;
24 აგვისტო 2012      Nina√     49 კომენტარი     ნანახია 6728-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები



ეროვნება: ქართველი
დაბადების თარიღი: 1992 წლის 31 იანვარი
სიმაღლე: 1.75
თმის ფერი: ქერა
თვალის ფერი: მწვანე
პარამეტრები:81-60-88
სააგენტოები: n/a
Elite Model Management - Paris
Style international management - Hong Kong




თამთა შედანია 20 წლის წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც "ელიტ მოდელ ლუქის" 2008 წლის გამარჯვებული გახლავთ."ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსის შემდეგ თამთა საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა და სამოდელო კარიერა იქ გააგრძელა. თუმცა იმ მიზეზების გამო, რომ ევროპაში კონკურენცია დიდი იყო და თამთას თქმით, არც ისე დიდ თანხას იხდიდნენ, გადაწყვიტა სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად აზიაში, კერძოდ კი ჰონგ კონგში წასულიყო და აღმოჩნდა, რომ მოდელმა სწორი არჩევანი გააკეთა: "კმაყოფილი ვარ აზიაში მუშაობით, თან იქ, ევროპასთან შედარებით, უფრო მეტ თანხას იხდიან. ცხოვრებაც არ არის ძალიან ძვირი. ევროპაში კი დიდი კონკურენციაა. იქ ერთ ქასთინგზე 600-700 მოდელი მოდის, თან მოდელების ტიპაჟებიც თითქმის ერთნაირია. აზიაში კი განსხვავებული გარეგნობის გოგონები არიან, კონკურენციაც არ არის ძალიან დიდი და შეგიძლია გახდე კარგი მოდელი"-აბობს თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში. ზამთარში, როგორც კი ჰონგ კონგში ჩავიდა, მოდის კვირელზე მიიღო მონაწილეობა, ჰქონდა გადაღებები ჟურნალებისთვის: VOGUE და Harper's Bazaar. შემდეგ მონაწილეობა მიიღო AUDI-ის ჩვენებაზე, სადაც შვიდივე დღის განმავლობაში ძალიან დატვირთული რეჟიმი ჰქონდა. მოდის კვირეული CHANEL-ის შოუთი გაიხსნა. ევროპის ხაზი იყო ჩამოტანილი, შემდეგ – დიორი, გუჩი, ფენდი და ბოლოს სინგაპურის მოდის კვირეული რობერტო კავალის ჩვენებით დაიხურა, რომელიც თამთამ პირადად გაიცნო. სინგაპურში შედანიას ფოტო დაბეჭდეს ჟურნალ catalog-ის გარეკანზე, ასევე ჰონკონგში „ჯეტ სტაილის“ გარეკანზეც.



შედანია მთელ აზიაში გახდა „ჯორდანოს“ სახე.
ასევე მონაწილეობა მიიღო 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის გამართულ ფოტოსესიებშიც. ფოტოები დაიბეჭდა ბილბორდებზე, მაღაზიის კატალოგებში. ეს ბრენდი არის როგორც ჰონკონგში, ასევე შან-ხაიში, ტაილანდში, სინგაპურში, ტაივანში, მალაიზიაში და აზიის სხვა ბევრ ქვეყანაში. წარადგინა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდის – „ნაინ ვესტის“ საშემოდგომო კოლექციაც. თამთა ჰონგ კონგში უკვე საკმაოდ ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. აი რას ამბობს მოდელი ჰონგ კონგ კონგში ცხოვრების შესახებ: "ჰონკონგში 2009 წელს 7 თვეს ვცხოვრობდი, ახლა 9 თვეა იქ ვარ და შეიძლება, ითქვას, უკვე ადგილობრივი მოდელი ვარ. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სააგენტოშიც თბილად მექცევიან, ყველას ვუყვარვარ და სულ ცდილობენ, თავი მარტოდ არასდროს ვიგრძნო. რაც მთავარია, აღარ მიწევს ყველაფრის ნულიდან დაწყება. უკვე მყავს პირადი კლიენტები. მაგალითად, „ჯორდანოს“ უნდა, რომ გადამიღოს გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაში, იმიტომ, რომ მასთან ვიმუშავე, კმაყოფილები არიან და ურჩევნიათ, ისევ იმასთან ითანამშრომლონ, ვისაც იცნობენ. ასევეა, სხვა ბრენდებთანაც." შეგახსენებთ, რომ თამთა ახლა საქრთველოშია და მის საქართველოს ტიტულისთვის იბრძვის.






























თამთა პოდიუმზე














თამთა Fashion TV-ზე


კატეგორია: ქართველები
Tags: Miss Georgia, Miss, მის საქართველო, Georgia, Georgian

49


  • anna_ anna თქვა:
    14 მაი 2013 15:14 - ID: 49,
    რა სიმახინჯეა

  • Keso39 თქვა:
    5 მაი 2013 18:24 - ID: 48,
    თამარი ქვია

  • nat_angel თქვა:
    18 სექტემბერი 2012 21:49 - ID: 47,
    საერთოდ არ მომწონს, ვთვლი რომ ძალიან უინტერესო და უშინაარსო სახე აქვს,, ნუ ეს ჩემი აზრია,,,

  • getOUTofMYlife თქვა:
    30 აგვისტო 2012 10:22 - ID: 46,
    saxeze ar momwons mara mixaria ro qartvelia da amxela warmatebas miagwia, tumca podiumze arachveulebrivia <3

  • Ggvantsa თქვა:
    28 აგვისტო 2012 23:46 - ID: 45,
    არაფერი არ მომწონს ამ გოგოში

  • barjakuzu თქვა:
    28 აგვისტო 2012 17:35 - ID: 44,
    არ მომწონს

  • Nanuukaa თქვა:
    27 აგვისტო 2012 23:23 - ID: 43,
    არ მომეწონააა smile

  • katokato თქვა:
    27 აგვისტო 2012 11:45 - ID: 42,
    წავიდა უსაფუზვლო კრიტიკაააა,აბა ჰე ჩაწიხლეთ არ მოგერიდოთ ძაან კაი გოგოა და წარმატეებს ვუსურვებ ერთადერთია ვინც მოდელობა სარფიანი გათხოვებისთვის არ გამოიყენა,ყველაფერი წინ ააქვს

  • TAKO))tako თქვა:
    25 აგვისტო 2012 21:56 - ID: 41,
    ძალიან კარგიი გოგოა

  • nia-nia22 თქვა:
    25 აგვისტო 2012 15:14 - ID: 40,
    Hermione...♥,
    ეროვნულობის მაჩვენებელი პროცენტები როგორ გამოთვალე? smile

  • .NasTy. თქვა:
    25 აგვისტო 2012 11:39 - ID: 39,
    Hermione...♥,
    შენ სიმაღლე ვარ ზუსტად და შენი ასაკის :D:D პარამატრებიც დაახლოებით შენნაირი მარა მეუბნებიან სიმაღლეში აღარ გაიზრდებიო no

  • ანსეტა თქვა:
    25 აგვისტო 2012 04:19 - ID: 38,
    Queen Q,
    ნაკელს გიყრიდნენ ბავშვობაში რა იყოო..ძალიან ბევრი ჯობია თამთა შედანიას,მაგრამ ვინც ინდომებს და ვისაც უმართლებს მხოლოდ ის აღწევს წარმატებას დარაგუშა

  • liia თქვა:
    25 აგვისტო 2012 00:50 - ID: 37,
    აიი ძაან უროდია და რაც გინდათ ის მიქენით :D თუმცა წარმატებულიი ნამდვილადაა და ბევრი იშრომა

  • mariam italia თქვა:
    25 აგვისტო 2012 00:45 - ID: 36,
    რატომ წავიდა ეს გოგო წინ იცით? იმიტომ რომ თოჯინასავით მარტო ლამაზი გოგოა არაა.ნიჭიერია და იცის როგორ გამოიყენოს თავისი გარეგნობა.კარგად აქვს პოზებიც შერჩეული.მის მსგავს მოდელებს უფრო ვაფასებ მე ვიდრე თოჯინებს.საინტერესოც უდნა იყო.

  • CRiMiNAL თქვა:
    25 აგვისტო 2012 00:33 - ID: 35,
    ლამაზიააააააააა love

  • paskunji თქვა:
    24 აგვისტო 2012 23:31 - ID: 34,
    წარმატებული მოდელია და მისს საქართველოსთვის რატო დაბრუნდა? :)) რავ4 უნდა?

  • Katyn თქვა:
    24 აგვისტო 2012 21:21 - ID: 33,
    მიუხედავად იმისა, რომ დედა შედანია მყავს, ქერა გოგოებიც მომწონს, პარამეტრებიც უვარგა და ა.შ. მაინც არ მომწონს ეს გოგო, მგონია რომ ყველგან ერთნაირია, ყველა ფოტოში ერთი გამომეტყველებით, მოკლედ მიუხედავად ამისა, წარმატებებს ვუსურვებ, სულით, გულით.

  • xunwo თქვა:
    24 აგვისტო 2012 20:39 - ID: 32,
    კარგია რომ ქართველმა ამდენს მიაღწია.ბოლო ვიდეომაც გამახარა.... fashion TV zee...

  • Perfection❣ თქვა:
    24 აგვისტო 2012 20:04 - ID: 31,
    ტანი კარგი აქვს, მაგრამ სახეზე საშინელებაა://
    ისე მიხარია, რომ ქართველები უცხოეთში ასეთ წარმატებებს აღწევენ, რაც ძალიან მომრავლდა^__^ love
    კარგი სიახლეა)))

  • tatuu:) თქვა:
    24 აგვისტო 2012 19:06 - ID: 30,
    Queen Q,
    სიამოვნებით ვნახავდი შენს ფოტოოოოს

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top