;

17 June 2012      kristi_     Views 4854    
Category: Georgians

სესილია თაყაიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და გამორჩეული ქართველი მსახიობი იყო. ქალბატონის აბსოლუტურად ყველა შესრულებული როლი, როგორც თეატრში ისევე კინოში განსაკუთრებული ტექნიკითა ცნობილი.
სესილია რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1930-66 წლამდე კი აქტიურად მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში. მისი კარიერა 120-მდე სხვადასხვა როლს მოიცავდა.
მსახიობი გარდაიცვალა 1984 წლის 21 მაისს თბილისში, დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


სესილია თაყაიშვილისესილია თაყაიშვილი


განსაკუთრებული როლები.


ძნელია სესილია თაყაიშვილის რომელიმე შესრულებულ როლზე გულგრილი დარჩე. მისი სამსახიობო ტექნიკა არაჩვეულებრივს ხდიდა აბსოლუტურად ყველა მის მიერ შესრულებლ ფილმს.

გავიხსენოთ თენგიზ აბულაძის ❝მე, ბებია, ილიკო და ილარიონი❞(1962). ქართველის(და არამარტო) საყვარელ მოთხრობაზე გადაღებული ფილმი დღემდე მთელი მსოფლიოს გაოცების საგანია. ცნობილია ,რომ 56 წლის სესილიას ბებიას როლი უნდა შეესრულებინა ,მაგრამ ამისათვის საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მსახიობმა დიდი მსხვერპლი გაიღო და კბილები დაიძრო. კანის დასაბერბელად კი სხვადასხვა პროცედურები ჩაიტარა. ამ როლით თაყაიშვილს ❝მარადიული ბებიას❞ უწოდებენ.

სესილია თაყაიშვილი


თენგიზ აბულაძის ❝ნატვრის ხე❞ (1976) ისეთ ფილმებს მიეკუთვნება , რომლებიც წიგნს სჯობიან. ულამაზესი ლიკა ქავჟარაძის შესრულებით ფილმი მართლაც , რომ კლასიკაა , თუმცა ის მაინც არ იქნებოდა ასეთ მწვერვალზე რომ არა სესილია თაყაიშვილის მონაწილეობა.

შოთა მანაგაძის ❝საბუდარელი ჭაბუკი❞ (1957). ქალბატონი სესილია როლს განუმეორებელ იპოლიტე ხვიჩიასთან ერთად ასრულებს.

საერთო ჯამში თაყაიშვილს 42 ფილმში აქვს მონაწილება მიღებული. აღებული აქვს შრომის წითელი დროშის ორდენი და სხვადასხვა ჯილდოები.

სესილია თაყაიშვილი


ცნობილი ფაქტია , რომ მსახიობი ლეგენდარული ჯგუფის ფინქ ფლოიდის/ Pink Floyd კლიპში ფულში/Money ჩანს.

სესილია თაყაიშვილი


იხილეთ კლიპი 2:06 წუთზე.



Category: Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top