.კარგად ჩაცმული ქალბატონი თავის გადასარჩენად გარბის..იქ არ უხვევს სადაც საჭიროა და მარცხენა სანაპიროს უსახელო ქუჩებში იკარგება. რუკის გარეშე მოძრაობა იმ დროს არ იყო უსაფრთხო - და აი, მარია ანტუანეტა პირდაპირ გილიოტინისკენ მიემართება.ბოდლერი, ფოტოგრაფი შარლ მარსელი,პრუსტი, ჰიტლერი , თავის გენერლებთან ერთად,შარლ დე გოლი, რომელი ეჭვმიტანილია ორგანიზებულ მკვლელობაში - ამ ცნობილ ადამიანებს, ასევე ბევრს სხვას, რობი მისი ისტორიების გმირებად ხდის. შედეგი - საოცარი ისტორიები, რომლებიც სიძლიერით დიდებულ რომანებს ჩრდილავს.






«პარიზის საკონდიტრო ნაწარმი: შოკოლადის მწარმოებლები, ჩაის სალონები,ნაყინის კაფეები და სხვ.» - ჯეიმი ქეჰელი (The Patisseries of Paris: Chocolatiers, Tea Salons, Ice Cream Parlors, and more, Jamie Cahill)


ტოპ 5 - ისტორია პარიზზე

პარიზელებმა კარგად იციან, რა არის ნამდვილი კრუასანი და ტორტი მარწყვით - ეს ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა ცხოვრებაში.მაგრამ რომელ საკონდიტროში ვეძიოთ ნამდვილი შოკოლადის ტკბილეული და იდეალრი კრემიანი ნამცხვარი? ამ წიგნში თქვენ იპოვთ სიას, რომელშიც ჩამოთვლილია პარიზის ყველაზე მაცდური საკონდიტრო სახლების მისამართები.ასევე წიგნში თქვენ გაიგებთ რომელი მუზეუმია "აღჭურვილი" ყველაზე ელეგანტური კაფეებით, ასევე თქვენ გაიგებთ იმ მომხიბვლელი ადგილების შესაებ სადაც შეგიძლიათ მიირთვათ. ჯეიმი ქეკეილის წიგნი შეუცვლელი გიდია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს ფრანგული კულტურა ყველაზე ტკბილი მხრით.














ტოპ 5 - ისტორია პარიზზე

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

42


  • ninucagogilashvili თქვა:
    14 იანვარი 2013 10:38 - ID: 42,
    მომეწონაა კარგი ნიუსია love

  • 222222mariam თქვა:
    8 იანვარი 2013 22:54 - ID: 41,
    პირდაპირი მნიშვნელობით ვგიჟდები პარიზზე , ზოგადად საფრანგეთზე მაგრამ უცანაურია და ფრანგულის სწავლის სურვილი არ გამჩენია არასოდეეეს. მომავლაში კი აი აუცილებლად ვისწავლიი და წასვლაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია უკვე winked

    ''ის ზაფხული პარიზში'' რაღაცა ძალიან დამაინტერესეა და უეჭველი წავიკითხავ love

  • dianna თქვა:
    4 სექტემბერი 2012 19:04 - ID: 40,
    აუუუ სიმღერის სახელი დაწერეთ რა ვინმეემ winked

  • Ana-Rihanna თქვა:
    8 აგვისტო 2012 14:38 - ID: 39,
    MaRuSa13,
    Anni_),
    მართლაც ორივე კლასიკაა რომელიც პარიზზე მოგვითხრობს...
    ჩემი პარიზი და საერთოდ საფრანგეთი....
    ყველაფერ ფრანგულზე გვიჟდები: ხალხზე ქეჩებზე,წიგნებზე და აბსოლიტურად ყველაფერზე....
    ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა საფრანგეთი საქართველოს შემდეგ....

  • ani:) თქვა:
    21 ივნისი 2012 13:24 - ID: 38,
    MaRuSa13,
    გეთანხმები...
    ვგიჟდები ჩემი ოცნების ქალაქიი love

  • Anita Anastasia თქვა:
    8 ივნისი 2012 13:15 - ID: 37,
    სიმღერის სახელი დაწერეთ რაა no request

  • liia თქვა:
    8 ივნისი 2012 01:41 - ID: 36,
    სიმღერის სახელს რატო არ წერთ?

  • -Diana- თქვა:
    5 ივნისი 2012 00:51 - ID: 35,
    - ძაან ძაან მომეწონა

  • Anouki)))) თქვა:
    4 ივნისი 2012 16:07 - ID: 34,
    აუ სიმღერის სახელი დაწერეთ რა no feel

  • Baia ❥ თქვა:
    3 ივნისი 2012 23:56 - ID: 33,
    კარგი ნიუსია love

    ჰაინრიხ ჰაინე feel



    ________________
    შემოდით ხოლმე ჩემს Tumblr-ზე ^_^

    ბაია B ✔

  • Bimch თქვა:
    3 ივნისი 2012 23:40 - ID: 32,
    ჩემი ,იმედია, ახდენადი ოცნებააა love love ფავორიტებში ყოჩაღ ავტოროო )))

  • Anni_) თქვა:
    3 ივნისი 2012 23:30 - ID: 31,
    ჰიუგოს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარიიც შესანიშნავია <3

  • kristine თქვა:
    3 ივნისი 2012 22:52 - ID: 30,
    მე ვსწავლობ ფრანგულსს(ეროვნულებზეც ვაბარებ) მიყვარს love

  • Cherie-marie თქვა:
    3 ივნისი 2012 22:42 - ID: 29,
    ზაფხული პარიზში ისეთი ლამაზიაააა..... Mეორედ შევხვდები უკვე პარიზში ზაფხულს დ. შAსწრაფოდ ველოდები ვაკანსეებს რომ ნიცაში წავიდეეე... love

  • lalaa თქვა:
    3 ივნისი 2012 22:42 - ID: 28,
    შესანიშნავი ნიუსია love

    Paris is always a good idea ! - Audrey <3 love ვგიჟდები პარიზზე <33333333333 love

  • elga თქვა:
    3 ივნისი 2012 22:33 - ID: 27,
    აუ რა კარგი ნიუსიაა
    ფრანგული იმდენად მიზიდავს რო ვსწავლობ რაღაცეებს . და ვფიქრობ მასაწვლებელთანაც ხო არ ვიარო.
    ის ზაფხული პარიზში love

  • Cherie-marie თქვა:
    3 ივნისი 2012 21:48 - ID: 26,
    Gossip girl: alors jer es ertic rom beaucoup shemdeg veur ara veux da mesamec aller da ara allez.. Ok? Martla unda icode pranguli rom tqva ro vicio :d wink love cudad ar miigo.. Google translater xandaxan kargad ar mushaobs

  • maikunamai თქვა:
    3 ივნისი 2012 21:39 - ID: 25,
    სიმღერიიის სახელიი დაწერეეეთ რააა love love

  • MaRuSa13 თქვა:
    3 ივნისი 2012 21:37 - ID: 24,
    მე ამ სიაში რემარკის "ტრიუმფალურ თაღს" და გი დე მოპასანის "ლამაზ მეგობარს" დავამატებდი..არაჩვეულებრივი ნიუსია love

  • gossip girl თქვა:
    3 ივნისი 2012 21:30 - ID: 23,
    მე ვიციი ფრანგულიი.. j'aime beacoup paris! je veur allez a paris <3

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top