;

4 June 2012      FAME     Views 11226    
Category: Fun, Interesting

სენეგალში (აფრიკა) მდებარეობს ვარდისფერი შეფერილობის ტბა. იგი ბუნების ნამდვილ სასწაულად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მეცნიერებმა შეძლეს ამ სასწაულის წარმოშობის მიზეზის ახსნა. ტბა ძალიან მლაშეა. მარილის ასეთი მაღალი კონცენტრაცია კი მხოლოდ ერთი სახეობის მიკრო ორგანიზმს აძლევს საშუალებას იცოცხლოს ტბაში, სწორედ ეს მიკრო ორგანიზმი ანიჭებს ტბას ღია ვარდისფერ შეფერილობას.
ადგილობრივი სოფლების მკვიდრთა შემოსავალი თითქმის მთლიანად ტბას უკავშირდება. ისინი ვაჭრობენ ტბის ფსკერიდან მოპოვებული სუფთა მარილით, რომელიც თავად ამოაქვთ და ათავსებენ ნავებზე. შრომა მძიმეა, სამაგიეროდ, მარილიც ძვირად ფასობს.
ვარდისფერი ტბა სენეგალში



ნავებითაა გარშემორტყმული ვარდისფერი ტბის ორ კილომეტრიანი ნაპირი. ვარდისფეერი ტბის ან როგორც მას სენეგალის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი ვოლფი უწოდებს _ რეტბა.

ვარდისფერი ტბა სენეგალში

ვარდისფერი ტბა სენეგალში

ეს ტბა ოდესღაც წარმოადგენდა ლაგუნას. თუმცა ატლანტის ოკეანის მიერ მოტანილმა ქვიშამ თანდათან ამოავსო ტბაისა და ოკეანეს დამაკავშირებელი სრუტე და ლაგუნა გადაიქცა ტბად. დიდი ხნის განმავლობაში რეტბა იყო არაფრით გამორჩეული მლაშე ტბა, თუმცა გასული საუკუნის 70 _იან წლებში როდესაც სენეგალს თავს დაატყდა საშინელი გვალვები წყლის დონე ტბაში შემცირდა და მარილიც , რომელიც მის ფსკერზე იყო გამოსაყენებლ;ად ვარგისი აღმოჩნდა.
სულ რაღაც ოცი წლის წინ ტბაში წყლის დონე ისეთი უმნიშვნელო იყო, რომ ადამიანს შეეძლო მასში მოთავსებულ მარილზე გავლა. თუმცა მოსახლეობამ, რომელიც ფსკერიდან მარილს მოიპოვებდა მთელი სამი მეტრით გააღრმავა ტბის ფსკერი. ამის გამო ტბიდან მარილის მამა-პაპური წესით მოპოვება შეუძლებელი გახდება და სენეგალის მტავრობას მოუწევს იფიქროს, როგრ აღჭურვოს მარილის მომპოვებელი და მისით მოვაჭრე მოსახლეობა საიმისოდ, რომ მათ შეძლონ დიდ სიღრმეებზე ჩაყვინთვა.
ვარდისფერი ტბა სენეგალში




რეტბაში მარილის რაოდენობა იმაზე ბევრად მეტია ვიდრე მკვდარ ზღვაში. 380 გრამი ერთ ლიტრ წყალზე. ამიტომ შეუძლებელია ტბაში ჩიაძირო.

ვარდისფერი ტბა სენეგალში


მარილის ასეთი კონცენტრაცია ადამიანის კანზე ისეთ ჭრილობებს წარმოქმნის, რომ მათ შეხორცებას თვეები სჭირდება. ამიტომაც სანამ ნავში ჩასხდებიან და ტბაში ჩაყვინთავენ ადგილობრივები სხეულს იზელენ სპეციალური ზეთით, რომელსაც ინდიმური ხის ნაყოფისგან ამზადებენ. ყველაფერთან ერთად ზეთი მათ კანს მბზინვარებას ანიჭებს.


ვარდისფერი ტბა სენეგალში

ვარდისფერი ტბა სენეგალში

ვარდისფერი ტბა სენეგალში

ვარდისფერი ტბა სენეგალში

ვარდისფერი ტბა სენეგალში

ვარდისფერი ტბა სენეგალში


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top