;
4 ივნისი 2012      lalaa     15 კომენტარი     ნანახია 5021-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

პასტა (მაკარონის ნაწარმი) აპენინის ნახევარკუნძულის უძველეს ცივილიზაციათა წიაღში იშვა და დაიხვეწა. მუდმივი რევოლუციის ფონზე მან არა მხოლოდ ყველაზე პრეტენზიულ გურმანთა, არამედ ყველაზე ხელმომჭირნე დიასახლისთა გულებიც დაიპყრო.
პასტა
კაცობრიობის ისტორიაში ბევრი ცნობილი პიროვნება იყო პასტით გატაცებული. რომაელი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ციცერონი თავის თანამედროვეებს სპაგეტის მიმართ საკუთარი გატაცების შესახებ უამბობდა. ჯერ კიდევ XV საუკუნეში სპაგეტის შემწვარ ან მოხარშულს მიირთმევდნენ. როცა საფრანგეთის მეფემ, კარლოს VIII-მ ნეაპოლის დასაპყრობად შეტევა წამოიწყო, ფრანგების, შვეიცარიელებისა და გერმანელებისგან შემდგარი არმია უკვე კარაქზე მომზადებული მაკარონით იკვებებოდა. მაკარონის ნაწარმის კიდევ ერთი ცნობილი თაყვანისმცემელი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი. სავარაუდოდ, ის იყო პირველი, ვინც XIX საუკუნის მიწურულს შეერთებულ შტატებში სპაგეტის დასამზადებელი სპეციალური დანადგარი შეიტანა.
პასტა
XIX საუკუნის დასაწყისში საფუძველი ჩაეყარა მაკარონის ნაწარმთან პამიდვრის სოუსის კომბინაციას. მანამდე მაკარონს ცალკე ან გახეხილ ყველთან ერთად მიირთმევდნენ.
მოგეხსენებათ, რომ პამიდვრის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, ევროპაში კი ის ესპანელი კონკისტადორების წყალობით მოხვდა. თავდაპირველად, პამიდორი გააშენეს როგორც დემოკრატიული მცენარე და გარკვეული პერიოდის მანძილზე შხამიან სახეობად მიიჩნეოდა.
პამიდვრის სოუსი ან საწებელი - მოხარშული პამიდორი მწკრივი მარილითა და რეჰანის ფოთლებით - დაახლოებით 1830 წელს სამხრეთ იტალიის ბაზარზე პოპულარული გახდა, პირველ ყოვლისა, როგორც მაკარონის გარნირი.

პასტა
მაკარონის ნაწარმმა განვითარების ხანგრძლივი პროცესი განვლო, დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახეობა შეიქმნა, მაგრამ, ზომისა და ფორმის მიუხედავად, ის მუდამ მშრალი ან ნედლია. ეს ის ძირითადი კატეგორიებია, რომელთაგანაც დანარჩენი სახეობები მზადდება.
მშრალი მაკარონი: უმაღლესი ხარისხის მაკარონი დამზადებულია მაგარი ხორბლის მარცვლისგან. ასეთი სახის მაკარონის ვარგისიანობის ვადა ერთი წელია.
ნედლი მაკარონი: სახლის პირობებში ან საწარმოო პროცესში სანახევროდ დამზადებული მაკარონია, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე შეიძლება.

პასტა
მაკარონის ნაწარმი მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალებით, რადგან ხორბლის ფქვილის ან მანანის ბურღულისგან არის დამზადებული.
გამდიდრებული პასტა არის მაკარონის ნაირსახეობა, რომლის ცომიც გამდიდრებულია ნატურალური კომპონენტებით, ყველაზე გავრცელებულია - კვერცხი, პომიდორი, ისპანახი და რძე.
მაკარონის ზოგიერთ სახეობაში ფარშსაც ათავსებენ. ასეთ მაკარონს ფარშირებულ პასტას უწოდებენ. გულსართისთვის იყენებენ ხორცს, ყველს, სანელებლებს, ბოსტნეულსა და სოკოს.
პასტა
300 სახეობის პასტა, რომელიც დღესდღეობით ბაზარზე გვხვდება, გურმანთა კულინარიულ მოთხოვნებსა და გემოვნებას სავსებით აკმაყოფილებს. პასტის სიგრძე, ფორმა და სისქე იტალიური სამზარეულოს განსხვავებულ სტილსა და გარკვეული სახეობის სოუსს არის მორგებული. წარმოგიდგენთ, პასტის ყველაზე გამორჩეულ სახეობებს.

ტალიოლინი - პასტის ამ სახეობას 5 მმ სიგანის
ლენტის ფორმა აქვს შესაძლებელია მისი როგორც ნედლი,
ასევე მშრალი სახით შეძენა.
პასტა
კაპელინი - გრძელი და ძალიან წვრილი სახეობის
პასტაა. ის, როგორც წესი, წვნიანი კერძების მოსამზადებლად გამოიყენება.

პასტა
პაპარდელე - პაპარდელე 2 სმ სიგანის პასტაა. ბოლონიაში
ის ლარგისიმეს სახელითაა ცნობილი, რაც ძალიან ფართოს ნიშნავს.

პასტა
სპაგეტი - სპაგეტი მსოფლიოში პასტის ყველაზე ცნობილი
სახეობაა. თავდაპირველად ის ნეაპოლში გაჩნდა, მაგრამ,
საბოლოოდ, ის კონსისტენცია, როგორიც დღეს აქვს, ჩრდილოეთში
ჩამოყალიბდა. მას ნებისმიერი სახის სოუსთან მიირთმევენ.

პასტა
სპაგეტინი - სპაგეტინი ჩვეულებრივი სპაგეტის წინაპრად
ითვლება. თხელი ფორმის გამო სასურველია მსუბუქ, პიკანტურ
ან სანელებლებით შეზავებულ სოუსთან ერთად მიირთვათ.

პასტა
ძიტი - მაგარი ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული
ცილინდრული ფორმის პასტაა. მისი დიამეტრი დაახლოებით
1სმ-ია. გვხვდება სხვადასხვა სიგრძის სახეობები.

პასტა
ლინგუინე - ლინგუინე იტალიურად "ენებს"
ნიშნავს. ეს სახელი ბრტყელი ფორმის გამო ეწოდა
. ლიგუინეს იტალიის მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში ვხვდებით.

პასტა
ბუკატინი - ბუკატინი დაახლოებით 2.5 დიამეტრის
მქონე სპაგეტის სახეობაა. ის ცნობილია ასევე ფორატინი
და პერჩიატელის სახელით.

პასტა
მაფალდინე - პასტის ეს სახეობა მართკუთხა, დაახლოებით
10 მმ სიგანის და თხელი ლენტის ფორმისაა, ოდნავ გოფრირებული
კიდეებით. ცნობილია ტილიატე ნერვატეს ან ფრეზეს სახელით.

პასტა
გარგანელი - ემილია-რომანიიდან წარმომდგარი
პასტის ეს სახეობა ერთადერთია, რომელიც ხელით
მზადდება. ცომში უხვად აქვს კვერცხი.

პასტა
პენე - პენე, ანუ კალმის ფორმის პასტა წათლილი
ბოლოებით. ასეთი სახეობის მაკარონის მილაკები
ყველაზე ხშირად გამოიყენება.

პასტა
რიგატონი - ფიგურული ზედაპირის, სქელი,
მილაკის ფორმისა და კონსისტენციის გამო მას ძლიერი
არომატის მქონე სოუსებს უმატებენ.

პასტა
პენონი რიგატი - დიდი ზომის, დაღარული ზედაპირის
მქონე მილაკები. ძალიან უხდება სქელი კონსისტენციის სოუსებს.

პასტა
კიფერი რიგატი - ამ სახეობის მაკარონმა სახელი
მოღუნული ფორმის გამო დაიმკვიდრა. იტალიურად კიფერი
იდაყვს ნიშნავს. ცნობილია გომიტის სახელითაც.

პასტა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

15


  • D-) თქვა:
    7 დეკემბერი 2012 08:56 - ID: 15,
    ძაან მიყვარს love კარგი ნიუსია

  • aNn_♥_memi თქვა:
    5 ივნისი 2012 17:33 - ID: 14,
    ვგიჯდები ვაიმეეე როგორ მიყვარს love განსაკუთრებით კეჩუპთან ერთად feel

  • μαριαμι თქვა:
    4 ივნისი 2012 20:05 - ID: 13,
    როგორ მიყვარს < 3

  • Anch_Bey თქვა:
    4 ივნისი 2012 15:51 - ID: 12,
    ვაიმე მე კალამი მეგონა wink სათაურზე

  • lalaa თქვა:
    4 ივნისი 2012 15:22 - ID: 11,
    rihanna,
    მადლობაა ლიზი love

    paparaci,
    მადლობა feel ხოო წიგნიდან ამოვიწერე :) არა არ დამეზაა მსიამოვნებს ნიუსების კეთება :) ერთადერთი სურათების ჩასმას ვერ ვიტან

  • paparaci თქვა:
    4 ივნისი 2012 15:10 - ID: 10,
    ერთი კულინარიის წიგნი მაქ და იქ წერია ესენი. შენც იქიდან ამოწერე ხო ავტორ? არ დაგეზარა?
    კარგი სიახლეა,მიყვარს მაკარონი

  • MaRihanna თქვა:
    4 ივნისი 2012 14:47 - ID: 9,
    მე პასტას კალამს ვეძახი:D
    ეს იქით იყოს და, არ მიყვარსს ისე ძაან :)

  • Perfection❣ თქვა:
    4 ივნისი 2012 14:46 - ID: 8,
    კარგი გამოგივიდა თამოო ძაააან love

  • lalaa თქვა:
    4 ივნისი 2012 14:12 - ID: 7,
    მიყვარს <3

    me,
    kristi_,
    დიიიიიიიიიდი მადლობა love

  • kristi_ თქვა:
    4 ივნისი 2012 14:10 - ID: 6,
    კი დაბალკალორიულია ოღონდ გააჩნია რაღათქმა უნდა დოზას. მე ძალიან მიყვარს მოხარშული მაკარონი love კარგიიიიიიიიიიიი ნიუსია love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    4 ივნისი 2012 12:57 - ID: 5,
    სპაგეტზე ვგიჟდები love

  • ANGEL თქვა:
    4 ივნისი 2012 12:56 - ID: 4,
    me,
    მე, სანამ თქვენ არ დაწერეთ:D
    ჰმ, გასაკვირია.

  • naro თქვა:
    4 ივნისი 2012 12:39 - ID: 3,
    მიყვარს love

  • me თქვა:
    4 ივნისი 2012 11:01 - ID: 2,
    love კარგი ნიუსია : )

    სხვათაშორის პასტა არ ასუქებს, მხოლოდ ის გარნირი ასუქებს რასთანაც ერთად მივირთმევთ (ვიდრე დიეტოლოგებმა და VIP მზარეულებმაც არ მითხრეს არ დავიჯერე) ან თუ ცომეულს მიაყოლებ ხომ საერთოდ wink wink

  • ANGEL თქვა:
    4 ივნისი 2012 03:20 - ID: 1,
    და პასტა (მაკარონი მაინც:) დაბალკალორიულიაო? რაღაც პირიქით მგონია...
    თუ სხვა ცომეულთან და პურთან შედარებით.. ვერ გავიგე :|

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top