;
3 იანვარი 2013      ANGEL     94 კომენტარი     ნანახია 47947-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge



გთავაზობთ ანუკი არეშიძის 5 ლუქს ,
რომელიც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის

მოახდინა თუ არა გავლენა ან
თუ გრძნობთ მოთხოვნას მოექცეთ გარკვეულ საზღვრებში მინისტრის ცოლის სტატუსის გამო?

● მოახდინა გავლენა, სტილი შევცვალე და უფრო ელეგანტურ და კლასიკურზე გადავედი,
თუმცა ყოველდღიურად მაინც ქეჟუალს ვურევ.


კომბინიზონი CÉLINE, ფეხსაცმელი Christian Louboutin



ANOUKI BICHOLLA ბრენდი უკვე კომპანიის სახით ჩამოყალიბდა და მალე კიევში მაღაზიასაც გავხსნით, სადაც ANOUKI BICHOLLA -ს გარდა Red Carpet Jewellery by Anouki გაიყიდება, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის, გეგმები ბევრია ამ ეტაპზე. ვმუშაობთ გაყოფილათ - მე თბილისში, ბიჭოლა კიევში. ქართველ მომხმარებელს მალე შევთავაზებთ მაღაზიას და კოლექციებს, რომლის ხარისხი მაღალი, ხოლო ფასი დაბალი იქნება.

fashion icon, inspiration - ძველი მოდის წიგნები, ახალი კოლექციებიდან იშვიათად ვიღებ მუზას და იდეას სტილზე. სტაილინგი კარგად ვიცი და ისიც, რომ ყველა კარგი და ლამაზი ტენდენციის უკან 20' წლებიდან მოყოლებული იკონები დგანან.

facebook.com/ ANOUKI BICHOLLA



როგორ უწევთ მხარდაჭერას მეუღლეს პოლიტიკასა და ბიზნესში
• მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა. მომწონს-არ მომწონს ჩემს სურვილებს გვერდზე ვდებ და ორიენტირებული ვარ მხოლოდ ერთ ადამიანზე და ბავშვებზე, ამ ეტაპზეც ასეა, კარგი მეგობრები ვართ სახლში. ბევრს ვსაუბრობთ, ცოტა ფსიქოლოგიც ვარ და კარგად ვეწყობით ერთმანეთს.

• ძაღლი ბავშვების გამო დავთმეთ და ჩემს მშობლებს ჩავაბარე, იმიტომ რომ ძალიან არაჰიგიენურია ბავშვი და ძაღლი ერთად, როგორც არ უნდა უვლიდე ბეწვს ვერაფერს ვერ უზამ, თუმცა კერძო სახლში 2 დიდი ძაღლი გვყავს რაც უფრო მისაღებია, ვიდრე ბინაში



• არაფერს არ ვთაკილობ, სახლს ვალაგებ - რაც მსიამოვნებს, მიყვარს ოჯახში ფუსფუსი. მკაცრი დედა ვარ, ბავშვებს არ ვათამამებ და დაუმსახურებლად არაფერს არ ვჩუქნი, ძიძა მყავს, ვინც მეხმარება, თან ვსწავლობ ტკბილეულის გაკეთებას, რომ სიბერეში ტკბილი ბებია ვიყო : )


პერანგი Zara, ქვედაბოლო Dolche & Gabbana


მსგავსი ლუქის აწყობა შესაძლებელია მაღაზია "სამოსში".: თამარაშვილის ქ. #19
facebook.com მაღაზია "სამოსი"



რამდენად ითვალისწინებთ კახის და ბიჭების აზრს ჩაცმულობასთან დაკავშირებით
და თუ ავლენენ უკვე ბიჭები საკუთარ ხასიათს?

• პატარა ჯერ მხოლოდ 7 თვისაა, უფროსი კი ყოველთვის კმაყოფილია ჩემი ჩაცმულობით, ნუ მამიკოს ხშირად უთქვამს სახლიდან გასვლამდე რომ კაბა გამომეცვალა, საქართველოში ვითვალისწინებ უფრო, მილანში ხშირად ჩემი გამიტანია :)

იმის მიუხედავად, რომ მოდელი აღარ ხართ მაინც არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. როგორ ახერხებთ ამას
• ალბათ გენეტიკის დამსახურებაა, 3 თვის მყავდა ბავშვი რომ ჩვეულებრივ ფორმაში ვიყავი. ადვილად ვიკლებ და რთულად ვსუქნები, მე ხორციანი ქალები მომწონს, ძალიან გამხდარი არ მომწონს ქალი, ტოპ-მოდელიც კი, წელი, მკერდი, საჯდომი უხდება ქალს. ვვარჯიშობ, არ ვეწევი და არ ვსვამ ალკოჰოლს, რაც ძალიან ცუდია და ანგრევს ქალს.



• წამყვანი მოდის საიტები ყოველთვის მიგზავნიან სახლში ჟურნალებს და იმეილებს, თან ხშირი სტუმარი ვარ ამა თუ იმ მოდის კვირეულის და ვიცი რა იქნება აქტუალური, თუმცა რომ ვთქვა რომ ყოველთვის იმ სეზონის ტრენდებით ვარ გამოპრანჭული მოგატყუებთ, ბევრი რამ ძველი კოლექციების მაცვია, რაც ახლაც აქტუალურია.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ქალბატონებს რომელთაც სურთ მოხდენილად და თანამედროვედ გამოიყურებოდნენ - რამოდენიმე key-item თქვენი აზრით ზამთარი 2012 წლის სეზონისთვის

• ბეწვს მოდა არ აქვს, მაკიაჟი მხოლოდ წამწამები და მუქი ტუჩსაცხი, ტანისამოსი კი მე მაგალითად skinny ჯინსები მაცვია ცოტა ბუთქუნა შუზებზე. მანდილოსნებს ვურჩევდი, რომ მხოლოდ ერთი დეტალი გამოიყენონ ამ წლის და ის უკვე იქნება ტრენდი - ნაქსოვი ჯემპრები არის ძალიან მოდაში, ლამაზი ნაქარგებით.


ჯინსები Current Elliot, ზედა palosh, ფეხსაცმელი valentino



მსგავსი ლუქის ხელმისაწვდომ ფასად აწყობა შესაძლებელია მაღაზია "სამოსში"
facebook.com მაღაზია "სამოსი" .: თამარაშვილის ქ. #19



როგორია ანუკის 1 ჩვეულებრივი დღე
• დილა 9 საათზე იწყება, მერე ბაღში ვტოვებ უფროსს, მასწავლებელთან 2 საათიანი გაკვეთილის შემდეგ მასაჟზე მივდივარ, შემდეგ თუ საქმეები მაქვს მაქსიმალურად ვითავებ და ბაღიდან გამომყავს ბუბუ, შემდეგ ვალაგებ სახლს და ვუმზადებ მეუღლეს შეკვეთილ კერძებს თუ ძალიან აგვიანდება, მაშინ მეგობრები გამოდიან და ასე ვერთობი. საღაამოობით ხან კინო, ხან თეატრი

როგორ ერთობით და განტვირთვის რა საშუალებას მიმართავთ
• განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა თან მხიარულიც ვარ ძალიან, მაგრამ ხასიათიდან გამომდინარე, ძირითადად საღამოს ვიკრიბებით ჩემთან.




ანუკის და მისი მეგობრების მსგავსი ლუქის აწყობა შესაძლებელია მაღაზია "სამოსში"
facebook.com მაღაზია "სამოსი" .: თამარაშვილის ქ. #19


შარვალი და კოსტუმი: Joseph, ფეხსაცმელი Christian Louboutin (FIFI SPIKES 100 mm)

მსგავსი ლუქის ხელმისაწვდომ ფასად აწყობა შესაძლებელია მაღაზია "სამოსში"
facebook.com მაღაზია "სამოსი" .: თამარაშვილის ქ. #19



საყვარელი ბრენდები და დიზაინერები, რა სიხშირით ანახლებთ გარდერობს
•Givenchy, Alaïa, Curent Elliot -ის ჯინსები, ZARA, asos, Joseph Marni, Mcqueen, Burberry Prosum, Rick Owens - თითო რაღაცას ყოველთვის ვყიდულობ, ესე რომ გითხრათ მივდივარ და 5 დღეში მთლიანად ვანახლებ მოგატყუებთ, ნელ-ნელა ვყიდლობ, მაგალითად კვირაში ვიყიდი ორ რაღაცას და ასე ვაგროვებ იმ სეზონზე ახალ ტანისამოსს, თუმცა შეიძლება თვე გავიდეს და არც კი გავიხხედო მაღაზიებისკენ.

5 must have თქვენს კოსმეტიკურ ჩანთაში, სეზონის სუნამო
• YSL-ის თვალის ტუში, M.A.C.-ის ტუჩის საცხი, Sisley-ის დღის სახის კრემი, სუნამო CHANEL Verte-ს ვხმარობ, რომელიც გრილი და ახალგაზრდულია, ასევე Giorgio Armani Aqua di Gio, სეზონის სუნამო არ მაქვს, რაც მომწონს იმას ვხმარობ.


მამაკაცის სპორტული შარვალი იტალიური ბრენდ masnad-სგან, ზედატანი R.E.V



ანუკი არეშიძე - 5 looks ანუკი არეშიძე - 5 looks
ანუკი არეშიძე - www.angel.ge
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია
1 celebrity=5 Looks


კატეგორია: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, ანუკი არეშიძე

94


  • 123456 თქვა:
    26 ივლისი 2014 10:38 - ID: 94,
    Somit sinkt der Durchschnittswert der Bewegung der Teilchen und somit auch die Temperatur. uhren fakes Ebenfalls kann das Programm die aktuellen Geschwindigkeiten, Spannungen und Temperaturen auslesen. Wie geht es jetzt weiter? uhren fakes "Das Potenzial dieser ausgetrockneten Gew?sser ist enorm, besonders wenn man sich vor Augen h?lt, wie weit der Grund Swiss Replica Uhren spiegel schon gefallen ist.uhren fakes Ich hab jetzt Prednison und Nasonex verschrieben bekommen.

  • სწერვა69 თქვა:
    17 ივლისი 2014 21:40 - ID: 93,
    ვგიჟდები ძაან მააგრი ქალია

  • alone_sociopath თქვა:
    13 ივლისი 2014 23:40 - ID: 92,
    უსაყვარლესიიი love

  • katskatss თქვა:
    13 აპრილი 2013 20:51 - ID: 91,
    ყველაზე მაგარი გოგოა საქართველოშიი

  • ketriin თქვა:
    31 იანვარი 2013 15:21 - ID: 90,
    ძალიან გემოვებიანიი და ლამაზაიაა <3

  • Ani-Rihanna თქვა:
    15 იანვარი 2013 12:58 - ID: 89,
    ულამაზესიაა :*

  • qeti :) თქვა:
    14 იანვარი 2013 19:13 - ID: 88,
    love მიყვარს ეს გოგო

  • maraam თქვა:
    13 იანვარი 2013 14:07 - ID: 87,
    ულამაზესია დაა თაან ძაან გემოვნებიანი და დახვეწილი feel

  • Smiley :) თქვა:
    11 იანვარი 2013 12:01 - ID: 86,
    რატომ არ მქონდა ეს სიახლე ნანახი :(
    ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები ანუკიზე ! love love love

  • beonce თქვა:
    7 იანვარი 2013 15:15 - ID: 85,
    სასიამოვნო და უბრალო გოგოა feel კარგი ოჯახი აქვს

  • ANIcule თქვა:
    5 იანვარი 2013 16:36 - ID: 84,
    ძალიან საყვარელია love

  • LoveKiller თქვა:
    5 იანვარი 2013 14:12 - ID: 83,
    ბიჭოლა ვერ ქაჩავს კოლქციებში!
    რა უნდა ანუკას მაგასთან smile

  • TATUSЯ თქვა:
    5 იანვარი 2013 04:36 - ID: 82,
    ზარქუასნაირი არაა მანდ არცერთი, ნინი სრულყოფილებაა

  • Mari.♫ თქვა:
    4 იანვარი 2013 23:21 - ID: 81,
    ძალიან მომწონს, საყვარელი გოგოა ))

  • TssunTssu1l1l1l თქვა:
    4 იანვარი 2013 02:07 - ID: 80,
    ძალიან მომწოონს ეს გოოგოო და კარგი სტილიც აკვს

  • aleksandra თქვა:
    3 იანვარი 2013 22:38 - ID: 79,
    ციტატა: Takkk...
    ამის დაქალი ნინი ზარქუა ძალიან მომწონს ჩემი აზრით ამას ასჯერ ჯობია

    მეც ნინი უფრო მომწონს.

  • Laaaa თქვა:
    3 იანვარი 2013 22:25 - ID: 78,
    მევასება ეს გოგოა :)) თავმდაბალი დაა გემოვნებანი გოგოაა))

  • Taly თქვა:
    3 იანვარი 2013 22:03 - ID: 77,
    მეც მგონია რომ ძალიან უბრალო გოგოა. მოკლედ საყვარელია მთელი ეს ოჯახი ^_^

  • aannuukkii თქვა:
    3 იანვარი 2013 21:10 - ID: 76,
    ძააან მაგარი გოგოა მაგრამ ვერ ვხვდები კალაძესთაან რატოააა.. ბევრად უკეთესია ანუკი <3

  • Scouser Kate თქვა:
    3 იანვარი 2013 20:54 - ID: 75,
    რასიცოცხლეა , მაგრად მევასება ეს გოგო request და კალაძეც ძალიან მიყვარს, ჩვენი ლეგენდა.. <3

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top