;

14 December 2012      sabavachiberidze     Views 4547    
Category: Georgians, for ANGEL.ge

ახალი ხმა - მარიამ შარმანაშვილი

მარიამმა სტეფანე და მაიას მოხიბლა და მის გუნდში საპატიო ადგილი დაიკავა. ბევრი შრომის საფუძველზე რინგზე მაქსიმალური გააკეთა და პროექტის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. შაბათს ის ლაივ შოუზე წარსდგება, სადაც განსხვავებული იმიჯი ექნება.მარიამი საკუთარ გამოსვლას სულ მოუთმენლად ელოდება, მანამდე კი მოდით გავიგოთ ცოტა რამ მის შესახებ



მარიამ შარმანაშვილი
ასაკი : 17 წლის


დავიბადე თბილისში. დედა მეუბნება ხოლმე პატარა,რომ იყავი შენთვის, რომ არ მემღერა ისე არ იძინებდიო. ალბათ თავიდანვე მქონდა მიდრეკილება მუსიკისადმი. 7 წლის შევედი მუსიკალურ სკოლაში "ნიჭიერთა ათწლედში'' .ამ პერიდის განმავლობაში მხოლოდ ფორტეპიანოთი ვიყავი დაკავებული თუმცა გულში სულ მინდოდა მემღერა და მაინც მივედი ვოკალის პედაგოგთან დიდი ხანი არ მივლია, როცა პირველ სასკოლო კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვე და ამის შემდეგ უკვე აქტიურად დავკავდი სიმღერით. პირველი გამარჯვების შემდეგ ხშირად აღარ მიმართლებდა ხოლმე... სხვადასხვა სატელევიზიო კონკურსებშიც ვცადე ბედი თუმცა უშედეგოდ, თუმცა ამ დროს მხოლოდ 15 წლის ვიყავი და დიდი შანსი ისედაც არ მქონდა.


რატომ გადაწყვიტე პროექტი, მონაწილეობის მიღება?


ახალ ხმაში მონაწილეობა მისი პირველივე რეკლამის გასვლისთანავე გადავწყვიტე. პირველ რიგში იმიტომ რომ ვიცოდი ამ პროექტის ფორმატის შესახებ უცხოური არხებიდან. გული მიგრძნობდა, რომ ეს ჩემი შანსი იყო და გამოვიყენე კიდეც. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ შოუ ყველაზე რეიტინგული იქნებოდა მსგავს პროექტებში რაც ოდესმე საქართველოში ჩატარებულა და არ შევცდი კიდეც.

გარდა სიმღერისა რითი ხარ დაკავებული?



სიმღერის გარდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაინტერესებული ვარ იურისპუდენციით და დიპლომატიური სფეროთი, შევეცდები სამომავლოდ მუსიკასთან ერთად სამართლიანობაზეც ვიზრუნო.



რა არის ერთი რამ რაც ოცნებად გაქვს დასახული?

ჩემი ერთადერთი ოცნებაა ვიყო წარმატებული ცხოვრებაში რა სფეროშიც არ უნდა ვიყო... ეს ისეთი ოცნებაა რომელსაც ბევრი შრომით და მონდომებით აღწევენ ადამიანები.

შეცვალა თუ არა "ახალმა ხმამ" შენი ცხოვრება


ახალმა ხმამ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება პირველ რიგში მუსიკალურად გავიზარდე და უდიდესი ნაბიჯი გადავდგი. ეს რათქმაუნდა ჩემი მწვრთნელების დამსახურებაა. პროექტში შევიძინე უამრავი მეგობარი და რაც მთავარია მყავს ერთი დიდი ოჯახი, ჩემი გუნდის სახით. სტეფანეს და მაიას დამოკიდებულებამ ჩვენდამი იმოქმედა გუნდში ზოგად ფონზე. ხშირად ვამბობ ხოლმე,რომ ოჯახის სიმყარე მშობლებზეა დამოკიდებულითქო და აი გამართლდა კიდეც. ყველაზე არაორდინალური ყველაზე თბილი და ყველაზე ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტდა ჩვენი თიმი. თუმცა ამ პროექტში ყველა ძალიან ნიჭიერია.

ახლა მარიამის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, სწორედ ამიტომ ის პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლის.


ამჟამად პირადი ცხოვრება ძალიან შორს გადავდე, ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ ხდება და მთლიანად ამაზე ვარ ფოკუსირებული. შეყვარებული არ მყავს არამხოლოდ ამიტომ, უბრალოდ ძალიან რთულია ჩემი გაოცება, ვგულისხმობ ჯერ არავის გავუოცებივარ თავის ხასიათით და პიროვნულობით ისე რომ გულში ჩამვარდნოდა. თუმცა იყვნენ სიმპატიური ბიჭებიც მე მხოლოდ გარეგნობით არასდოს ვინტერესდები რაც არ უნდა პენსიონერულად ჟღერდეს. შეიძლება ზედმეტს მოვითხოვ ადამიანებისგან.

ახალი ხმა - მარიამ შარმანაშვილი


Category: Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top