;
6 ივნისი 2012      ANGEL     22 კომენტარი     ნანახია 12059-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები


გვანცა მაჭარაშვილი (Gvantsa Mach) და ნინა მაჭარაშვილი (Nina Mach)
ახალგაზრდა დიზაინერები არიან, რომლებიც სათავეში უდგანან ბრენდს MACH&MACH
და ბუტიკს ATELIER VOGUE
, რომელიც "დასაქმდი და დაასაქმე" პროექტიდან დაფინანსდა.

გვანცამ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელწიფო სამხატვრო აკედემიაში დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტია, ნინა კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსი და The AMD Academy of Fashion and Design's -ის კონსტრუქტორი.



ATELIER VOGUE ბუტიკი
"მერიისა და რუსთავი ორის ერთობლივ პროექტ "დასაქმდი და დაასაქმეში" მონაწილეობასა და გამარჯვებამდე, შემოქმედებით და ბიზნეს საქმიანობას ვეწეოდით სახლში, სადაც გავხსენით მინი ატელიე.
ამავე პერიოდში ასევე რუსთავი ორის ერთ–ერთ პროექტში "გამოგონებები" გავაგზავნეთ ჩვენი ტექსტილური გამოგონება სახელწოდებით "ყველაზე მრავალფეროვანი და მრავალჯერადი პრინტისებრი ტექნოლოგია",რასაც დავურთეთ თან ჩვენი უდიდესი სურვილი და სხვადასხვა ბიზნეს იდეები მოდის ინდუსტრიის გავითარებისათვის, საიდანაც სრულიად შემთხევევით ჩემი პროექტი გადააგზავნეს პროექტ "დასაქმდი და დაასაქმეს" შესარჩევ ტურში, სადაც დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა, ჩვენმა ბიზნეს პროექტმა გაიმარჯვა, რომელიც დააფინანსა ლიბერთი ბანკის პრეზიდენტმა ლადო გურგენიძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
პროექტში გამარჯვების შემდეგ ჩვენმა ბიზნესმა სახლიდან გადაინაცვლა სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში, სადაც გავხსენით ატელიეს ტიპის მაღაზია, სახელწოდებით " ATELIER VOGUE ", შეიძლება ითქვას რომ წარმატებით ვმოღვაწეობთ და ვაკეთებთ საყვარელ საქმეს. ამ პროექტის საშუალებით დავასაქმეთ რამოდენიმე ადამიანი, ასევე ამ უკანასკნელმა პროექტმა ჩვენი ნიჭისა და უნარების რეალიზაციისა და განვითარების საშუალება მოგვცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ყველა შემოქმედი ადამიანისათვის."

ბუტიკი ATELIER VOGUE მდებარეობს სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"-ში - III სართ, მაღაზია A314;



MACH&MACH ბრენდი
"ამ ეტაპზე მონაწილეობა მივიღეთ თბილისის მოდის კვირეულზე, "ნიუქამერებში", სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი ახალი კოლექცია სახელწოდებით "კოლაბორაცია XVII XXI", რომელსაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისაგან.

ასევე მონაწილეობა მივიღეთ სამხატვრო აკადემიის თვითმართველობისა დ სხავადასხვა კომპანიების მხარდაჭერით რადისონში გამართულ დამწყებ დიზაინერთა კონკურსში, სადაც გავხდით ერთ–ერთი გამარჯვებული, საერთაშორისო კომპანია მაქსიმუმის ფავორიტი და შედეგად, უახლოეს მომავალში ჩვენი ახალი კოლექციით მივემგზავრებით მოლდავეთის მოდის კვირეულზე მონაწილეობის მისაღებად.

აღსანიშნავია, ასევე რომ დავამყარეთ კონტაქტები რამდენიმე უცხოელ მოდის ბაიერთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები."





"ჩვენი კოლექცია შედგება ხუთი კაბისაგან, თითოეული კაბა, ასევე ფეხსაცმელი თუ აქსესუარი არის
მთლიანად ხელნაკეთი და ამავდროულად ძალზე ტენდენციური და რაც მთავარია ჩაცმადი";
◆ კოლექციის სახელწოდებაა " კოლაბორაცია - XVIII XXI ".

კოლექციის ინსპირაციის წყაროა როკოკოსეული სტილის ინტერიერი – ბროლის ძვირფასი ჭაღები, ხელით მოხატული ჭერი, ოქროსფერი ჩუქურთმებით მოპირკეთებული ავეჯი – სავარძლები და ჩარჩოები; ასევე როკოკოს მოგვიანებითი ხანის რუსული დიდგვაროვანი ქალების ჩაცმულობა, ხელნაკეთი ტანისამოსი და თავსაბურავები, ე.წ. "კოკოშნიკები", – მარგალიტებით, სირმის ნაქარგობით, მძივებითა და ძვირფასი თვლებით გაწყობილი. შთაგონების ერთ–ერთი წყაროა ასევე მეოცე საუკუნის ცნობილი ამერიკელი ხელოვანის მან რეის რამოდენიმე ფოტო კადრი.

კოლექციაში კოსტუმების შესაქმნელად ძირითადად გამოყენებულია ნატურალური ტყავი და აბრეშუმი, რომელთა ზედაპირიც დამუშავებულია ჭაღის ორნამენტისებური ფორმის ბროლით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მარგალიტებით, ოქროსფერი მეტალის აქსესუარებითა და ინდივიდუალურად დამუშავებული ტყავის მომცრო, სხვადასხვაგვარი ფორმებით.

კოლექცია შექმნილია XXI საუკუნის თვითრიალიზებული, წარმატებული, თავდაჯერებული და გემოვნებიანი ახალგაზრდა ქალისათვის, რომელიც რაციონალურად იყენებს საკუთარ დროს, გონებრივ შესაძლებლობებსა და გარეგნულ მომხიბვლელობას. იგი ყოველთვის მიმზიდველია და გამორჩეული, თამამი მოდური ტენდენციების გათვალისწინების წყალობით.

სახელწოდება "კოლაბორაცია - XVIII XXI" მიუთითებს როკოკოს პერიოდის ანუ მე–18 საუკუნისა და დღევანდელი 21–ე საუკუნის თანამშრომლობას,ეკლექტიზმს; რადგან მასში გამოყენებულია როკოკოს პერიოდის ელემენტები და იგი ამავდროულად შექმნილია სრულიად თანამედროვე კონსტრუქციებითა და ნოვატორული მასალათა კომბინაციებით..





ბუტიკი ATELIER VOGUE;
facebook.com: Atelié Vogue ATELIER VOGUE
facebook.com: MACH & MACH
მის: სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", ც.დადიანის 7, III სართ, მაღაზია A314;
ტელ: 568 72 09 03; 558385838

"ჩვენს ბუტიკში მომხმარებელს ვთავაზობთ, როგორც ჩვენი ახალი კოლექციის კაბებს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს ასევე მაღაზიისათვის ინდივიდუალურად ჩვენი დიზაინით შექმნილ ტანისამოსსა და ხელნაკეთ აქსესუარებს, როგორც აღვნიშნეთ ჩვენი მაღაზია არის ატელიეს ტიპის, სადაც ვიღებთ ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების დიზაინსა და მათ შექმნაზე."

"სამომავლოდ უამრავი გეგმა გვაქვს დასახული, პირველ რიგში აქტიურად ვაპირებთ ბუტიკში მუშაობას და ქართველი მომხმარებლისათვის ჩვენი პროდუქციის მიწოდებას, ასევე თანამშრომლობას უცხელ ბაირებთან და ჩვენი ცოდინსა და გამოცდილების გასაღმავებლად სწავლის გაგრძელებას უცხოურ მოდის სასწავლებლებში; აუცილებლად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას მომავალ ბინექსთის კონკურსზე, რაც ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს დიზაინერებს და ამ კონკურსის შექმნისათვის დიდი მადლობა სოფო ჭყონიას; მონაწილეობას მივიღებთ შემდეგი სეზონის თბილისის მოდის კვირეულში და სამხატვრო აკადემიის თვითმართველობს მიერ ჩატარებულ კოკურსზეც წარვდგებით."






კატეგორია: ქართველები
Tags:

22


  • SaAaL :X:X თქვა:
    8 ივნისი 2012 16:13 - ID: 22,
    არააა მთავარზე რო გოგოა მაგას ვიცნობ და არაა ეგეთი, ისე უფრო კაია ვიდრე ფოტოებში tongue

  • Thug Life თქვა:
    8 ივნისი 2012 13:53 - ID: 21,
    ruuus,

    martaali xaar ar momwons me qartveli modeleebi arcertii arariiss isetii gamxdari da magali rogoriicc martla modeli uunda iyoss

  • ruuus თქვა:
    7 ივნისი 2012 18:31 - ID: 20,
    მოდელები თითქოს არ არიან საკმარისად მაღლები და გამხდრები...

  • krist...star თქვა:
    7 ივნისი 2012 18:15 - ID: 19,
    Mari__Angel,
    ნუ რა ვიცი, მე მომწონს ეგ გოგო

  • sophia თქვა:
    7 ივნისი 2012 17:42 - ID: 18,
    მაგარიაააა love

  • me თქვა:
    7 ივნისი 2012 17:11 - ID: 17,
    ბოლო კაბა მომეწონა და მოდელიც კარგი იყო ჩემდა გასაკვირად love

  • AMY თქვა:
    7 ივნისი 2012 16:46 - ID: 16,
    qartveli dizainerebshiii yvelas mirchveniaa avtandilis chatvlitt :))) aii martla mafgarii iyoo <3

  • MaRiii......... თქვა:
    7 ივნისი 2012 12:59 - ID: 15,
    კარგი იყო. მომეწონა love

  • niniko თქვა:
    7 ივნისი 2012 10:45 - ID: 14,
    მომეწონა

  • el en ika თქვა:
    7 ივნისი 2012 10:16 - ID: 13,
    Mari__Angel,
    გეთანხმებიიი:)თან ისეთი სტილის კაბაა მაღალყელიანი გოგო ესაჭიროებოდა უფროოო აშკარაად:)კოლექციას არაუშავს

  • ANGEL თქვა:
    7 ივნისი 2012 03:05 - ID: 12,
    krist...star,
    არაფერიც არაფერიც:) სხვა ფოტოებში უარესადაა:) საშინელი გამომეტყველება აქვს ყვეეელა ფოტოში და მგონი ეგეთია:) საერთოდ რა უნდა პოდიუმზე ვერ ვხვდები, ვერ ვხედავ.
    კოლექცია ძალიან მომეწონა, ეს კაბები!

  • 4evar თქვა:
    7 ივნისი 2012 01:59 - ID: 11,
    არ მომეწონა

  • krist...star თქვა:
    7 ივნისი 2012 00:20 - ID: 10,
    anna_ anna,
    ეგ ლამაზი გოგოა, თუმცა ამ ფოტოში ცოტა გამომეტყველება აქვს შეცვლილი

  • barjakuzu თქვა:
    7 ივნისი 2012 00:18 - ID: 9,
    დიდი ვერაფერი

  • anna_ anna თქვა:
    6 ივნისი 2012 23:14 - ID: 8,
    არის რაა..
    პ.ს. მთავარზე რო გოგოა შემეშინდა რომ შევხედე

  • ninikoo თქვა:
    6 ივნისი 2012 23:02 - ID: 7,
    კარგიაა

  • knach თქვა:
    6 ივნისი 2012 22:43 - ID: 6,
    is erti ani mestumrishvili ar aris? busa anu

  • mcaree თქვა:
    6 ივნისი 2012 22:32 - ID: 5,
    მთავარი ფოტოს ქვედაბოლო მთლიანად ელი სააბის კოლექციიდან არის მოპარული

  • Ms.Casillas თქვა:
    6 ივნისი 2012 21:58 - ID: 4,
    მმ ზოგი ვერსაჩეს წააგავს.
    მთლიანობაში კარგია.

  • lalaa თქვა:
    6 ივნისი 2012 20:09 - ID: 3,
    აუუუ მომეწონა ძალიაან <3

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top