;
9 თებერვალი 2013      sabavachiberidze     14 კომენტარი     ნანახია 4398-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები

ვინ გახდა საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი?!


2 თვიანი დაძაბული ბრძოლა საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის ტიტულის მოსაპოვებლად დასრულდა. ნახევარფინალის შემდეგ გამოვლინდა სამი ფინალისტი . პროექტი ნახევარფინალში საბა ვაჩიბერიძემ და თამარ ხუხიამ დატოვეს, ფინალიში კი ერთმანეთს , ნაკო ედიშერაშვილი, გუგა სუხიაშვილი და ანანო ობოლაშვილი დაუპირისპირდნენ .

წლევანდელ სპიკერში მონაწილეობა 1000-მდე ახალგაზრდამ გადაწყვიტა , მათგან კი მხოლოდ 10 ბავშვი ჩაება მთავარ ბრძოლაში მოეპოვებინათ საქართველოს ახალგაზრდა სპიკერის ტიტული . გასულ კვირებში ენჯელ.ჯი გატყობინებდათ ნახევარფინალისტების შესახებ, ახლა კი ცნობილია გამარჯვებულის ვინაობაც.
ნახევარფინალში კონკურსნატების დავალება დებატები იყო. მათ ბავშვთა უფლებებზე ისაუბრეს. ამ გადაცემას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წეროვანში მცხოვრები ადამიანებისგან, ისინი სპიკერის ამ გადაცემას შეურაცხყოფად მიიჩნევენ. ნახევარფინალის შემდეგ გამოვლინდა ორი ფინალისტი : ნაკო ედიშერაშვილი და გუგა სუხიაშვილი. დამატებით დავალება კი „აუთსაიდერებს „ მიეცათ . ანანომ, თამარმა და საბამ ისაუბრეს რისი უფლება ჰქონდათ და რისი არა .სამივე მათგანმა დავალება არაჩვეულბრივად შეასრულა,თუმცა ჟიურიმ ფინალში ანანო გადაიყვანა, საბა და თამარი კი პროექტს მიღმა დარჩნენ .


ვინ გახდა საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი?!

ვინ გახდა საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი?!


ფინალში სპიკერებმა გარემოს დაცვაზე ისაუბრეს. ნარჩენები, ბიომრავაფეროვნება და წყალი -სწორედ ეს იყო მათი თემები. სამივე მათგანმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა , თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ანანო ობოლაშვილმა მოიპოვა.
სპიკერს ძალიან ტკბილად იხსენებენ მონაწილეები . გთავაზობთ მათ კომენტარებს :

ნაკო ედიშერაშვილი : სპიკერი იყო რაღაც ახალი ჩემს ცხოვრებაში.მანამდე ასეთი ტიპის კონკურსებში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა,რადგან ,,სამაგალითო''პესიმიტი ვარ.:))))ამ პროექტმა კი უამრავი რამ შეცვალა.ჩვენ 10-ვე სრულიად განსხვავებულები ვიყავით ერთმანეთისგან ღირებულებებით,თვისებებით,ინტერესებით და ეს ძალიან საინტერესო იყო.ამას გარდა,ყველა ტური იყო რაღაც ახალი თავგადასავალი.სიმართლე რომ გითხრათ აზარტშიც კი ვიყავი:) ყველაზე კარგად მახსენდება 'ბიზნეს ტური'-ჩემი და საბას დუეტი,ერთ-ერთი წარმატებული ტური. განსაკუთრებული იყო ფინალიც ,სხვა განცდაა როცა იცი რომ ბოლოში ხარ და შენზეა დამოკიდებული ფინიშის ხაზს გადაკვეთ ,თუ უბრალოდ ფეხს წამოკრავ და წაიქცევი. არ წავქცეულვარ,მაგრამ უკთესები ყოველთვის არსებობენ. ანანომ გაიმარჯვა და ძალიან მაგარი სპიკერი ყავს წელს საქართველოს. უბედნიერესი ვარ,რომ ესეთი ადამიანები გავიცანი შემოქმედებითი ჯგუფის სახით. თითოეული ადამიანი, პროდიუსერიდან დაწყებული ოპერატორებით დამთავრებული, იმხელა სითბოს გჩუქნის,ძნელია არ გიყვარდეს. ბევრი ვინერვიულე,მაგრამ წელში გამართული ვამბობ,რომ 'სპიკერი' ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. მან მაჩუქა ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი და უკვე მიჭირს მის გარეშე. ყოველ დღე ისევ ველოდები ზარს,სადაც მეტყვიან ,რომ ხვალ ჩაწერაა :))) უკვე მენატრება.

საბა ვაჩიბერიძე : სპიკერში მონაწილეობას გასულ წელსაც ვღებულობდი . წელს მონაწილეობას არ ვგეგმავდი ,თუმცა მეგობარმა ჩემი ბლოგიდან აიღო თემა და გააგზავნა. ასე მოვხვდი კასტინგზე. ყოველ ეტაპზე ჩემი მიზანი შემდეგი ტური იყო . ამ პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, ამ პროექტმა ძალიან კარგი მეგობრები მაპოვნინა. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. შემოქმედებითი ჯგუფ არაჩვეულებრივი იყო. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ . ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი 2 თვე. სპიკერს დიდი დრო დავუთმე, სწავლა მეორე პლანზე გადავწიე და მხოლოდ ამას ვნანობ, სხვას არაფერს. სპიკერს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს , მიხარია, რომ ნახევარფინალში მას გავუწიე კონკურენცია. ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი იდებატეს ჩემზე და ანანოზე, საბოლოო ჯამში ის გადავიდა ფინალში, მაგრამ უკვე დღეს ჩემ შესაძლებლობებში დავრწმუნდი. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მიხარია, როდესაც თბილ სიტყვებს მეუბნებიან. ძალიან ბევრი ვიშრომე და მართლა გავიზარდე ამ პროექტში, დიდი გზა იყო, მაგრამ სასიამოვნო. მივიჩნევ, რომ წარმატება იმედგაცრუების შემდეგ მოდის. ჩემი ცხოვრება სწორედ ახლა იწყება, ძალიან ბევრს ვმუშაობ, ვსწვალობ . მოკლედ სიახლეები მრავლად არის, მალე ერთ-ერთ რადიოში გადაცემას წარვუძღვები, ეს კი არ მოხდებოდა, რომ არა „სპიკერი“ . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამო ციციშვილს,რომლის გარეშეც ეს პროექტი არ შედგებოდა

ანანო ობოლაშვილი : სპიკერი, პირველ რიგში, ჩემთვის იყო მორიგი ექსპერიმენტი. ზოგადად, მიყვარს ექსპერიმენტები, მით უმეტეს თუ უშუალო მონაწილე თვითონ ვარ. სპიკერი იყო პროექტი, რომელმაც დამანახა საკუთარი თავი რეალობის 100 პროცენტით, რომელმაც მიმახვედრა რას ნიშნავს გაიმარჯვო ჯერ საკუთარ თავზე და შემდეგ სხვაზე. სპიკერი იყო პროექტი, რომელიც ყოველთვის ყველაზე ამაყი ღიმილით მემახსოვრება და წარუმატებლობების დროსაც კი სანუგეშოდ გავიხსენებ..

თამარ ხუხია : სულ პირველად სპიკერის პრომო, რომ ვნახე არც მიფიქრია მონაწილეობა მიმრღო. რატომაღაც არ მეგონა თუ გამომივიდოდა, თუმცა ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების რჩევით მივიღე მონაწილეობა და ბედნიერი ვარ ასე, რომ მოვიქეცი. რადგან სპიკერმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა,ბევრი რამ გავიგე ჩემთვის ახალი და საინტერესო, განსაკუთრებით ჟურნალისტობას გამოვყოფდი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა. ფინალში გია მუღულიამ სპეციალური პრიზი გადმომცა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ მან დამაჯილდოვა. არ შემიძლია არ ვახსენო ობიექტური ჟიური, არაჩველებრივი შემოქმედებითი ჯგუფი და ბავშვები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. შეიძლება სპიკერი ვერ მოვიგე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ იმდენი რამ ვისწავლე

გუგა სუხიაშვილი : ერთხელ ჯოკერმა ორი გემი დაატყვევა და ორივე გემის პერსონალს დეტონატორი მისცა რომელიც მეორე გემს ააფეთქებდა და მან ბეთმენს ამით თამაში შესთავაზა მაგრამ ჯოკერს არც ერთი გემი არ დაუნაღმავს იმიტომ რომ ეს თამაში მოგებაზე არ იყო ეს გზავნილის გაგზავნაზე იყო. სწორედ ესაა სპიკერის ორიგინალი იდეაა მაგრამ რაც უფრო უახლოვდები წარმატებას მით უფრო ემსგავსები იმ გორლუმს რომალმაც ბეჭდისათვის ფროდოს თითი მოაჭამა. მე ვთვლი რომ რისკი ყოველთვის ამართლებს და გაამართლა კიდეც ფინალამდე თითქოსდა უპრობლემოთ მივედი. საფინალო სიტყვის დაწერამდე და ჩემს ოთახში შესვლამდე წიგნების კარადას შევხედე მაგრამ არა მე რაღაც ჩემი მინდოდა ისეთი რასაც სხვა ვერ იზამდა და Blink-182 ის სიღერის ფონზე ჩემი სიტყვა დავწერე. ფინალურ სიტყვამდე ორი წუთით ადრე ჩემთვის უჩვეულო ნერვიულობა ვიგრძენი გული ვარსკვლავური ომების კლონების მარშივით ცემდა მე მქონდა 3 წუთი და მყავდა აუდტორია და სიტყვაში მე არ მითქვამს რომ მთას გადავდგავდი ან თავზე ვიტრიალებდი ერთი მარტივი მიზეზის გამო იმიტომ რომ სიტყვას შესრულება სჭირდება . ვთქვი ის რასაც ნებისმიერ პარალელურ სამყაროში ვიტყოდი და კმაყოფილი დავრჩი. შემდეგ განაჩენი გავიგე და რათქმაუნდა ცოტა ნაწყენი დავრჩი ალბთ როგორც ყველა ჩემს ადგილას. მაგრამ მერე დავფიქრდი დროში უკან რომ დავბრუნებულიყავი რას შევცვლიდი და იცით არაფერს მილიონჯერ რომ გამოვსულიყავი იგივეს ვიტყოდი. სპიკერმა დიდი გამოცდილება მომცა და უფრო დიდი არეალი დამანახა მაგრამ მე ვთვლი რომ ფროდოსავით შევძელი საურონის ბეჭდის განადგურება. ავგზავნე გზავნილი? მე ასე ვთვლი მალე ალბათ ექოთ დამიბრუნდება ხოლო სპიკერი იმედი მაქვს ისევ იარსებებს კარგი შანსია უნდა გამოიყენო მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერზე არ წახვიდე და გახსოვდეთ იცვალე რადგან შეინარჩუნო საკუთარი არსი

ვინ გახდა საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი?!


2013 წლის საქართველოს ახალგაზრდა სპიკერი : ანანო ობოლაშვილი

კატეგორია: ქართველები
Tags:

14


  • penelope თქვა:
    10 თებერვალი 2013 22:43 - ID: 14,
    ანანოს ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი, ნიჭიერი ბავშვია,შეიძლება სხვის გამარჯვება უფრო გაგხარებოდათ მაგრამ იმას ნამდვილად გეტყვით რომ ანანოზე არანაირი ჩაწყობა ყოფილა,ერთი უბრალო მაგრამ ნიჭიერი და განათლებული ბავშვია რომელსაც"პატრონი" არაფერში არ ყავს და თავისით მიყავს ცხოვრებაში თავი,ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ... ბავშვი თვითონ სწავლობდა ჩასაბარებელ საგნებს უსახსრობის გამო და ღმერთმა გადმოხედა,ანანო უძლიერესი ხარ <3

  • fuck selena თქვა:
    9 თებერვალი 2013 23:01 - ID: 13,
    წინაზზე ხვედელიანმა რო გაიმარჯვა ეგ ჩაწყობით იყო უეჭველი ვიცი
    და ეს არვიცი ვერ ვიტყვი

  • chyipina თქვა:
    9 თებერვალი 2013 22:12 - ID: 12,
    გული დამწყდა საბა შენზე :)

  • Hermine თქვა:
    9 თებერვალი 2013 20:09 - ID: 11,
    გუგას უნდა გაემარჯვა :((

  • mary...p თქვა:
    9 თებერვალი 2013 17:50 - ID: 10,
    გავაგზავნე უკვე თემა და ნეტავ დამირეკოონ... როგორმინდა...

  • Elenita თქვა:
    9 თებერვალი 2013 15:54 - ID: 9,
    ნიუსი კი კარგია მაგრამ ნაკომ რომ ვერ გაიმარჯვა :(

  • -kristi თქვა:
    9 თებერვალი 2013 15:24 - ID: 8,
    წელს არ მიყურებია კარგად სპიკერისთვის...

  • Nina√ თქვა:
    9 თებერვალი 2013 15:20 - ID: 7,
    არ ვუყურებდი

  • salYyY თქვა:
    9 თებერვალი 2013 13:07 - ID: 6,
    საერტოდ არ მიყურებია ^^

  • tamo თქვა:
    9 თებერვალი 2013 12:45 - ID: 5,
    იშვიათად ვუყურებდიი

  • Ana smiley თქვა:
    9 თებერვალი 2013 12:41 - ID: 4,
    კაი სიახლეააა feel

  • meducha თქვა:
    9 თებერვალი 2013 12:36 - ID: 3,
    ეე ნაკოს მინდოდა რომ გაემარჯვა : /

  • Bao თქვა:
    9 თებერვალი 2013 12:16 - ID: 2,
    აუუ რაა ხდებაა? :((
    არვიციი არაფერიი რააცც აიირიია ეეს საიტიი რაა! recourse

  • kikimaari თქვა:
    9 თებერვალი 2013 12:02 - ID: 1,
    ვერაფრით შევიყვარე ეს გადაცემა... ნიუსი კარგია :))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top