;

13 July 2012      manika ))     Views 11906    
Category: Georgians



“ ახალი ხმა” არის გამორჩეული ტალანტების კონკურსი. ეს არის შოუ, რომელშიც ნიჭიერება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ”ახალი ხმა” მიზნად ისახავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ვარსკვლავის აღმოჩენას. მხოლოდ გამორჩეული ხმა! -ეს არის მთავარი ამ შოუში!

ამ შოუში, კონკურსანტები ინარჩუნებენ საკუთარ ინდივიდუალიზმს. ისინი ასრულებენ იმ სიმღერებს, რომლებსაც ყველაზე კარგად მღერიან, ასრულებენ მათთვის სასურველ ჟანრში, ისინი ყოველთვის თავად ირჩევენ სიმღერას. სხვა შოუებში კონკურსანტები ვალდებულნი არიან იმღერონ მათთვის არასასურველ ჟანრშიც. აქ არ არსებობს დაცინვა და ირონია!



შოუს დასაწყისში, საქვეყნოდ ცნობილი მომღერლები პირადად აირჩევენ მათთვის სასურველ კონკურსანტებს პირველი აუდიენციების (მოსმენების ) დროს. ასეთი შერჩევისას, ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია! ისინი (მწვრთნელები) ვერ ხედავენ მონაწილეებს, მათ შეუძლიათ მხოლოდ მოსმენა. მათ შეუძლიათ კონკურსანტის ხმის ხარისხისა და სიმღერის ტექნიკის შეფასება, გარეგნული ნიშნების ზემოქმედების გარეშე. ჩვენ ვეძებთ ხმას და არა გარეგნობას!

სცენისგან ზურგით დგას სავარძლები, რომლებშიც სხედან მწვრთნელი-მუსიკოსები. კონკურსანტის ნამღერის მოწონების შემთხვევაში, რომელიმე ხელს აჭერს ღილაკს - ” მე გირჩევ შენ!” და მისი სკამი შემობრუნდება სახით სცენისკენ. ამ დროს მწვრთნელი პირველად ხედავს თავის რჩეულ კანდიდატს. მოსმენების შემდეგ ოთხივე მწვრთნელი ირჩევს თავის გუნდის 12 წევრს და მუშაობს მათთან მთელი პროექტის მანძილზე.








შემდეგი ეტაპია რინგი, სადაც გუნდის წევრები ეჯიბრებიან ერთმანეთს.

რინგის შემდეგ რჩება 24 კონკურსანტი, რომელთაგან მაყურებელი, სმს-ების საშუალებით ირჩევს ერთადერთ ფინალისტს. საბოლოო ჯამში, ყველა შერჩეული კონკურსანტი გაივლის სწავლებას ცნობილ მომღერალ-მწვრთნელთან, რომელსაც დაეხმარება პროფესიონალთა ჯგუფი. მწვრთნელები არა მარტო ასწვლიან, არამედ მონაწილეებთან ერთად სცენაზე მღერიან ლაივ - შოუების დროს. ფინალში გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ფლობს ერთდროულად განსაკუთრებულ ტალანტს, ვოკალურ მონაცემებსა და თვისებებს.

”ახალი ხმის” გამარჯვებული შტურმით აიღებს ქვეყნის მუსიკალურ ინდუსტრიას!








მწვრთნელები

დათო ფორჩხიძე
ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი, სიმღერების ტექსტებისა და არანჟირების ავტორი.


1993 წელს დათო ხუჯაძესთან და გოგა ხაჩიძესთან ერთად შექმნა ჯგუფი “სახე”.
“როცა იმ ბნელ 90-იანებში მუსიკას ვწერდი, ვიცოდი, რომ ეს სიმღერები აუცილებლად გაჰიტდებოდა, ვიცოდი რომ ვარსკვლავები გავხდებოდით და თვალწინ მედგა როგორ მივიდოდით ლიმუზინით ან ვერტმფრენით კონცერტებზე.”- იხსენებს დათო.

ეს მართლაც ასე მოხდა. “სახემ” გადატრიალება მოახდინა ქართულ პოპ მუსიკაში. ეს იყო პირველი და ყველაზე პოპულარული ბოიბენდი, რომელმაც შეცვალა ქართველი მსმენელის მენტალიტეტი, დაამკვიდრა შესრულების ახალი, პოპ მანერა და არანჟირება. დღეს ეს უკვე სასაცილოა, მაგრამ სახე იყო პირველი , ვინც სიტყვა "სექსი" ახსენა თავის სიმღერებში..

ჯგუფის ჰიტები, რომელიც დაწერილი და არანჟირებულია დათო ფორჩხიძის მიერ 1997-2000 წლებში: “თოვლი მოსულა”, “შენ რა სექსი ხარ“, “რომ შემეძლოს მე“, “ ამაღამ”, “როგორ მინდა მოგეფერო”, “ახლა შენი დროა” , “მაღლა ხელები”, „წვიმად გადავიქეცი“ „Poetry 'N' Motion”-თან ერთად.
მალევე გაკეთდა ამ ჰიტების რიმეიქები. სახეს გამოუჩნდნენ მიმდევრები, შეიქმნა ბევრი ბოიბენდი.
დათო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორია. აქვს საკუთარი სტუდია. დაწერილი აქვს 600- მდე სიმღერა. შექმნილი აქვს ფილმების , სერიალების საუნდტრეკები.




ნინო ჩხეიძე
პოპულარული და ყველაზე გაყიდვადი ქართველი მომღერალი


მისი ცხოვრების კრედოა: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ღიმილი და სამართლიანობა .
სასიმღერო ხელოვნების დასახვეწად ემზადებოდა ნუცა ჯანელიძესთან, მარიკა ოსიტაშვილთან და რუსიკო ბახტაძესთან.
1999 წლიდან დაიწყო აქტიური მუსიკალური კარიერა.
2002 წლიდან ინტენსიურად ემზადებოდა ვალერი აჩბასთან. მან ნინოს აპოვნინა საკუთარი სტილი და შესრულების მანერა. მას შემდეგ ნინომ დაიწყო ქალაქური სიმღერების შესრულება.

2006 წელს გამოვიდა პირველი ალბომი- რეტრო სიმღერების ახალი ინტერპრეტაცია.
ჩაწერილი აქვს შვიდი ალბომი: „უშენოდ“, „ვიცი გიყვარვარ“, „5“ , „გამახარე“ , „მიყვარხარ ცამდე“ , " საუკეთესო სიმღერების ნაკრები" და DVD ალბომი "კარაოკე".
აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია „ნიო სტუდიო“. ხელმძღვანელობს რადიო „დარდიმანდს“.
მას აქტიურად იწვევენ ფილმებში, შოუებში და ტელეგადაცემებში.


მერაბ სეფაშვილი
მერაბ სეფაშვილი 35 წელია რაც სცენაზე დგას და ქართველ მსმენელს სიმღერებს ჩუქნის.


„ახლა რომ გადავხედე ჩემს განვლილ გზას, მერწმუნეთ, არაფერს შევცვლიდი. ცხოვრებას კარგი თვალით ვუყურებ და ისიც ასევე, კარგი თვალით მიყურებს ‘’
პირველად, 15 წლის ასაკში იმღერა. პოპულარობა თანდათან მოვიდა და მალე ყველა ასაკის მსმენელისთვის საყვარელ მომღერლად იქცა. პირველი ქართველი მომღერალია, რომელმაც 1986 წელს იურმალას ფესტივალზე საქართველოს სახელით იმღერა. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა...
თავბრუდამხვევი კარიერა, უამრავი ჰიტადქცეული სიმღერა, დუეტები და კლიპები...

„თეთრი რაში“ , „დეკემბერი დეკემბერი“, „ მოდიოდა თეთრი გოგო“, „რა სიმშვიდეა ქალბატონო“, „მე შენ მიყვარხარ და საქართველო“, „ცხოვრება სულ ერთი ლამაზი წამია“ , „გაიღიმე“, „გული გაუყოფელი“, „ერთმანეთს ვნატრობთ“ , „ღრუბელს რაღა უნდოდა“, „ქარი ქრის“, „ფიქრებში მეორდები“...
მას შეუძლია ერთნაირად კარგად იმღეროს სრულიად განსხვავებული სიმღერები: „სერენადა“ , „ორშაბათი შაბათია“, „როცა მოგწყინდება“, „ჩუმად გაგიყვან მინდორში“, „ისევ შენ და ისევ შენ“.

ის ყველა თაობის სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს. მისი წარდგენა ზედმეტია- ყველამ იცის რომ ის მერაბია.
„ვერაფერზე დავიწუწუნებ, მართლა გამიმართლა, როგორც პირადულში, ისე ხალხის სიყვარულში“-მერაბ სეფაშვილი
2012წლის 20 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ის ყველაზე ახალგაზრდაა იმ ადამიანებს შორის, ვისაც ვარსკვლავი გაუხსნეს.




სტეფანე მღებრიშვილი
ქართველი მომღერალი და პროდიუსერი


კარიერის დასაწყისში იყო სოლო შემსრულებელი, გამართული აქვს სოლო კონცერტი სპორტის სასახლეში, ჩაწერილი აქვს სოლო ალბომი „მეფერება წვიმა“.
2004 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი:“ სტეფანე და 3G“. 2009 წელს, მას შემდეგ რაც „სტეფანე და 3G“ არ დაუშვეს ევროვიზიაზე, კომპოზიციამ „We don’t wanna put in” უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა და გაჟღერდა წამყვან დასავლურ ტელეარხებზე. მისი ინტერვიუები გამოქვეყნდა დასავლურ პრესაში.
2010 წელს იყო პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელმაც დაიპყრო MTV Europe.
2011წელს მონაწილეობა მიიღო შოუში MTV Live Georgia.
იმავე წელს ის მიწვეულ იქნა ქართულ მიუზიკლში „ქეთო და კოტე“.
არის სარეკლამო სააგენტო „არტ ფორუმი“-ს დამაარსებელი და პროდიუსერი. აქვს განხორციელებული მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი.

მაია დარსმელიძე
რაც თავი ახსოვს მღერის და ქმნის მუსიკას.


ის ბევრი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, დიპლომანტი და პრიზიორია.
მუსიკალური განათლება ჯაზის სფეროში აქვს მიღებული. პირველი ნაბიჯები როკში მისი მუსიკალური ნათლიმამის კაკო ვაშალომიძის დამსახურებაა, მან შეაყვარა მაიას დრაივი, დისტორშენი და ჯენის ჯოპლინი.

ის არის პირველი როკერი ქალი, რომელმაც 90-იან წლებში შემოიტანა შოუს ელემენტები ქართულ სცენაზე.
მაიამ როკული დრაივი გადმოიტანა ელექტრონულ მუსიკაში და შექმნა ელექტრონული ლაივ ბანდა „MaoBand”.
დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნდა სცენაზე პროექტით „Find me here I am” (MaoBand+ Georgia State Philharmonic) ნიკოლოზ რაჭველთან ერთად.

სტეფანე და მაია დუეტში წარდგებიან, ისინი ერთი ჟიურის სახით მოგვევლინებიან.



ამერიკული The Voice-ის პრომო, სადაც მწვრთნელების შეჯიბრია გაშარჟებული.

ყველანი ერთად კი საუკეთესო ხმის აღმოსაჩენად და გამოსაწვრთნელად იბრძვიან!



ეს პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულალურობით სარგებლობს.
თქვენც შეგიძლიათ მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები ამის საშუალებას ეს პროექტი გაძლევთ!


facebook.com/The Voice Of Georgia/
კონკურსში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივლისი!
რეგისტრაცია ლინკზე: voice.ge/ge/redirect/register
როგორ დავრეგისტრირდეთ ვიდეო-ინსტრუქციას იხილავთ ლინკზე:
www.youtube.com/watch?v=fLyxkyDhfuo&feature=player_embedded


Category: Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top