;
9 December 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3196-ჯერ
Djaba Diassamidze SS 17
გამორჩეული იყო ჯაბა დიასამიძის ჩვენება, რომელიც მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ქართველმა დიზაინერმა გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოგვიდგინა, მოდელების სახით ცნობილი და მისი მეგობარი ქალბატონები ვიხილეთ. ჩვენება მოდელმა ნინი ნებიერიძემ დახურა, რომელმაც პირველად გაასაჯაროვა მისი ორსულობის ფაქტი.

Tags:
9 December 2016      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2726-ჯერ
Avtandil Spring/Summer 2017 RTW
ქართველი დიზაინერის 2017 წლის კოლექციის თემაა „მე შენ მიყვარხარ“
ჩვენება სპეციალურად მხოლოდ უცხოელი ბაიერებისთვის და ჟურნალისტებისთვის გაიმართა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ავთანდილ ცქვიტინიძე: „ეს სეზონი მივუძღვენი სიყვარულს, ყველა მის გარდასახვაში, ანუ როგორც ხდება ხოლმე სუფთა, წმინდა ნათელი, თეთრი, შემდეგ შედის სევდიანი პერიოდები, მერე ბობოქარი... აბსოლუტურად ყველა ფერის თამაშია. თეთრიდან დაწყებული ბობოქარი სიჭრელით დამთავრებული. ისეთი აგრესია იყო ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მგონი დადგა დრო ვუთხრათ ერთმანეთს, რომ გვიყვარს ერთმანეთი“.

Tags:
9 December 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2033-ჯერ
Lalo Spring/Summer 2017
Ready-To-Wear Collection. MBTFW

მერსესედ ბენცის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერმა ლალო დოლიძემ დამოუკიდებელი კოლექცია წარმოადგინა. დიზაინერმა დებმა, რომლებმაც სახელი გრადაციული ნაქსოვი ჯემპერებით გაითქვეს Lalo-ს სახელით საქართველოდან ერთერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქციას აწარმოებენ. Lalo ნაქსოვი სამოსის თემას აგრძელებს, აშკარაა, რომ სრული კოლექციაც დიდი წარმატებით ისარგებლებს.

Tags:
9 December 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 3212-ჯერ
ენჯელ.ჯი- გთავაზობთ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს. ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე. ფოტოები საიტის ფეისბუქის და ინსტაგრამ ფეიჯზე მოდის კვირეულის დასრულებისთანავე განთავსდა ნოემბრის დასაწყისში. ჩვენებებს MoMa-ს საგამოფენო სივრცე და რამდენიმე ალტერნატიულ ლოკაციაზე გაიმართა. უცხოელ ბაიერებს, ჟურნალისტებს და ადგილობრივ მოდის მიმდევრებს ქართველი დიზაინერებმა Spring/Summer 2017 RTW კოლექცია წარუდგინეს.

Mercedes Benz Tbilisi Fashion Week
სტუმრების ჩაცმულობა, ნოემბერი 2016

ფოტოგრაფი: Anna Batsikadze
for www.angel.ge

Tags:
9 December 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 1947-ჯერ
TBILISI FASHION WEEK
თბილისი მოდის კვირეულის გამორჩეული ლუქები
ქართველი დიზაინერების 2017 წლის ზაფხულის კოლექციებიდან

Tags:
5 November 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 8014-ჯერ

Tbilisi Fashion Week #14
თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-14 სეზონი ოქტომბრის თვეში გაიმართა. დიზაინერებმა SS'17 კოლექცია წარმოადგინეს, ჩვენ კი გთავაზობთ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს.
იხილეთ მეტი ფოტოები www.angel.ge -ს ფეისბუქის ფეიჯის ალბომში: "Tbilisi Fashion Week #14"

ფოტოგრაფი: Anna Batsikadze
for www.angel.ge

Tags:
25 October 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 18884-ჯერ
თბილისის მოდის კვირეულის დღე #1
თბილისის მოდის კვირეულის მე-14 სეზონი ქალბატონი ნინო რამიშვილის პერსონალური კოსტიუმების პრეზენტაციით დაიწყო. ეს ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო მოდისტებისა და ელიტური საზოგადოებისთვის, დანამდვილებით გეტყვით, რომ მსგავსი შოუ საქართველოს არ ახსოვს. ეს არ იყო უბრალო პრეზენტაცია ან პერფორმანსი, ყველაფერი შესანიშნავი იყო, "სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ულამაზესმა მოცეკვავეებმა მოდელებისთვის შესაშური გრაციოზულობით წარმოადგინეს ქნ. ნინო რამიშვილის ვინტაჟური არა-სასცენო კოსტიუმები. ყველა აღფრთოვანებული იყო ამ სანახაობით, ემოციებს ვერ მალავდნენ. სწორედ ამ ნოტაზე, წარუშლელი შთაბეჭდილებით, სტუმრებმა გადაინაცვლეს ჩუბიკას პერფორმანსზე, რომელიც ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩაზე გაიმართა. საიდუმლო ბაღი ის ადგილია, სადაც ჩუბიკამ ჩრდილებით უჩვეულო წარმოდგენა გაგვიმართა.

Tags:
21 October 2016      TataNakani     3 კომენტარი     ნანახია 11432-ჯერ

დღიურის ერთგულ მკითხველებს წინ კრისტი ყიფშიძის დღიური ელით!
განსხვავებული და გამორჩეული პროექტის სტუმარმა წარმატებული მოდელის კარიერის მიღმა სხვა ცხოვრებისეული დეტალებიც გაამხილა და ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები ორიგინალურად შეავსო. დღიურის სტუმარს ისევ Jungle Fever Beauty Studio-მ უმასპინძლა, სადაც ფოტოსესია კრისტის სასურველი თმის ვარცხნილობით შედგა, რომელზეც Jungle Fever Beauty Studio-ს გუნდმა გულმოდგინედ იზრუნა. რა არის კრისტი ყიფშიძის შთაგონების წყარო და მთავარი მოტივაცია, წარმატებული მოდელის საინტერესო დღიური ჩვენი ერთგული მკითხველისთვის!
- წარმატებული ქალის ფორმულაა...
- RESPECT YOURSELF.
- რომ არა მოდელი, ვიქნებოდი...
- მოდელი.
- სუპერ ძალა რომ მქონდეს ასარჩევად...
- მთელ მსოფლიოს დავაწყნარებდი.
Tags:
12 October 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 1717-ჯერ
19 ოქტომბერს თბილისის მოდის კვირეულის
ახალი სეზონი და ახალი ეტაპი იწყება


თბილისის მოდის კვირეულს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია m2-ის პირველი პრემიალური პროექტი „სკაილაინ რეზიდენსი“. ახალი სახელებითა და ახალი კონცეფციით, თბილისი მოდის კვირეული 19 ოქტომბერს გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

18 ოქტომბერს, კვირეულის გენერალური სპონსორის TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში გაიხსნება კვირეულის ოფიციალური შოუ-რუმი, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. შოუ-რუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება და იგი 30 ოქტომბრამდე გასტანს. 19 ოქტომბერს კი თბილისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით, თბილისის მოდის კვირეული ოფიციალურად გაიხსნება განახლებულ აღმაშენებელზე, სადაც ახალი ტფილისის ტერიტორიაზე მოეწყობა ნინო რამიშვილის არა სასცენო კოსტიუმების გამოფენა და პერფორმანსი „სუხიშვილების“ მონაწილეობით. იმავე საღამოს მოწვეული სტუმრები CHUBIKA-ს Secret Garden-ში გადაინაცვლებენ, სადაც დიზაინერი თავის შემოქმედებას პერფორმანსის და ინსტალაციების სახით წარადგენს. შემდეგი 4 დღის მანძილზე, 20-23 ოქტომბერს, სასტუმრო ROOMS TBILISI გააერთიანებს ჩვენებების დარბაზს, პრესრუმს და სამუშაო შოუ-რუმს. ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი.

Tags:
12 October 2016      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 1136-ჯერ
პრინტ ფესტივალის დასკვნითი ეტაპი თბილისში
13-15 ოქტომბერს გაიმართება


თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით თბილისში პრინტ-ფესტივალი გაიმართება. 13 ოქტომბერს 19:00, საათზე, თიბისი გალერეაში გაიხსნება, 14 ოქტომბერს სასტუმრო Rooms Tbilisi უმასპინძლებს, ხოლო 15 ოქტომბერს 19:00 საათზე FABRIKA ნინოშვილზე. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგის - ბეჭდვითი მედიის/ხელით ბეჭდვის განვითარებას. პრინტი იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლიარად ტირაჟირება, რაც მისი მასიური გავრცელების საშუალებას იძლევა და შედარებით ხელმისაწვდომს ხდის. ფესტივალი ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიისა და არტ ბიზნესის განვითარებას.

მონაწილე მხატვრები და კურატორები: ქართველი მხატვრები: ტატო ახალკაციშვილი, მარი ათანელი, უტა ბექაია , ალექს ბერდიშევი, ნინო ჭილაშვილი, ანდრია დოლიძე , დავით ევგენიძე, ზურა გიკაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, რიტა ხაჩატურიანი, თამარ ხმიადაშვილი, თემო ჯავახიშვილი, კოტე ჯინჭარაძე, დავით კუხალაშვილი, ამირან კუპრავა, ქეთი ლობჟანიძე, მურთაზ მახათაძე, ლევან მინდიაშვილი, კოტე სულაბერიძე, მაია სუმბაძე, მურთაზ შველიძე, ლუკა ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე, კოკა ცხვედიანი, გურამ წიბახაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, გეგა პაქსაშვილი, გელა წულაძე, ილიკო ზაუტაშვილი.

Tags:
2 September 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 4764-ჯერ
Sali Pangani SPCS ™
Georgian Fashion Designer
www.salipangani.com

ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ჯამბურია, რუსკა მაყაშილი, ნინი ქარსელაძე, ეკო ფანგანი და კიდევ მრავალი ცნობადი სახე უნიჭიერესი ქართველი დიზაინერის სალი ფანგანი სამოსის მომხმარებელია. სალი 2014 წელს თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ,,ნიუქამერების" კონკურსში მონაწილეობდა, ის თავიდანვე გამოირჩეოდა, ინდივიდუალიზმითა და დახვეწილობით. დესტინო ასე ჰქვია მის ახალ კოლექციას, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მნახველს, კოლეცია მინიმალისტური და დახვეწილია, სწორედ ამიტომ ის მოთხოვნადია და მოდის ცნობილი კრიტიკოსებიც დადებითად აფასებენ მის ნამუშევრებს. ბალერინები კოლექციის მთავარი შტრიხია, რომელიც სილამაზესა და დახვეწილობას აღნიშნავს.

Tags:
2 September 2016      TataNakani     1 კომენტარი     ნანახია 8123-ჯერ
დღიური გრძელდება!
ამჯერად "დღიურის" ერთგულ მკითხველებს ეკა ჩხეიძის საინტერესო დღიური მოვუმზადეთ. გამორჩეული მსახიობი და მუდმივად საუკეთესო ფორმაში მყოფი ქალბატონი სამაგალითოა ქალბატონებისთვის. მას არაერთი როლიდან იცნობს მაყურებელი. მისთვის ყველა როლი გამორჩეულია, ამიტომ კონკრეტულად სატელევიზიო თუ სასცენო როლზე არ უსაუბრია. ჟურნალისტის მიერ დაწერილი ფრაზები ორიგინალურად დაასრულა და მკითხველებს ბევრი რჩევა მისცა. ქალბატონი ეკა Jungle Fever Beauty Studio-ს მასპინძლობით კმაყოფილი დარჩა, საინტერესო "დღიურიც" დაგვიტოვა, ფოტოსესიაშიც დაუღალავად უნდოდა წარმოეჩინა მისი თმის ფერი, რომელიც "დღიურის" შევსებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა, სილამაზის სტუდიაც სასურველი თმის ფერით დატოვა. გამორჩეული ქალბატონის "დღიური" ცხოვრებისეულ დეტალებზე მოგითხრობთ და ბევრ რჩევასაც მოგცემთ, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ.
დღიურის ერთგულო მკითხველებო, წინ საინტერესო ხელნაწერი "დღიური" გელით!

- ცხოვრებისეული ფრაზა, რომელიც სულ მახსოვს...
- მიყვარხარ.
- ჩემი სასცენო პერსონაჟების მიზანია...
- გავხადო მაყურებელი ამ პერსონაჟის გულშემატკივარი.
- ყველაზე უცნარი კითხვა, რომელიც დაუსვამთ არის...
- "შენი ქმარი შენ თუ აღარ გინდა, შეგიძლია გამაცნო?"
Tags:
27 July 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 1781-ჯერ
ემზადები ზაფხულის ცხელი საფესტივალო დღეებისთვის?
ფიქრობ, რომ გემოვნებიანი და ორიგინალური ხარ? მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

გამოგვიგზავნე შენი ან მეგობართან ერთად გადაღებული სურათი, გვაჩვენე როგორი უნდა იყოს ორიგინალური საფესტივალო ჩაცმულობა, დააგროვე ყველაზე მეტი მოწონება, გახდი ხალხის, FSHOP.GE -ის, GEM fest -ის ან Eventer -ის ფავორიტი და
მოიგე GEM fest-ის 2 მულტიპასი!

სულ გათამაშდება 8 მულტიპასი : 4 გამარჯვებული, რომლებიც 8 აგვისტოს გამოვლინდებიან.
თუ დაინტერესდი გათამაშებით, გააგზავნე საკონკურსო სურათი მეილზე:
[email protected] საკონტაქტო ნომერთან ერთად და დაელოდე ზარს!

Tags:
1 July 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1596-ჯერ
წლის სიმღერად რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მუსიკალურ პროექტში „ოქროს ტალღა 2015“ დასახელდა სიმღერა „ნამის ველს“ ნიაზ დიასამიძის და „33 ა“-ს შესრულებით. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც კლუბ „ოტიუმში“ გაიმართა, კიდევ 16 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

წლის მომღერალი ქალის ტიტული ნინი ბადურაშვილმა მიიღო, სიმღერით „ელენეს“
წლის მომღერალი მამაკაცი ოთო ნემსაძე სიმღერით „ბულბულის სტვენა“


Tags:
30 June 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3995-ჯერ
Ninako -ს ბრენდი სულ რამდენიმე თვეა რაც დაარსდა და მათი ნამუშევრები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხშირად განახლებადი კოლექცია, ინდივიდუალური დაკვეთები, ხელმისაწვდომი ფასი და ადგილზე მიტანის სერვისი Ninako-სთან შოპინგს კომფორტულს ხდის, მომხმარებლების კომპლიმენტები კი ახალგაზრდა დიზაინერს სტიმულს უნერგავს გააფართოოს წარმოება.

ninako_handmade
◯ შეკვეთა შესაძლებელია ინსტაგრამის და facebook-ის მეშვეობით

❝კოლექცია შექმნილია გოგონებისთვის რომლესაც სურთ მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა და უყვართ გამორჩეულად ჩაცმა. წინდები არის მაღალი ხარისხის. გამოყენებულია სხვადასხვა ფორმის და ფერის თვლები, ტყავი, ფარფლებით (რომელიც ძალიან ტენდენციურია წელს) და სხვა უამრავი მასალა. მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს სასურველი ფერი. წინდების გარდა ვთავაზობთ ე.წ ჩოკერებს რომელიც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს მომხმარებლებისგან.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 52
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top