;
23 იანვარი 2013      Nanuka.     19 კომენტარი     ნანახია 4329-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

სპიკერი/The Speaker - მე-2 სეზონი

25 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში "სპიკერის" მე-2 სეზონის 1-ლი გადაცემა გავიდა. ეს არის პროექტი 13-დან 18 წლამდე ორატორული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისთვის, რომლის სლოგანია: "ილაპარაკე, რომ შეგამჩნიონ". პროექტში მონაწილეობის სურვილი ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა, თუმცა სამ ეტაპიანი ქასთინგის შედეგად მასში მხოლოდ და მხოლოდ 10 ბავშვი მოხვდა.

5 გადაცემის შემდეგ, ამჟამად პროექტში მხოლოდ 5 ნახევარფინალისტია დარჩენილი: საბა ვაჩიბერიძე, თამარ ხუხია, ნანა ედიშერაშვილი, გუგა სუხიაშვილი და ანანო ობოლაშვილი. მათ ძალიან ცოტაღა აშორებთ ნანატრ საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის ტიტულამდე. მანამ, სანამ შევიტყობთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები და ვინ გახდება "სპიკერის" მე-2 სეზონის გამარჯვებული, გავიგოთ მეტი ნახევარფინალისტების შესახებ.

ვინ გახდება საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი?

1) საბა ვაჩიბერიძე

საბა ვაჩიბერიძე 17 წლისაა და თბილისიდან არის. შესაძლებელია, ენჯელ.ჯი-ს მკითხველისთვის იგი ნაცნობი იყოს პროექტით: "ვარსკვლავური ცხოვრება", რომლის იდეაც თავად საბას ეკუთვნოდა და მანვე განახორციელა. მას სამომავლო პროფესიად ჟურნალისტიკა აქვს არჩეული და "სპიკერში" მონაწილეობა ამ განხრით ძალიან დაეხმარება. საბა პროექტის განმავლობაში ერთხელ იყო აუტსაიდერი თათული ღვინიანიძესთან და ნანა ედიშერაშვილთან ერთად, თუმცა დამაჯერებელი გამოსვლით ჟიურის მოხიბვლა შეძლო და ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა. საბას სიტყვა ქასთინგზე სიტყვა "ბოდიშს" ეხებოდა, რომლითაც ჟიურის გულის მოგება ნამდვილად მოახერხა.


საბას გამოსვლა ქასთინგზე:



2) თამარ ხუხია


თამარ ხუხია 16 წლის არის და გურიას წარმოადგენს. "სპიკერში" საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის ტიტულის მოსაპოვებლად ჩამოვიდა. თამარი მაყურებელს დაამახსოვრდა იმით, რომ მან მე-2 ტურში "სპიკერის" ერთ-ერთი ფავორიტი - ლუკა მეტრეველი პროექტს მიღმა დატოვა. ქასთინგზე სასაუბროდ მან თემა - "სტერეოტიპები" აარჩია და ეს თემა პატიმრებთან დაკავშირებული პრობლემების ჭრილში განიხილა. თამარი, საბას მსგავსად ერთხელ მოხვდა აუტსაიდერებში და ამჟამად ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.


თამარის გამოსვლა ქასთინგზე:



3) ნანა ედიშერაშვილი


ნანა (ნაკო) ედიშერაშვილი 17 წლის არის და "სპიკერში" გორიდან ჩამოვიდა. მან შესარჩევ ქასთინგზე ჟიურის მოხიბვლა ძილის მნიშვნელობაზე საუბრით მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ნანა ერთ-ერთი ნახევარფინალისტია, იგი უკვე ორჯერ იყო აუტსაიდერი. პირველად ნანა მაისურაძე დატოვა პროექტს მიღმა, მეორედ კი თათული ღვინიანიძე. მას ის კი არ სურს იყოს მომავალი ნინი ხვედელიანი (1-ლი სეზონის გამარჯვებული), არამედ იყოს მომავალი ნაკო ედიშერაშვილი. წარმატებები ვუსურვოთ ნაკოს!

ნანას გამოსვლა ქასთინგზე:



4) გუგა სუხიაშვილი


გუგა სუხიაშვილი 16 წლისაა და თბილისიდან არის. იგი პროექტის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა აუტსაიდერებს შორის და გამორჩეულ კონკურსანტად ითვლება. გუგა თინეიჯერებისთვის ცნობილი გადაცემის - "ჩვენი ექსპრესის" წამყვანია. შესარჩევ ტურში მან საკმაოდ ბანალურ თემაზე - "ბრბო" საკმაოდ ორიგინალურად ისაუბრა და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გუგას გამოსვლა ქასთინგზე:



5) ანანო ობოლაშვილი

ანანო ობოლაშვილი 17 წლისაა და "სპიკერში" თბილისს წარმოადგენს. იგი, გუგას მსგავსად ერთხელაც არ მოხვედრილა აუტსაიდერებში. აინტერესებს მარკეტინგი და მომავალში ამ განხრით აპირებს პროფესიულ განვითარებას. ანანომ ქასთინგზე საკმაოდ ორიგინალური თემა შეარჩია და მსმენელს დედამიწის თავისეული ვერსია წარუდგინა, რითიც ჟიურის გული ნამდვილად მოიგო.
ვინ გახდება საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი?

ვინაიდან Facebook-ზე ანანოს ვიდეო არ დევს მისი ქასთინგის გამოსვლა იხილეთ ამ ბმულზე.

საინტერესოა, როგორ განვითარდა 5 ნახევარფინალისტი ამ ტურების განმავლობაში. იმას, რომ მათ მართლაც შეძლეს უკეთეს სპიკერებად ჩამოყალიბება, გვიმტკიცებს მე-4 ტური, რომელშიც მონაწილეებს საზოგადოებისადმი გზავნილის მომზადება დაევალათ. მათ თავად შეეძლოთ აერჩიათ სასაუბრო თემა, რასაც ექვსივე მათგანმა ძალიან კარგად გაართვა თავი, თუმცა სამწუხაროდ ერთ-ერთი მათგანი (თათული ღვინიანიძე) პროექტს დაემშვიდობა. თავად შეაფასეთ ახალგაზრდა სპიკერების თავისუფალი თემები:

საბა ვაჩიბერიძე - თაობათა შორის ბრძოლა




თამარ ხუხია - ინდეფერენტული საზოგადოება




ნანა ედიშერაშვილი - მარადისობის კანონი




გუგა სუხიაშვილი - ტექნოლოგური პროგრესი




ანანო ობოლაშვილი - ქართული სუპერლოგიკა



მიუხედავად იმისა თუ რომელი ორი მონაწილე დატოვებს პროექტს და დარჩება ფინალს მიღმა, ხუთივე მათგანმა დაამტკიცა, რომ იმსახურებენ პროექტში ყოფნას და შანსს გახდნენ საქართველოს ახალგაზრდა სპიკერები. მე თითოეულ მათგანს დიდ წარმატებას ვუსურვებ, თქვენ კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი: რომელია საუკეთესო?

თქვენი ფავორიტია:

საბა ვაჩიბერიძე
თამარ ხუხია
ნანა ედიშერაშვილი
გუგა სუხიაშვილი
ანანო ობოლაშვილი

კატეგორია: ქართველები
Tags:

19


  • takoangel თქვა:
    27 იანვარი 2013 19:25 - ID: 19,
    ნაკო love

  • -kristi თქვა:
    24 იანვარი 2013 23:27 - ID: 18,
    მე ვუყურებ და თამარი მომწონს ძაან. ნუ ყველა კაები არიან ♥ პირველი სპიკერიც ძალიან საინტერესო იყო და ბოლოს ვინც გაიმარჯვა იმის სიტყვაზე ვიტირეე :)) იმეიდა წელსაც იქნება ისეთი სიტყვა ჩემი ატირება რომ შეძლოსს :)) ძალიან მაგარი პროექტია..:))

  • Smiley :) თქვა:
    24 იანვარი 2013 18:32 - ID: 17,
    ვინ არიან ესენი wink

  • gvanci (X_x) თქვა:
    24 იანვარი 2013 17:21 - ID: 16,
    ანანო საუკეთესოა ^^
    ყველაზე ორიგინალურად აზროვნებს და საერთოდ მაგ გოგოს თითოეულ ფრაზაში იგრძნობა რომ ერუდირებულია ^^
    დარწმუნებული ვარ, ფინალში გადავა love

  • Vivianne თქვა:
    24 იანვარი 2013 16:09 - ID: 15,
    პირველად გავიგე ამ პროექტის შესახებ belay

  • Ana smiley თქვა:
    24 იანვარი 2013 11:39 - ID: 14,
    ამისწინ ვუყურე დ ბჭები უფრო მოომეწონა love

  • QueeN s თქვა:
    23 იანვარი 2013 23:21 - ID: 13,
    დამეზარა მოსმენა wink

  • tannk თქვა:
    23 იანვარი 2013 18:42 - ID: 12,
    გუგა რა თქმა უნდა მოიგებს და რომ არ მოიგოს დიიიიდი უსამართლობა იქნება

  • takcho-takusha თქვა:
    23 იანვარი 2013 17:08 - ID: 11,
    ნაააააააააააააააკო <3

  • meducha თქვა:
    23 იანვარი 2013 16:14 - ID: 10,
    წინა სეზონი ჯობდა აშკარად :(( ნინი,ნინი,რეზი,ნიკა,ცოტნე,ჭილაია ♥

  • MaRuSa13 თქვა:
    23 იანვარი 2013 15:31 - ID: 9,
    ნაკო love

  • .... თქვა:
    23 იანვარი 2013 15:06 - ID: 8,
    არ მომეწონა ;X შარშან უკეთესი იყო :X აი გუგას კარგი ტექსტი ქონდა მაგრამ დამაჯერობლობა აკლია..ყველა მაქთგანს რაღაც სიყალბე აქვს .. შარშან როგორ მომწონდა გიორგი ჭილაია,ნიკა მუნჯიშვილი love love
    http://www.youtube.com/watch?v=FBpdWCjL43U

  • nataly თქვა:
    23 იანვარი 2013 14:36 - ID: 7,
    ნანა

  • nin115 თქვა:
    23 იანვარი 2013 14:09 - ID: 6,
    საბა დიდი არაფერი იყო..არც დანარჩებევი,მაგრამ გუგა ძალიან მომეწონა ზუსტად ის ილაპარაკა რაც ყველაზე ნაღდია

  • QiQiTo:):) თქვა:
    23 იანვარი 2013 14:02 - ID: 5,
    ძალიან კარგი პროექტია !
    ყველანი ძალიან ნიჭიერები არიან მაგრამ მე თამარი ყველას მირჩევნია
    ნიუსი საინტერესოა!

  • Hermine თქვა:
    23 იანვარი 2013 13:23 - ID: 4,
    გუგა სუხიაშვილი )))))

  • Elenita თქვა:
    23 იანვარი 2013 11:56 - ID: 3,
    ნაკო

  • TaakuuSha)))))))) თქვა:
    23 იანვარი 2013 10:57 - ID: 2,
    ვაფშე არ მომწონს საბა ვაჩიბერიძე))))))))))



    Follow me
    on Tumblr
    on weheartit

  • mashikuna08 თქვა:
    23 იანვარი 2013 01:42 - ID: 1,
    ))))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top