;

13 September 2012      McMurphy     Views 7009    
Category: Georgians

ესპანელი ფეხბურთელები საქართველოს 9 სექტემბერს ესტუმრნენ, ისინი ესპანური მედიის წარმომადგენლებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ. აეროპორტში მათ გულშემატკივართა არმია დახვდათ. ფეხბურთელების ავტობუსი საგანგებო გასასვლელიდან გამოიყვანეს და სასტუმრო თბილისი „მარიოტი"სკენ გაეშურნენ.






პიკემ და ფაბრეგასმა გულშემატკივარს საქართველოში ჩამოსვლა "ტვიტერის" საშუალებით აცნობეს.


10 სექტემბერს 12:30 საათზე, სასტუმრო „Radisson"-ში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ესპანელებმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

იკერ კასილასი:" თბილისში მოტივირებულები ჩამოვედით და საინტერესო თამაშს ველით. სულაც არ ვფიქრობთ, რომ იოლი თამაში გვექნება. ვნახეთ თქვენი ნაკრების თამაში. ვიცით გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე. მეტოქე სერიოზულია და თამაშს სრული მონდომებით მოვეკიდებით".

ჩავი ერნანდესი: "რთული თამაში მარტო იმიტომ არ იქნება, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ვართ და ჩვენს წინააღმდეგ ყველა მეტოქე სრული მობილიზებით თამაშობს. არამედ, იმიტომაც რომ კარგი მეტოქე გვყავს."

ვისენტე დელ ბოსკე:" ჩვენი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიაში ითამაშოს, ამიტომ თითოეულ მატჩს სრული პასუხისმგებლობით და მონდომებით მოეკიდება, ასე იქნება საქართველოსთან შეხვედრაშიც და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დავიწყოთ. "


პრესკონფერენციაზე საქართველოს ერობნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა:

"ესპანეთი დღეს საუკეთესო გუნდია და რა თქმა უნდა ადვილი თამაში არ იქნება. ვიცით, რომ ძნელი თამაში გვექნება, თუმცა ვიცით, რომ თუ ჩვენ დავდგებით ერთად, ვეცდებით კარგი შედეგი მივიღოთ. ჩვენთვის მისაღები შედეგი კი არწაგებაა"



კონფერენციის შემდეგ კი "დინამო არენაზე" ჯერ ქართველმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს, შემდეგ კი ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა. ვარჯიში ღია იყო და საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო. ქომაგებმა ავტოგრაფებიც მიიღეს ქართველი ფეხბურთელებისგან. ფეხბუთელები ძალიან გახარებულები იყვნენ გულშემატკივრის ასეთი გვერდში დგომით.











მომდევნო დღეს მთელი ქალაქი მხოლოს საღამოს გასამართ მატჩზე მსჯელობდა. მოეწყო მსვლელობა საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. თამაშის დღეს, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო.

ასეთი რამ საქართველოს არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი 21:30 საათზე იწყებოდა, მაყურებელმა "დინამო არენაზე" განთავსება 19:00 საათიდან დაიწყეს და ფაქტიურად 21:00 საათზე ცარიელ ადგილს ვეღარ ნახავდით. განსაკუთრებით ამაღელვებელი მომენტი მატჩისწინ გახლდათ, როდესაც 60 000 გულანთებული ქართველი ფეხზე ამდგარი მშობლიურ ჰიმნს მღეროდა! მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს, როგორც ბელარუსთან მატჩში, ასევე ესპანეთთან ტრავმირებული მათე ვაწაძე და ჯაბა დვალი ვერ შეუერთდნენ, ხოლო ლაზარეთში მყოფთა რიცხვს, გუნდის გამთამაშებელი - ჯანო ანანიძე მიემატა. მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ კარისკენ პირველად ლევან მჭედლიძემ დაარტყა, ხოლო ესპანელთა ტიკი-ტაკას შემდეგ დარტყმა მხოლოდ მე-10 წუთზე ვიხილეთ, როდესაც ჩავის ჩაწოდების შემდეგ სერხიო რამოსმა, რომელიც განუწყვეტლივ აღიზიანებდა პუბლიკას თავური დარტყმა განახორციელა, რომელსაც გიორგი ლორია, ადამიანი რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში უშეცდომოდ თამაშობდა პირველივე წუთებზე მიღებულ იერიშს მედგრად დაუდგა. ამის შემდეგ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ბურთის კონტროლისა, სტუმრებს რეალური მომენტი დავიდ სილვას შორეულ დარტყმამდე არ შეუქმნიათ, როგორც ჩანს, "სიტის" მოთამაშე დაიღალა ბურთის გორაობით, რომელმაც შედეგი არ გამოიღო და შორიდან დარტყმა გადაწყვიტა, ბურთი ძელს მოხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში შემტევი ტრიო - ოქრიაშვილი - მჭედლიძე - თარგამაძე თავდაუზოგავად ეხმარებოდა დაცვას და არამხოლოდ დაცვას, ისინი ძალზედ ჭკვიანურად მოქმედებდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ფლანგის მოთამაშეებმა - ოქრიმ და თარგამამ არბელოა და ალბა დატანჯეს. სწორედ ეს ორი მოთამაშე გამოირჩეოდა შეტევაში, აღსანიშნავია თორნიკეს დიდებული თამაში და დიდებული ფინტები.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თემურ ქეცბაია ბრწყინვალე ტაქტიკოსია და ბიჭებმაც დავალებები ზედმიწევნით შეასრულეს. პირველი რეალური მომენტი მატჩის 45-ე წუთზე სტუმრებმა შექმნეს, როდესაც ლორიამ ჩინებულად ითამაშა! გიორგიმ სოლდადოს ერთი-ერთზე, ხოლო შემდეგ ინიესტას შორეული დარტყმა აიღო. ამ ყველაფერს მოჰყვა ჩავის მორიგი გასროლა და ლორიას ჩინებული სეივი. ასე წარიმართა პირველი ტაიმი. მეორე ტაიმში ქართველები უფრო გამოცოცხლდნენ და რამოდენიმე წუთში სტუმართა საჯარიმო მოედანზე გაურკვევლობის შემდეგ მჭედლიძემ ამისულაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ძელს გაარტყა, არადა ლევანს მარცხნივ, რომ გაეხედა მარტო მდგომ ოქრის დაინახავდა, რომელიც დიდი ალბათობით და პირადად მე ეჭვიც არ მეპარება, რომ გოლს შეაგდებდა.ამის შემდეგ დაიწყო ცვლილებები და რაც ყველაზე სამწუხარო იყო მატჩის უდაო გმირმა, გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ამის შემდეგ მოედანზე მის მაგივრად როინ კვასხვაძე შემოვიდა. გადიოდა დრო და სულ უფრო ვუახლოვდებოდით ფინალს. დელ ბოსკე ვა-ბანკზე წავიდა მოხსნა რა არბელოა და მის მაგივრად მოედანზე პედრო შეუშვა. საქართველოს ნაკრებში კი ჯერ თარგამაძის მაგივრად ძალამაძე, ხოლო შემდეგ ლევან მჭედლიძემ მიკროტრავმა მიიღო და ის სირბილაძემ შეცვალა. სერხიო რამოსმა მაყურებლისგან ორჯერ მიიღო არასასურველი სიტყვების დასტა, ჯერ როდესაც კანკავას გაეჭიმა, ხოლო შემდეგ კი მიუხედავად იმისა, რომ მჭედლო მოედანზე იწვა, ბურთი არ გადააგდო და არ დაიცვა ფეირ-პლეი. 87-ე წუთზე კი მოხდა ის,რაც არ უნდა მომხდარიყო და რასაც არ ვიმსახურებდით, კუთხურის გათამაშების შემდეგ სოლდადომ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა... მიუხედავად ამისა, ქართველები არ დანებდნენ და ბოლო შეტევები მიაყენეს ესპანელებს, სირბილაძის დარტყმის შემდეგ ბურთს რამოსი გადაეფარა. სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ეს წაგება მოგებას უდრიდა...



ცალკე თემაა გულშემატკივრობა, ასეთი ქომაგობა დიდი ხანია საქართველოს არ ახსოვს და მჯერა, რომ არამარტო ესპანეთთან, არამედ თითოეულ მატჩზე თუ ასე შევავსებთ მოედანს, სულ უფრო და უფრო ბევრს მივაღწევთ. ქომაგები ხომ 90 წუთის მანძილზე თავგამოდებით "ბალეშიკობდნენ" თავიანთ გუნდს!
ასევე ცალკე გამოვყოფ ქართველ ფეხბურთელებს!

გიორგი ლორია, ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია,ალექსანდრ ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ბუბა დაუშვილი, ჯაბა კანკავა, დავით კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, დავით თარგამაძე, ლევან მჭედლიძე, ირაკლი სირბილაძე, ნიკა ძალამიძე და როინ კვასხვაძე. დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და უღრმესი მადლობა მათ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს უაღრესი წინააღმდეგობა გაუწიეს, ჩვენთვის ბიჭები გმირები არიან.











კომენტარები მატჩის შემდეგ:
თემურ ქეცბაია: "ბიჭებს დიდ მადლობას ვუხდი. საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად მოსულ გულშემატკივარს დიდი ბრძოლისუნარიანობა და თავდადება აჩვენეს. დღეს ჩვენგან ფეხბურთის თამაში იმდენად არ ყოფილა, რამდენიც იყო ბრძოლა, თუმცა, ამისგან შესაძლებელია აიწყოს გუნდი.”.

დელ ბოსკე: “უპირველესად, საქართველოს ნაკრების ენთუზიაზმს გამოვარჩევ. ბევრი სირთულე შეგვიქმნეს. ბოლოს მაინც გავიტანეთ, რამაც თამაში მოგვაგებინა და მოხარული ვარ, რომ შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავიწყეთ."

გიორგი ლორია:"მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე მოსული მაყურებლის მხრიდან ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ. ასეთი გულშემატკივრობა დამატებით ძალებს მაძლევდა. ძალიან გული დამწყდა თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი. მოედანზე დარჩენის უმცირესი შანსიც არ არსებობდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქომაგს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ინტერესდებოდა და ახლაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. შეხვედრაში ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო. ყველაფერი წინ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ."

სიახლის მომზადებისთვის მადლობა: Nat_barca-ს და გიორგი ადამიას.


Category: Georgians
Tags:

Related
Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top