;

4 June 2012      Trouble_Maker     Views 6095    
Category: Fun, Interesting

ჰომოფობია-ვიწრო გაგებით ტერმინი
აღნიშნავს უსაფუძვლო/უკონტროლო უარყოფით ემოციებს (შიში, გაღიზიანება, ზიზღი
და ა.შ
) და დისკრიმინაციას ჰომოსექსუალების და ერთი სქესის წარმოამდგენლების
კონტაქტის მიმართ. გარკვეულ წილად მიჩნეულია დაავადებად თუმცა ოფიციალურად არ შედის
ფსიქიკური დაავადებების რიცხვში.

სიტყვა ამ გაგებით ჩამოყალიბდა 1980იანი წლების შემდეგ, მანამდე
☉ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „ჰომოფობია“ გამოხატავდა „მამაკაცის შიში ან ზიზღი მამარობითი სქესის.“
☉ფსიქიატრიაში სიტყვა აღიქმებოდა როგორც მონოტონურობის, ერთფეროვნების შიში.


შემდგომში ტერმინმა უკვე მიიღო დღევანდელი მნიშვნელობა
ტერმინმა ჰომოფპბია ჩაანაცვლა მანამდე იშვიათად გამოყენებადი „ჰომოსექსოფობია“.
☉ ჯორჯ ვეინბერგი 1972 წელს ასე განსაზღვარს ჰომოფობიას: „ჰომოსექსუალებთან კონტაქტის შიში, ხოლო თუ საუბარი მიდის ჰომოსექსუალებზე მათთვის ეს არის საკუთარი თავის მიმართ ზიზღი.“
☉მოგვიანებით , 1980 წელს , ჰადსონი და რიკკეტსი აფართოვებენ ტერმინს აღსანიშნავად „საფრთხის შეგრძნება, სიბრაზე, დისკომფორტი, ზიზღი და შიში რომელიც შეიძლება იგრძნოს ჰეტეროსექსუალმა ლესბოსელების და გეების ურთიერთობაში.“
☉ პირველად ჰომოფობია დღევანდელი გაგებით თაიმსში დაიბეჭდა


ჰომოფობია/Homophobia

ამასთან აღსანიშნავია რომ ჰომოფობია განსხვავდება უბრალოდ უარყოფითი დამოკდიებულებისგან ჰომოსექსუალების მიმართ. უარყოფითი დამოკიდებულება ულისხმობს პრინიცპულ/რელიგიურ/სოციალურ დაპირისპირებას მათი ცხოვრების წესთან და არჩევანთან. ჰოომოფობია კი უნდა განვიხილოთ როგორც ინდივის მიმართ/ინდივიდთან ურთიერთობისას გამოწვეული ზემოთ აღნიშნული გრძნობები, რაც არანაირ კავშირში არაა ზოგადად ჰომოსექსუალების როლთან კულტურასა და საზოგადოებაში.

საზოგადოების დამოკიდებულება ჰომოფობიის მიმართ ორ ნაწილად შეიძება დავყოთ. ერთ ნაწილს თვითონაც მსგავსი დამოკდიებულება გააჩნია, მართალია არც ასეთი მწვავე თუმცა ისინი არ აკრიტიკებენ ჰომოფობიას და საჭიროების შემთხვევაში აქტიურ აგიტაციას ეწევიან.მეორე ნაწილი კი აქტიურად ებრძვის ჰომოფობიას რადგან თვლის რომ სიყვარულის უფლება ყველას აქვს ან უბრალოდ არ ისამოვნებს საზოგადოების ასეთი არაცივილიზებული ქცევები. ასე თუ ისე ჰომოფბიას მომხრეებიც მრავლად ყავს და მოწინააღმდეგეებიც.

მთავარი „ფესვები“ ჰომოფობიის ჯერ კიდევ კვლევის საგანის თუმცა ყველაზე ხშირი შემთხვევა ესაა ჰომოფების მხრიდან „მცდელობა აირიდონ ეჭვები ჰომოსექსუალური გადახრების შესახებ.“

ჰომოფობია/Homophobia

არანაკლებ გავრცელებულია ინტერნალიზებული ჰომოფობია ანუ ჰომოსექსუალის შიში საკუტარი ორიენტაციის მიმართ და ადამიანის შიში რომ შეიძლება აღმოაჩნდეს ჰომოსექსუალური „გადხრები“. ამ შემთხვევაში ზოგიერთი გეები/ლესბოსელები/ბისექსუალები ახშობენ საკუთარ თავში ჰომოსექსუალურ სურვილებს და უარყოფენ ორიენტაციას, სხვები კი ამას არ აკეთებენ თუმცა ზამაგიეროდ იმყოფებიან მუდმივ წნეხში უარყოფითი ემოციების-დანაშაულის გრძნობა, საფრთხის შეგრძნება, სინდისის ქენჯნა.

ამ შემთხვევაში არაკორექტულია ასეთ ადამიანებს ლატენტური ჰომოსექსუალები ვუწუდოთ რადგანც ადამიანი არის ისეთი როგორც სურს, ხოლო ადამს ჰომოსექსუალობა არ უნდა.
ეს შემთხვევა დაავადებად ითვლება რადგან თავისთავად იწვევს უამრავ ფსიქიკურ დაავადებას, კომპლექსებს, დეპრესიას, სუიციდისკენ მიდრეკილებას.

ჰომოსექსუალორბის გავრცელება/პროპაგანდა ითვლება კანონდარღვევად როგორც ცალკეულ ქვეყნებში სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებები კონსტიტუციაშია შეტანილი, ასევე კანონის გარეთად ჩინოვვნიკების გადაწყვეტილებით რომლებიც იცავენ ჰომოსექსუალებს.

ასე მაგალითად რუსეთში, 2003 წლიდან მოქმედებს კანონი რომლის მიხედვით ჰომოსექსუალები ითვლებიან ფსიქიკურად დაავადებულებად და მათი მიღება ჯარში აკრძალულია. რახან რუსეთს შევეხეთ აღსანიშნავია რომ სოციალური გამოკითხვების შედეგად 43% მოსახლეობის თავს ჰომოფობად თვლის და ნეგატიური დამოკდებულება აქვს ერთი სქესის წარმოამდგენლების კონტაქტთან.

ჰომოფობია/Homophobia
ჰომოფობია კინოში

ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური პროგრამები ჰომოფობიის პროფილაქტიკის სადაც გამოიყენებენ სიებს სადაც წარმოდგენილები არიან კინოსა და შოუ-ბიზნესში მოღვაზე LGBT საზოგადოების წარმოამდგენლები.

LGBT საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება მოყვა ფილმ „ძირითად ინსტინქტს“ რომელიც რეჟისორმა პოლ ვერხოვენმა გადაიღო. საზოგადოების წარმომადგენლებმა ჩათვალეს რომ მთავარი პერსონაჟი კეტრინ ტრამელი, მწერალი-ბისექსუალი
არასწორად და ცუდი მხრით წარმოაჩენდა მათ ინტერესებს და ფილმის შემქმნელები დაადანაშაულეს ჰომოფობიაში.


ჰომოფობია მუსიკაში


ემინემს ადანაშაულებდნენ ჰომოფობიაში სიმღერების უხეში ტექსტების გამო. ამის მიუხედავად ელტონ ჯონმა 2001 წელს გრემიზე მასთან ერთად გამოვიდა სცენაზე რითაც შოკი გამოიწვია ორგანიზაციაში Gay and Lesbian Alliance Against Defamation, რომლებმაც ერთი წლით ადრე ელტონს ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის გადასცეს ჯილდო.
გლორია გეინორის სიმღერა «I Will Survive» დისკო სტილში რომელიც დღემდე არ კარგავს პოპულარობას პირველ გეი-ჰიმნად ითვლებოდა.


ჰომოფობიის შედეგები

საქმე იმაშია რომ რამოდენიმე ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად ეწევიან ღია, დაუფარავ პროპაგანდას ჰომოფობიის და მოუწოდებენ სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციიისკენ. ჰომოფობიის პროპაგანდა როგორც საზოგადო-პოლიტიკური მოვლენა იწვევს კონკრეტულ ნეგატიურ გამოვლენას საზოგადეობაში რომლის წინააღმდეგაც ის მიმართულია. ყველაზე ელემენტარული/გავრცელებული შედეგები: ალკოჰოლის მოხმარა, ნარკოტიკები, დეპრესია, სუიციდის მცდელობები, დაბალი სოციალური აქტივობა, საზოგადოების შიში, ჩაკეტილობა, კომპლექსები და ა.შ.


ვიდეო, რომელშიც youtube-ის ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ ისტორიას ყვება უკვე 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. შეინისა და მისი მეგობარი ბიჭის ისტორია რომლის გასვენებაზეც შეინი 6 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ საყვარელ ადამიანთან გამოსამშვიდობებლად არ მიუშვეს ჰომოფობმა მშობლებმა და მეტიც, მოკვლით დაემუქრეს.




Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top