;

26 April 2013      lady_tamo     Views 5133    
Category: Georgians, for ANGEL.ge

ინტერვიუ 'საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილესთან - მარიკო ლეჟავასთან

ახალგაზრდა, საოცარი ტემბრისა და მუსიკალური შესაძლებლობების მქონე გოგონა მხოლოდ 18 წლისაა. ის უკვე მოხვდა 'საქართველოს ვარსკვლავის' მთავარ შემადგენლობაში და პროექტის პირველ ლაივ-კონცერტზეც ფურორი მოახდინა ჯესი ჯეის ცნობილი სიმღერის Mama Knows Best-ის საოცარი პერფორმანსით. ჟიურიმ მისი პირველი გამოსვლა დადებითად შეფასა და განაცხადა, რომ მან მისი შესაძლებლობების 110 % შეასრულა. ახლოს გავიცნოთ ნიჭიერი მარიკო ლეჟავა, რომელთანაც ANGEL.GE-მ ინტერვიუ ჩაწერა.

მარიკო ქასთინგზე:




მარიკოს პირველი ლაივ-კონცერტი:





საქართველოს ვარსკვლავის გარდა თუ მიგიღია რომელიმე კონსკურსში მონაწილეობა?

ორი წლის წინ მივიღე მონაწილეობა ჯეოსტარში, თუმცა ბოლო ტურში ვეღარ გადავედი.


მუსიკის რომელ ჟანრს ანიჭებ უპირატესობას? საყვარელი მომღერალი?

ზოგადად ყველაფერს ვუსამენ, რაც მომწონს უბრალოდ უპირატესობას უფრო პოპს ვანიჭებ...
საყვარელი მომღერალი არის ბიონსე.


ინტერვიუ მარიკო ლეჟავასთან


რას იტყოდი ქართულ შოუბიზნესზე? უსმენ თუ არა რომელიმე ქართველ მომღერალს ან ჯგუფს?


ქართულ შოუბიზნესსზე ვერაფერს გეტყვი სამწუხაროდ. ქართველ მომღერლებსაც არ ვუსმენ.

ინტერვიუ მარიკო ლეჟავასთან

რომელი მომღერლის, ჯგუფის კონცერტზე წასვლაა შენი ოცნება?

ბიონსე!!!


აპირებ თუ არა სიმღერა გააგრძელო მომავალში და პროფესიად აქციო იგი?


ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ვნახოთ რა გამოვა...


ინტერვიუ მარიკო ლეჟავასთან

ვინ არის შენი ინსპირაცია? რომელ ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას?


ესე ბრენდით არ ვსაზღვრავ ტანსაცმელს, მთავარია კომფორტულად ვგრძნობდე თავს, მიხდებოდეს და ხარისხიანი იყოს.



ვის თვლი სილამაზის ეტალონად? ცნობილ ადამიანებს ვგულისხმობ

Madalina Ghenia, Monica Bellucci


ინტერვიუ მარიკო ლეჟავასთან


რას იტყოდი პირად ცხოვრებაზე? არის შენ ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც სტიმულს გაძლევს?

შეყვარებული არ მყავს, მაგრამ არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომელიც სტიმულს მაძლევს...


ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ და რა გინდა რომ გამოგივიდეს?

ჩემი ოცნება ზოგადად ის არის, რომ წარმატებული ვიყო და ყველა ჩემს გარშემომყოფი კარგად იყოს, მარამ არის კიდევ ერთი რაღაც, რასაც ოცნებას ვერ დავარქმევ, ალბათ უფრო სურვილი, იმიტომ რომ ოცნება მგონია არარეალური, ის რაც ვერ მოხდება... ჩემი დიდი სურვილია, რომ ბიონსეს კონცერტზე წავიდე და ჩემი თვალით ვუყურო ამ საოცრებას...


რას ელი საქართველოს ვარსკვლავიდან?

გამოცდილებას და ხალხის სიყვარულის მოპოვებას

ინტერვიუ მარიკო ლეჟავასთან


რას ეტყოდი 'საქართველოს ვარსკვლავის' მაყურებელს?

ყოველ ორშაბათს 10 საათზე უყურონ 'საქართველოს ვარსკვლავს' იმიტომ, რომ ბევრი საინტერესო რამ ელით. და თუ არ გავვარდი... პირადად ჩემგან უფრო მეტ სიახლეს და სანახაობას შევთავაზებ მაყურებელს.

ინტერვიუ მარიკო ლეჟავასთან


Category: Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top