;
3 ივნისი 2012      TeeAkoOoo     38 კომენტარი     ნანახია 9488-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
წითელი ყველაზე თბილი და ასევე მამაკაცების საყვარელი ფერია.უფრო მეტ პირად ასოციაციას იწვევს,ვიდრე დანარჩენი ფერი.აღიარებულია სტიმულის მომცემ ფერად.წითელი არსებითად საინტერესო ფერია და მისი მნიშვნელობა პირდაპირ უკავშირდება ენერგეტიკული დონის აღქმას.წითელი ყურადღებას იპყრობს და ხშირად აქვს დიდი გამოყენება(ადვილად პოულობს ადამიანის თვალი და აქცენტს უკეთებს კონკრეტულ წითელ ელემენტს).ამავდროულად ძალიან რთული ფერია.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
რა ეფექტს ახდენს წითელი ფერი ჩვენზე რეალურად?

● გვავსებს ენთუზიაზმით.

● ასტიმულირებს ენერგიას და შეუძლია გაზარდოს სისხლის წნევა,სუნთქვა და გულისცემის სიხშირე.

● გვამხნევებს და თავდაჯერებულს გვხდის.

● უზრუნველყოფს შიშისგან და შფოთვისგან დაცვის გრძნობას.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
წითელი ფერი მსოფლიოში

● წითელი ბევრ კულტურაში და ენაში ლამაზს ნიშნავს,მათ შორის რუსეთშიც.

● ჩინურ კულტურაში,ფერები სიცოცხლისთვის აუცილებელ 5 ძირითად ელემენტს,მიმართულებებს და წელიწადის 4 სეზონს შეესაბამება.წითელი ასოცირდება ცეცხლთან,სამხრეთთან და ზაფხულთან.

● იაპონიაში,წითელი ფერი მჭიდროდ ასოცირდება რამდენიმე ღვთაებასთან და ბუდისტურ ტრადიციებთან.ასე,რომ ღვთაებების ქანდაკებები ხშირად წითელი ფერით არის მოხატული.

● შვედეთში,წითელი ფერი წარმოადგენს რეზერვს პრივილეგირებული კლასისთვის.

● საბერძნეთში (და სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებში),სააღდგომო კვერცხს ღებავენ წითლად და ბერძნული სიტყვა "piase kokkino"(შეხება წითელთან) ესადაგება იმ მომენტს,როცა ორი ადამიანი ერთმანეთს,ერთი და იმავე დროს ერთი და იგივე რამეს ეუბნება.ითვლება,რომ ასეთი შემთხვევა მომავალში კონფლიქტის ნიშანია.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ

● ჩინეთში წითელი ასოცირდება წარმატებასთან და იღბალთან.

● იამაიკაში,"წითელი" პოპულარული ჟარგონული ტერმინია მათთვის,ვინც ნასვამ მდგომარეობაშია ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა.

● ინდუსებისთვის წითელი განასახიერებს სიხარულს,სიცოცხლეს,ენერგიას და შემოქმედებითობას.

● ისლამ,ინდუს და ჩინელ პატარძალს ტრადიციულად აცვია წითელი ფერის სამოსი.

● ინგლისში,წითელი სატელეფონო ჯიხურები და ორსართულიანი ავტობუსები ეროვნული ხატებია.ბრიტანეთის სტანდარტული საფოსტო ყუთები მოხატულია წითელი ფერით 1874 წლიდან.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
● აცტეკების კულტურაში წითელი დაკავშირებულია სისხლთან.

● ბევრ კულტურაში წითელი ფერის თილისმას სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ატარებდნენ.

● სინგაპურში წითელი ფერი ტრადიციულად სიხარულის სიმბოლოა.

● ჩინელები ახალ წელს წითელ სამოსში აღნიშნავენ და ასევე სახლს რთავენ წითელ ფერებში.წითელ კონვერტებს,რომლებშიც მოთავსებულია "იღბლიანი ფული" აძლევენ მარტოხელა ბავშვებს,რათა წლის ბოლომდე წარმატებები არ მოაკლდეთ ოჯახში.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
● წითელი კათოლიკურ ეკლესიაში წამებულების დღესასწაულის სიმბოლოა.

● ისრაელში ტანსაცმლის 'კანონიერ' მაღაზიებში აკრძალეს წითელი ფერის სამოსის გაყიდვა.ქალებისთვის მხოლოდ ფართო ტანსაცმელს ყიდიან.

● ინდოეთში,წითელი ნიშანი შუბლზე,რომელსაც იღბალი მოაქვს.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
საინტერესო ინფორმაცია წითელი ფერის შესახებ

● წითელი ფერი ცისარტყელას ყველაზე გრძელი რკალია.

● წითელი პირველი ფერია,რომელიც ბინდის დანახვისას მხედველობიდან გამოგრჩებათ.

● ყველაზე გრძელი ტალღა წითელი ფერისაა.

● ფინანსურ არენაზე,წითელი უარყოფითი მიმართულების სიმბოლოა.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
● კომპანია Feng shui რეკომენდაციას იძლევა,რომ კარის შემოსასვლელი თუ იქნება შეღებილი წითლად,მაშინ მეზობლებისგან კარგ შეფასებებს დაიმსახურებთ.

● ფუტკრებს არ შეუძლიათ წითელი ფერის დანახვა,მაგრამ შეუძლიათ დანარჩენი ნათელი ფერების დანახვა.ამიტომაც წითელი ფერის ყვავილები ძირითადად დამტვერილია ჩიტების,პეპლების,ღამურების და ქარის მიერ.

● კოკა-კოლისა და რედ ბულის ბრენდები იდენტიფიცირებულია წითელი ფერით.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ

♪ სიმღერები,რომლებიც დასათაურებულია წითელი ფერით ♪

"Black, Red, Yellow" - Pearl Jam
"Blue Red and Grey" - The Who
"Courtesy of The Red, White And Blue" - Toby Keith
"Flaming Red" - Patty Griffin
"I Saw Red" - Warrant
"Lady in Red" - Chris Deburgh
"Little Red Corvette" - Prince
“Red House” - Jimi Hendrix
"Red, Red Wine" - UB40
"(The Angels Wanna Wear My) Red Shoes" - Elvis Costello
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
წითელი ფერი გარემოში

ლანდშაფტის დიზაინში წითელი ფერი თბილ ფერად მოიხსენიება.მის არსებობას გარემოში ენერგეტიკული ეფექტი აქვს.
წითელი ფერის მცენარეები იპყრობს თვალებს და საუკეთესო არჩევანია ყურადღების მისაქცევად.
წითელი საქებარი ფერია მწვანე ფერის გარემოში.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ

როგორ მოვირგოთ წითელი ფერი და გამოვიყურებოდეთ დიდებულად?
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
წითელი ყველაზე საინტერესო და ლამაზი ფერია.როგორც მამაკაცებს,ასევე ქალებსაც უყვართ ეს ფერი,მაგრამ როცა საქმე ამ ფერის ტანისამოსის ტარებაზე მიდის ისინი შიშს გრძნობენ,რადგანაც ყველას არ აქვს ძალა ატაროს წითელი და დიდი ყურადღების ცენტრში მოექცეს.

რატომაა წითელი საშიში ფერი?
პირველ რიგში იმიტომ,რომ როცა გაცვიათ წითელი ფერის სამოსი 100% -ით დარწმუნებული და სრულყოფილი უნდა იყოთ,თანაც აუცილებლად მოხვდებით ყურადღების ცენტრში.უბრალოდ არ არსებობს გზა იმისა,რომ შეუმჩნეველი დარჩებით.მეორე მიზეზი რის გამოც უმრავლესობა ცდილობს მოერიდოს ამ ფერს-ეს არის კანის პრობლემა(მუწუკები,ხელოვნური ზაგარი,რომელმაც თქვენს კანს ცუდი შედეგი მოუტანა და ა.შ) წითელი ამ პრობლემას ხაზს უსვამს და ადვილად შესამჩნევია.და მესამე მიზეზი ეს არის არასწორი სტილი,რომელსაც შეუძლია სრულიად ავადმყოფური შესახედაობა მოგცეთ.
წინასწარი დასკვნით შეიძლება ითქვას,რომ წითელი ფერის მორგება არც თუ ისე ადვილია.
პირველი,რაზეც ვისაუბრებთ ეს რჩევაა,რომლის მიხედვითაც შეუხამებთ წითელს თქვენი კანის ფერს და მთლიანად ვიზუალს.აქ არის რამდენიმე რჩევა:

ქალი მსუბუქი ქერა თმით და ცისფერი,ნაცრისფერი ან მწვანე თვალებით უმჯობესია თუ მოირგებს ღია ფერის წითელს ცისფერი დეტალებით.შეეცადეთ თავი აარიდოთ ნარინჯისფერ ტონალობას.

● ქალებმა მუქი ყავისფერი ან შავი თმით,მუქი თვალებით და მუქი ფერის კანით უმჯობესია თავი აარიდონ მუქი და ძლიერი წითელი ფერის ტანისამოსის ჩაცმას და ძირითადად წითელის ღია ტონს მიანიჭოს უპირატესობა.ამ შემთხვევაშიც არანაირად არ ღირს ნარინჯისფერი დეტალების შემატება ლუქისთვის,

ჟღალთმიანებმა თვალის ნებისმიერი ფერით და ოქროსფერი კანით უნდა აირჩიონ ნარინჯისფერი-წითელი და თავი შეიკავონ ლურჯი ფერის დეტალებისგან.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
ფერმკრთალი ქერები და ქალები მონაცრისფერო თმით საუკეთესოდ გამოიყურებიან იისფერ-წითელ ფერში და ლურჯით ‘დაფუძნებულ’ წითელ ფერში.ნარინჯისფერი ჩრდილები აქაც არ გამოდგება.

ქალებმა მუქი ყავისფერი ან შავი თმით და ცისფერი,მწვანე ან ნაცრისფერი თვალებით შესაძლებელია მოირგონ ყველაზე მყვირალა წითელიც კი და გამოიყურებოდნენ იდეალურად.

● მათ,ვისაც მუქი ქერა ან ყავისფერი თმა და რბილი ტონალობის თვალები აქვს,მაშინ მას ძალიან მოუხდება ნაზი და მშვიდი წითელი ფერის ტანისამოსი.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ

როგორ მოვირგოთ წითელი?
წითელი და თეთრი,როგორც წითელი და შავი ბრწყინვალე კომბინაციაშია ერთმანეთთან.მაგრამ მათი მორგებით ვერავის გააკვირვებთ,რადგანაც ყველაზე გავრცელებული ფერთა კომბინაციებია.თუმცა შეგიძლიათ აურიოთ სამივე ფერი და გამოიყურებოდეთ გლამურულად.

თუ გინდა შექმნა საინტერესო ლუქი,მაშინ კარგი იქნება თუ გამოიყენებ სხვადასხვა ტონის წითელს.შეუთავსეთ პომიდორის ფერს,ფუქსიას,იისფერს,მარჯნისფერს და ა.შ.

●სცადეთ მიიღოთ უფრო გაბედული კომბინაციები,როგორიცაა წითელი და ლურჯი,წითელი და კრემისფერი,ექსპერიმენტი მწვანე ჩრდილებით.

წითელი ფერის პრინტით შემკული ტანსაცმელი დიდებულია.გარდა ამისა, არ არის აგრესიული და არ იპყრობს ძალიან დიდ ყურადღებას.სცადეთ წითელი პოლკა წერტილებიანი ბლუზის მორგება ან ყვავილოვანი პრინტით გაფორმებული მაისურის ჩაცმა.

თუ არ ხართ მზად გაბედული და კაშკაშა წითელი ფერის ტანისამოსის ჩასაცმელად,მაშინ თქვენი ლუქი უბრალოდ წითელი ფერის აქსესუარებით გააფორმეთ.ამ ფერის კაშნე,ფეხსაცმელი ან კლატჩი საკმარისი იქნება ლუქის შესავსებად.ასევე შეგიძლია სცადო და წითელი ფერის ტუჩსაცხი გამოიყენო.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
სად უნდა ჩავიცვათ წითელი ფერის სამოსი?
წითელი ლამაზი ფერია,მაგრამ მისი ჩაცმა ყველგან არ არის შესაძლებელი.შესანიშნავია პაემანის დროს(არა პირველი პაემანის,რა თქმა უნდა!),მეგობრებთან სეირნობის დროს,განსაკუთებული შემთხვევების დროს,მაგრამ ფრთხილად იყავი სამსახურში წითელი ფერის გამოყენებასთან.
უმჯობესი იქნება თუ წითელ ფერს უბრალო დეტალებში გამოიყენებ. მაგალითად წითელი ფერის შარფი მოირგე მაშინ თუ გრძნობ,რომ ოფისის ლუქი მოსაწყენია.ასევე ფანტასტიურია წითელი კაბა ან ბლეიზერი.
ყველაფერი წითელი ფერის შესახებ
სტატიის დასაწყისშივე აღინიშნა,რომ წითელი რთული ფერია,მაგრამ ყოველთვის იძლევა გაკრვეულ თავისუფლების გრძნობას,ნდობას და სექსუალურ მიმზიდველობას,რომლის წარმოქმნაც არცერთ დანარჩენ ფერს არ შეუძლია.ასე,რომ თუ ხართ მზად მოირგოთ წითელი ფერი ყველანაირი საზღვარის გარეშე,მაშინ წარმატებას გისურვებთ!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

38


  • t.tamta1 თქვა:
    27 ივნისი 2012 00:55 - ID: 38,
    ეს ფერი მაGიზიანებს

  • desuuuu...., თქვა:
    6 ივნისი 2012 00:43 - ID: 37,
    love წითელი ჩემი საყვარელი ფერიაა love

  • -Diana- თქვა:
    5 ივნისი 2012 00:50 - ID: 36,
    - უაზროდ მიყვარს ეს ფერი
    ძაან საინტერესო ნიუსია

  • wikitawikita თქვა:
    5 ივნისი 2012 00:33 - ID: 35,
    მიყვარს წითელი ფერი love ძალიან მომეწონა ეს ნიუსი love მადლობა ესეთი საინტერესო რაღაცეები რო გვითხარიი love

  • gretta თქვა:
    4 ივნისი 2012 21:18 - ID: 34,
    წითელი ჩემი ფერია და მზად ვარ რომ მოვირგი ყველანაირი საზღვრის გარეშე bully

  • takcho თქვა:
    4 ივნისი 2012 19:09 - ID: 33,
    მიყვარს ეს ფერი

  • Gvantsaa16 თქვა:
    4 ივნისი 2012 18:08 - ID: 32,
    ME MIYVARS WITELI : ))

  • ბაჭია♥ თქვა:
    4 ივნისი 2012 16:20 - ID: 31,
    ვერ ვიტანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

  • Annka თქვა:
    4 ივნისი 2012 16:13 - ID: 30,
    მიყვარს love love love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    4 ივნისი 2012 13:14 - ID: 29,
    წითელი მიყვარს მაგრამ ყველა წითელი ფერი არა fellow
    წითელი და ლურჯი მომწონს request

  • mufc თქვა:
    4 ივნისი 2012 13:03 - ID: 28,
    კარგიიია am წითელი

  • barjakuzu თქვა:
    4 ივნისი 2012 11:34 - ID: 27,
    მიყვარს და მიხდება კიდეც love

  • zuzi თქვა:
    4 ივნისი 2012 10:47 - ID: 26,
    dzalian magari newsia dzalian saintereso love kidev gaaketet ra msgavs temazee winked

  • kristi_ თქვა:
    4 ივნისი 2012 01:08 - ID: 25,
    ისე თუ დაუკვირდით ქრისტიანული რელიგიის გარდა წითელი ყველგან კარგის ნიშანია გარდა აცტეკებთან. მე ვარ ღია წაბლისფერთმიანი ყავისფერი თვალებით და მე არ ჩავიცვა წითელი საერთოდ თუ?? :D
    კარგი ნიუსია აშკარად გიმუშავია და გიფასებ winked

  • elene თქვა:
    4 ივნისი 2012 00:39 - ID: 24,
    წითელი, შავი და მწვანეე ჩემი საყვარელი ფერებიააა.....

  • Mari Glonti თქვა:
    4 ივნისი 2012 00:36 - ID: 23,
    ადრე მიყვარდა წითელი ფერი ერთი პერიოდი ვერ ვიტანდი ახლა ისევ მიყვარს თან ტენდენციურია love კარგი ნიუსია ძალიან საინტერესო

  • TeeAkoOoo თქვა:
    3 ივნისი 2012 23:44 - ID: 22,
    Ancho.,
    მე სიახლეების დადება მომენატრა და დღეიდან ვიწყებ! :) love

  • FAME თქვა:
    3 ივნისი 2012 23:30 - ID: 21,
    მაგარი ნიუსიაააააააააა

  • love like you თქვა:
    3 ივნისი 2012 23:22 - ID: 20,
    წითელი უხდება მუქ თმიანს ქერას ნაკლებად ეს აღიარებული ფაქტია fellow

  • keetaa თქვა:
    3 ივნისი 2012 23:17 - ID: 19,
    ჩემი საყვარელი ფერია წითელი

« 1 2 »



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top