;

4 June 2012      FAME     Views 8736    
Category: Fun, Interesting

სამყაროს აღსასრულზე ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტი იწერება. ამ თემით მანიპულირების მაგალითებიც ბევრია. ზოგი ამას აკეთებს ხალხის დასაშინებლად, ზოგიც პირადი მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ ამ სიახლეში თავს შევიკავებ გამოვთქვა საკუთარი აზრი, გავაკეთო რაიმე სახის დასკვნა და კომენტარი. შემოგთავაზებთ მხოლოდ ფაქტებს, დანარჩენი თქვენთვის მომინდია!

ყოველ ეპოქაში ელოდნენ მეორედ მოსვლასა თუ სამყაროს დასასრულს. და რაც ყველაზე საინტერესოა ყოველი ეპოქის ადამიანს ეგონა, რომ აპოკალიფსის საშინელება მას დაატყდებოდა თავს. არსებობს სპეციალური მეცნიერებაც კი _ ესქალოგია., რომელიც არმაგედონს შეისწავლის. სამყაროს აღსასრულის შესახებ თეორიები ძირითადად მოხსენიებულია სხვადასხვა რელიგიურ სისტემები. მათ შორის ქრისტიანულ წერილებშიც. ყველა მათგანს აქვს მსგავსი შტრიხები.

სამყაროს აღსასრული _ წინასწარმეტყვლებები





მაიას ტომის გრძნეული


მაიას ტომის მოსაზრება ამ საკითხზე ისევე, როგორც ზოგაგადად მაიას ტომის ფენომენი ძალიან საინტერესოა. მაიას საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც წარმოუდგენელ ასტროლოდიურ ცოდნას ფლობდა (არავინ იცის საიდან, რადგან ევროპა ამ მხრივ დიდი ხნის განმავლობაში ბევრად უფრო ჩამორჩენილი იყო) თვლიდა, რომ ამ ქვეყნად ადამიანის გაჩენიდან ჩაევლო ოთხ ციკლს, ,,მზეს'' . ამ ხნის განმავლობაში გამოიცვალა ოთხი რასა. რომლებიც ყოველი ციკლის შეცვლას ეწირებოდნენ. და მხოლოდ ადამიანთა პატარა რაოდენობა აგვრძელებდა არსებობას ახალ რასასთან ერთად. ეს მოსაზრება არც თუ ისე მოკლებულია საფუძველს. ბევრი ფიქრობს, რომ კუნძულ (კონტინენტ) ატლანტიდას ჩაძირვა სწორედ ასეთი ციკლის შეცვლის გამო მოხდა. ატლანდას მცხოვრები კი ფლობდნენ სხვადასხვა, დღეისთვის ზებუნებრივად წოდებულ ძალას, გადარჩენილები, ისინი ვინც ახალ რასასთან განაგრძეს ცხოვრება (ანუ ჩვენთან) შეერივნენ მათ. მეცნიერები თვლიან, რომ ის ადამიანები, რომელთაც რაიმე ნიჭი აქვთ, ეს იქნება წინასწარმეტყველება, სხვისი განკურნებს უნარი, საგნების მოძრაობა გონების ძალით, არიან ატლანტიდის მცხოვრებთა შორეული შთამომავლები.
მაიას ტომის აზრით პირველი ციკლი გაგრძელდა 4008 წელი და განადგურებულ იქნა მიწისძვრით. მეორე ციკლი გაგრძელდა 4010 წელი და განადგურებულ იქნა ქარიშხლით. მესამე ციკლი გაგრძელდა 4081 წელი და განადგურებულ იქნა ცეცხლის წვიმით, რომელსაც აფრქვევდნენ იმ დროისთვის მოქმედი ვულკანები. მეოთხე ციკლი გრძელდებოდა 5026 წელი და განადგურებულ იქნა წყალდიდობით (დატბორვით). საინტრეოსოა, რომ ეს ციკლი იყო ჩვენი ციკლის წინამორბედი და მაიას ტომი მის განადგურებას უკავშირებს წყალს ისევე, როგორც ბიბლია ახსენებს, რომ 40 დღე და 40 ღამე განუწყვეტელ წვიმას და დედამიწის დატბორვას. მეხუთე ციკლი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელსაც ,,მზის მოძრაობასაც'' უწოდებენ გაგრძელდება 5126 წელს და მისი ბოლო დღეა 2012 წლის 21 დეკემბერი. მაიას ტომის გრძნეულის აზრით ამ ციკლის შეცვლას მოჰყვება დედამიწის გადაადგილება (დედამიწა უკვე გადაიხარა). კატასტროფა ნახსენები არაა, მაიას ტომი თვლიდა, რომ 21 დეკემბრიდან კაცობრიობა გადავიდოდა განვითაარების ახალ უფორ მაღალ საფეხურზე. მოხდებოდა ცვლილებები. ჩაგვანაცვლებს თუ არა ახალი რასა ამაზე საუბარი არ ყოფილა.

სამყაროს აღსასრული _ წინასწარმეტყვლებები





● ისააკ იუტონი აპოკალიფსის თარიღად _ 2060 წელს ასახელებდა. მან ეს თარიღი საკუთარი გამოთვლების შესაბამისად მიიღო. მისი ხელნაწერი, რომელშიც საუბარია აპოკალიფსზე დღემდე ამერიკაში იკნახება თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით მისი ნახვა აკრძალულია.
● ნოსტრადამუსი უფრო შორს წავიდა და აპოკალიფსის რიცხვად 3797 წელი დაასახელა.
● ეკოლოგების აზრით კი დედამიწას საგანგაშო მდგომარეობა 2050 წელს დაუდგება.


შემოგთავაზებთ საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას წინასწარმეტყველებებს წლების მიხედვით. ამ ქალბატონმა თავის წინასწარმეტყველებებში გამოტოვა 2012 წელი. გვაქვს წინასწარმეტყველებები 2012 _მდე და შემდეგ.


სამყაროს აღსასრული _ წინასწარმეტყვლებები



2014 _ ადამიანთ დიდი ნაწილი იტანჯება კანის კიბოთი. ( ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით კაბის კიბომ 14% _ ით მოიმატა)
2016 _ ევროპა თითქმის ულაცრიელია.
2018 _ ჩინეთი ხდება ახალი ზე სახელმწიფო. განვითარებული ქვეყნები პოზიციებს უთმობენ მას.
2023 _ ცოტათი გადაიხრება დედამიწის ღერძი.
2025 _ ევროპაში ისევ ცოტაა მოსახლეობა.
2028 _ ადამიანები აღმოაჩენენ ენერგიის ახალ წყაროს. გაგზავნიან ხომალდს ვენერაზე. შიმშილი ისევ ვერ დაამარცხეს.
2033 _ პოლარული ყინული თითქმის სულ დადნა.
2043 _ მსოფლიო ეკონმიკამ, როგორც იქნა ამოისუნთქა. იგი აყვავების გზას დაადგა. ევროპას მართავენ მუსლიმები.
2066 _ მუსლიმურ რომზე თავდასხმის დროს შეერთებული შტატები იყენებს ახალი ტიპის იარაღს _ კლიმატურს. იგი იწყევს მკვეთრ აციებას.
2076 _ დაარსდება უკლასო საზოგადოება.
2084 _ ადამიანები დაიწყებენ ბუნების მოვლას. ისინი აღადგენენ მას.
2088 _ გავრცელდება ახალი დაავადება. იწვევს სიკვდილს რამოდენიმე წამში.
2097 _ სწრაფი დაბერება დამარცხებულია.
2100 _ ხელოვნური მზე გაანათებს დედამიწის ბნელ მხარეს.
2111 _ ადამიანები ხდებიან კიბორგები (ცოცხალი რობოტები)
2123 _ იწყება ომი პატარა სახელმწიფოებს შორის. დიდი ქვეყნები არ ერევიან.
2125 _ უნგრეთში მიიღებენ პირველ სიგნალს კოსმოსიდან.
2164 _ ცხოველები განცდიან ევოლუციას. ისინი სულ უფრო გვემსგავსებიან ჩვენ.
2167 _ ახალი რელიგია.
2196 _ა ზიელები და ევროპელები სრულიად შეერივნენ ერთმანეთს.
2201 _ მზე აღარ ათბობს. ცივა!
2221 _ ადამიანს სურ გამოიკვლიოს კოსმოსი და აღმოაჩინოს არამიწიერი სიცოცლე. მას წარმოდგენაც კი არა აქვს რა საშინელებას გადააწყდება. ეს ნამდვილი საშინელებაა. ფრთხილად იყავით!




მეორედ მოსვლაზე საუბრობდა მამა გაბრიელიც. იგი მოუწოდებდა ხალხს არ წასულიყვნენ საქართველოდან. არ მოსცილებოდნენ სამშობლოს. ის თვლიდა, რომ განსაცდელი იმაზე ახლოს იყო ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. იგი ამბობდა, რომ ქართველი ხალხის გამოსაფხიზებლად შემოვიდოდა რკინის ტანკი. რუსთაველი მოირწყებოდა სისხლით და ერს დიდი განსაცდელი ელოდა. თუმცა ღვისმშობელი დაიფარავდა მის წილხვედრ ქვეყანას.

სამყაროს აღსასრული _ წინასწარმეტყვლებები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top