;

9 April 2013      ANGEL     Views 17032    
Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge

ენჯელ.ჯის პროექტიs 1 Celebrity = 5 looks-ის მორიგ სტუმრად მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე შევარჩიეთ.
რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოირჩევა თავისი სტილით,
რის გამოც ამ პროექტის #1 მამაკაცი სტუმარია.

გავეცნოთ გიორგი ვარდოსანიძის ჩაცმის სტილს - თუ როგორია ის გადასაღებ მოედანს მიღმა.
ფოტომასალა სპეციალურად ენჯელ.ჯი-სთვის / ფოტოგრაფი ელენე გოგელია.



გიორგის მალე ახალ სერიალსა და გადაცემაში ვიხიალავთ, თუმცა დეტალებს ჯერ არ გვიმხელს.
ამჟამად მისი ხილვა შეგიძლიათ სპექტაკლში "ანტიგონე" მუსკომედიის თეატრში და რადიო VA-ს ეთერში.

● #1 დღეს Topman-ის მაღაზიას ვეწვიეთ "თბილისი მოლი"-ში,
სადაც წინასაპრემიეროდ გიორგიმ სამოსი შეარჩია.

ბრიტანული რითეილ ჯაჭვის Topshop-ის მამაკაცთა სამოსის განყოფილება Topman
175-მდე მაღაზიითაა წარმოდგენილი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის საქართველოშიც - Tbilisi Mall-ში.
facebook.com/pages/Topshop-Topman-Georgia


გიორგი გამორჩეული სტილის გამო მოვიწვიეთ ამ პროექტში, თუმცა თავად ამბობს, რომ მოდის ტენდენციებს არასდროს ეცნობა ❝ ყოველთვის ვიცმევ იმას რაც მომწონს, ამიტომაც არაფერი განსაკუთრებული ამ მხრივ ❞

5 ნივთი რომელსაც მუდამ თან ატარებთ
❝ მობილური, საფულე, მანქანის გასაღები, დანა და "ნოვა" ❞

● შემდეგი გადაღება თეატრში, რეპეტიციის დაწყებამდე შედგა

ფილმი/სპექტაკლი/წიგნი რომელმაც იქონია გავლენა თქვენზე
ფილმი: INTO THE WILD
სპექტაკლი: მეფე ლირი
წიგნი: დორიან გრეი
ამბობს, რომ პიროვნება რომელიც მასში აღფრთოვანებას იწვევს, ე.წ. icon მისთვის ზურა ყიფშიძეა


ჟაკეტი Topman



სასურველი როლი
ავიხდინე ოცნება და ვასრულებ იმ როლს, რომელიც ძალიან მინდოდა. (სპექტაკლი "ანტიგონე") ახლა ვემზადები მაქსიმალურად, ვიზრდი თმებს, წონას ვიგდებ, მაქსიმუმ ვაკეთებ იმისთვის, რომ იდეალურად იყოს ყველაფერი







რა გეგმები გაქვთ კარიერაში, შეიძლება თუ არა კვლავ გიხილოთ მაყურებელმა ტელეეკრანებზე
ამჟამად ვმუშაობ ახალ გადაცემაზე, რომელიც სულ მალე გავა ეთერში, ასევე ახალი სერიალი, თუმცა ჯერ-ჯერობით არ გავამხელ,რომელ ტელეარხზე.


● რადიოში ჩაწერაზე





თავისუფალ დროს როგორ ატარებთ
ზოგადად „ტყიური „ ვარ. მიყვარს მეგობრებთან ერთად ბუნებაში გასვლა, სუფთა ჰაერზე ყოფნა.

როგორია შეყვარებული გიორგი ?
საშინელი შეყვარებული ვარ, ყოველმხრივ აუტანელი : )


● კუს ტბაზე ვარჯიშის დროს




გიორგი ვარდოსანიძე - www.angel.ge
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია
1 celebrity=5 Looks


Category: Georgians, Tbilisi style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, გიორგი ვარდოსანიძე

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top