;
4 ივნისი 2012      nini.     38 კომენტარი     ნანახია 6410-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Sara Bareilles - Gravity


თუ კი ოცნებები ქრება...იბრძოლე !

თენდება.იღვიძებ.სამუშაო.სახლი.ძილი...ისევ თენდება.იღვიძებ... რატომღაც ხშირად ჩვენ–ადამიანებს გვგონია, რომ ეს ყველაფერი საკმარისია რათა იცხოვრო. ნუთუ ამქვეყნად არსებობს ისეთი რამ, რაც საკმარისია. რაც მუდამ გვაკმაყოფილებს.

ყოველთვის ვცდილობთ ვარსკვლავებთან მიახლოებას
თუმცა კი ვერასდროს ვტოვებთ ამქვეყნიურ ცხოვრებას.
ხშირად ვოცნებობთ, ვისახავთ გეგმებს
მაგრამ შედეგს კი ვერ ვაღწევთ დღემდე !
მიზეზებს ჩვენ მუდამ ვაწერთ სხვის სახელს
და არ ვადანაშაულებთ საკუთარ თავებს !


ნუთუ ჩვენთვის ასეთი რთულია აღიარება. აღიარება იმის, რომ რაღაც შეგვეშალა...მაგრამ არა...ჩვენ ხომ შეგვიძლია თავი მოვიტყუოთ და განვაგრძოთ ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ყოველთვის სუფთა ვართ. სასაცილოა...!


იქნებ ღირდეს უბრალოდ, სულ ცოტა ხნით მოვწყდეთ ჩვენს სხეულებს. მოვაშოროთ ჩვენი სული მას. იქნებ მაშინ მაინც დავინახოთ თუ რამდენად უსუსურები ვართ. იმდენად ამპარტავნები და ამაყები, რომ ვერასდროს შევძლებთ წინ სხლას. ოცნებებიც კი ვერ ავისრულეთ...გაინტერესებს რატომ?


იმიტომ, რომ პირველი დაბრკოლებისთანავე უკან დავიხიეთ...არ ვიბრძოლეთ, არ დავიცავით... დიახ, ოცნებებსაც დაცვა და მოვლა სჭირდებათ, რათა არ გაუფასურდნენ... ეს ასე ადვილი ხომ არ არის. ნათქვამია : ,,რაც უფრო მეტი ბრძოლა გიწევს გამარჯვების მისაღწევად, მით უფრო საამოა შედეგი“. იქნებ ეს მართლაც ასეა..თუ კი ყველაფერი ადვილად მოგვეცემა ექნება მას ფასი? ან კი იქნება ჩვენთვის ღირებული? მას აღარ დავაფასებთ, რადგან ჩვენ არც ენერგია დაგვიხარჯავს მის მოსაპოვებლად და არც ჩვენი სულის ნაწილი ჩაგვიდია მასში... ან იქნებ თავიდანვე გვეგონა, რომ ჩანაფიქრი აუცილებლად აგვისრულდებოდა და სწორედ ასეთმა თავდაჯერებულობამ აგვაცდინა სწორ გზას...


უამრავი მიზეზის დასახელება შეგვიძლია, მაგრამ რომელი მათგანი შეცვლის შედეგს? ნუთუ რომელიმე დაგვიბრუნებს იმას, რაც უკვე დავკარგეთ, რაც დიდი ხანია ჩვენ აღარ გვეკუთვნის... იმ დროს ვეღარ დავაბრუნებთ. თუმცა შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ. კვლავ ვისწავლოთ ოცნება, სწორი მიმართულებით სვლა და აქამდე დაშვებული შეცდომების გამოსწორება...


ყველაფერს ვაუფასურებთ, ნაჩუქარ სამყაროს (ცხოვრებას) ვანადგურებთ. ჩვენს ირგვლივ ვსპობთ ყველაფერს, ერთმანეთსაც კი...უწინ წინაპრები მუდამ ცდილობდნენ რაიმე ღირებული დაეტოვებინათ ჩვენთვის. დღეს მხოლოდ საკუთარი მომავალი გვაფიქრებს. იქნებ ვცდები? ნეტავ ასე იყოს... იქნებ შენ, სწორედ შენ გაფიქრებს დღევანდელი ცხოვრება ! თუკი მას შეიძლება ცხოვრება ვუწოდოთ...შეიძლება ასეც არის. ფიქრობ, შენს გულში სევდა ისადგურებს, მაგრამ რას აკეთებ ამის გამოსასწორებლად? ან მე, ვაკეთებ კი რამეს?


ცრემლები რომ გვეხმარებოდნენ მსოფლიოს გადარჩენაში ალბათ ჩვენ ორნი საკმარისნი ვიქნებოდით, რათა ის შეცვლილიყო, მაგრამ... სჯობს ვირძოლოთ, გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები, სხვებს დავეხმაროთ მათ დანახვაში და უკეთესი ცხოვრების შექმნაში.


მაშინ ხომ ჩვენც უკეთესები გავხდებით. უფრო ბედნიერები ვიდრე დღეს. მაშინ კი დაისადგურებს სინათლე და დაგვანახებს იმ გზას, რომელიც ჩვენივე ოცნებებისაკენ წაგვიყვანს. აღარ იქნება ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსი. დავინახავთ იმ სილამაზეს, რომელიც მუდამ ჩვენს გარშემო იყო და ვერც კი ვამჩნევდით, ვერ ვტკბებოდით მისით...


აი თენდება კიდეც. ვიღვიძებ.ცხოვრებით ვტკბები, ყოველი წამით...ის ხომ ასეთი მშვენიერია...
ავტორი: ნინო მკალავიშვილი


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

38


  • nini. თქვა:
    6 ივნისი 2012 20:23 - ID: 38,
    ta-ta,
    მადლობ feel

  • Mother თქვა:
    6 ივნისი 2012 20:09 - ID: 37,
    love

  • ta-ta თქვა:
    6 ივნისი 2012 19:40 - ID: 36,
    nini.,
    ყოჩაღ მართლა

  • nini. თქვა:
    6 ივნისი 2012 16:11 - ID: 35,
    ყველას ძალიან დიდიი მადლობაააა :*

    ციტატა: mari gogoladze
    chem cxovrebaze davfiqrdi <3

    ძალიან მიხარია, რადგან ამ სტატიის მიზანიც ეს იყო )

  • FuCk Off. თქვა:
    6 ივნისი 2012 13:53 - ID: 34,
    aNn_♥_memi,
    აი თენდება კიდეც. ვიღვიძებ.ცხოვრებით ვტკბები, ყოველი წამით...ის ხომ ასეთი მშვენიერია...
    სწორეთ ესე ფიქროობ მეც მარა როცა ვბრაზობ ან ცუდად ვარ მაშინ მავიწყდება ეს სიტყვები

  • mari gogoladze თქვა:
    6 ივნისი 2012 00:41 - ID: 33,
    chem cxovrebaze davfiqrdi <3

  • SaLiSa თქვა:
    6 ივნისი 2012 00:20 - ID: 32,
    ,,რაც უფრო მეტი ბრძოლა გიწევს გამარჯვების მისაღწევად, მით უფრო საამოა შედეგი“

  • elenikojoe თქვა:
    5 ივნისი 2012 21:32 - ID: 31,
    love სიმღერა, სიტყვები, საერთოდ სურათები <3 ძალიან სასიამოვნოა <3 მადლობა ავტორო )) კარგი განწყობისთვის <33

  • aNn_♥_memi თქვა:
    5 ივნისი 2012 16:45 - ID: 30,
    აი თენდება კიდეც. ვიღვიძებ.ცხოვრებით ვტკბები, ყოველი წამით...ის ხომ ასეთი მშვენიერია... love
    სწორეთ ესე ფიქროობ მეც მარა როცა ვბრაზობ ან ცუდად ვარ მაშინ მავიწყდება ეს სიტყვები recourse

  • lizi222 თქვა:
    5 ივნისი 2012 15:16 - ID: 29,
    უმაგრესი ნიუსია იყოო love ბრავო! fellow დამაფიქრებელია. ყოჩაღ! love

  • elena -elena თქვა:
    5 ივნისი 2012 09:47 - ID: 28,
    ყოჩაღ love ძალიან მომეოწნა love

  • sofka001 თქვა:
    5 ივნისი 2012 02:19 - ID: 27,
    ყოჩააღღღღღ ძააალიან ვისიამოვნე ძააან მომეწონა: * მაგარი ნიუსი იყოო! შეუძლებელია არაფერია :* love

  • elga თქვა:
    5 ივნისი 2012 00:13 - ID: 26,
    აუ რა სასიამოვნო ნიუსია love

  • nini. თქვა:
    4 ივნისი 2012 23:23 - ID: 25,
    ძალიან დიდი მადლობაა love

  • Marita.a თქვა:
    4 ივნისი 2012 23:11 - ID: 24,
    aii ar vici sitkvebi ar mkofnis iseti magari ikoo ...chemtan kvelaze kvelaze axloss kide dagviwere rame iseti rac cxovrebas gagvixalisebs love ugrmesiii madlobaa da kochagggg :))))))))

  • LohanFan თქვა:
    4 ივნისი 2012 22:45 - ID: 23,
    მე სულ სხვანაირად ვარ გავაკეთებ ყველაფერს რომ მივაღწიო ჩემს მიზნებს და ოცნებები განვახორციელო, ჯერ მარტო ამას იმიტომ ვაკეტებ რომ დავანახო ადამიანებს ვისაც არ ჯერათ რომ შეუძლებელი არაფერია !

  • Kristen თქვა:
    4 ივნისი 2012 22:27 - ID: 22,
    მე ვიბრძვი

  • Gossip T თქვა:
    4 ივნისი 2012 22:20 - ID: 21,
    love

  • NinOo:X :x თქვა:
    4 ივნისი 2012 22:13 - ID: 20,
    ძალიან კარგია <3

  • Ms.Casillas თქვა:
    4 ივნისი 2012 22:06 - ID: 19,
    მე ვბრძოლობ

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top