;
6 ივნისი 2012      TT.West ♥     63 კომენტარი     ნანახია 12145-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

დაქორწინებული წყვილი საღამოს სახლიდან გავიდა და ახალგაზრდა ძიძას დაურეკეს, რომ ერთი საღამო მისი შვილებისთვის მიეხედა. როდესაც ძიძა მივიდა მათთან სახლში, მშობლებმა გააფრთხილეს, რომ ისინი გვიან არ დაბრუნდებოდნენ, ბავშვებსაც უკვე ეძინათ და თინეიჯერი გოგონა არავის შეუწუხებია. ის მეცადინეობდა და თან შეყვარებულის ზარს ელოდებოდა, ცოტა ხანში მას ტელეფონმა დაურეკა. გოგონამ ზარს უპასუხა, მაგრამ ტელეფონში ხმას არავინ იღებდა, გოგონამ ტელეფონი გათიშა. რამოდენიმე წუთში ზარი განმეორდა, ძიძამ უპასუხა, ტელეფონში ვიღაც უცნობი კაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა : "შეამოწმე ბავშვები როგორ არიან?" .
საშიში ისტორია

თავიდან გოგონას ეს კაცი ბავშვების მამა ეგონა, კაცს დიდი ხანი ხმა არ ამოუღა, რის გამოც გოგონამ მას იგნორი გაუკეთა და აღარაფერი უპასუხა, ტელეფონი გათიშა. მაგრამ უცნობმა კიდევ დარეკა და იგივე კითხვა გაუმეორა გოგონას, როდესაც ძიძამ ჰკითხა მისი ვინაობა, ტელეფონი უეცრად გაითიშა.
გოგონამ გადაწყვიტა რომ დაერეკა იმ რესტორანში, სადაც ბავშვების მშობლები იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცა, მაგრამ რესტორანიდან უთხრეს, რომ მისტერ მარფმა და მისმა მეუღლემ რესტორანი 45 წუთის წინ დატოვეს.
საშიში ისტორია

გოგონა ძალიან შეშინდა და ახლა პოლიციაში დარეკა, მაგრამ პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ოინი იყო. გოგონას ტელეფონმა კიდევ დარეკა, ისევ იმ მამაკაცის ხმა გაისმა, მან ჰკითხა " რატომ არ ნახე ბავშვები როგორ მდგომარეობაში არიან?" , გოგონამ ჰკითხა თუ ვინ იყო, მაგრამ უცნობმა ტელეფონი ისევ გათიშა.
საშიში ისტორია

ახლა ძიძამ 911-ზე დარეკა, დახმარება ითხოვა, რადგან ძალიან შეშინებული იყო და ეგონა რომ უცნობი მას უყურებდა. გოგონას გამოართვეს მისი მისამართი და სახელი და უთხრეს რომ თუ ზარები კიდევ განმეორდებოდა სასწრაფო დახმარება მასთან გაჩნდებოდა.
თინეიჯერ გოგონას ძალიან უნდოდა გაეგო თუ ვინ იყო უცნობი, შუქები აანთო და გარეთ გავიდა, მაგრამ ზარი ისევ განმეორდა.
უცნობი - რატომ აანთე შუქი?
გოგონა - ახლა მხედავ?
უცნობი - რასაკვირველია.
გოგონა - ვკანკალებ, ძალიან მეშინია, ეს გინდოდა?
უცნობი - არა! მე შენი სისხლი მინდა.

საშიში ისტორია

გოგონას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, რამოდენიმე წამში კი ტელეფონმა ისევ დარეკა, გოგონამ ყვირილით უპასუხა და სთხოვა რომ აღარ დაერეკა, მაგრამ ეს სასწრაფო დახმარება იყო, მათ მოისმინეს საუბარი და შეატყობინეს ძიძას, რომ ზარი გვერდითა ოთახიდან იყო და სთხოვეს რომ სახლიდან სასწრაფოდ გამოსულიყო.
საშიში ისტორია

გოგონა ტირილით გამოვარდა ოთახიდან და ცილობდა კარის გაღებას, უეცრად გაიღო ის კარი, რომელსაც ზემოდან კიბეები ჰქონდა. შუქი აინთო და გამოჩნდა ბავშვების საძინებელი და მამაკაცის გამოსახულება. გოგონა როგორღაც ხსნის ურდულს და გარბის გარეთ, სადაც მას პოლიციელი ხვდება ხელკეტით ხელში. ნელ-ნელა კიბეებზე სისხლით მოსვრილი უცნობი ჩამოდის, რომელმაც ორივე ბავშვი მოკლა...

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

63


  • LOL :D თქვა:
    16 ივლისი 2013 18:04 - ID: 63,
    ეეე ესეც ვიცი @@@@

  • vatoaxo თქვა:
    27 აპრილი 2013 15:20 - ID: 62,
    ვიცი ეს ისტორია angry

  • Niinutsa თქვა:
    5 სექტემბერი 2012 16:56 - ID: 61,
    ro wert ro bavshvebis otaxshi asuliyoo tkven tviton tu gabedavdit mag dros ik asvlas?! amaze kinoocaa gadagebuli "When a stranger calls"

  • VAMPIRE DIARIES თქვა:
    8 ივნისი 2012 16:15 - ID: 60,
    აა უნდა შემშინებოდაა :D:D

  • ShOoKi თქვა:
    8 ივნისი 2012 13:56 - ID: 59,
    ამდენ ლაპარაკს ბავშვებთან შეეხედა :დდდდდდ

  • MissingPerson თქვა:
    8 ივნისი 2012 00:04 - ID: 58,
    აუ ეს კინო არის .. ზუსტად ესეტი .. მარა ეგრე არ მტავრდება .. ჯერ ის გოგო ადის ბავშვებტან და მერე გარბიან და ეგ ვიგაც კაცი იჭერს და მერე მოდის მილიცია .. და ბოლოს ეგ გოგო ფსიქიატრიულ კლინიკაშია

  • darkangel თქვა:
    7 ივნისი 2012 14:15 - ID: 57,
    დებილობაა

  • mariShka ♥ თქვა:
    7 ივნისი 2012 11:26 - ID: 56,
    აქეთ იქით რეკვას ბავშვები ენახა ჯობდა wink

  • tatushka თქვა:
    6 ივნისი 2012 22:27 - ID: 55,
    რაღაც დასარული იდიოტობა იყო, უფრო საშიშს მოველოდი smile

  • TT.West ♥ თქვა:
    6 ივნისი 2012 21:45 - ID: 54,
    დიდი მადლობა ყველას ბავშვებო love
    ეს ჩემი დაწერილი რათმქუანდა არაა, ინტერნეტში
    ვნახე და უბრალდო გადმოვთარგმნე..
    არ ვიცოდი სიმართლე რომ გითხრათ ფილმიც თუ
    იყო გადაღებული.. feel

  • jemi თქვა:
    6 ივნისი 2012 20:28 - ID: 53,
    lady_tamo
    Melakoo

    es aris legenda da amaze aris gadaxebuli pilmi when a stranger calls

  • Melakoo თქვა:
    6 ივნისი 2012 20:16 - ID: 52,
    უფრო მეტი განვითარება მოვლენების უკეთესი იქნებოდა,მოვინდომე მე ეხლა ფილმი wink ისე ძალიან ბანალურია უკვე ესეთი ისტორიები...ნიუსი კარგი იყო winked

  • Amber Rose თქვა:
    6 ივნისი 2012 20:12 - ID: 51,
    ოოოოო როგორ მიყვარს მისტიური ისტორიები :: )

  • Mother თქვა:
    6 ივნისი 2012 20:02 - ID: 50,
    კიდე დადეთ რა მევასება საშინელებები wink

  • kristi_ თქვა:
    6 ივნისი 2012 19:09 - ID: 49,
    ვიცი მეც ეს ისტორია ოღონდ ცოტა სხვანაირი. კარგი ნიუსი love

  • ReaL-gvaNca თქვა:
    6 ივნისი 2012 18:01 - ID: 48,
    კარგია ესეთი ისტორიები მაგრამ არაა ეს საშიშიი

  • krist...star თქვა:
    6 ივნისი 2012 17:55 - ID: 47,
    ვიცოდიი, ოღონდ ის უფრო საშიშად, გარკვეულად და დამაინტრიგებლად იყო დაწერილი, შინაარსი რაღაც საინტერესოსავითაა , მაგრამ სხვანაირად უნდოდა დაწერა

  • 4est თქვა:
    6 ივნისი 2012 17:41 - ID: 46,
    ზუსტად ამ ფილმის შინაარსია when a stranger calls ფინალი აქვს ცოტა განსხვავებული tongue

  • Mari Glonti თქვა:
    6 ივნისი 2012 17:21 - ID: 45,
    ბანალური მაგრამ მაინც დამაინტრიგებელი და საინტერესო იყო?
    რაიმე მოტხრობაა ფილმი თუ სენი დაწერილია ავტორო?

  • Mari.♫ თქვა:
    6 ივნისი 2012 17:12 - ID: 44,
    Nii♥,
    აღარ ვიცი რა) უაზრობა

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top