;
10 აპრილი 2013      ANGEL     19 კომენტარი     ნანახია 8067-ჯერ    
კატეგორიაში: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge



ყველასთვის ცნობილია ლეგენდარული ჟურნალი Vogue -ჟურნალი მოდისა და ცხოვრების შესახებ,რომელსაც გამომცემლობა "კონდე ნასტი" თვრამეტ ქვეყანაში გამოსცემს. ვოგის ამერიკული ვერსიის მთავარი რედაქტორია ანა ვინტური. ვინ და ვინ მოხვდნენ Vogue -ს ონლაინ პროექტის Vogue World-ის რჩეულ 10 Junior Editor -ს შორის?!

ანანო დოლაბერიძისა და George JB -ს გზა წარმატებისკენ, მოსაზრებები და ვოგის ქართველი Jr. რედაქტორების ყოველდღიური ცხოვრება. როგორ ეძახდნენ ერთ პატარა ბიჭუნას "საბურთალოს გიჟს" და როგორ აღმოჩნდა იგი "საბურთალოს გიჟის" სტატუსიდან "ვოგში"...

ინტერვიუ ენჯელ.ჯი -სთვის
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი / ფოტოგრაფი: ელენე გოგელია



Vogue World-ის ქართველი Jr. რედაქტორები  

Vogue World -ის ქართველი
Jr. რედაქტორები


Website:vogue.com/ fashion/
facebook.com/VogueWorld/

რესპონდენტი: George JB (დიზაინერი,
Vogue World Junior Editor
)

როგორი იყო ბავშვობა, როდის გაღვივდა ინტერესი მოდის მიმართ?
"ბავშვობიდან მქონდა ინტერესი,ნელ_ნელა ჩამოვყალიბდი,ავირჩიე ჩემი კონკრეტული გზა ხელოვნებაში,დაახლოებით 9 წლის ასაკში გადავწყვიტე შემექმნა რაღაც,ამის შემდეგ მიდის და მიდის კარგად ყველაფერი.სკოლა არ მიყვარდა,რადგან ვთვლი,რომ ზღუდავდა ჩემს თავისუფლებას..

ვინ გიწოდა "შავი მარგალიტი" და ასახავს თუ არა ეს სახელწოდება შენს პიროვნებას.
ეს იყო ფრანგი ვიკონტი. საქართველოში ყოფნისას შევხვდით ჩემს სამეგობრო წრეში და ასეთი კომპლიმენტი მითხრა:
"la perle noire", Vogue World-ის ქართველი Jr. რედაქტორები შემადარა შავ მარგალიტს,რადგან სახეზე ყოველთვის თეთრი ვარ,თითქმის ყოველთვის შავი ფერის სამოსს ვატარებ. კომპლიმენტს განმარტებაც დაურთო,რომ შავი მარგალიტი რთულად მოსაპოვებელი,ძვირფასი და ღრმაა,შესაბამისად გამაიგივა მასთან. ჩემი აზრით, ეს სახელწოდება ზუსტად ასახავს ჩემს შინაგან სამყაროს, ამიტომაც აიტაცა ყველამ ეს სახელი.

"შავი მარგალიტი" უნიკალური და ინდივიდუალურია,რას არის შენი ინსპირაციის წყარო,როგორც დიზაინერის?
ინსპირაციაზე არასდროს არ ვფიქრობ,ფანტაზია უშრეტი მაქვს. ნებისმერ რამეს შეიძლება შევხედო და ის იქცეს ინსპირაციის წყაროდ.

ვინ არის შენთვის იდეალური ქალი?
ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე იდეალური ქალი კოკო შანელია.

"გააკეთეთ ის რაც გსურთ,უბრალოდ ჯერ ისეთები იყავით, რომ სურვილი შეგეძლოთ" - შენი სიტყვების თანახმად,რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს ეს რომ შეძლოს?
პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეს
და შემდეგ იმ საქმის, რასაც აკეთებ.თუ შენ თავთან კონფლიქტი გაქვს და არ გჯერა საკუთარი თავის,სწორედ ეს ღუპავს ადამიანს.ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი მიზანი.მთავარია,მონდომება..შემდეგ აუცილებლად გაუმართლებს ყველას.

"სურვილი არ გააჩნიათ გენიოსები რომ იყვნენ, სურვილი რომ ჰქონდეთ იქნებოდნენ" - ვინ არიან შენთვის გენიოსები?
ყველაფერი სურვილზეა დამოკიდებული.ძალიან ბევრი შრომაა საჭირო.ძალიან ბევრი უნდა იმუშაო შენს თავთან. არსებობს ასეთი ფრაზა:"გენიოსები იბადებიან".ჩემთვის ასეთი გენიოსები იყვნენ: მხატვრობაში_მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი,რაც შეეხება მოდას_ ჯონ გალიანო და მაკქუინი.ისინი მოდის გენიოსები იყვნენ,მართლაც,რადგან მოახერხეს კაცობრიობის მოდის მსოფლმხედველობის შეცვლა.



Vogue World is a blog compiling stories of VOGUE publications from around the globe.

Vogue World Editor's Team- All together Comming Soon - Georgia June 2013- — with Constanza Gabriell Aragón, Frida F Gustavsson, La Perle Noire JB, Grace Coddington, Vincent Law, Oscar Ferré, Les frères Ferré, Charlie Ferré, Anano Dolaberidze and Roberto Sipos Istvan.




რესპონდენტი: ანანო დოლაბერიძე (სტილისტი, ბლოგერი anobanooo , Vogue World Junior Editor)

ბავშობიდანვე გიზიდავდა მოდის სფერო? როგორი იყო გზა ვოგისკენ?
ბავშვობიდან მიყვარდა და მაინტერესებდა ეს სფერო.ბლოგიც ამიტომ გავაკეთე ,რომ მეტი შეხება მქონოდა მოდასთან,როგორც ამ სფეროს წარმომადგენელს.თბილისი Fashion Week ახალი დაწყებული იყო,მინდოდა აკრედიტაციის აღება,რომ მოვხვედრილიყავი ჩვენებაზე,ბლოგერის სტატუსით.თავიდან მოდის სიყვარულით დავდიოდი ამა თუ იმ ჩვენებაზე,შემდეგ ეს ჩემი პროფესია გახდა.ახლა მოდის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
Vogue World-ის ქართველი Jr. რედაქტორები
როგორ მოხვდი Vogue World Junior Editor- ს შორის,
რამ განაპირობა შენი წარმატება?

რეალურად,ეს ჩემი ბლოგის დამსამსახურებაც არის,თითქმის ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.ბლოგერის ხედვა სულ სხვაა,უნდა გქონდეს გემოვნება და უნდა იცოდე რა უნდა ხალხს,შენს მკითხველს.მე ვემსახურები ხალხს და მათ ინტერესებს.არის რაღაც რაც არ მომწონს,მაგრამ ვიცი,რომ ბლოგის მკითხველების ნაწილს ეს დააინტერებს.

როგორ დაიწყო შენი და George JB-ს მეგობრობა?
გიორგი დავინახე რომელიღაც კაფეში,5-6 წლის წინ. დავინახე და დამაინტერესა.გავიცანი მოდის კვირეულზე,მას შემდეგ ვმეგობრობთ.ყოველთვის ერთად ვართ.

როგორია ყოველდღიური ცხოვრება, დატვირთული გრაფიკი გაქვს?
ძალიან,დილიდან ვარ სამსახურში.გვიან მივდივარ უნივერსიტეტში, შემდეგ "ეგო"-ში გვაქვს გადაღებები და ფოტოსესიები.მეგობრებისთვის დრო აღარ მრჩება,სულ გადარბენაზე ვარ. ვშრომობ ძალიან ბევრს - "რასაც დათესავ, იმას მოიმკი."

რა ეტაპია შენს ცხოვრებაში? მიაღწიე დასახულ მიზანს,
როგორც ვოგის რედაქტორმა?

არა,არ ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე.ძალიან ბევრი რაღაც მაქვს გასაკეთებელი.საერთოდ,რაც უფრო უკმაყოფილო ხარ შენი თავით,მით უფრო მეტს მიაღწევ.ჯერ მელოდება მაგისტრატურა, მეტი ცოდნის მიღებაა საჭირო, რასაც დრო სჭირდება. ახლა მაქვს იმის საშუალება,მეტი რამ გავაკეთო და წარმატებას მივაღწიო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გრეისის სიტყვები: " Anano welcome to Vogue world team! ". ვფიქრობ,როცა ასეთი შანსი მოგეცემა ადამიანს,მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და თავი არ უნდა დაზოგო.არიან ადამიანები,ვისაც ჰგონიათ რომ ეს გამონაგონია. "როგორი ადამიანიც ხარ ისე მოგექცევა ცხოვრება", იგივე მინდა ვურჩიო სხვებსაც, უხაროდეთ სხვების წარმატება.

რას ფიქრობ საქართველოს მოდის ინდუსტრიაზე?
საქართველოში ძალიან ბევრი,ნიჭიერი დიზაინერია,მაგრამ, სამწუხაროდ,მათ არ აქვთ იმის შასაძლებლობა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ მათი შემოქმედება.უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება მოდის კვირეულების მიმართ.ეს მოვლენა არ არის გასართობი წვეულება, სხვა ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.




რესპონდენტი: George JB

როგორია შენი დამოკიდებულება საქართველოს მოდის კვირეულებთან დაკავშირებით?
მიხარია,რომ საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება ეს ყველაფერი.ამ სფეროს წარმომადგენელი ვარ და სასიამოვნოა,როცა შედარებით ნორმალურ ხალხს ვხედავ ჩვენებებზე.

შენს ცხოვრებაში რა ადგილი დაიკავა ვოგმა?
ჩემი სურვილი არასდროს იყო ვყოფილიყავი ბლოგერი. ყველა ამბობს, რომ მათი ოცნებაა მოხვდნენ ვოგში, მაგრამ ჩემთვის, უფრო მნიშვნელოვანია ჩემი პროფილი მოდის სფეროში. ჩემი პროფილი არ ყოფილა წერა. არ მიყვარს, როცა რაღაცას ვექვემდებარები, მიყვარს თავისუფლება.


სასიამოვნო ფაქტია, რომ დაინტერესდნენ ამ ქვეყნითა და ორი ადამიანით.. "ადამიანი არ ირჩევს ხელოვნებას, თვითონ ხელოვნება ირჩევს მას." - ეს George JB-ის საყვარელი ფრაზაა...



ინტერვიუ ენჯელ.ჯი -სთვის
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: ელენე გოგელია



კატეგორია: ქართველები, თბილისი style, for ANGEL.ge
Tags:

19


  • anchibanchi თქვა:
    19 აპრილი 2013 10:45 - ID: 19,
    ძალიან მომეწონა, ნამდვილად კარგი სტატიაა... ტატას წარმატებები :*:*:*:*

  • I.F თქვა:
    10 აპრილი 2013 23:09 - ID: 16,
    ეშმაკმაც დალახვროს იმენა კაცია :D

  • 10 აპრილი 2013 21:19 - ID: 15,
    ვაუ, ძალიან, კარგია, წარმატებებს ვუსურვებ ორივეს, განსაკუთრებით ანას. გიორგიც კარგი " ფაქტურაა " , აქვს ნაპერწკალი :)) რაც შეეხება მათ მუშაობას, მთავარია "იქაური" სტანდარტების ფარგლებს გარეთაც გაიჭრან და სწორედ გამოამჟღავნონ საკუთარი ინდივიდუალიზმი რაღათქმაუნდა მოდის მიმართულებით :).

  • Bao თქვა:
    10 აპრილი 2013 20:39 - ID: 13,
    ჯორჯი, პატარა ნაწუკა გოგოს გავს fellow აქამდეც არ უნდა დაეცე კაცი! რაც შეეხება ამ ამბავს, ძალიან კარგია და წარმატებები!




    __________________________
    But if you never try, you'll never know...

  • mikikikiki თქვა:
    10 აპრილი 2013 19:39 - ID: 12,
  • Tatia_M. თქვა:
    10 აპრილი 2013 19:29 - ID: 11,
    წარმატებებიი love ანანო love

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    10 აპრილი 2013 19:28 - ID: 10,

    ELE-elene, მეეეეც wink მერე გიორგი რომ წავიკითხე მივხვდიი... ორივეს წარმატებებს ვუსურვებ კარგები არიაააან love ანანო ძაან შემიყვარდააა love

  • Elenita თქვა:
    10 აპრილი 2013 18:43 - ID: 9,
    ნიუსი მაგრად მომეწონა

    კარგი ბიჭია

  • Nirvana თქვა:
    10 აპრილი 2013 18:25 - ID: 8,
    მშურს მშურს მშურს მშურს და ჯორჯ ჟ ბ მიყვარს love

  • fashiongirl2013 თქვა:
    10 აპრილი 2013 18:10 - ID: 7,
    ძალიან კარგები არიან! დიდ წარმატებას ვუსურვებ! მეც მიყვარს მოდაა!!! love

  • Mari Glonti თქვა:
    10 აპრილი 2013 16:34 - ID: 6,
    მიყვარს ინდივიდუალური ხალხი..დიდ წარმატებებს ვუსურვებ

  • elenikojoe თქვა:
    10 აპრილი 2013 16:06 - ID: 5,
    ძალიან საინტერესო და კარგი იყო
    ჯორჯი ძალიან მომეწონა ^___^ ანანოც :3

  • keetaa თქვა:
    10 აპრილი 2013 15:25 - ID: 4,
    წარმატებები... ის გოგოს გავს ჩემზე ლამაზია მე უფრო ბიჭი ვარ

  • ina თქვა:
    10 აპრილი 2013 15:13 - ID: 3,
    ძააან მაგარია ყოჩაღ რა... წარმატებები

  • mari mari mari თქვა:
    10 აპრილი 2013 15:12 - ID: 2,
    წარმატებებიიი

    წარმატებებიიი

  • chyipina თქვა:
    10 აპრილი 2013 14:44 - ID: 1,
    რა მაგარია რომ ასეეთი სიანტერესო ექსკლუზიური მასალა გვაქვს!
    ჯორჯი და ანანო მეც მომწონს, მართლაც გამორჩეული პერსონები არიან ქართულ მოდის სამყაროში და წარმატებებს ვუსურვებ მათ, სტატია და ინტერვიუც შესანიშნავია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top