;

4 June 2012      lalaa     Views 29513    
Category: Fun, Interesting

სიტყვა "ტირამისუ" იტალიურიდან ითარგმნება, როგორც "ამიტაცე" და ეს სახელი შემთხვევითი არ არის. ამ უნაზეს დესერტს მართლაც აღტაცებაში მოჰყავს მილიონობით ადამიანი. ტირამისუს მომზადება სულაც არაა ძნელი, თუ რეცეპტს დაიცავთ. მაშ ასე, ვამზადებთ ტირამისუს!
ტირამისუს მომზადების წესი
ინგრედიენტები: (8 ულუფა)
მასკარპონე - 500 გ
ნაღები (35%) - 500 მლ
შაქარი - 150 გ
კვერცხის გული - 5 ცალი
კაკაო - 4 სუფრის კოვზი
ლიქიორი ამარეტო (ან კონიაკი, ბეილისი) - 40 მლ
ყავა ესპრესო (ან ხსნადი) - 300 მლ
ნამცხვარი Savoiardi - 400 გ

საჭირო ჭურჭელი:
4 თასი
მიქსერი
დანა
კოვზი
ფინჯანი


მასკარპონე ყველგან არ იყიდება თბილისში. გთავაზობთ მასკარპონეს მომზადების წესს სახლის პირობებში:
მასკარპონე ნაღების ნაზი ყველია, რომლის მომზადება სახლშიც შეგიძლიათ. ამისთვის აიღეთ 1 ლ მაღალპროცენტიანი ნაღები, თასში შეათბეთ დახლოებით 80-85℃-მდე და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, რომ ნაღები აიჭრას. შემდეგ აჭრილი მასა დოლბანდჩაფენილ საწურზე გადაიტანეთ და მთელი ღამე დატოვეთ.

ტირამისუს მომზადების წესი
^ნამცხვარი Savoiardi

მომზადება:
>>1 მოადუღეთ ყავა, გააციეთ, დაუმატეთ ლიქიორი.
>>2 კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად.
>>3 ცალკე ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ მასკარპონე, შემდეგ ფრთხილად შეურიეთ კვერცხიანი მასა.
>>4 ნამცხვარ Savoiardi-ს თითოეული ნაჭერი წამიერად ჩაუშვით ლიქიორიან ყავაში.
>>5 დანამული ნამცხვარი ღრმა ფორმაში პირველ ფენად დაალაგეთ.
>>6 ფორმის ძირი მთლიანად გაავსეთ დანამული ნამცხვრით.
>>7 ნამცხვრის ფენას ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კრემის ნახევარი და ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეტ.
>>8 კრემიან ზედაპირს მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.
>>9 შემდეგ ფენად ისევ ყავაში ამოვლებული ნამცხვარი დააწყვეთ.
>>10 დანამული ნამცხვრის მეორე ფენას დანარჩენი კრემი გადაუსვით.
>>11 ზემოდან მოაყარეთ კაკაო, შედგით მაცივარში და სულ მცირე 6 საათის განმავლობაში დატოვეთ.


გემრიელად მიირთვით!!!
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი
ტირამისუს მომზადების წესი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top