;
4 ივნისი 2012      Nanuka.     55 კომენტარი     ნანახია 14313-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან გვაქვს შეხება და ალბათ რამდენიმე მათგანი მაინც ინტელექტუალია. ინტელექტუალურობა ხომ მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობით არ განისაზღვრება - ნაწარმოებებისგან მიღებულ ფართო თვალსაწიერთან ერთად საჭიროა ზოგადი განათლება, რომელიც ამა თუ იმ თემის შესახებ ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს. ახლა სწორედ იმ საკითხებს შევეხებით, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართველი გქვიათ.

1) ქართული ფულის კუპიურებზე გამოსახული ადამიანები

საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა იცოდეს იმ დიდი ადამიანების შესახებ, რომლებსაც
ქართული ფულის კუპიურებზე მოხვედრის პატივი ერგოთ. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანმა
იცით ამ პიროვნებების შესახებ, უბრალოდ შესაძლოა არ დაჰკვირვებიხართ რომელ კუპიურაზე არიან
ისინი გამოსახულნი.


5 ლარიანი - გამოსახულია ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე და თბილისის
სახელმწიფო უნივერსტეტის (თსუ) დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი.

რაც ქართველმა უნდა იცოდეს

10 ლარიანზე გამოსახულია ყველასთვის საყვარელი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე - აკაკი წერეთელი.

რაც ქართველმა უნდა იცოდეს
20 ლარიანზე გამოსახულია პოეტი, მწერალი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი - ილია ჭავჭავაძე.
რაც ქართველმა უნდა იცოდეს
50 ლარიანს ამშვენებს მეფეთა მეფე თამარი.
რაც ქართველმა უნდა იცოდეს
100 ლარიანზე გამოსახულია თამარის ეპოქაში მოღვაწე ქართველი გენიოსი - შოთა რუსთაველი.
რაც ქართველმა უნდა იცოდეს
2007 წლიდან მიმოქცევაშია 200 ლარიანი კუპიურა,
რომელზეც გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

რაც ქართველმა უნდა იცოდეს
2011 წლიდან გამოვიდა 500 ლარიანი კუპიურა ძალზე შეზღუდული რაოდენობით. იგი ჯერ-ჯერობით არ არის ჩაშვებული მიმოქცევაში და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს მოეპოვება. 500 ლარიანზე გამოსახულია XI-XII საუკუნეებში მოღვაწე ქართველებისთვის უძვირფასესი მეფე დავით IV აღმაშენებელი.
რაც ქართველმა უნდა იცოდეს

2) მცირე ინფორმაცია ქართული მხარეების შესახებ


მოდით გავიხსენოთ რამდენ სამხარეო ერთეულად იყოფა საქართველო: ჩვენი ქვეყანა მოიცავს 9 სამხარეო ერთეულს: გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლს. თითოეულ მათგანს საკუთარი მთავარი ქალაქი ანუ ადმინისტრაციული ცენტრი გააჩნია: გურია-ოზურგეთი, იმერეთი-ქუთაისი, კახეთი-თელავი, მცხეთა-მთიანეთი-მცხეთა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-ამბროლაური, სამეგრელო და ზემო სვანეთი-ზუგდიდი, სამცხე-ჯავახეთი-ახალციხე, ქვემო ქართლი-რუსთავი და შიდა ქართლი-გორი. საქართველოს დედაქალაქია თბილისი, რომელიც 6 საქალაქო რეგიონად იყოფა: ვაკე-საბურთალო, მთაწმინდა-კრწანისი, ისანი-სამგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი-ნაძალადევი და ძველი თბილისი.

რაც ქართველმა უნდა იცოდეს

3) დროშა, გერბი, ჰიმნი


სახელმწიფოს 3 დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს ჰიმნი, დროშა და გერბი. მოდით გავეცნოთ
დეტალურ ინფორმაციას ქართული დროშის, გერბისა და ჰიმნის შესახებ.

საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე გამოსახულია ერთი სწორკუთხა ჯვარი და
ოთხ კუთხეში მცირე ჯვრები, რაც ზოგადქრისტიანული სიმბოლოა და მაცხოვარსა და
მის 4 ევანგელისტს ნიშნავს. თეთრი რელიგიურ სამყაროში მიღებულია როგორც სიწმინდისა
და უბიწოების სიმბოლო, ხოლო წითელი (მეწამული) აღნიშნავს სიმამაცეს, სიყვარულსა და თავდადებას.

საქართველოს გერბზე წითელ ფერის ფარზე გამოსახულია კაბადოკიელი წმინდანი -
წმინდა გიორგი, რომელსაც ხელში უჭირავს შუბი და ებრძვის გველეშაპს. ფარი ორი მხირდან უჭირავთ ოქროს ლომებს. მას ამშვენებს ივერიული გვირგვინი, ხოლო ღერძად გვევლინება ქართული ვაზის ორნამენტი წარწერით: ძალა ერთობაშია!

საქართველოს ჰიმნის ტექსტი შედგენილია ქართველი კლასიკოსების: გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსების ნაწყვეტებით დავით მაღრაძის მიერ. ჰიმნის მუსიკა შექმნილია ზაქარია ფალიაშვილის ოპერების: "დაისის" და "აბესალომ და ეთერის" მიხედვით, რომელიც დაამუშავა იოსებ კაჭაყმაძემ.

რაც ქართველმა უნდა იცოდეს

4) უცხო სიტყვები


ვინაიდან ქართველები გვქვია საკუთარ ენაში არსებული სიტყვები უცხოდ არ უნდა გვეჩვენოს. სწორედ ამიტომ, გავიგოთ იმ სიტყვების მნიშვნელობები, რომლებმაც ადგილი დაიმკვიდრეს თანამედროვე ქართულში.

1) რეფერენდუმი
- რეფერენდუმი არის ხალხის გამოკითხვა სახელმწიფო საკითხზე, რომლის შედეგებსაც ენიჭება სახელმწიფო ძალა. იგი განსხვავებულია პლებისციტისგან იმით, რომ პლებისციტის შედეგებს არ ენიჭება სახელმწიფო ძალა და აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი.

2) ბომონდი
- ბომონდი ეწოდება მაღალი ფენის საზოგადოებას.

3) კაბარე - კაბარე არის პატარა რესტორანი საკუთარი საესტრადო მომღერლებით, რომელშიც იმართება სხვადასხვა წარმოდგენა, ცეკვა, კონცერტი და ა.შ.

4) ბარბარიზმი
- ბარბარიზმი ეწოდება სიტყვას, რომელიც უცხო ენიდან საჭიროების გარეშე შემოვიდა. (მაგ: როდესაც უძილობა დღეს შეცვლილია "ინსომანიით", მიუხედავად იმისა, რომ ქართულში ამ ტერმინის არაჩვეულებრივი შესატყვისი არსებობს)

5) მაგნატი
- მსხვილი ქონებით აღჭურვილი პირი, მდიდარი კაპიტალისტი.

6) ლეგატი
- ლეგატი ეწოდება სხვა ქვეყანაში გაგზავნილ ელჩს.

7) არქაიზმი
- თანამედროვე ენაში ძველი ქართულიდან შემორჩენილ სიტყვებს ეწოდებათ არქაიზმები.

8) ლიბერალიზმი
- ლიბერალიზმი ძველად იყო პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც იცავდა ბურჟუაზიის, დაბალი ფენის საზოგადოების უფლებებსა და ინტერესებს. თანამედროვე ენაში ლიბერალიზმის მნიშვნელობა შემდეგნაირად არის განმარტებული: თავისუფალი აზროვნება.

9) ცენზორი
- პირი, რომელიც კონტროლს უწევს ამა თუ იმ სახელმწიფო ნაშრომის დაბეჭდვას.

10) ინფლაცია
- ფულის გაუფასურება, ანუ სახელმწიფოს მიერ იმაზე მეტი კუპიურის დაბეჭდვა ვიდრე ეს მოსახლეობისთვის არის საჭირო.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

55


  • magnifico თქვა:
    28 ივლისი 2013 20:43 - ID: 55,
    და მეფე თამარმა რა დააშავა? ან 50 ლარიანი ფული აღარ არის?
    საერთოდ 200 ლარიანი კუპიურის ზომა მაინტერესებს და უცებ ვერსად ვერ მოვიძიე (ვერც აქ, სამწუხაროდ)

  • Nanuka. თქვა:
    9 ივნისი 2012 21:43 - ID: 54,
    Melakoo,

    კონსტიტუციით ჩვენია, ოკუპირებულია უბრალოდ :))

  • Melakoo თქვა:
    6 ივნისი 2012 21:24 - ID: 53,
    Nanuka.,
    კურორტული ზონაც და ავტონომიური რესპუბლიკაც მაგრამ საქართველოს ერთ-ერთი კუთხე!

    ცალკე კი არაა,აფხაზეთი კი ჩვენი არაა ნამდვილად fellow

  • FuCk Off. თქვა:
    6 ივნისი 2012 13:47 - ID: 52,
    კაი ნიუსია ხოიცი შენ smile

  • gvancul1na თქვა:
    5 ივნისი 2012 19:25 - ID: 51,
    აჭარა და ბათუმი ვითო რატო არ მოხვდა სიაში? :D

  • salome55555 თქვა:
    5 ივნისი 2012 19:04 - ID: 50,
    კარგი ნიუსია love

  • koko :)) თქვა:
    5 ივნისი 2012 17:12 - ID: 49,
    Nanuka.,

    საღოლ ნანუკა.

    500 ლარიანი არ მაქვს ნანახი და 200 ლარიანი იშვიათად თუ შემხვდება :) ერთი 100 ლარიანი არ მაწყენდა ეხა :* wink

  • kika თქვა:
    5 ივნისი 2012 17:09 - ID: 48,
    მაგარი სიახლეა

  • me თქვა:
    5 ივნისი 2012 16:57 - ID: 47,
    კარგი ნიუსია... დარწმუნებული ვარ ესეთი ელემენტარული ფაქტებიც კი არ იცის ჩვენი მოსახლეობის 50 % მა : (((

  • shizzyshizzy თქვა:
    5 ივნისი 2012 16:40 - ID: 46,
    გაიხარეეეე მაგარი სიახლეა.

  • aNn_♥_memi თქვა:
    5 ივნისი 2012 16:32 - ID: 45,
    500 ლარიანი ნახე ყველაზე პატივიანი ადამიანიაა ისე კაი წყობააქვს დამსახურებული ადმიანები და უფრო დიდ ფულზე კიდე უფრო დამსახურებულები love

  • Queen.M თქვა:
    5 ივნისი 2012 14:40 - ID: 44,
    გეოგრაფია იმდენად მიყვარს ყველა სიტყვას ზეპირად ვსწავლობ და ყველაფერს love კარგი ნიუსიიიააა ზოგი ისწავლის და გამოადგებააა

  • elo თქვა:
    5 ივნისი 2012 13:02 - ID: 43,
    ჩემს გეოგრაფიის წიგნში წერია ყველაფერი wink კარგი ნიუსია love love

  • theona1991 თქვა:
    5 ივნისი 2012 10:51 - ID: 42,
    500 ლარიანი არ მომწონს, სავეცკი კუპონს გავს wink wink

  • MEOW თქვა:
    5 ივნისი 2012 09:57 - ID: 41,
    +5

  • sofka001 თქვა:
    5 ივნისი 2012 01:52 - ID: 40,
    ნანუკა ძააან დიდი მადლობაა....ძაან მაგარი ნიუსიი იყოო მართლააა..გთხოოვ როო კიდე დადოო ისეთ იინფორმაციები რაც ქართველებს და საქართველოს შეეხება)))მაგარი ხარ!მადლობა :*

  • Nanuka. თქვა:
    5 ივნისი 2012 00:57 - ID: 39,
    kotiko,

    აჭარა და აფხაზეთი კურორტული ზონებიცაა და აუტონომიური რესპუბლიკებიც :))

  • saliii თქვა:
    5 ივნისი 2012 00:27 - ID: 38,
    მოდეე ქსეროქსიი wink wink

  • -Diana- თქვა:
    5 ივნისი 2012 00:17 - ID: 37,
    - კარგი იყო

  • G.Shakur თქვა:
    5 ივნისი 2012 00:14 - ID: 36,
    saghool umagresi newsiaa, kide dadet ra eseti shemecnebiti tipis siaxleebi

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top