;

9 January 2013      sabavachiberidze     Views 4455    
Category: Georgians, for ANGEL.ge

უკვე რამდენიმე თვეა ქართული ტელესივრცე „ახალმა ხმამ „ დაიპყრო . ამერიკული ვოისის ქართულმა ვარიანტმა თავდაპირველად დიდი კრიტიკა დაიმსახურა , მაგრამ საბოლოოდ ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოში ასეთი პროექტი ჯერ არ ყოფილა. პროექტის წყალობით ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა სცენაზე და იმედიც გაჩნდა,რომ ქართული შოუბიზნესი გამოცოცხლდება . პროექტის ერთ-ერთი აღმოჩენაა მაგდა ვასაძეა, რომელმაც ენჯელ.ჯის კითხვებს უპასუხა

ახალი ხმა - მაგდა ვასაძე


ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად მაგდა ვასაძე ახალი ხმის სცენაზე იმ იმედით გავიდა, რომ შეძლებდა მიეღწია სანუკვარ მიზანს. მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ახალგაზრდა ქალბატონი ქობულეთიდან მეგა პროექტის ერთ-ერთი ფავორიტ გახდა. ბრმა ქასთინგზე შესრულებულმა killing me softly -მ მოხიბლა მთელი საქართველო და მათ შორის მწვრთნელები სტეფანე და მაია, სწორედ ამ შესრულების წყალობით დაიკავა საპატიო ადგილი სტეფანესა და მაიას 14 კაციან გუნდში მაგდამ .



დავიბადე ქობულეთში 1986 წლის 4 თებერვალს .მყავს ორი და. ხათუნა და მარიტა. თავიდანვე მქონდა სიმღერის ნიჭი და სურვილი, რომ დიდ სცენაზე მემღერა და სიმღერა ყოფილიყო ჩემი პროფესია . სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაბარე ქალაქ ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში ვოკალის ფაკულტეტზე და დავამთავრე 4 წლედი. ჩემი პედაგოგი იყო თამაზ ცერიაშვილი. მე მასთა ერთად დავიხვეწე და გავიზარდე , მაგრამ როგორც ყველა თინეიჯერს მეც არეული მქონდა გონება და 19 წლის ასაკში გავთხოვდი.მყავს 6 წლის ლუკა...6 წელი ვიცხოვრეთ ერთად მე და ჩემმა ქმარმა , მაგრამ ერთ დღეს სამწუხაროდ ყველაფერი დაინგრა . თუმცა ყველაფრის მიუხედავად შემართენბით მივიწევ წინ . რამდენიმე რესტორანი გამოვიცვალე და პროფესიონალურად გავიზარდე. მივხიდ, რომ კიდევ უფრო მეტი შემეძლო .სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომელიმე პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ჯეოსტარზეც ვიყავი და არ გამიმართლა .პროექტ „ახალი ხმის „ გამოჩენამ გამახარა, მაშინვე ჩემ თავს ვუთხარი : „ იქნებ სწორედ ახლა იწყება ყველაფერი „ და მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე.



რატომ გადაწყვიტე „ახალ ხმაში“ მონაწილეობის მიღება ?

ახალ ხმაში იმიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, რომ დავიღალე ერთი და იგივე ყოფით . ვაკეთებდი საყვარელ საქმეს, მაგრამ აღარ მაკმაყოფილებდა . ვიცოდი, რომ მეტის გაკეთება შემეძლო ამის საშუალებას კი რესტორანი არ იძლეოდა, ამიტომ გადავწყვიტე რომ დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის და ზოგადად ყველასთვის, რომ ბევრად მეტი შემეძლო, მე მოხარული ვარ, რომ მოვხდი ამ პროექტში . ხანდახან ვამბობ, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობ.

პროექტმა მაგდა რადიკალურად შეცვალა . საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდა და ბრძოლის უნარიც გაუჩნდა. თვლის, რომ უკვე გამარჯვებულია, რადგან ნახევარფინალში მოხვდა.

ამ პროექტმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. უფრო გავიზარდე , დავიხვეწე ხალხის დიდი სიყვარული ვიგრძენი . პროფესიონალურად ავმაღლდი და ბრძოლის უნარი გავიჩინე. ახლა უკვე საკუთარი თავის და ეს არის ყველაზე დიდი წარმატება .

მაგდას 6 წლის შვილი ჰყავს. ყველაფერი რასაც აკეთებს , სწორედ მისი შვილისთვისაა. ამბობს, რომ მის შვილს არაფერს აკლებდა და ცდილობდა, რომ ყველაფერი ჰქონოდა.

ბავშვის აღზრდა არასდროს მიჭირდა. არასდროს არ აკლდა არაფერი . სწორედ მისთვის ვიბრძვი, რომ კიდე უფრო კარგად იყოს ჩემი შვილი ვიდრე აქამდე



ნინი ცნობილაძეს ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევს, მისი გამარჯვებაც ისევე გაუხარდება , როგორც საკუთარი. ფინალში გასვლის იმედიც აქვს, ის ხომ მაყურებელმა უკვე 2-ჯერ გადაარჩინა

შასები როგორც მე ასევე ნინის თანაბარი გვაქვს , თუმცა მე ვამბობ, რომ უკვე გამარჯვებული ვარ.ნახევარფინალში ვარ და ვფიქრობ ბევრი რამ ვთქვი სანამ ამ ეტაპამდე მოვიდოდი. რათქმაუნდა კარგი იქნება თუ გადავალ , მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ნინი მოიგებს, ის ჩემი მეგობარია და ძლიან გამიხარდება მისი წარმატება .თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება ფინალში გავიდე.

ყველა ნახევარფინალისტი უკვე გამორჩეულია. ვერ დავაკონკრეტებ . რადგან თანაბრად ვართ .ყველაფერი მეისჯებზეა დამოკიდებული ამიტომ არ ვიცი, თუმცა გამოკითხვებით 4 ადამიანი ვლიდერობთ : ნინი ცნობილაძე, ლაშა თოფურია, სალომე ქათამაძე და მე .

SMS- ლიდერობას არ ველოდი , რადგან ყველასთვის უცხო ვიყავი და არ მეგონა ასეთ დიდ სიყვარულს თუ დავიმსახურებდი. პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისთვის. მე გაჩერებას არ ვაპირებ, რადგან საკუთარი თავის რწმენა გამიღვიძ ამ პროექტმა , ვფიქრობ, რომ მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებ მაყურებელს. ჯერ ყველაფერი წინ არის




მაგდა ერთ-ერთი ნახევარფინალისტია. მისი sms ნომერია 0 903 903 907 , სწორედ ამ ნომრის დახმარებით შეგიძლიათ აახდინოთ მაგდას ოცნება. ასევე ხმა მიეცით თქვენ რჩეულს გამოკითხვაში :ახალი ხმა


Category: Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top