;
1 იანვარი 2013      Nanuka.     69 კომენტარი     ნანახია 11992-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

რუსკა და ოთო "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონის გამარჯვებულები გახდნენ!

გუშინ, 31 დეკემბერს ორი გრანდიოზული პროექტის გამარჯვებულები გამოვლინდნენ: 1-ლი "საქართველოს ვარსკვლავის", რომელშიც ლუკა ზაქარიაძემ გაიმარჯვა, ხოლო მე-2 "ცეკვავენ ვარსკვლავების", რომელიც რუსკა მაყაშვილისა და ოთო ფოლადაშვილის გამარჯვებით დასრულდა! მათ, ისევე, როგორც მე-2 ფინალისტმა წყვილმა: გიორგი ვარდოსანიძემ და სალომე ჭაჭუამ, პასადობლი შეასრულეს და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურეს, რაც უმაღლეს - 40 ქულიან შეფასებაში აისახა.

რუსკა და ოთო: "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონის გამარჯვებული წყვილი!

რუსკა მაყაშვილი და ოთო ფოლადაშვილი - პასადობლი



დასამახსოვრებელი იყო აგრეთვე, მე-2 ფინალისტი წყვილის: გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას მიერ შესრულებული იგივე ცეკვა (პასადობლი), რომელმაც აგრეთვე უმაღლესი, 40 ქულიანი შეფასება დაიმსაუხრა.



"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონის ფინალი, სხვა ტურებისგან ძალიან გამორჩეული იყო: ფინალში იცეკვეს არამარტო ფინალისტმა წყვილებმა, არამედ შოუს სხვა, ყოფილმა კონკურსანტებმაც, რომელთა შორის იყვნენ: ეკო ფანგანი და რეზო რობაქიძე (ტანგო), ია სუხიტაშვილი და რამაზ ლაზარიშვილი (რუმბა), ოთარ ტატიშვილი და მზია ორველაშვილი (ჰიპ-ჰოპი), ჯაბა კილაძე და ჯულიანა ბარ-გნარი (ჯაივი), ჯანეტ ქერდიყოშვილი და ირაკლი საბაძე (სამბა), ეკა ნიჟარაძე და ლევან ახვლედიანი (მოლდოვური), ნანიკო ხაზარაძე და თემო სერგეევი (ტანგო). თუმცა, გუშინ ნაჩვენები ცეკვებიდან, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო შოუში მონაწილე პროფესიონალი მოცეკვავეების ჯაივი:



პრიზები

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონი, 1-ლი სეზონის მსგავსად გამოირჩეოდა ძვირადღირებული პრიზებით:

1) 1-ელ ადგილზე გასულ ვარსკვლავს, რუსკა მაყაშვილს გადაეცა დასრულებული ბინა ბათუმში.
2) მე-2 ადგილზე გასულ ვარსკვლავს, გიორგი ვარდოსანიძეს გადაეცა ავტომანქანა რეინჯ როვერ ევოუქი.
3) რუსთაველის თეატრის მმართველმა, ზაალ ჩიქობავამ, ამავე თეატრის მსახიობები: რუსკა მაყაშვილი და ია სუხიტაშვილი დააჯილდოვა ტურით ბრიტანეთის სამეფო თეატრში.
4) ავიაკომპანია "Fly Georgia"-მ თავისი რჩეული წყვილი - ეკა ნიჟარაძე და ლევან ახვლედიანი დააჯილდოვა ერთკვირიანი მოგზაურობით თავიანთი სასურველი ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ დროს.
5) "ბილაინმა" რჩეული ვარსკვლავი - ეკო ფანგანი დააჯილდოვა ერთკვირიანი მოგზაურობით შრილანკაზე.
6) "თი-ბი-სი" ბანკი ფინალისტ პროფესიონალებს: ოთო ფოლადაშვილსა და სალომე ჭაჭუას გაუშვებს ცეკვის საერთაშორისო კონცერტზე სტუდგარდში და დააჯილდოვებს მათ აგრეთვე 6000 ლარით.


ეს ფოტო რუსკა მაყაშვილმა, თავის ფეისბუქზე ატვირთა. (შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულის პრიზი, რუსკას და ოთოს, პირველი სეზონის გამარჯვებულებმა: სამორი ბალდემ და ლიკა ლაბაძემ გადასცეს)

რუსკა და ოთო: "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონის გამარჯვებული წყვილი!

მე რუსკა მაყაშვილის ფანების სახელით რუსკას და ოთოს ყველა გულშემატკივრას გილოცავთ მათ გამარჯვებას!

კატეგორია: ქართველები
Tags:

69


  • Elena-Elena თქვა:
    11 თებერვალი 2013 21:20 - ID: 69,
    yvelazee girseuli proeqti martla samartlianad gaimarjves ruskam da otom ruska ariss yvelaze magarii unichieresiii msaxiobi da mocekvavec :*


    Watson,
    ra dagishava ro ver itan ? :D

  • el en ika თქვა:
    6 იანვარი 2013 23:09 - ID: 68,
    ორივე დაუმსახურებლად გავიდნენ ფინალში ჭაჭუა რო მაგარია მაგას რა ლაპარაკი უნდა მარა ეგ ხო არ ფასდებოდა არაა ვინც უფრო კარგად ცეკვავდა ის გავარდა ფინალამდე თუნდაც რატი არცერთი არ იყო აქედან გამარჯვების ღირსი

  • aNi135 თქვა:
    4 იანვარი 2013 20:06 - ID: 67,
    a

  • salome55555 თქვა:
    4 იანვარი 2013 13:28 - ID: 66,
    სამორი და ლიკა რომ დავინახე ეგ უფრო გამიხარდა wink ნამდვილად იმსახურებდნენ ამ გამარჯვებას და დაუმსახურებლად არ გაუმარჯვიათ. გიორგიც მომოწნდა მაგრამ ცეკვით რუსკა ჯობდა ნამდვილად და სამართლიანადაც მოიგეს love love უი ჭაჭუასაც მისცეს 6000 მე კიდევ მეგონა ესე დარჩა თქო გამიხარდა.

  • Ggvantsa თქვა:
    3 იანვარი 2013 23:43 - ID: 65,
    რაღაცა მაგარად მეკიდა ვინ გაიმარჯვებდა

  • Anch_Bey თქვა:
    3 იანვარი 2013 18:22 - ID: 64,
    ძალიან სამართლიანად გაიმარჯვეს:)))))))))

  • nata3 თქვა:
    3 იანვარი 2013 15:04 - ID: 63,
    გიორგი უფრო იმსახურებდა 1 ადგილს ბევრად მერჩივნა)ვეღარ ვიტან უკვე ამ რუსკას რა :@ მარა მიუხედავად ყველაფრისა გიორგიმ უკეთესი საჩუქარი აიღო :))

  • natuka555 თქვა:
    3 იანვარი 2013 13:30 - ID: 62,
    საერთოდ რუსკაც მიყვარს და გიორგიც და ასე თუ ისე ორივეს ვგულშემატკივრობდი, უფრო გიორგის, მაგრამ რუსკას ისე გაუხარდა რომ მეც მიხაროდა მასთან ერთად. კარგით რა რა გაჩხუბებთ, ორივე ძალიან მაგარი იყო და ნებისმიერ შემთხვევაში ღირსეული გაიმარჯვებდა. თან ისეთი პრიზები იყო, ბინა და რენჯ როვერი რომელიც 108 000-ი ღირს :D ასე რომ არც ერთი დარჩა ნაწყენი :D

  • katokato თქვა:
    3 იანვარი 2013 12:32 - ID: 61,
    ცეკვის აზრზე თუ მაინც ხართ ვისაც რუსას ცეკვა არ მოსწონს,რახან პიროვნულად არ მოწონს არ ნიშნავს რომ ვერ იცეკვა გიორგი ძაან მომწონს მაგრამ ვერც მივა რუსკასთან ცეკვით ელემენტალურად უკვე დიდი ნაკლია როცა წელშიც ვერ გაიხსენბი კონკურსის ბოლომდე ,წაიქცა და რავი ქონდა პრობლემები თვითონ სალომეიყო მისით ხშირად უკმაყოფილო ვისაც პროფესინალის თვალით შეხედავს მიხვდება რასაც ვამბობ,დარწმუნებუი ვარ უმეტესობა სალომეს ცეკვას უყურებდით და აუუ გიომ დაგლიჯაო მერე ამბობდით,შური გვერძე გადადეთ და სიყვარული ისწავლეთ რა

  • Just mee... თქვა:
    3 იანვარი 2013 01:03 - ID: 60,
    მე მიყვარს რუსკა love გამიხარდა ძაან!

    გიორგის სალომე რომ არ ყოლოდა აქამდე ვერ გაქაჩავდა, ხოლო რუსკას ვინც არ უნდა ყოლოდა მაინც გაქაჩავდა!

  • Watson თქვა:
    3 იანვარი 2013 00:31 - ID: 59,
    გიოს და სალოს უნდა გაემარჯვათ, ვერ ვიტან რუსკას, ცანცარა და თავშიავარდნილია, კაი სანახაობა იქნებოა გიორგის რო გაემარჯვა, წარმომიდგენია რა სიტერიკებს მოაწყობდა wink

  • knach თქვა:
    3 იანვარი 2013 00:03 - ID: 58,
    Kris ar vici sheidzleba martalic xar !!

  • LohanFan თქვა:
    2 იანვარი 2013 22:52 - ID: 56,
    მეგონა მარტო მე ვერ ვიტანდი რუსკას:)

  • LiZzz ... თქვა:
    2 იანვარი 2013 22:40 - ID: 55,
    გიოს უნდა გაემარჯვა მაგრამ გული არ დამწყვეტია იმიტომ რომ გიომ უფრო მაგარი პრიზი აიღო,მაგის პასად რუსკას გვერძე 2 ეგეთ ბინას იყიდის wink love გიოო მიყვარსსს love

  • Kris თქვა:
    2 იანვარი 2013 22:39 - ID: 54,
    knach,
    რა მნიშვნელობა აქვს კაცია თუ ქალი, ეს არის კონკურსი და ამ შემთხვევაში ყველა თანასწორი იყო:)
    მაშინ მარტო ქალები უნდა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ან მხოლოდ კაცები

  • Countess A. თქვა:
    2 იანვარი 2013 21:19 - ID: 53,
    როცა რუსკას საქართველოს ბანკის რეკლამაში ვუყურებ, ყოველთვის მგონია რომ ფეხებს ვერ იმორჩილებს და აქეთ-იქით გაურბის...

  • knach თქვა:
    2 იანვარი 2013 18:38 - ID: 52,
    Kris tundac giorgi avigot giorgi kacia da mdeni moindoma rom finalamde minc mivida da chachuasac gaumartla amit winaze aba rosto tu vigac rom iyo saqme chauflava mokled me risi tqma minda giogi ruskaze bervad kargad cekvavda mitumetes mamakacia da shedzlo sheudzlebeli da mayashvili isedac moqnili da cocxalia sheadaret gexvewebi tan mayashvilma sms gaitana tavi torem jiurize rom yofiliyo 100% var darwmunebuli vardosanidze da chachua moigebda

  • barjakuzu თქვა:
    2 იანვარი 2013 14:36 - ID: 51,
    დამსახურებულად!

  • Kris თქვა:
    2 იანვარი 2013 14:04 - ID: 50,
    knach,
    სალომეს რატომ უნდა მოეგოოოოო სალომე მეწყვილე იყო და შეადარეთ გიორგი და რუსკა და არა სალომე და რუსკა!!!
    ხალხი სალომეს უმესიჯებდა თორე გიორგი თავიდანვე უნდა გავარდნილიყო:))

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top