;
2 მაი 2013      ANGEL     15 კომენტარი     ნანახია 10037-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge



თაკო ვადაჭკორია თავდაპირველად პუბლიკამ ქერათმიანი როკერი გოგონას იმიჯით გაიცნო ჯგუფ ელ-დრაინიდან, შემდეგ ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის შემდეგ მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დაიწყო და თაკოს მუსიკალური კარიერა ჩრდილქვეშ მოექცა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს ვარსკვლავის კონკურსში გამოჩენამ კვლავ შეგვახსენა მისი თავი და თაკო ვადაჭკორიათ დიდი შემართებით იმკვიდრებს თავს ქართულ მუსიკალურ შოუბიზნესში.

ამ ყველაფრის შესახებ ის ჩვენს ჟურნალისტს თათია ონიანს ესაუბრა. ხოლო მისი დახვეწილი
ჩაცმის სტილის გამო კი მოვიწვიეთ ენჯელ.ჯი-ს პროექტში 1 celebrity = 5 looks,
რომლისთვისაც ჩვენმა ფოტოგრაფმა ელენე გოგელიამ გადაიღო 5 დღის განმავლობაში,
5 დღე თაკო ვადაჭკორია ს ცხოვრებიდან






#1 ხმის ჩამწერ სტუდიაში


► პირველი საჯარო გამოჩენა: ევროვიზია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
თემატური სტატია არქივიდან: ცვლილება ჯგუფში „ელდრაინი“

❝ პირველი უფრო ფართო მაშტაბიანი გამოჩენა ალბათ მართლა ეგ იყო. კონტრაქტზე იყო პრობლემები, ბევრი პუქტი ჰქონდა რომელსაც ვერ ვეგუებდი. მაგალითად სამსახური, მეკრძალებოდა ნებისმიერ სხვა ადგილას სიმღერა, ნებისმიერი შემოსავლის წყაროს ქონა, იმ დროისათვის არ იყო ჩემი ოჯახი ისე ძლიერი, რომ მე ამ ყველაფერზე წავსულიყავი ანუ იძულებული ვიყავი... იმიტომ, რომ ფინანსთა კრიზისში აღმოვჩნდებოდი. ❞

შემდეგ კი როგორც გახსოვთ (კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების გამო) თაკო გამოეთიშა ჯგუფს და ელდრაინი კონკურსში თაკოს გარეშე გაემგზავრა:



როგორც ვიცით, მაშინ მართლა ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყავი, ამ პერიოდში რა დაგეხმარა ყველაზე მეტად მდგომარეობიდან გამოსვლაში?

❝ აი არ ვიცი, ალბათ ღმერთის საჩუქარი იყო, და ძალიან მალე დავრჩი ორსულად, დაახლოებით 1 თვეშიი სადღაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, და რაღაცა ამ ყველაფერმა უფრო გადამატანინა, თუმცა არასდროს არ მქონია იმის დარდი რომ ვერ წავედი ევროვიზიაზე... კი ძალიან მაგარია მაგრამ ჩემი წასვლა ამით არ წყდებოდა, უბრალოდ გული მწყდებოდა რომ ჩემს ნაშრომებს ჩემს გარეშე წარადგენდნენ - ეს იყო ყველაზე მტკივნეული მომენტი. მოჰქონდათ ტექტსის შავი ნამუშევარი, იქ ბიჭები აკეთებდნენ მუსკალურ პარტიას და მე ვადებდი ვოკალს, და მისამღერი მითუმეტეს სულ ჩემი გაკეთებული იყო. ❞



მაშინდელ ლაივებში სულ სხვა სტილი გქონდა - ქერა როკერი გოგონა

❝ გლამურული როკერი ვიყავი :) თითქმის ერთი წელი ეძებდნენ ვოკალისტს. თვითონ ჯგუფს ჰქონდა "პიშკა", რომ უნდა ყოფილიყო გლამურული ქერა გოგონა, რომელიც არც ქცევით ემსგავსებოდა როკერს, არც ჩაცმის სტილით, არც ვიზუალურად მაგრამ, იმღერებდა როკს. ეს იყო მაშინ, მთავარი ამოცანა და არ ვიცი ჩემში დაინახეს ეს და ამიტომ - მოხდა რომ მე ვიყავი მათთან ერთად. ❞

ევროვიზიიდან საქართველოს ვარსკვლავამდე - ორსულობის გამო პასიურობდი?

❝ რომ ვთქვა ძალიან რთული ორსულობა მქონდა არა, თან წონაში მოვიმატე ძალიან, რაღაც არ მსიამოვნებდა ის მომენტი, რომ სხვანაირი ვიყავი. თუმცა, ძალიან მიხაროდა და მთლიანად გადართული ვიყავი რომ აი ბავშვიი... თან მაგ პერიოდს დაემთხვა ჩემი ოჯახური პრობლემა... ❞

#2 ინტერვიუ



საქართველოს ვარსკვლავის და ხალხისგან წამოსული მეტი პოზიტივი ^_^

❝ სულ გონიათ რომ რაღაცნაირი ამბიციური სწერვა ვარ, ვარ - ცოტა გველობა მახასიათებს. მაგრამ, არა იმიტომ რომ მსიამოვნებს ეს, უბრალოდ ზედმეტად პირდაპირი ვარ, ძაან მიყვარს ეს პირდაპირობა, თან არ მიყვარს ზურგს უკან ლაპარაკი, აქედან გამომდინარე სიმართლე ყოველთვის ყველას არ სიამოვნებს ამას მოსდევს ის რომ მეძახიან გველს (სიცილით:). მაგრამ მე ძაან მომწონს, მირჩევნია ესე იყოს ვიდრეე, ვიღაცის ზურგს უკან გავკითხო, გავჭორო, ესე მირჩევნია მართლა. თან მითუმეტეს ან ვარ ადამიანთან ან არ ვარ, ანუ შუალედური მე არ შემიძლია, აფერისტულად და რაღაც... ნუა რ მესმის.

რაც შეეხება ამბიციურობას - ამბიციურობა მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრებაში წინ წავიწიო. მაქვს მიზნები, რის გამოც მიჩნდება ამბიცია, რომ რაღაცა გავაკეთო. მითუმეტეს ეხლა ყველაზე დიდი მიზანი ჩემი შვილია, ვისთვისაც მართლა გაათმაგებული ძალებით ვიბრძვი.

და რაც შეეხება საქართველოს ვარსკვლავს - საქართველოს ვარსკვლავმა მომცა ძალიან ბევრი რამ. მომცა საშუალება რომ ხალხს თავიდან მივეღე, გაეცნოთ ჩემი თავი სხვა კუთხიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩემი მთავარი პრობლემა ჯერ კიდევ ჭარბი წონა არ მქონდა დაკლებული, ნუ მაშინ ბავშვი არც ისე დიდი იყო, მაინც გავრისკე და გავედი, იმიტომ რომ, არ მინდ არომ ჩემი პარამეტრებით დავამახსოვრდე ხალხს მხოლოდ. მინდოდა ჩემი შინაგანი დაენახათ, რაც შიგნით არის და არა გარეთ ჩანს. სხვა მხრივ პლიუსები ძაან დიდი, გავხდი რადიო ფორტუნას ფავორიტი, მივიღე არაჩვეულებრივი პრიზი, სიმღერის ჩაწერა და ამსტერდამში გამგზავრება. ბავშვის გამო რა თქმა უნდა ამსტერდამში ვერ მივდივარ, მაგრამ სამაგიეროდ, დამატებით კიდევ რამდენიმე სიმღერას მიწერენ და ვემზადები გაზაფხულის ბოლოს საღამოსთვის - აქტიურ მუშაობაში ვარ.




ლაივებით დატვირთულ პერიოდში რა იყო შენი მთავარი რელაქსაცია

❝ საქართველოს ვარსკვლავის პერიოდში ყველაზე მეტად ის მიშლიდა ხელს რომ ბავშვს ვიყავი სრულიად მოწყვეტილი. ადრე სულ მიკვირდა, რომ მონაწილეები იგივე ძველი პროექტების როგორ ძლებდნენ, და როგორი რთულია. გარედან ყველაფერი მარტივი ჩანს, ნამდვილად დილიდან საღამომდე რუსთავი ორში ვიყავი და გაუჩერებლად ვმუშაობდი, სულ რეპეტიციებში გადაღებებში.. ფაქტიურად მთელი ორი თვე ჩემი შვილი არ მინახავს წესიერად, და გავარდნის დღეც დადებითად აღვიქვი იმ მხრივ, რომ უკვე ჩემს შვილთან დავბრუნდებოდი. ❞

გზა როკ მუსიკიდან სოულის სტილის მუსიკამდე

❝ როკერი არასდროს არ ვყოფილვარ მოწოდებით, მიუხედავად იმისა რომ გაზრდილი ვარ ძველ როკ ჯგუფებზე და ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მიყვარს და დღემდე ვუსმენ, რაღაც როკის სიმღერა აარასდროს მდომებია. გადასვლა ძაან მარტივად მოხდა. ნუ შეუძლება ბოლომდე ის არ არის რაც მინდა, მაგრამ ვცდილობ რომ სტანდარტულში ჩავდო რაღაც ჩემი პატარა, ნელ-ნელა მოვსინჯო ისიც ესეც... ანუ არ მაქვს ის, რომ აი მე პოპი უნდა ვიმღერო ან სოული. ნელ-ნელა მინდა რომ ყველაფერი ვიმღერო რომელი კუთხიდან უფრო დამინახავს მაყურებელი, ამ შემეთხვევაში მე ორიენტირებული ვარ მსმენელზე, როგორსაც უფრო მიმიღებენ რომელ ჟანრშიც, მივხვდები რომ ის უფრო ჩემია. თორემ სიმართლე გითრხათ, პოპის სიმღერაც მსიამოვნებს, როკის სიმღერაც მსიამოვნებს, ჯაზია სიმღერაც, სოულიც მსიამოვნებს - ყველაფერი მსიამოვნებს რაც კარგია და გემოვნებიანია. არ მაქვს კონკრეტული განხრა... მიმინდია მსმენელისთვის, როგორ მიმიღებენ და რა ფორმით.

#3 პარკში ვაჟიშვილთან ერთად


ოჯახი

❝ ოჯახიი - ჩემი და, დედაჩემი, ჩემი შვილი და მე. მამაა, აი ოჯახური პრობლემები რომ ვახსენე ზუსტად მაგ პერიოდს უკავშირდება. მე რომ ევროვიზიიდან წამოვედი, დაახლოებით ორი თვის მანძილზე მამაც წავიდა... ეხლა არ გვაქვს არანაირი ურთიერთობები, იმიტომ, რომ მას არ უნდა, ვიცი რომ ყავს სხვა ოჯახი, ისიც ვიცი რომ შვილიც ყავს - რომელსაც არ ვიცნობ და ალბათ ვერც ვერასდროს გავიცნობ. პრინციპში რთულ მდგომარეობაში მაგიტომ ვიყავი ზუსტად, მამა გვარჩენდა ყოველთვის, მეც ვმუშაობდი ყოველთვის მაგრამ ნუ მაინც. ზუსტად მაგიტომ ვიყავი იძულებული რომ უარი მეთქვა ევროვიზიაზე.


შვილი

❝ შვილი ძალიან ცელქია, წლის და 5 თვისაა ჯერ და უკვე ის პერიოდია რომ მაბრაზებს როგორც ბიჭი დედას, უკვე თავისი მოთხოვნები აქვს, თავისი ხასიათი აქვს, პრინციპები აქვს - უკვე. საერთოდ ძნელია ბიჭი მე ესე ვფიქრობ, მითუმეტეს უმამოდ, იმიტომ, რომ დედა მაინც ბოლომდე ვერ ასწავლის იმას რასაც მამა. მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩემი ცხოვრება და გამოცდილება, დამეხმარება. ❞




ამ ეტაპზე საქმიანობა

❝ ამ ეტაპზე ვმუშაობ, სტუდიაშიც ალბომზე, და ვმღერი რესტორან "კერიაში" საღამოს 9-დან 12 საათამდე. ლაივში სწორედ იქ შეგილძიათ ჩემი მოსმენა. ❞

შეგიძლიათ რამდენიმე ეტაპი გამოყოთ თქვენს ცხოვრებაში?

❝ ძალიან ბევრი სისულელე გამიკეთებია მართლა, უამრავი, მაგრამ... ყველა მეუბნება რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის ადამიანი ვისი მეუღლეც ვიყავი, რატომღაც ყველა ესე თვლის. აი მე არ ვთვლი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უდიდესი საჩუქარი მყავს მისგან, შვილი ვის გამოც თუნდაც იგივე უარყოფითი და იგივე სირთულეები რომ გამომევლო მაინც თავიდან გავაკეთებდი. ამიტომ არასდროს არ ვამბობ, რომ ის პერიოდი ჩემთვის ცუდი იყო. მართლა ძალიან ბევრს ვშრომობ, არავინ არ მყავს აბსოლიტურად დამხმარე. ერთადერთი ადამიანები რომლებიც გვერდში მიდგანან და მეხმარებიან ეს არის (ოღონდ ვგულისხმობ ჩემს კარიერას) რუსთავი ორის გუნდი. რომელიც ყველანაირად გვერდში მიდგას და ცდილობენ როგორც კი შეძლებენ დამეხმარონ, არის ასევე რადიო ფორტუნას ხელმძღვანელობა და აგუნდი. სხვა მხრივ, არც ნაცნობობა, არავინ ვინც უცებ გამომაჩენს არ არის. მაგრამ ამდენი წელი ვიბრძვი და მგონი რაღაცას ნელ-ნელა გავაკეთებ და მივაღწევ. ყოველ შემთხვევაში იქამდე ვიბრძოლებ სანამ, არ მივხვდები რომ მე ყველაფერი გავაკეთე, იმიტომ, რომ არ მინდა ცხოვრების ბოლოს ის ვთქვა რომ რატო არ ვქენი. მირჩევნია ვინანო, ვიდრე ის რომ აი რატო არ გავაკეთე... ❞

#4 რუსთავი2-ის სტუდიაში




ჩაცმის სტილი - საყვარელი ბრენდები...

❝ სპორტული სტილი ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ვერ ვიცვამ, იმიტომ რომ მე არ მიხდება, სპორტულ სტილს რაღაც სხვა აღნაგობა სჭირდება. უფრო ხშირად პრივილეგიას ქუსლებს ვანიჭებ, ყოველთვის ქუსლებზე ვდგავარ... რაც შეეხება სტილს თავისუფალი სტილიც მიყვარს, ზოგჯერ ავანგარდულიც, მაგრამ, სულ კლასიკაში ვარ, და პრინციპში კლასიკური ბევრად მირჩევნია ვიდრე ის ყოველდღიური. ეხლა რომ გითხრა ყველაფერი ბრენდული მაქვს თქო მოგატყუებ, ნამდვილი ბრენდი ძალიან ძვირი ჯდება, უბრალო მარკა არ ნიშნავს რომ ის ნამდვილია. თუმცა, მაქვს რამოდენიმე ნივთი, ძალიან კარგი ადამიანების და მეგობრების ნაჩუქარი, რომელიც დამრჩება ყოველთვის სამახსოვროდ. საყვარელი ბრენდი არის შანელი. სუნამო მაქვს შანელის ჩემი დაქალის ნაჩუქარი, და შანელის ჩანთა მაქვს ჩემი მეგობრის ნაჩუქარი ასევე, თუ ვინმეს უნდა რომ გამახაროს შეუძლია შანელის რამე მაჩუქოს, ასე რომ :D ❞



გადაღებების ბოლო დღეს ყაზბეგის 19ა -ში მდებარე აქსესუარების მაღაზია Queen -ს ვესტუმრეთ,
აქ თაკო უკვე ახალი ვარცხნილობით ვიხილეთ და სამკაულების კოლექციის განახლებაც გადაწყვიტა,
თაკომ რამოდენიმე ნივთი შეარჩია Queen -ში,
მაღაზიის ფეიჯის ხილვა ფეისბუქზე შეგიძლიათ: facebook/pages/Queenn/




► სამომავლო პროგნოზი - ახალი ლაივ სეტი

❝ სამომავლო, დაგეგმილი მაქვს ჩემი საღამო, სადაც აუცილებლად იქნებიან საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები, ის მსახიობები და მომღერლები რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და ყოველთვის მგულშემატკივრობდნენ. ჯერ ჯერობით არ ვისაუბრებ იმაზე რაც დაუზუსტებელია, ვიტყვი იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს ეს საღამო. მთავარია სიმღერები მოვასწრო. ერთი სიმრერა უკვე ჩაწერილია, ტრიალებს ოთხ რადიოში - ფორტუნა, ფოროტუნა პლიუსი, არ დაიდარდო და ავტო-რადიო. ყველა ის სიმღერა რომელიც ამის შემდეგ, უკვე ფორტუნა პლიუსში ჩაიწერება, ასევე დატრიალადება ამ ყველა რადიოში. ანუ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვიღებ, და დიდი მადლობა ყველას ამისთვის.







თაკო ვადაჭკორია - www.angel.ge
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია
ჟურნალსიტი: თათია ონიანი
1 celebrity=5 Looks



კატეგორია: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge
Tags: 5looks, angel.ge-სთვის, 5 looks, ინტერვიუ, თიკო ვადაჭკორია

15


  • ninka100 თქვა:
    17 ოქტომბერი 2014 12:10 - ID: 15,
    სახე ლამაზი აქვს რომ გახდეს კარგი იქნება უფრო გალამაზდება:)))

  • ELE-elene თქვა:
    2 მაი 2013 17:33 - ID: 14,
    საერთოდ არ მომწონს...

  • ananoo თქვა:
    30 აპრილი 2013 22:50 - ID: 13,
    ძალიან დახვეწილია fellow ბოლო ორი ლუქი მომეწონა შედარებით feel

  • Ggvantsa თქვა:
    29 აპრილი 2013 14:21 - ID: 12,
    მომწონს კაი გოგოა ძალიან smile ცოტა უბედობას უჩივის რატომღაც მგონია what

  • Medea♥ თქვა:
    28 აპრილი 2013 21:15 - ID: 11,
    მომწონს თაკო და შვილზე ვგიჟდები <3 რა საყვარელი ბავშვია. ნუ ლუქები დიდად არ მომეწონა.

  • anna_ anna თქვა:
    28 აპრილი 2013 16:48 - ID: 10,
    ლუქები არ მომეწონა. ბავშვი საყვარელია ძალიან love

  • beonce თქვა:
    27 აპრილი 2013 23:26 - ID: 9,
    სახეზე საყვარელია feel

  • Smiley :) თქვა:
    27 აპრილი 2013 22:12 - ID: 8,
    არ მომწონს.
    ამაზე როგორ უნდა თქვა დახვეწილი სტილი აქვსო..

  • liliana თქვა:
    27 აპრილი 2013 16:32 - ID: 7,
    უმაგრესი გოგოა....ნუ მის ვოკლაზე აღარ მაქვს საუბარი....უნამუსობაა ევროვიზიაზე რომ არ გაუშვეს,,,სიახლე ფანტასტიურია.წარმატებები თაკო.. love love

  • nin115 თქვა:
    27 აპრილი 2013 14:53 - ID: 6,
    კარგი გოგოა ძალიაააააან!!! love

  • anano-anano თქვა:
    27 აპრილი 2013 13:28 - ID: 5,
    ეს გოგო ევროვიზიის შესარჩევზე შევნიშნე და მაშინვე ვთქვი რა ძაან მაგარი გოგოათქო. რაღაც ისეთი გემრიელი გოგოა,ძალიან ბევრი პოზიტივით love love წარმატებები <3

  • nanuka=D თქვა:
    27 აპრილი 2013 12:58 - ID: 4,
    ჩაცმულობაში არაფერი განსაკუთრებული what

  • Tatia_M. თქვა:
    27 აპრილი 2013 12:41 - ID: 3,
    საყვარელი გოგოა ძაან

  • chyipina თქვა:
    27 აპრილი 2013 12:35 - ID: 2,
    ძან მაგარი და ძლიერი გოგოა თაკო, სასიამოვნო ურთიერთობაში...
    ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ :))

  • Lolipop.. თქვა:
    27 აპრილი 2013 12:24 - ID: 1,
    მომწწონსს ეს გოგოო ლამაზია
    ეშლი გრინს გავსს ძალიაან აქ My Webpage love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top