;
2 ივნისი 2012      ფსიქეა     37 კომენტარი     ნანახია 7110-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება თითქმის დამთავრდა, ის იწყებს შეფასებას. იგი უყურებს განვლილ წლებს და ადვილად ხვდება უკვე, რა იყო მისი მთავარი მიღწევა, რაში გაუმართლა, რა დარჩა გასაკეთებელი, სად მოიქცა არასწორად და როდის დაუშვა შეცდომა. სამწუხაროდ, ძალიან გვიანია ხოლმე ამ დროს რაიმე ზომების მიღება და შეცვლის მცდელობა, რადგან წარსულს ვეღარ დააბრუნებ. ბევრი ოცნება კი არარეალიზებული რჩება.

5 სინანული, რაც სიკვდილის წინ მოდის

წარმოგიდგენთ ყოფილი ექთნის ჩანაწერებს. აი, რას ნანობენ ხოლმე ისინი,
ვინც იციან, რომ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი:



1. ვნანობ, რომ არ მეყო გამბედაობა, მეცხოვრა ზუსტად იმ ცხოვრებით, რაც ჩემთვის იყო სწორი და არა იმით, რაც სხვებს მიაჩნდათ სწორად.
ეს ყველაზე გავრცელებული სინანულია. სამწუხაროდ, უმეტესობა ოცნებების ნაწილის ასრულებასაც ვერ (ან ,,არ”) ვახერხებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ვცადოთ უმთავრესი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელება მაინც და ეს უნდა მოვასწროთ იქამდე, სანამ შეგვწევს ძალები რამის შესაცვლელად.

2. ვნანობ, რომ ასე ბევრს ვმუშაობდი. ეს თითქმის ყველა მამაკაცს ახასიათებს. მათ ენატრებათ ახალგაზრდობა, ურთიერთობები და ნანობენ, რომ ცხოვრების უზარმაზარი დრო დაუთმეს ერთფეროვან საქმეს.

3. ვნანობ, რომ არ მყოფნიდა გამბედაობა გრძნობების გამოსახატავად. ბევრი ადამიანი თრგუნავს გრძნობებს, რომ სხვებთან შეინარჩუნონ განსაზღვრული ურთიერთობა. ამის გამო ბოლომდე საკუთარი თავის გამოხატვას ვერ ახერხებენ ვერასდროს. ბევრი დაავადების გაჩენის მიზეზი ჭარბი ნეგატიური ემოციებია. ამიტომ უსიამოვნო და არასასურველი კონტაქტები სასურველია შემცირდეს.

4. ვნანობ, რომ არ შევინარჩუნე ურთიერთობა მეეგბორებთან. ზოგი იმდენად ჩაეფლო საკუთარ პირად ცხოვრებაში და ცხოვრების აქტიურ რიტმში, რომ წლების მანძილზე გაწყვიტეს კონტაქტი ძველ მეგობრებთან და გაახსენდათ მხოლოდ მაშინ, როცა დღეები ქონდათ დათვლილი და მათი პოვნაც ძალიან რთული იყო უკვე. ამ დროს ხვდები, რომ ყველაფერი მატერიალური კარგავს მნიშვნელობას.

5. ვნანობ, რომ არ მივეცი ჩემს თავს საშუალება, ვყფილიყავი უფრო ბედნიერი. ბევრი ბოლომდე ვერც აცნობიერებს, რომ მათი ბედნიერება საკუთარ არჩევანზეა დამოკიდებული. ჩვენ ვემორჩილებით ჩვევებს, ღრმად გამჯდარ წარმოდგენებს და აზრებს. ცვლილებების შიშის გამო კი ვატყუებთ საკუთარ თავს და სხვებს, რომ კმაყოფილები ვართ ცხოვრებით.

5 სინანული, რაც სიკვდილის წინ მოდის

აი, ის 5 სინანულიც...

იმედია იმ დღეს, როდესაც ნებისმიერი ადამიანი (და მათ შორის როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს მეც და შენც!) დავფიქრდებით განვლილ ცხოვრებაზე, არ გაგვიჩნდება მსგავსი მწუხარება და სინანულის გრძნობა.
ყველას გისურვებთ ისწავლოთ არა ფიზიკა, ბიოლოგია, ინგლისური ან კომპიუტერი, არამედ ის ხელობა, რასაც ცხოვრება ქვია.
ამის შემდეგ უკვე სიკვდილის წინ სახეზე არ გულდაწყვეტილი, არამედ კმაყოფილი ღიმილი გვექნება.


პატივისცემით, თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/ფსიქეა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

37


  • LohanFan თქვა:
    19 ივნისი 2012 20:55 - ID: 37,
    მე არ მეშინია სიკვდილის მაგრამ მეშინია უფერული ცხოვრების, მიდა რომ მოვასწრო ჩემი ოცნებების განხორციელება და მიზნების მიღწევა/!

  • ania. თქვა:
    6 ივნისი 2012 23:40 - ID: 36,
    love

  • ek-u თქვა:
    4 ივნისი 2012 10:39 - ID: 35,
    recourse ვაი..მე უვე ვფიქრობ ამაზე და ვცდილობ არ დაუშვა ეს..მაგრამ ძნელია recourse

  • tamo თქვა:
    3 ივნისი 2012 21:48 - ID: 34,
    ვნანობ, რომ არ მყოფნიდა გამბედაობა გრძნობების გამოსახატავად
    აი ეს მომეწონაა...ყოჩაღ კარგი სიახლეა !!

  • shoka2 თქვა:
    3 ივნისი 2012 18:25 - ID: 33,
    მეორე ფოტოზე ამეტირა ((( ;(

  • KoGHo თქვა:
    3 ივნისი 2012 14:38 - ID: 32,
    მე არ ვინანებ არაფერს. სულ ისე ვიცხოვრებ როგორც გამისწორდება. და ერთი ამ სიკვდილის დედაც... fellow

  • ForeverKurtCobain თქვა:
    3 ივნისი 2012 13:26 - ID: 31,
    ეს იმიტოა,რო ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ:(((

  • Taamoo თქვა:
    3 ივნისი 2012 13:15 - ID: 30,
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • medailiko თქვა:
    3 ივნისი 2012 11:13 - ID: 29,
    არამმგოონია ეს ყყველააფერი ადამიანმა შეძლოოსს :( მაგარიი ნიუუსიი იყოოოო :*

  • Mari Glonti თქვა:
    3 ივნისი 2012 01:14 - ID: 28,
    1 3 ეჰჰ

    საინტერესო ნიუსია ნამდვილად

  • tekko თქვა:
    3 ივნისი 2012 00:36 - ID: 27,
    3,5 ((

  • ninikoo თქვა:
    3 ივნისი 2012 00:13 - ID: 26,
    love

  • Queen.M თქვა:
    2 ივნისი 2012 22:07 - ID: 25,
    მე მაგას ეხლაც ვნანობ მითუმეტეს რო 16 წლისა ვარ და ძალიან ცუდად ვარ ხოლმეეე ვიცი რომ მთელი ცხოვრება წინ მაქვს მაგრამ იქნებ ხვალ ვკვდებიიი ღმერთმა დამიფაროს მაგრამ მაინც no მაგარი ნიუსიიია love

  • barjakuzu თქვა:
    2 ივნისი 2012 22:06 - ID: 24,
    ეგ ყველამ ისედაც ვიცით ,მაგრამ რას იზამ ,ერთეულები ცხოვრობენ ისე ,როგორც თავად უნდათ!

  • Bimch თქვა:
    2 ივნისი 2012 21:59 - ID: 23,
    ეჰჰჰ ,ღმერთმა ქნას არ ვინანოთ ცხოვრების ბოლოს არაფერი, ან ისე წავიდეთ აქედან ვერც მოვასწროთ რაიმეე დაფიქრება feel

  • nini.mcqueen თქვა:
    2 ივნისი 2012 21:56 - ID: 22,
    რამაგარი ნიუსია:|

  • Sally Cullen თქვა:
    2 ივნისი 2012 21:15 - ID: 21,
    ძალიან მომწონს თქვენი ნიუსები love მათშორის ესეც love

  • krist...star თქვა:
    2 ივნისი 2012 20:57 - ID: 20,
    თუ ასე გავაგრძელე, ჩემი სიამაყის, ეგოიზმის და გაუბედაობის გამო( საშინელი აღწერა საკუთარი თავის :D) ბევრ რამეს ვინანებ. იმედი მაქვს არავის გემუქრებათ სინანული სიკვდილის წინ, თქვენი გაუბედაობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო

  • L I Z A თქვა:
    2 ივნისი 2012 20:18 - ID: 19,
    ერთი წესი მაქვს ცხოვრებაში : რაც არ უნდა გავაკეთო არანაირი სინანული!!! მე ვიცხოვრებ ჩემი წესებით და კანონებით და არასოდეს არაფერს ვინანებ.

  • ფსიქეა თქვა:
    2 ივნისი 2012 20:02 - ID: 18,
    Melakoo,
    თუ შეგიძლია მომწერე ლინკი, რადგან მე ვთარგმნე ეს და მაინტერესებს იმ საიტზე როგორ დევს.

    mariam.., მთელი გულით ვიცინე შენს წერილზე. :) მაინც უნდა ისწავლო ეგ საგნები. სულ ცოტა აზროვნებას გასწავლის. მაგრამ ცხოვრების სწავლა აუცილებელია!

    მადლობა ყველას შეფასებისთვის :)
    ცოტა ხანში კიდევ ერთი საინტერესო ნიუსი დაიდება აქ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ადამიანებისთვის. ეხლახანს დავწერე

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top